მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დადასტურებული სიცრუის კორპორაცია ანუ ფაროსანას ნაამბობი
დადასტურებული სიცრუის კორპორაცია ანუ  ფაროსანას ნაამბობი

გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი იმი­ჯის აღ­დგე­ნა ბევ­რად უფრო რთუ­ლია(და ზოგ­ჯერ შე­უძ­ლე­ბე­ლიც), ვიდ­რე იუ­რი­დი­უ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­გან თა­ვის დახ­სნა. ეს ალ­ბათ, პირ­ველ რიგ­ში, მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებ­მა უნდა იცოდ­ნენ, თუმ­ცა...

აზი­ურ­მა ფა­რო­სა­ნამ მარ­ტო ყა­ნე­ბი კი არა გა­დახ­რა, ზო­გი­ერ­თი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბის თუ პო­ლი­ტი­კო­სის იმი­ჯიც გა­და­ჭა­მა.

ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად ავ­ხსნით - სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს მიერ გა­მო­ცხა­დე­ბულ ტენ­დერს უნდა გა­მო­ევ­ლი­ნა კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც ფა­რო­სა­ნას­თან ბრძო­ლის სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნი­ას უზ­რუნ­ველ­ყოფ­და. კა­ნო­ნის თა­ნახ­მად, ეს ტენ­დე­რი იყო NAT ანუ მო­ნა­წი­ლე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის, ვი­ნა­ო­ბის, შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი თან­ხე­ბი­სა და სხვა დე­ტა­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ იყო ხელ­მი­საწ­ვდო­მი. კა­ნო­ნი ამას იმი­ტომ ითხოვს, რომ გა­მო­ი­რი­ცხოს კო­რუფ­ცი­უ­ლი გა­რი­გე­ბე­ბი. მხო­ლოდ მას შემ­დეგ, რაც გა­ფორმ­დე­ბა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­მარ­ჯვე­ბულ კომ­პა­ნი­ას­თან, ცნო­ბი­ლი ხდე­ბა ტენ­დერ­ში მო­ნა­წი­ლე კომ­პა­ნი­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა და ვი­ნა­ო­ბა. მო­ნა­ცე­მე­ბი ქვეყ­ნდე­ბა შეს­ყიდ­ვე­ბის სა­ა­გენ­ტოს ვებგ­ვერ­დზე.

ფა­რო­სა­ნას­თან ბრძო­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ტენ­დე­რის დე­ტა­ლე­ბი(მო­ნა­წი­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბა, ვი­ნა­ო­ბა და შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი თან­ხე­ბი) 4 მა­ისს გახ­და ცნო­ბი­ლი. ტენ­დერ­ში გა­ი­მარ­ჯვა "პა­ლიტ­რა­მე­დი­ის" შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­მა­ვალ­მა სა­რეკ­ლა­მო კომ­პა­ნია "ედ­ლა­ინ­მა" , რო­მელ­მაც სა­წყის ფას­ზე(887 000 ლარი) 177 399 ლა­რით ნაკ­ლე­ბი შეს­თა­ვა­ზა - სულ 709 601 ლარი. მისი კონ­კუ­რენ­ტი იყო შპს "სვოტ პრო­დაქ­შე­ნი" – 887 000 ლარი.

თუმ­ცა ზო­გი­ერ­თმა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბამ, პო­ლი­ტი­კოს­მა თუ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ 4 მა­ი­სამ­დე ანუ ტენ­დე­რის დე­ტა­ლე­ბის გარ­კვე­ვამ­დე და­ი­წყო წერა და ლა­პა­რა­კი იმა­ზე, რაც მათ შე­უძ­ლე­ბე­ლია სცოდ­ნო­დათ. ამას ჰქვია ტყუ­ი­ლი!

ზო­გი­ერ­თი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა ტყუ­ი­ლის შე­ფუთ­ვა­ზე თავს არ იწუ­ხებს. მა­გა­ლი­თად, 1-ელ მა­ისს ანუ ტენ­დე­რის დე­ტა­ლე­ბის გარ­კვე­ვამ­დე 3 დღით ადრე, სტუ­დია "მო­ნი­ტორ­მა" გა­მოქ­ვეყ­ნდა ვი­დეო, რომ­ლის თა­ნახ­მად თურ­მე ტენ­დე­რი, რო­მელ­შიც „ედ­ლა­ი­ნი“ მო­ნა­წი­ლებ­და, იყო უკონ­კუ­რენ­ტო. იქვე მი­უ­თი­თა, რომ "ედ­ლა­ი­ნის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ეკო­მი­კის მი­ნის­ტრის დი­მიტ­რი ქუმ­სიშ­ვი­ლის ცო­ლის ბი­ძაშ­ვი­ლია. ვი­დე­ო­ში არ იყო მი­თი­თე­ბუ­ლი წყა­რო, თუ სა­ი­დან ჰქონ­და "მო­ნი­ტორს" ინ­ფორ­მა­ცია ტენ­დე­რის უკონ­კუ­რენ­ტო­ბის შე­სა­ხებ - ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­აა, სარ­წმუ­ნო წყა­რომ მი­ა­წო­და თუ ფა­რო­სა­ნამ უამ­ბო. რაც მთა­ვა­რია - "მო­ნი­ტორს" და­ა­ვი­წყდა ჟურ­ნა­ლის­ტი­კის მთა­ვა­რი კა­ნო­ნი ანუ მე­ო­რე მხა­რის პო­ზი­ცი­ის და­ფიქ­სი­რე­ბა. თუმ­ცა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ავღ­ნიშ­ნოთ, რომ 4 მა­ისს, სა­ღა­მოს "მო­ნი­ტორ­მა" შე­ას­წო­რა თა­ვი­სი ინ­ფორ­მა­ცია და მი­უ­თი­თა, რომ ტენ­დე­რი კონ­კუ­რენ­ცი­ით ჩა­ტარ­და. შეც­დო­მის აღი­ა­რე­ბა და გას­წო­რე­ბა სუ­ლაც არ არის სა­თა­კი­ლო და პი­რი­ქით, იმის წი­ნა­პი­რო­ბაა, რომ მსგავ­სი შეც­დო­მა აღარ და­უშ­ვა.

1-ელი­ვე მა­ისს ანუ ტენ­დე­რის დე­ტა­ლე­ბის გარ­კვე­ვამ­დე 3 დღით ადრე, "ტვ პირ­ვე­ლის" ეთერ­ში ნი­კა­ნორ მე­ლია ამ­ტკი­ცებ­და, ცი­ტა­ტა: "გა­მო­ა­ცხა­დეს რა­ღა­ცა, მი­ლი­ონ ლა­რამ­დე ტენ­დე­რი...და ვინ მო­ი­გო ტენ­დე­რი, რო­მე­ლიც უკონ­კუ­რენ­ციო იყო ანუ არ ჰყავ­და კონ­კუ­რენ­ტი, და­ხუ­რუ­ლი ტენ­დე­რი? ..ქუმ­სიშ­ვი­ლის ოჯა­ხის წევ­რმა, ქუმ­სიშ­ვი­ლის ცო­ლის ბი­ძაშ­ვილ­მა". და­ახ­ლო­ე­ბით იგი­ვე გა­ი­მე­ო­რა მან "რუს­თა­ვი 2"-ის ეთერ­ში და პარ­ლა­მენ­ტის ტრი­ბუ­ნი­დან.

სამ­წუ­ხა­როდ, ნი­კა­ნორს არ ჰკი­თხეს "რუს­თა­ვი 2"-ში, სა­ი­დან ჰქონ­და მას ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რაც ჯერ ცნო­ბი­ლი არ იყო. მე­ტიც, "რუს­თა­ვი 2"-ის წამ­ყვა­ნი ტენ­დერ­ზე სა­უბ­რი­სას შე­ფა­სე­ბე­ბით ნი­კა­ნორს არ ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბო­და. ნი­კა­ნო­რის სიც­რუ­ის აქ­ცენ­ტე­ბი გა­აძ­ლი­ე­რეს ნაკ­ლე­ბად ცნო­ბი­ლი და "ალი­ას" საყ­ვა­რე­ლი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის "შე­ა­ჩე­რე კო­რუფ­ცი­ის" წარ­მო­მად­გენ­ლის ქეთი ენუ­ქი­ძის კო­მენ­ტა­რით, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან კი იყო მონ­დო­მე­ბუ­ლი კო­რუფ­ცი­ა­ში "ემ­ხი­ლა" "ედ­ლა­ი­ნი" და ქუმ­სიშ­ვი­ლი, მაგ­რამ ვეჭ­ვობთ, მისი სა­უბ­რი­დან მა­ყუ­რე­ბელს რა­ი­მე აზრი გა­მო­ე­ტა­ნა. კო­რუფ­ცი­ას­თან "მებ­რძო­ლი" ეს "არა­სამ­თავ­რო­ბო" უნი­კა­ლუ­რია იმით, რომ მისი 3 დამ­ფუძ­ნებ­ლი­დან 2 ნა­სა­მარ­თლე­ვია, მათ შო­რის კო­რუფ­ცი­ის ბრალ­დე­ბით(!..) თუმ­ცა ეს სხვა სტა­ტი­ის თე­მაა.

ნი­კა­ნო­რი რომ შეგ­ნე­ბუ­ლად ცრუ­ობს, ეს ისა­ხე­ბა მის რე­ი­ტინგზე, ამომ­რჩევ­ლის მის­და­მი ნდო­ბა­ზე და ფაქ­ტი სა­ხე­ზეა. თუმ­ცა უფრო მძი­მე სა­ნა­ხა­ვია, როცა მე­დია პო­ლი­ტი­კოს ტოლს არ უდებს სიც­რუ­ის ტი­რა­ჟი­რე­ბა­ში.

1-ელი­ვე მა­ისს ანუ ტენ­დერე­ბის დე­ტა­ლე­ბის გარ­კვე­ვამ­დე 3 დღით ადრე, "ალი­ამ" თა­ვის სა­იტ­ზე გა­ნა­თავ­სა ნიკა მე­ლი­ას გან­ცხა­დე­ბა "ტვპირ­ვე­ლის" ვი­დე­ო­თურთ და აღ­ნიშ­ნა, რომ იმ ფაქ­ტზე, რა­ზეც ნიკა მე­ლია სკან­და­ლის ატეხ­ვას აპი­რებს, "შე­ა­ჩე­რე კო­რუფ­ცი­ის" წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ქეთი ენუ­ქი­ძემ მა­სა­ლე­ბი ექ­სკლუ­ზი­უ­რად მი­ა­წო­და. გა­გე­ცი­ნე­ბათ და ეს "ექ­სკლუ­ზი­უ­რად მი­წო­დე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბი"("ედ­ლა­ი­ნის" შე­სა­ხებ, ტენ­დე­რის პი­რო­ბე­ბის შე­სა­ხებ და ა.შ) არის ის, რის ნახ­ვა­საც ინ­ტერ­ნეტ­ში შეძ­ლებ­და ნე­ბის­მი­ე­რი, ვინ კლა­ვი­ა­ტუ­რის გა­მო­ყე­ნე­ბა იცის. ჟურ­ნა­ლის­ტი­კის მთა­ვა­რი კა­ნო­ნი "ალი­ა­საც" და­ა­ვი­წყდა - მე­ო­რე მხა­რეს არ შეხ­მი­ა­ნე­ბია.

პა­ტა­რა გა­დახ­ვე­ვას გა­ვა­კე­თებთ - ჟურ­ნა­ლის­ტი­კის მთა­ვა­რი კა­ნო­ნის და­ვი­წყე­ბამ შე­საძ­ლოა, ცუდი შე­დე­გე­ბი მო­უ­ტა­ნოს მის დამ­ვი­წყე­ბელს. თუმ­ცა "ალია" ამას რამ­დენ­ჯერ­მე გა­და­ურ­ჩა.

მა­გა­ლი­თად, 7 წლის წინ, მას შემ­დეგ, რაც "კვი­რის პა­ლიტ­რა­ში" და­ი­ბეჭ­და "პა­რაფ­სი­ქო­ლო­გი­ის მა­მად" წო­დე­ბუ­ლი ირაკ­ლი ლო­მა­ი­ას მამ­ხი­ლე­ბე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბა, თუ რო­გორ ატყუ­ებ­და გა­ჭირ­ვე­ბულ ადა­მი­ა­ნებს, "ალი­ამ" გა­მო­აქ­ვეყ­ნა ლო­მა­ი­ას ინ­ტერ­ვიუ, სა­დაც ის "კვი­რის პა­ლიტ­რის" ჟურ­ნა­ლისტს ფუ­ლის გა­მო­ძალ­ვა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­და. „კვი­რის პა­ლიტ­რის“ ჟურ­ნა­ლის­ტის­თვის კო­მენ­ტა­რის­თვის არ და­უ­რე­კავთ! "პა­ლიტ­რა მე­დი­ამ" სა­სა­მარ­თლო­ში სარ­ჩე­ლი შე­ი­ტა­ნა ლო­მა­ი­ას წი­ნა­აღ­მდეგ, "ალია" კი და­ინ­დო. სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, "პა­რაფ­სი­ქო­ლო­გი­ის მა­მამ" "კვი­რის პა­ლიტ­რის" ჟურ­ნა­ლის­ტის წი­ნა­აღ­მდეგ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია უარ­ყო და ბო­დი­შიც მო­ი­ხა­და და ამით დას­რულ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში მისი "პა­რაფ­სი­ქო­ლო­გო­ბა".

6 წლის წინ "ალი­ამ" გა­მო­აქ­ვეყ­ნა შალ­ვა ნა­თე­ლაშ­ვი­ლის ინ­ტერ­ვიუ, რო­მელ­შიც ის "პა­ლიტ­რა მე­დი­ას" ცრუბ­რალ­დე­ბებს უყე­ნებ­და, რო­მელ­თა შო­რის მარ­გა­ლი­ტია ის, რომ თურ­მე "კვი­რის პა­ლიტ­რამ" ბავ­შვებს სკო­ლა წა­არ­თვა. "ალი­ას" კო­მენ­ტა­რის­თვის "პა­ლიტ­რა მე­დი­ა­ში" არ და­უ­რე­კავს, თუმ­ცა მე­დი­ა­სახ­ლმა კვლავ და­ინ­დო გა­ზე­თი და მხო­ლოდ ნა­თე­ლაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ შე­ი­ტა­ნა სარ­ჩე­ლი, რო­მე­ლიც სრუ­ლად დაკ­მა­ყო­ფილ­და.

"ალი­ას“ კო­მენ­ტა­რის­თვის არც მა­შინ და­უ­რე­კავს, რო­დე­საც და­ახ­ლო­ე­ბით ერთი თვის წინ ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი „შე­ა­ჩე­რე კო­რუფ­ცი­ის“ წარ­მო­მად­გე­ნე­ლის ვატო გე­ლაშ­ვი­ლის ინ­ტერ­ვიუ გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მე­ლიც სიც­რუ­ეს ავ­რცე­ლებ­და „პა­ლიტ­რა მე­დი­ის“ ერთ-ერთი ბიზ­ნეს­სუ­ბი­ექ­ტის მი­სა­მარ­თით და კვლავ მა­ნი­პუ­ლი­რებ­და ნა­თე­სა­ო­ბის თე­მით.

"პა­ლიტ­რა მე­დია" არ აპი­რებს "ალი­ას­თან" ან სხვა რო­მე­ლი­მე მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბას­თან პო­ლე­მი­კას, ამის აზრს ვერ ხე­დავს. თუმ­ცა იმ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, რომ­ლე­ბიც ურ­ცხვად ავ­რცე­ლე­ბენ სიც­რუ­ეს, აუ­ცი­ლებ­ლად მი­მარ­თავს სა­სა­მარ­თლოს.

თუ ეს კამ­პა­ნია უშუ­ა­ლოდ "პა­ლიტ­რა მე­დი­ის" წი­ნა­აღ­მდეგ არის მი­მარ­თუ­ლი, მა­შინ ჩვენ კო­ლე­გებს ვურ­ჩევთ - ტყუ­ი­ლად ირ­ჯე­ბი­ან, ვე­რა­ნა­ი­რი არა­სამ­თავ­რო­ბო თუ სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი ვერ მი­აწ­ვდი­ან კომ­პრო­მატს მე­დი­ა­სახლზე. "კომ­პრო­მა­ტად" იმის გა­მო­ყე­ნე­ბა, რომ თურ­მე "პა­ლიტ­რა მე­დი­ის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი მი­ნის­ტრის ნა­თე­სა­ვია, სირ­ცხვი­ლია და ამას კარ­გად ხვდე­ბა მკი­თხვე­ლიც და მა­ყუ­რე­ბე­ლიც. თუ ამ კამ­პა­ნი­ის მი­ზე­ზი ის არის, რომ ნაკ­ლე­ბად­წარ­მა­ტე­ბუ­ლი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი გულს იო­ხე­ბენ წარ­მა­ტე­ბულ მე­დი­ა­სახლზე შე­ტე­ვით, ვაფრ­თხი­ლებთ - ასე უფრო ნაკ­ლე­ბად­წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი გახ­დე­ბი­ან. რო­დე­საც მე­ზო­ბელს აქვს კარ­გი სახ­ლი, შენ უფრო უკე­თე­სი აა­შე­ნე, ის კი არ უნდა ეცა­დო, რომ მე­ზო­ბელს სახ­ლი და­უნ­გრიო.

თუ ეს დი­მიტ­რი ქუმ­სიშ­ვილ­ზე შე­ტე­ვაა და მი­ნის­ტრის მთა­ვა­რი "კომ­პრო­მა­ტი" ის არის, რომ თურ­მე ბიზ­ნეს­მე­ნი ჰყავს ნა­თე­სა­ვი, მა­შინ არც ამ კამ­პა­ნი­ის დამ­კვეთს და არც შემ­სრუ­ლე­ბელს საქ­მე კარ­გად არ ჰქო­ნი­ათ. თუმ­ცა კარ­გად არის შე­სას­წავ­ლი, თუ ვინ არის დამ­კვე­თი.

თუმ­ცა შე­საძ­ლოა მე­სა­მე ვერ­სი­აც - ერ­თმა­ნეთს და­ემ­თხვა იმა­თი ინ­ტე­რე­სე­ბიც, ვი­საც "პა­ლიტ­რა მე­დი­ა­ზე" შე­ტე­ვა სურს და მე­ო­რე მხრივ იმა­თი, ვი­საც ქუმ­სიშ­ვილ­ზე სურთ დარ­ტყმა და ან­სამ­ბლი შექ­მნეს.

ეტყო­ბა მათ არ იცი­ან, რომ სიც­რუ­ე­ზე აგე­ბუ­ლი კამ­პა­ნია ძა­ლი­ან სწრა­ფად ინ­გრე­ვა და ნან­გრე­ვებ­ში იყო­ლებს სწო­რედ სიც­რუ­ის კორ­პო­რა­ცი­ის ბი­ნად­რებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

დადასტურებული სიცრუის კორპორაცია ანუ ფაროსანას ნაამბობი

დადასტურებული სიცრუის კორპორაცია ანუ  ფაროსანას ნაამბობი

გაფუჭებული იმიჯის აღდგენა ბევრად უფრო რთულია(და ზოგჯერ შეუძლებელიც), ვიდრე იურიდიული პასუხისმგებლობისგან თავის დახსნა. ეს ალბათ, პირველ რიგში, მედიასაშუალებებმა უნდა იცოდნენ, თუმცა...

აზიურმა ფაროსანამ მარტო ყანები კი არა გადახრა, ზოგიერთი მედიასაშუალების თუ პოლიტიკოსის იმიჯიც გადაჭამა.

ძალიან მარტივად ავხსნით - სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერს უნდა გამოევლინა კომპანია, რომელიც ფაროსანასთან ბრძოლის საინფორმაციო კამპანიას უზრუნველყოფდა. კანონის თანახმად, ეს ტენდერი იყო NAT ანუ მონაწილეების რაოდენობის, ვინაობის, შეთავაზებული თანხებისა და სხვა დეტალების შესახებ ინფორმაცია არ იყო ხელმისაწვდომი. კანონი ამას იმიტომ ითხოვს, რომ გამოირიცხოს კორუფციული გარიგებები. მხოლოდ მას შემდეგ, რაც გაფორმდება ხელშეკრულება გამარჯვებულ კომპანიასთან, ცნობილი ხდება ტენდერში მონაწილე კომპანიების რაოდენობა და ვინაობა. მონაცემები ქვეყნდება შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე.

ფაროსანასთან ბრძოლასთან დაკავშირებული ტენდერის დეტალები(მონაწილეთა რაოდენობა, ვინაობა და შეთავაზებული თანხები) 4 მაისს გახდა ცნობილი. ტენდერში გაიმარჯვა "პალიტრამედიის" შემადგენლობაში შემავალმა სარეკლამო კომპანია "ედლაინმა" , რომელმაც საწყის ფასზე(887 000 ლარი) 177 399 ლარით ნაკლები შესთავაზა - სულ 709 601 ლარი. მისი კონკურენტი იყო შპს "სვოტ პროდაქშენი" – 887 000 ლარი.

თუმცა ზოგიერთმა მედიასაშუალებამ, პოლიტიკოსმა თუ არასამთავრობო ორგანიზაციამ 4 მაისამდე ანუ ტენდერის დეტალების გარკვევამდე დაიწყო წერა და ლაპარაკი იმაზე, რაც მათ შეუძლებელია სცოდნოდათ. ამას ჰქვია ტყუილი!

ზოგიერთი მედიასაშუალება ტყუილის შეფუთვაზე თავს არ იწუხებს. მაგალითად, 1-ელ მაისს ანუ ტენდერის დეტალების გარკვევამდე 3 დღით ადრე, სტუდია "მონიტორმა" გამოქვეყნდა ვიდეო, რომლის თანახმად თურმე ტენდერი, რომელშიც „ედლაინი“ მონაწილებდა, იყო უკონკურენტო. იქვე მიუთითა, რომ "ედლაინის" დამფუძნებელი ეკომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის ცოლის ბიძაშვილია. ვიდეოში არ იყო მითითებული წყარო, თუ საიდან ჰქონდა "მონიტორს" ინფორმაცია ტენდერის უკონკურენტობის შესახებ - ოფიციალური ინფორმაციაა, სარწმუნო წყარომ მიაწოდა თუ ფაროსანამ უამბო. რაც მთავარია - "მონიტორს" დაავიწყდა ჟურნალისტიკის მთავარი კანონი ანუ მეორე მხარის პოზიციის დაფიქსირება. თუმცა აუცილებლად უნდა ავღნიშნოთ, რომ 4 მაისს, საღამოს "მონიტორმა" შეასწორა თავისი ინფორმაცია და მიუთითა, რომ ტენდერი კონკურენციით ჩატარდა. შეცდომის აღიარება და გასწორება სულაც არ არის სათაკილო და პირიქით, იმის წინაპირობაა, რომ მსგავსი შეცდომა აღარ დაუშვა.

1-ელივე მაისს ანუ ტენდერის დეტალების გარკვევამდე 3 დღით ადრე, "ტვ პირველის" ეთერში ნიკანორ მელია ამტკიცებდა, ციტატა: "გამოაცხადეს რაღაცა, მილიონ ლარამდე ტენდერი...და ვინ მოიგო ტენდერი, რომელიც უკონკურენციო იყო ანუ არ ჰყავდა კონკურენტი, დახურული ტენდერი? ..ქუმსიშვილის ოჯახის წევრმა, ქუმსიშვილის ცოლის ბიძაშვილმა". დაახლოებით იგივე გაიმეორა მან "რუსთავი 2"-ის ეთერში და პარლამენტის ტრიბუნიდან.

სამწუხაროდ, ნიკანორს არ ჰკითხეს "რუსთავი 2"-ში, საიდან ჰქონდა მას ინფორმაცია იმის შესახებ, რაც ჯერ ცნობილი არ იყო. მეტიც, "რუსთავი 2"-ის წამყვანი ტენდერზე საუბრისას შეფასებებით ნიკანორს არ ჩამოუვარდებოდა. ნიკანორის სიცრუის აქცენტები გააძლიერეს ნაკლებად ცნობილი და "ალიას" საყვარელი არასამთავრობო ორგანიზაციის "შეაჩერე კორუფციის" წარმომადგენლის ქეთი ენუქიძის კომენტარით, რომელიც ძალიან კი იყო მონდომებული კორუფციაში "ემხილა" "ედლაინი" და ქუმსიშვილი, მაგრამ ვეჭვობთ, მისი საუბრიდან მაყურებელს რაიმე აზრი გამოეტანა. კორუფციასთან "მებრძოლი" ეს "არასამთავრობო" უნიკალურია იმით, რომ მისი 3 დამფუძნებლიდან 2 ნასამართლევია, მათ შორის კორუფციის ბრალდებით(!..) თუმცა ეს სხვა სტატიის თემაა.

ნიკანორი რომ შეგნებულად ცრუობს, ეს ისახება მის რეიტინგზე, ამომრჩევლის მისდამი ნდობაზე და ფაქტი სახეზეა. თუმცა უფრო მძიმე სანახავია, როცა მედია პოლიტიკოს ტოლს არ უდებს სიცრუის ტირაჟირებაში.

1-ელივე მაისს ანუ ტენდერების დეტალების გარკვევამდე 3 დღით ადრე, "ალიამ" თავის საიტზე განათავსა ნიკა მელიას განცხადება "ტვპირველის" ვიდეოთურთ და აღნიშნა, რომ იმ ფაქტზე, რაზეც ნიკა მელია სკანდალის ატეხვას აპირებს, "შეაჩერე კორუფციის" წარმომადგენელმა ქეთი ენუქიძემ მასალები ექსკლუზიურად მიაწოდა. გაგეცინებათ და ეს "ექსკლუზიურად მიწოდებული მასალები"("ედლაინის" შესახებ, ტენდერის პირობების შესახებ და ა.შ) არის ის, რის ნახვასაც ინტერნეტში შეძლებდა ნებისმიერი, ვინ კლავიატურის გამოყენება იცის. ჟურნალისტიკის მთავარი კანონი "ალიასაც" დაავიწყდა - მეორე მხარეს არ შეხმიანებია.

პატარა გადახვევას გავაკეთებთ - ჟურნალისტიკის მთავარი კანონის დავიწყებამ შესაძლოა, ცუდი შედეგები მოუტანოს მის დამვიწყებელს. თუმცა "ალია" ამას რამდენჯერმე გადაურჩა.

მაგალითად, 7 წლის წინ, მას შემდეგ, რაც "კვირის პალიტრაში" დაიბეჭდა "პარაფსიქოლოგიის მამად" წოდებული ირაკლი ლომაიას მამხილებელი ჟურნალისტური გამოძიება, თუ როგორ ატყუებდა გაჭირვებულ ადამიანებს, "ალიამ" გამოაქვეყნა ლომაიას ინტერვიუ, სადაც ის "კვირის პალიტრის" ჟურნალისტს ფულის გამოძალვაში ადანაშაულებდა. „კვირის პალიტრის“ ჟურნალისტისთვის კომენტარისთვის არ დაურეკავთ! "პალიტრა მედიამ" სასამართლოში სარჩელი შეიტანა ლომაიას წინააღმდეგ, "ალია" კი დაინდო. სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, "პარაფსიქოლოგიის მამამ" "კვირის პალიტრის" ჟურნალისტის წინააღმდეგ გავრცელებული ინფორმაცია უარყო და ბოდიშიც მოიხადა და ამით დასრულდა საქართველოში მისი "პარაფსიქოლოგობა".

6 წლის წინ "ალიამ" გამოაქვეყნა შალვა ნათელაშვილის ინტერვიუ, რომელშიც ის "პალიტრა მედიას" ცრუბრალდებებს უყენებდა, რომელთა შორის მარგალიტია ის, რომ თურმე "კვირის პალიტრამ" ბავშვებს სკოლა წაართვა. "ალიას" კომენტარისთვის "პალიტრა მედიაში" არ დაურეკავს, თუმცა მედიასახლმა კვლავ დაინდო გაზეთი და მხოლოდ ნათელაშვილის წინააღმდეგ შეიტანა სარჩელი, რომელიც სრულად დაკმაყოფილდა.

"ალიას“ კომენტარისთვის არც მაშინ დაურეკავს, როდესაც დაახლოებით ერთი თვის წინ ზემოხსენებული „შეაჩერე კორუფციის“ წარმომადგენელის ვატო გელაშვილის ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელიც სიცრუეს ავრცელებდა „პალიტრა მედიის“ ერთ-ერთი ბიზნესსუბიექტის მისამართით და კვლავ მანიპულირებდა ნათესაობის თემით.

"პალიტრა მედია" არ აპირებს "ალიასთან" ან სხვა რომელიმე მედიასაშუალებასთან პოლემიკას, ამის აზრს ვერ ხედავს. თუმცა იმ მედიასაშუალებების წინააღმდეგ, რომლებიც ურცხვად ავრცელებენ სიცრუეს, აუცილებლად მიმართავს სასამართლოს.

თუ ეს კამპანია უშუალოდ "პალიტრა მედიის" წინააღმდეგ არის მიმართული, მაშინ ჩვენ კოლეგებს ვურჩევთ - ტყუილად ირჯებიან, ვერანაირი არასამთავრობო თუ სამთავრობო ორგანიზაციები ვერ მიაწვდიან კომპრომატს მედიასახლზე. "კომპრომატად" იმის გამოყენება, რომ თურმე "პალიტრა მედიის" დამფუძნებელი მინისტრის ნათესავია, სირცხვილია და ამას კარგად ხვდება მკითხველიც და მაყურებელიც. თუ ამ კამპანიის მიზეზი ის არის, რომ ნაკლებადწარმატებული მედიასაშუალებები გულს იოხებენ წარმატებულ მედიასახლზე შეტევით, ვაფრთხილებთ - ასე უფრო ნაკლებადწარმატებულები გახდებიან. როდესაც მეზობელს აქვს კარგი სახლი, შენ უფრო უკეთესი ააშენე, ის კი არ უნდა ეცადო, რომ მეზობელს სახლი დაუნგრიო.

თუ ეს დიმიტრი ქუმსიშვილზე შეტევაა და მინისტრის მთავარი "კომპრომატი" ის არის, რომ თურმე ბიზნესმენი ჰყავს ნათესავი, მაშინ არც ამ კამპანიის დამკვეთს და არც შემსრულებელს საქმე კარგად არ ჰქონიათ. თუმცა კარგად არის შესასწავლი, თუ ვინ არის დამკვეთი.

თუმცა შესაძლოა მესამე ვერსიაც - ერთმანეთს დაემთხვა იმათი ინტერესებიც, ვისაც "პალიტრა მედიაზე" შეტევა სურს და მეორე მხრივ იმათი, ვისაც ქუმსიშვილზე სურთ დარტყმა და ანსამბლი შექმნეს.

ეტყობა მათ არ იციან, რომ სიცრუეზე აგებული კამპანია ძალიან სწრაფად ინგრევა და ნანგრევებში იყოლებს სწორედ სიცრუის კორპორაციის ბინადრებს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ