საზოგადოება
Faceამბები

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კიბერშეტევა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს შიდა სერვერზე - დაუდასტურებელ მოტივად კრიპტოვალუტის მოპოვება სახელდება
კიბერშეტევა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს შიდა სერვერზე - დაუდასტურებელ მოტივად კრიპტოვალუტის მოპოვება სახელდება

სა­მო­ქა­ლა­ქო ავი­ა­ცი­ის სა­ა­გენ­ტოს შიდა სერ­ვერ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი კი­ბერ­შე­ტე­ვის სა­ვა­რა­უ­დო და და­უ­დას­ტუ­რე­ბელ მო­ტი­ვად კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტის მო­პო­ვე­ბა სა­ხელ­დე­ბა.

რო­გორც"ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­მო­ქა­ლა­ქო ავი­ა­ცი­ის სა­ა­გენ­ტოს დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლემ ლე­ვან კა­რა­ნა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, დე­ტა­ლე­ბი იმის შე­სა­ხებ, თუ რო­მე­ლი ქვეყ­ნი­დან გან­ხორ­ცი­ელ­და შე­ტე­ვა ან რა ოდე­ნო­ბის თან­ხას ითხოვ­დნენ, უც­ნო­ბია.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, სა­ა­გენ­ტოს ჰქონ­და სა­რე­ზერ­ვო რე­სურ­სე­ბი, რისი სის­ტე­მა­ში ჩატ­ვირ­თვის შემ­დე­გაც გან­ხორ­ცი­ელ­და ინ­ფორ­მა­ცი­ის აღ­დგე­ნა. „ჩვე­ნი რე­სურ­სი გვქონ­და და­რე­ზერ­ვე­ბუ­ლი, შე­სა­ბა­მი­სად, სა­რე­ზერ­ვო ფა­ი­ლე­ბი­დან მოხ­და ინ­ფორ­მა­ცი­ის აღ­დგე­ნა და სა­ა­გენ­ტო ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს შე­უ­ფერ­ხებ­ლად. ინ­ფორ­მა­ცი­ის წაშ­ლა არ მომ­ხდა­რა, გან­ხორ­ცი­ელ­და სერ­ვე­რის დაბ­ლოკ­ვა და კონ­კრე­ტუ­ლი ფა­ი­ლე­ბის და­შიფრ­ვა, რა­მაც გა­მო­იწ­ვია პროგ­რა­მუ­ლი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის შე­ფერ­ხე­ბით მუ­შა­ო­ბა.

რო­გორც კი გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ სა­რე­ზერ­ვო ფა­ი­ლე­ბის ჩატ­ვირ­თვა სის­ტე­მა­ში, მუ­შა­ო­ბაც და­უ­ყოვ­ნებ­ლივ აღ­ვად­გი­ნეთ. გა­მო­ვაქ­ვეყ­ნეთ ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ელექტრო­ნუ­ლი ფოს­ტის მი­სა­მარ­თე­ბი და ჩვენს პარტნი­ო­რებ­თან, ავი­ა­კომ­პა­ნი­ებ­თან, სა­წარ­მო­ებ­თან, და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებ­თან დრო­უ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცია მო­ვა­ხერ­ხეთ იმი­სათ­ვის, რომ შე­უ­ფერ­ხებ­ლად მიგ­ვე­წო­დე­ბი­ნა სერ­ვი­სე­ბი და მა­თაც შეძ­ლე­ბო­დათ ჩვენ­თან და­კავ­ში­რე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან კა­რა­ნა­ძემ. მი­სი­ვე თქმით, მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო მოკ­ვლე­ვას აწარ­მო­ებს.

სა­მო­ქა­ლა­ქო ავი­ა­ცი­ის სა­ა­გენ­ტომ მათ სერ­ვერ­ზე კი­ბერ თავ­დას­ხმის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა დღეს გა­ავ­რცე­ლა.

„მიმ­დი­ნა­რე წლის 2 მა­ისს, სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს სსიპ სა­მო­ქა­ლა­ქო ავი­ა­ცი­ის სა­ა­გენ­ტოს სერ­ვერ­ზე კი­ბერ თავ­დას­ხმა გან­ხორ­ცი­ელ­და. კომ­პი­უ­ტე­რულ­მა ვირუს­მა ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნა სა­ა­გენ­ტო­ში და­ცულ მო­ნა­ცემ­თა ბა­ზებს, პროგ­რა­მებს და ელექტრო­ნულ მი­სა­მარ­თებს. თავ­დას­ხმის შე­დე­გად შექ­მნი­ლი პრობ­ლე­მის გა­მო­სას­წო­რებ­ლად, სა­ა­გენ­ტოს­თან ერ­თად ჩარ­თუ­ლია ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბა. ავი­ა­კომ­პა­ნი­ე­ბი­სა და სა­ა­ვი­ა­ციო სა­წარ­მო­ე­ბის­თვის, ოპე­რა­ტო­რე­ბის­თვის და ავი­ას­პე­ცი­ა­ლის­ტე­ბის­თვის ამ­ჟა­მად მუ­შა­ობს შემ­დე­გი ელ. მი­სა­მარ­თე­ბი: safety@gcaa.ge; flightstandards@gcaa.ge; air@gcaa.ge; cds@gcaa.ge; office@gcaa.ge“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია სა­ა­გენ­ტოს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

კიბერშეტევა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს შიდა სერვერზე - დაუდასტურებელ მოტივად კრიპტოვალუტის მოპოვება სახელდება

კიბერშეტევა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს შიდა სერვერზე - დაუდასტურებელ მოტივად კრიპტოვალუტის მოპოვება სახელდება

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს შიდა სერვერზე განხორციელებული კიბერშეტევის სავარაუდო და დაუდასტურებელ მოტივად კრიპტოვალუტის მოპოვება სახელდება.

როგორც"ინტერპრესნიუსს" სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ლევან კარანაძემ განუცხადა, დეტალები იმის შესახებ, თუ რომელი ქვეყნიდან განხორციელდა შეტევა ან რა ოდენობის თანხას ითხოვდნენ, უცნობია.

მისივე განმარტებით, სააგენტოს ჰქონდა სარეზერვო რესურსები, რისი სისტემაში ჩატვირთვის შემდეგაც განხორციელდა ინფორმაციის აღდგენა. „ჩვენი რესურსი გვქონდა დარეზერვებული, შესაბამისად, სარეზერვო ფაილებიდან მოხდა ინფორმაციის აღდგენა და სააგენტო ფუნქციონირებს შეუფერხებლად. ინფორმაციის წაშლა არ მომხდარა, განხორციელდა სერვერის დაბლოკვა და კონკრეტული ფაილების დაშიფრვა, რამაც გამოიწვია პროგრამული უზრუნველყოფის შეფერხებით მუშაობა.

როგორც კი განვახორციელეთ სარეზერვო ფაილების ჩატვირთვა სისტემაში, მუშაობაც დაუყოვნებლივ აღვადგინეთ. გამოვაქვეყნეთ ალტერნატიული ელექტრონული ფოსტის მისამართები და ჩვენს პარტნიორებთან, ავიაკომპანიებთან, საწარმოებთან, დაინტერესებულ პირებთან დროული კომუნიკაცია მოვახერხეთ იმისათვის, რომ შეუფერხებლად მიგვეწოდებინა სერვისები და მათაც შეძლებოდათ ჩვენთან დაკავშირება“, - განაცხადა ლევან კარანაძემ. მისივე თქმით, მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო მოკვლევას აწარმოებს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ მათ სერვერზე კიბერ თავდასხმის შესახებ განცხადება დღეს გაავრცელა.

„მიმდინარე წლის 2 მაისს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სერვერზე კიბერ თავდასხმა განხორციელდა. კომპიუტერულმა ვირუსმა ზიანი მიაყენა სააგენტოში დაცულ მონაცემთა ბაზებს, პროგრამებს და ელექტრონულ მისამართებს. თავდასხმის შედეგად შექმნილი პრობლემის გამოსასწორებლად, სააგენტოსთან ერთად ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება. ავიაკომპანიებისა და საავიაციო საწარმოებისთვის, ოპერატორებისთვის და ავიასპეციალისტებისთვის ამჟამად მუშაობს შემდეგი ელ. მისამართები: safety@gcaa.ge; flightstandards@gcaa.ge; air@gcaa.ge; cds@gcaa.ge; office@gcaa.ge“, - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი