ებრაული რწმენის მიხედვით, სასმელი, რომელშიც 6-ჯერ მეტია წყალი, ვიდრე ღვინო ან ყურძნის წვენი, შეიძლება დაილიოს, თუნდაც ის იყოს არაებრაელის მიერ ნაწარმოები. საქმე ისაა, რომ ღვინო გაზავებული წყალთან - 1/6 შეფარდებით, კარგავს ღვინის სტატუსს (კერძოდ, მასზე არ წარმოთქვამენ ღვინის კურთხევას). ეს წესი ეხება მხოლოდ წყალს. მაგრამ, არაებრაული ღვინო, რომელიც არეულია ნებისმიერ სითხესთან, შეიძლება დაშვებული იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მისი მოცულობა 60-ჯერ მეტია ღვინოზე.
განსაკუთრებული შემთხვევაა, როცა ნაზავთან არის შემადგენელი ქაშერი (სუფთა) ღვინოც. როგორც ცნობილია, სულ მცირე რაოდენობის არაებრაული ღვინო საკმარისია იმისათვის, რომ აიკრძალოს ნაზავი და მხოლოდ რამას შეხედულებით, მატერიალური ზარალის შემთხვევაში, შეიძლება დაშვებული იქნეს ორი ღვინის - ქაშერისა და არაქაშერის ნაზავი, თუკი არაებრაული ღვინო შეადგენს საერთო მოცულობის 1/60-ს. რაც შეეხება ღვინოს, საჭიროა აღვნიშნოთ, რომ ძირითადი პრობლემა ჩნდება გახსნილ ბოთლთან.თუ არაებრაელი შეეხო გაუხსელ ბოთლს თუნდაც არა დაბეჭდილს, ან ის შეანჯღრია არაფერი არ მომხდარა. გაუხსნელი ღვინო დაშვებულია ყველაზე მკაცრი შეხედულებითაც კი. იმ შემთხვევაში კი, თუ ბოთლი გახსნილია და არაებრაელი მას უბრალოდ შეეხო, ამ შემთხვევაშიც ღვინო დაშვებულია. თუ არაებრაელი შეეხო ღვინოს რაიმე საგნით, ხელით არა, მაშინ კანონი არაა იმდენად კატეგორიული. ღვინის დალევა არ შეიძლება, მაგრამ შეიძლება მისგან სარგებლის მიღება.
ძველად კერპთაყვანისმცემლებს არა მარტო მიჰქონდათ სამსხვერპლო თავიანთი კერპებისთვის, არამედ ღვინოსაც ასხამდნენ მასზე. ასეთი ღვინო დასალევად უძველესმა ებრაულმა წიგნმა - თორამ აკრძალა.