ბასტი-ბუბუს ბლოკნოტები და სტიკერები - ეს გამომცემლობა "პალიტრა L-ისა" და ბასტი-ბუბუს თანამშრომლობის პირველი შედეგია. სამომავლოდ კი, ორი ქართული კომპანიის თანამშრომლობით კიდევ ბევრი საინტერესო პროდუქტის შექმნა იგეგმება. უახლოეს მომავალში გამოვა ბალიშები ბასტი-ბუბუს ილუსტრაციით. უკვე მიმდინარეობს მუშაობა წიგნების სერიაზე, რომლის მთავარი გმირებიც სწორედ ბასტი და ბუბუ იქნებიან.
ბასტი-ბუბუს დირექტორის თამარ ახვლედიანის განმარტებით, თანამშმრომლობის შედეგად შექმნილი პროდუქტებით ბასტი და ბუბუ თითოეულ ოჯახს უფრო მეტად დაუმეგობრდებიან.
"ეს თანამშრომლობა, პირველ რიგში, იმიტომ არის საინტერესო, რომ ორი ჭეშმარიტად ქართული კომპანია გავერთიანდით და ძალიან საინტერესო შეთავაზებებს ვუმზადებთ საზოგადოებას. ჩვენ უკვე 25 წელია ვარსებობთ და საზოგადოებამ ჩვენი გმირები ძალიან შეიყვარა. მოხარული ვარ, რომ ამიერიდან მათ სხვა ამპლუაშიც ეყოლებათ ბასტი და ბუბუ. ეს იქნება უფრო ახლოს და უფრო გულთან. ისინი ყველა ბავშვისთვის ხელმისაწვდომი გახდებიან. ეს ფაქტი კი ნამდვილად მისასალმებელია, რადგან ბასტი და ბუბუ არიან ქართველი გმირები, რომლებიც აქ დაიბადნენ და აქ იზრდებიან. ჩვენ ყველა სიახლეს განსაკუთრებული გულისყურითა და დაფიქრებით ვამზადებთ. ამჯერად კი ვფიქრობთ, რომ ეს სწორედ ის არის, რაც ახლა სჭირდებოდა საზოგადოებას," - განმარტავს თამარ ახვლედიანი. განაგრძეთ კითხვა