მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხშირად ქალები, იმიტომ თხოვდებიან, რომ თავი სრულყოფილად ჩათვალონ" - რატომ იზრდება საქართველოში განქორწინებების რიცხვი?
"ხშირად ქალები, იმიტომ თხოვდებიან, რომ თავი სრულყოფილად ჩათვალონ" - რატომ იზრდება საქართველოში განქორწინებების რიცხვი?

სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ქორ­წი­ნე­ბე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა იზ­რდე­ბა, ქორ­წი­ნე­ბის სტა­ტის­ტი­კა კი კლე­ბუ­ლობს. 2017 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში სულ 10 222 გან­ქორ­წი­ნე­ბა და­ფიქ­სირ­და, მა­შინ რო­დე­საც 2016 წელს 9 539 წყვი­ლი გან­ქორ­წინ­და.

ოჯა­ხუ­რი პრობ­ლე­მე­ბი 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში მსოფ­ლი­ო­შიც ერთ-ერთი აქ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კი­თხია, რო­მელ­ზეც ფსი­ქო­ლო­გე­ბი და სო­ცი­ო­ლო­გე­ბი მუ­შა­ო­ბენ. ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში ინ­ტე­რე­სი ოჯა­ხუ­რი პრობ­ლე­მე­ბის მი­მართ 1960-70 იან წლებ­ში გა­ი­ზარ­და. 1970 წელს კა­ლი­ფორ­ნი­ის შტატ­ში გან­ქორ­წი­ნე­ბე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ 114 000 შე­ად­გი­ნა, ქორ­წი­ნე­ბე­ბის კი 173 000. იმ პე­რი­ოდ­ში ამე­რი­კა­ში მყო­ფი სო­ცი­ო­ლო­გე­ბი უკვე სა­უბ­რობ­დნენ გან­ქორ­წი­ნე­ბე­ბის მზარდ ტენ­დენ­ცი­ა­ზე და ამას ახალ­გაზ­რდე­ბის თა­ვი­სუ­ფალ ხედ­ვას უკავ­ში­რებ­დნენ.

"ქორ­წი­ნე­ბა მხო­ლოდ მა­შინ იქ­ნე­ბა მათ­თვის მყა­რი თუ ორი­ვე მხა­რე ურ­თი­ერ­თო­ბი­დან მი­ი­ღებს მრა­ვალ­ფე­რო­ვან, გან­ვი­თა­რე­ბად გა­მოც­დი­ლე­ბას" - აცხა­დებ­და ამე­რი­კა­ში მოღ­ვა­წე ინ­გლი­სე­ლი ფსი­ქო­ლო­გი კარლ რო­ჯერ­სი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით იგი­ვე პრობ­ლე­მა ჩვენ­თან, სა­ქარ­თვე­ლო­შიც დად­გა. 2001 წელს გან­ქორ­წი­ნე­ბულ წყვილ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 1 987 იყო, 2017 წელს კი 10 222 შე­ად­გი­ნა. თა­ვი­სუფ­ლე­ბის ხა­რის­ხის გაზ­რდა თუ უნ­დობ­ლო­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­სტი­ტუ­ცი­ე­ბის მი­მართ? ამ კი­თხვით ფსი­ქო­ლოგ ზურა მხე­ი­ძეს მივ­მარ­თეთ.

ზურა მხე­ი­ძე: "გან­ქორ­წი­ნე­ბის მი­ზე­ზად რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტორს გა­მოვ­ყოფ­დი ვერ­სი­ე­ბის დო­ნე­ზე - პირ­ვე­ლი, რაც უფრო ვი­თარ­დე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბა, უფრო მეტი ლა­პა­რა­კია ქა­ლის უფ­ლე­ბებ­ზე, თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე. 15-20 წლის წინ და უფრო ადრე გან­ქორ­წი­ნე­ბა სა­ზო­გა­დოდ ტრა­გი­კულ მოვ­ლე­ნას­თან ასო­ცირ­დე­ბო­და, ახლა შე­იც­ვა­ლა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა.

მე­ო­რე მი­ზე­ზად ქა­ლე­ბის უფ­ლე­ბებ­თან ერ­თად და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ხა­რისხს და­ვა­სა­ხე­ლებ, რო­მე­ლიც იზ­რდე­ბა, ანუ აღარ ვარ და­მო­კი­დე­ბუ­ლი ჩემს მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ზე, ქალ­საც შე­უძ­ლია მა­ტე­რი­ა­ლუ­რად კარ­გად იყოს და ოჯა­ხებ­ში, სა­დაც ორი­ვე მუ­შა­ობს, ეს დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბაა, თა­მა­მი ნა­ბი­ჯის გა­დად­გმა უფრო ად­ვი­ლია ქა­ლის­თვის, თუ მას აწყო­ბი­ლი აქვს სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი სა­კი­თხე­ბი და სტა­ბი­ლუ­რი შე­მო­სა­ვა­ლი აქვს. ეს ფაქ­ტო­რიც ახლა უფრო მე­ტად ახ­დენს გავ­ლე­ნას, ვიდ­რე 20-25 წლის წინ.

მე­სა­მე ფაქ­ტო­რი არის ზო­გა­დად გან­ქორ­წი­ნე­ბე­ბის მი­ზე­ზი - ყველ­გან სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა არ არის კარ­გი, ეს იწ­ვევს პრობ­ლე­მებს. რე­ა­ლუ­რად ეს სტა­ტის­ტი­კა გვაჩ­ვე­ნებს, რომ გან­ქორ­წი­ნე­ბა გახ­და ად­ვი­ლი. ოჯა­ხი, სა­დაც აკუ­მუ­ლირ­დე­ბა ყვე­ლას გა­სა­ჭი­რი, ცოლ-ქმრის ერ­თო­ბა უკვე ხდე­ბა პრობ­ლე­მუ­რი, ჩნდე­ბა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი დატ­ვირ­თვა, იზ­რდე­ბა და­ძა­ბუ­ლი ფონი და აქ იბა­დე­ბა პრობ­ლე­მის­გან გაქ­ცე­ვის სურ­ვი­ლი.

ჰაი ჰაი
0

სიღარიბე რომ ოჯახების დანგრევის და ერის გადაშენების მიზეზი იყოს, მაშინ აფრიკელები, აზიელები, და სამხრეთ ამერიკელები დიდი ხნის გადაშენებულები იქნებოდნენ. ასე რომ სიღარიბე მიზეზი არაა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

"ხშირად ქალები, იმიტომ თხოვდებიან, რომ თავი სრულყოფილად ჩათვალონ" - რატომ იზრდება საქართველოში განქორწინებების რიცხვი?

"ხშირად ქალები, იმიტომ თხოვდებიან, რომ თავი სრულყოფილად ჩათვალონ" - რატომ იზრდება საქართველოში განქორწინებების რიცხვი?

საქართველოში განქორწინებების რაოდენობა იზრდება, ქორწინების სტატისტიკა კი კლებულობს. 2017 წლის მონაცემებით, საქართველოში სულ 10 222 განქორწინება დაფიქსირდა, მაშინ როდესაც 2016 წელს 9 539 წყვილი განქორწინდა.

ოჯახური პრობლემები 21-ე საუკუნეში მსოფლიოშიც ერთ-ერთი აქტუალური საკითხია, რომელზეც ფსიქოლოგები და სოციოლოგები მუშაობენ. ამერიკის შეერთებულ შტატებში ინტერესი ოჯახური პრობლემების მიმართ 1960-70 იან წლებში გაიზარდა. 1970 წელს კალიფორნიის შტატში განქორწინებების რაოდენობამ 114 000 შეადგინა, ქორწინებების კი 173 000. იმ პერიოდში ამერიკაში მყოფი სოციოლოგები უკვე საუბრობდნენ განქორწინებების მზარდ ტენდენციაზე და ამას ახალგაზრდების თავისუფალ ხედვას უკავშირებდნენ.

"ქორწინება მხოლოდ მაშინ იქნება მათთვის მყარი თუ ორივე მხარე ურთიერთობიდან მიიღებს მრავალფეროვან, განვითარებად გამოცდილებას" - აცხადებდა ამერიკაში მოღვაწე ინგლისელი ფსიქოლოგი კარლ როჯერსი. მოგვიანებით იგივე პრობლემა ჩვენთან, საქართველოშიც დადგა. 2001 წელს განქორწინებულ წყვილთა რაოდენობა 1 987 იყო, 2017 წელს კი 10 222 შეადგინა. თავისუფლების ხარისხის გაზრდა თუ უნდობლობა საზოგადოებრივი ინსტიტუციების მიმართ? ამ კითხვით ფსიქოლოგ ზურა მხეიძეს მივმართეთ.

ზურა მხეიძე: "განქორწინების მიზეზად რამდენიმე ფაქტორს გამოვყოფდი ვერსიების დონეზე - პირველი, რაც უფრო ვითარდება საზოგადოება, უფრო მეტი ლაპარაკია ქალის უფლებებზე, თავისუფლებაზე. 15-20 წლის წინ და უფრო ადრე განქორწინება საზოგადოდ ტრაგიკულ მოვლენასთან ასოცირდებოდა, ახლა შეიცვალა დამოკიდებულება.

მეორე მიზეზად ქალების უფლებებთან ერთად დამოუკიდებლობის ხარისხს დავასახელებ, რომელიც იზრდება, ანუ აღარ ვარ დამოკიდებული ჩემს მეორე ნახევარზე, ქალსაც შეუძლია მატერიალურად კარგად იყოს და ოჯახებში, სადაც ორივე მუშაობს, ეს დიდი ბედნიერებაა, თამამი ნაბიჯის გადადგმა უფრო ადვილია ქალისთვის, თუ მას აწყობილი აქვს სამსახურებრივი საკითხები და სტაბილური შემოსავალი აქვს. ეს ფაქტორიც ახლა უფრო მეტად ახდენს გავლენას, ვიდრე 20-25 წლის წინ.

მესამე ფაქტორი არის ზოგადად განქორწინებების მიზეზი - ყველგან სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა არ არის კარგი, ეს იწვევს პრობლემებს. რეალურად ეს სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ განქორწინება გახდა ადვილი. ოჯახი, სადაც აკუმულირდება ყველას გასაჭირი, ცოლ-ქმრის ერთობა უკვე ხდება პრობლემური, ჩნდება ფსიქოლოგიური დატვირთვა, იზრდება დაძაბული ფონი და აქ იბადება პრობლემისგან გაქცევის სურვილი.

შს მინისტრის პასუხი კითხვაზე, თუ როგორ ჩატარდება საგანგებო მდგომარეობის დროს აღდგომის დღესასწაული

დღის ფოტო - პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმების შესვენება

საქართველოში კორონავირუსისგან 23 ადამიანია გამოჯანმრთელებული