პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრები - მონაწილეობას არ მივიღებთ არც ერთ შეჯიბრში, ვწყვეტთ ვარჯიშს, ვიდრე ფედერაციის პრეზიდენტი არ გადადგება
ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრები - მონაწილეობას არ მივიღებთ არც ერთ შეჯიბრში, ვწყვეტთ ვარჯიშს, ვიდრე ფედერაციის პრეზიდენტი არ გადადგება

სა­ქარ­თვე­ლოს ძი­უ­დოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ძი­უ­დო­ის­ტე­ბი ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტის, და­ვით ქევ­ხიშ­ვი­ლის გა­დად­გო­მას მო­ი­თხო­ვენ. ძი­უ­დო­ის­ტებ­მა დღეს სპე­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბაც შე­ი­მუ­შა­ვეს, სა­დაც უთი­თე­ბენ, რომ ნაკ­რებს ფე­დე­რა­ცი­ის­გან არა­ნა­ი­რი მხარ­და­ჭე­რა არ აქვს.

„სა­ქარ­თვე­ლოს ძი­უ­დოს ნაკ­რებს სჭირ­დე­ბა მხარ­და­ჭე­რა ფე­დე­რა­ცი­ის მხრი­დან რო­გორც სა­ვარ­ჯი­შო პი­რო­ბე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფით, ასე­ვე სწო­რი მწვრთნე­ლე­ბის შერ­ჩე­ვით, სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე თა­ნად­გო­მი­სა და სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მი­მარ­თუ­ლე­ბით, რა­ზეც დღეს შეგ­ნე­ბუ­ლად შე­ვი­კა­ვებთ თავს და არ ვი­სა­უბ­რებთ ამ ფორ­მატ­ში. ნაკ­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ფე­დე­რა­ცი­ა­ში არ­სე­ბუ­ლი ჩვენ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი და ამ სპორ­ტის­თვის და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის გამო, ვა­ცხა­დებთ, რომ არ მი­ვი­ღებთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას არც ერთ შე­ჯიბრში და ვწყვეტთ ვარ­ჯიშს, სა­ნამ ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი არ გა­დად­გე­ბა და­კა­ვე­ბუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან. იგი იკა­ვებს სამ სხვა­დას­ხვა თა­ნამ­დე­ბო­ბას, მათ შო­რის ყვარ­ლის საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რის, და ფაქ­ტია, რომ ვერ არ­თმევს თავს მას­ზე და­კის­რე­ბულ მო­ვა­ლე­ო­ბებს. მისი მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში ამ სპორ­ტს არ აქვს მო­მა­ვა­ლი, რაც დას­ტურ­დე­ბა მისი ექ­ვსწლი­ა­ნი მმარ­თვე­ლო­ბი­თა და შე­დე­გე­ბით, რაც მხო­ლოდ ჩვე­ნი სპორ­ტსმე­ნე­ბის თავ­და­უ­ზო­გა­ვი შრო­მის ხარ­ჯზე მი­იღ­წე­ო­და და არას­დროს – ფე­დე­რა­ცი­ის მხარ­და­ჭე­რით. ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ჩვენ არა­სო­დეს გვქო­ნია მხარ­და­ჭე­რა სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე, მა­შინ, რო­დე­საც ძი­უ­დო არის სპორ­ტი, რო­მელ­საც რე­ა­ლუ­რად მო­აქვს შე­დე­გე­ბი სამ­შობ­ლოს­თვის და აქვს სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ტრა­დი­ცი­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში. დიდი ხა­ნია, სხვა­დას­ხვა გზე­ბით ვცდი­ლობთ ამ პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბას, რო­გორც ძი­უ­დოს ერთი დიდი ოჯა­ხი. ჩვენ­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და უდი­დე­სი სი­ა­მა­ყეა ქარ­თუ­ლი დრო­შის ღირ­სე­ბის დაც­ვა შე­ჯიბ­რე­ბებ­ზე, თუმ­ცა უკვე შე­უძ­ლე­ბე­ლია ასეთ პი­რო­ბებ­ში გაგ­რძე­ლე­ბა. ავ­თან­დილ ჭრი­კიშ­ვი­ლი წუ­ხელ შეგ­ნე­ბუ­ლად არ გა­ემ­გზავ­რა ბოს­ნი­ა­ში შე­ჯიბ­რზე და უერ­თდე­ბა ჩვენს სუ­ლის­კვე­თე­ბას ძი­უ­დოს გა­დარ­ჩე­ნის­თვის. ვე­ლით შე­სა­ბა­მის ნა­ბი­ჯებს პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პი­რე­ბის­გან და გვსურს რე­ა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი ფე­დე­რა­ცი­ა­ში“, - აცხა­დე­ბენ ძი­უ­დო­ის­ტე­ბი.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ნაკ­რე­ბის კა­პი­ტან­მა, ვარ­ლამ ლი­პარ­ტე­ლი­ან­მა გა­ნუ­ცხა­და, იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ მათი მო­თხოვ­ნა არ დაკ­მა­ყო­ფილ­დე­ბა, ნაკ­რებს ბო­ი­კოტს გა­მო­უ­ცხა­დე­ბენ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრები - მონაწილეობას არ მივიღებთ არც ერთ შეჯიბრში, ვწყვეტთ ვარჯიშს, ვიდრე ფედერაციის პრეზიდენტი არ გადადგება

ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრები - მონაწილეობას არ მივიღებთ არც ერთ შეჯიბრში, ვწყვეტთ ვარჯიშს, ვიდრე ფედერაციის პრეზიდენტი არ გადადგება

საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების ძიუდოისტები ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის გადადგომას მოითხოვენ. ძიუდოისტებმა დღეს სპეციალური განცხადებაც შეიმუშავეს, სადაც უთითებენ, რომ ნაკრებს ფედერაციისგან არანაირი მხარდაჭერა არ აქვს.

„საქართველოს ძიუდოს ნაკრებს სჭირდება მხარდაჭერა ფედერაციის მხრიდან როგორც სავარჯიშო პირობების უზრუნველყოფით, ასევე სწორი მწვრთნელების შერჩევით, საერთაშორისო ასპარეზზე თანადგომისა და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებით, რაზეც დღეს შეგნებულად შევიკავებთ თავს და არ ვისაუბრებთ ამ ფორმატში. ნაკრების გადაწყვეტილებით, ფედერაციაში არსებული ჩვენთვის მიუღებელი და ამ სპორტისთვის დამაზიანებელი მდგომარეობის გამო, ვაცხადებთ, რომ არ მივიღებთ მონაწილეობას არც ერთ შეჯიბრში და ვწყვეტთ ვარჯიშს, სანამ ფედერაციის პრეზიდენტი არ გადადგება დაკავებული თანამდებობიდან. იგი იკავებს სამ სხვადასხვა თანამდებობას, მათ შორის ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარის, და ფაქტია, რომ ვერ ართმევს თავს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს. მისი მმართველობის პერიოდში ამ სპორტს არ აქვს მომავალი, რაც დასტურდება მისი ექვსწლიანი მმართველობითა და შედეგებით, რაც მხოლოდ ჩვენი სპორტსმენების თავდაუზოგავი შრომის ხარჯზე მიიღწეოდა და არასდროს – ფედერაციის მხარდაჭერით. ამ წლების განმავლობაში, ჩვენ არასოდეს გვქონია მხარდაჭერა საერთაშორისო ასპარეზზე, მაშინ, როდესაც ძიუდო არის სპორტი, რომელსაც რეალურად მოაქვს შედეგები სამშობლოსთვის და აქვს საუკუნოვანი ტრადიციები საქართველოში. დიდი ხანია, სხვადასხვა გზებით ვცდილობთ ამ პრობლემის მოგვარებას, როგორც ძიუდოს ერთი დიდი ოჯახი. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და უდიდესი სიამაყეა ქართული დროშის ღირსების დაცვა შეჯიბრებებზე, თუმცა უკვე შეუძლებელია ასეთ პირობებში გაგრძელება. ავთანდილ ჭრიკიშვილი წუხელ შეგნებულად არ გაემგზავრა ბოსნიაში შეჯიბრზე და უერთდება ჩვენს სულისკვეთებას ძიუდოს გადარჩენისთვის. ველით შესაბამის ნაბიჯებს პასუხისმგებელი პირებისგან და გვსურს რეალური ცვლილებები ფედერაციაში“, - აცხადებენ ძიუდოისტები.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ნაკრების კაპიტანმა, ვარლამ ლიპარტელიანმა განუცხადა, იმ შემთხვევაში თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ნაკრებს ბოიკოტს გამოუცხადებენ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ

×
Live: ეთერშია გადაცემა "პოლიტიკური სივრცე"