პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვიგრძენი, რომ ჩემი ქმრისთვის ერთადერთი და შეუცვლელი აღარ ვიყავი" - ქეთი ჩხეიძის გულახდილი ინტერვიუ
"ვიგრძენი, რომ ჩემი ქმრისთვის ერთადერთი და შეუცვლელი აღარ ვიყავი" - ქეთი ჩხეიძის გულახდილი ინტერვიუ

ში­ნა­გა­ნი არის­ტოკ­რა­ტიზ­მი და გა­რეგ­ნუ­ლი მომ­ხიბ­ვლე­ლო­ბა ჰარ­მო­ნი­უ­ლად არის შერ­წყმუ­ლი მსა­ხი­ობ ქეთი ჩხე­ი­ძის პი­როვ­ნე­ბა­ში. მხი­ა­რუ­ლი, ლა­მა­ზი, დე­დი­სერ­თა გო­გო­ნა ბე­ბი­ე­ბის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბით იზ­რდე­ბო­და. ბავ­შვო­ბა თე­ლავ­ში გა­ა­ტა­რა. მერე იყო თბი­ლი­სი, ზე­მე­ლი (დღე­ვან­დე­ლი რუს­თა­ვე­ლი) და პირ­ვე­ლი სა­შუ­ა­ლო სკო­ლა. სკო­ლის კედ­ლებ­ში მე­რაბ ნი­ნი­ძეს­თან ერ­თად დად­გმუ­ლი სპექ­ტაკ­ლე­ბი, თე­ატ­რა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტი და გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი სტუ­დენ­ტო­ბა, სტუ­დენ­ტუ­რი სპექ­ტაკ­ლე­ბით მო­სუ­ლი უე­ცა­რი წარ­მა­ტე­ბა და რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რი… მსა­ხი­ობს ჟურ­ნა­ლი "სარ­კე" ესა­უბ­რა:

- ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც მსა­ხი­ო­ბო­ბა პრო­ფე­სი­ად აირ­ჩი­ეს, ხში­რად ამ­ბო­ბენ, რომ ამა­ზე ბავ­შვო­ბი­დან ოც­ნე­ბობ­დნენ. რო­გორ იყო თქვენს შემ­თხვე­ვა­ში?

- ჩემი ბე­ბია (მა­მის მხრი­დან) ცნო­ბი­ლი გი­ნე­კო­ლო­გი იყო. ის თე­ლა­ვის სამ­შო­ბი­ა­როს მთა­ვარ ექი­მად და­ნიშ­ნეს და მთე­ლი ჩვე­ნი ოჯა­ხი იქ გა­და­ვი­და. ბე­ბი­ას ხე­ლოვ­ნე­ბა ძა­ლი­ან უყ­ვარ­და, ვე­რი­კო ან­ჯა­ფა­რი­ძეს­თან მე­გობ­რობ­და. თე­ლა­ვის თე­ატ­რის ერთი სპექ­ტაკ­ლიც არ გა­უც­დე­ნია, მეც თან ვყავ­დი. ჩვენს ოჯახ­ში მსა­ხი­ო­ბე­ბის თავ­შეყ­რა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვი იყო. ასე რომ, ამ დიდი სიყ­ვა­რუ­ლის პირ­ვე­ლი თეს­ლი ბე­ბი­ამ ჩა­თე­სა, რო­მე­ლიც ნელ-ნელა გაღ­ვივ­და.

მე­ცხრე კლას­ში ვი­ყა­ვით, როცა მე და მე­რაბ ნი­ნი­ძემ გა­დავ­წყვი­ტეთ, სპექ­ტაკ­ლი დაგ­ვედ­გა. დი­რექ­ტორს ვთხო­ვეთ ნე­ბარ­თვა და საქ­მეს შე­ვუ­დე­ქით. "მსა­ხი­ო­ბე­ბი" სხვა­დას­ხვა კლა­სე­ბი­დან ავარ­ჩი­ეთ, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ჩვენ­ზე უმ­ცრო­სე­ბი. მათ შო­რის იყო ახ­ლან­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტი - გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც რა­ტომ­ღაც მე და­ვი­წუ­ნე. პრე­ზი­დენ­ტად რომ აირ­ჩი­ეს, მე­ხუმ­რე­ბოდ­ნენ, ქეთი, დროა, თე­ატ­რი­დან წახ­ვი­დე, სა­ნამ თვი­თონ გა­ახ­სენ­დე­ბა ძვე­ლი წყე­ნაო.

ცნო­ბი­ლი რე­ჟი­სო­რი გიზო ჟორ­და­ნია ჩემი ბიძა გახ­ლდათ. თე­ატ­რა­ლურ­ში ისე უნდა ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა, არა­ვის ეთ­ქვა, ბი­ძის გამო შე­ღა­ვა­თე­ბი გა­უ­წი­ე­სო. სა­გა­მოც­დო კო­მი­სია დი­დოს­ტა­ტე­ბის­გან შედ­გე­ბო­და – მი­ხე­ილ თუ­მა­ნიშ­ვი­ლი, ლილი იო­სე­ლი­ა­ნი, მე­დეა კუ­ჭუ­ხი­ძე, გი­გუ­შა გა­წე­რე­ლია, ბა­ბუ­ლია ნი­კო­ლა­იშ­ვი­ლი, გიზო ჟორ­და­ნია. მა თარ გა­მო­ე­პა­რე­ბო­დათ უმ­ცი­რე­სიც კი.

მღელ­ვა­რე­ბის­გან ისე გა­მიშ­რა ყელი, ხმა ჩა­მი­წყდა და ლექ­სის ბო­ლომ­დე წა­კი­თხვა ვერ შევ­ძე­ლი, ორ­ჯერ გა­მიშ­ვეს წყლის და­სა­ლე­ვად. ის მარ­ცვა­ლი არ და­მი­კარ­გეს, რაც ჩემ­ში იყო და გავ­ხდი სტუ­დენ­ტი. მერე ჩემი პე­და­გო­გე­ბის დიდი შა­ლა­ში­ნი­სა და დიდი შრო­მის შე­დე­გად შევ­ძე­ლით და დავ­დგით სპექ­ტაკ­ლე­ბი: "სა­მა­ნიშ­ვი­ლის დე­დი­ნაც­ვა­ლი", "ანა ფრან­კის დღი­უ­რი", "ამა­ღამ, მგო­ნი, იქ­ნე­ბა ქარი". ძა­ლი­ან გახ­მა­ურ­და ჩვე­ნი სტუ­დენ­ტუ­რი ნა­მუ­შევ­რე­ბი და რო­ბი­კო სტუ­რუ­ამ მთე­ლი ჯგუ­ფი წაგ­ვიყ­ვა­ნა რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში, სა­დაც 10 წელი ვი­მუ­შა­ვე.

- რის შემ­დე­გაც წახ­ვე­დით თე­ატ­რი­დან...

- რა­ღაც თა­ვის­თა­ვად მოხ­და ისე, რომ თე­ატ­რი თით­ქოს ორ ნა­წი­ლად გა­ი­ყო და ორი კო­ლექ­ტი­ვი ჩა­მო­ყა­ლიბ­და, არა­და თე­ატ­რი შეკ­რუ­ლი უნდა იყოს. ამას და­ემ­თხვა ისიც, რომ გავ­თხოვ­დი და ჩემი მე­უღ­ლე, პრო­ფე­სი­ით ექი­მი, მოს­კოვ­ში გა­და­ვი­და სა­მუ­შა­ოდ. გა­დავ­ბარ­გდით მოს­კოვ­ში. დატ­ვირ­თუ­ლი შე­მოქ­მე­დე­ბით ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ პირ­ვე­ლად გა­მიჩ­ნდა ამ­დე­ნი თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო. სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბით დავ­კავ­დი.

- გქონ­დათ სიყ­ვა­რუ­ლით შექ­მნი­ლი ოჯა­ხი, ორი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი შვი­ლით, მოხ­და ისე, რომ და­ცილ­დით ერ­თმა­ნეთს. შე­გიძ­ლი­ათ გვი­თხრათ, რა­ტომ? და რას ფიქ­რობთ ახლა, როცა დრო გა­ვი­და, შე­იძ­ლე­ბო­და არ გა­და­გედ­გათ ეს ნა­ბი­ჯი?

- უცებ და მო­უ­ლოდ­ნე­ლად არა­ფე­რი მომ­ხდა­რა. ჩემი მე­უღ­ლე ძა­ლი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი იყო, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მზრუნ­ვე­ლი მამა და მე­უღ­ლე გახ­ლდათ. რა­ღაც მო­მენ­ტში ვიგ­რძე­ნი, რომ ერ­თა­დერ­თი და შე­უც­ვლე­ლი აღარ ვი­ყა­ვი.

თით­ქოს არც არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა ურ­თი­ერ­თო­ბა­ში, მაგ­რამ ქალი მცი­რე ცვლი­ლე­ბა­საც გრძნობს ინ­ტუ­ი­ცი­ით, რა­ღაც ის ვერ იყო, ეს ყვე­ლა­ფე­რი წვეთ-წვე­თად მოგ­როვ­და. მე კი არ შე­მეძ­ლო დიდი სიყ­ვა­რუ­ლის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა და მშვი­დად დავ­ცილ­დით. იგი სა­უ­კე­თე­სო მა­მაა და აქ­ტი­უ­რად არის ჩარ­თუ­ლი შვი­ლე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში.

ახალ­გაზ­რდო­ბა­ში გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს დიდი ფიქ­რი­სა და გან­სჯის შემ­დეგ არ იღებ, უფრო სპონ­ტა­ნუ­რი ხარ, შენი მჩქე­ფა­რე ენერ­გია უცებ ითხოვს რე­ა­გი­რე­ბას. ამ ასაკ­ში შე­იძ­ლე­ბო­და სხვა­ნა­ი­რად შე­მე­ფა­სე­ბი­ნა ფაქ­ტე­ბი, სამ­წუ­ხა­როდ, გა­მოც­დი­ლე­ბა ასაკს მო­აქვს.

- არ შე­მიძ­ლია არ გკი­თხოთ თქვენს გმირ­ზე, ნა­ნუ­კა­ზე, სე­რი­ა­ლი­დან "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი". ქარ­თუ­ლი სოფ­ლის ოჯახ­ში გაზ­რდი­ლი ქალი, რო­მე­ლიც სულ საქ­მე­შია თავ­ჩარ­გუ­ლი, ჯერ მის­თვი­საც ძნე­ლად მი­სა­ღე­ბი ნა­ბი­ჯი გა­დად­გა. ასა­კით უმ­ცროს მა­მა­კაცს გაჰ­ყვა ცო­ლად. შემ­დეგ კი სა­ერ­თოდ გა­ა­ო­ცა მა­ყუ­რე­ბე­ლი, როცა გა­შორ­და. რო­გორ შექ­მე­ნით ეს სახე?

- ის თავ­და­პირ­ვე­ლი ნა­ნუ­კა, რო­გო­რიც რე­ჟი­სორ­მა და სცე­ნა­რის­ტმა მო­მა­წო­დეს, ჩემ­თვის ცოტა მი­უ­ღე­ბე­ლი იყო. მე­ცო­დე­ბო­და ახალ­გაზ­რდა ქალი, მხო­ლოდ ოჯახ­ზე გა­და­ყო­ლი­ლი და სოფ­ლის ცხოვ­რე­ბის ვიწ­რო პრიზ­მა­ში გა­მო­კე­ტი­ლი.

მის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი იყო ისე­თი წარ­სუ­ლის მქო­ნე რძა­ლი, რო­მე­ლიც, შვილ­მა მი­უყ­ვა­ნა. იმ სცე­ნებ­ში, სა­დაც ნა­ნუ­კა ბავ­შვის თან­დას­წრე­ბით ლან­ძღავს სარ­ძლოს და სახ­ლი­დან აგ­დებს, მე თავს ძა­ლი­ან ცუ­დად ვგრძნობ­დი, რად­გან ში­ნა­გა­ნად ვე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­დი ბავ­შვის თან­დას­წრე­ბით დე­დის შე­უ­რა­ცხყო­ფას.

მერე, როცა ნა­ნუ­კას ქმარ­მაც გა­და­უ­ა­რა და არ და­უ­ფა­სა ამა­გი, მივ­ხვდი, რომ მისი ხაზი ასე არ უნდა გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი­ყო და ქეთი დევ­და­რი­ანს ვთხო­ვე, მოდი, ნა­ნუ­კა უფრო გაძ­ლი­ერ­დეს, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გა­მო­ვი­დეს, რომ ასე­თი ქა­ლე­ბის­თვის მა­გა­ლი­თის მიმ­ცე­მი გახ­დეს-მექთი. ჰოდა, შე­იც­ვა­ლა მიდ­გო­მე­ბი და სიყ­ვა­რუ­ლიც ეწ­ვია.

მაგ­რამ იცით, რა ხდე­ბა? წყვილ­ში ასა­კის სხვა­ო­ბა კი არ არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, არა­მედ მენ­ტა­ლო­ბა. ისი­ნი სულ სხვა­დას­ხვა სიბ­რტყე­ზე იდ­გნენ, სხვა­დას­ხვა შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი ჰქონ­დათ, ამი­ტო ვერ გა­უ­გებ­დნენ ერ­თმა­ნეთს და ბო­ლოს მა­ინც და­ცილ­დე­ბოდ­ნენ.

ნა­ნუ­კა დრო­ზე მიხ­ვდა, რომ ის სხვა­გან იყო, მა­მა­კა­ცი კი - სხვა­გან, აჯო­ბა, სა­კუ­თარ შე­ხე­დუ­ლე­ბებს და მო­იქ­ცა ისე, რო­გორც უნდა მოქ­ცე­უ­ლი­ყო.

- შე­სა­ნიშ­ნავ ფორ­მა­ში ხართ. ამის­თვი­საც "დიდი შრო­მაა" სა­ჭი­რო?

- როცა სცე­ნა­ზე დგა­ხარ, უნდა ეცა­დო, შე­სა­ბა­მი­სად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დე. განა არ შე­იძ­ლე­ბა წო­ნის მო­მა­ტე­ბა, მეც მიყ­ვარს გემ­რი­ე­ლი საკ­ვე­ბი და კარ­გად და­ნაყ­რე­ბა, მაგ­რამ ასე რომ მო­ვიქ­ცე, მა­შინ ჩემი რო­ლე­ბის არე­ა­ლი ძა­ლი­ან შე­ი­ზღუ­დე­ბა და კონ­კრე­ტულ ტი­პა­ჟებ­ზე გა­ი­ყი­ნე­ბა. მე კი მინ­და, სა­ნამ ასა­კი მაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, მაქ­სი­მა­ლუ­რი გა­ვა­კე­თო.

რაც შე­ე­ხე­ბა თა­ვის მოვ­ლას, როცა ამის ფი­ნან­სე­ბი მაქვს, ძვი­რა­დღი­რე­ბულ კოს­მე­ტი­კას ვყი­დუ­ლობ, თუ არა და, უბ­რა­ლო­თიც ვკმა­ყო­ფილ­დე­ბი ან ბუ­ნებ­რივ სა­შუ­ა­ლე­ბებს მივ­მარ­თავ. პლას­ტი­კურ ქი­რურ­გი­ას, ბო­ტოქსს და ხე­ლოვ­ნურ ჩა­რე­ვებს არ ვცნობ. ვი­საც რო­გორ უნდა, ისე შე­უძ­ლია გა­მო­ი­ყე­ნოს ეს ყვე­ლა­ფე­რი, მე კი მი­მაჩ­ნია, რომ მსა­ხი­ო­ბის­თვის დამ­ღუპ­ვე­ლია. მე თუ მი­მი­კით ჩემი ემო­ცი­ის გად­მო­ცე­მა ვერ შევ­ძე­ლი, როლი აუ­ცი­ლებ­ლად გა­მი­ფუჭ­დე­ბა.

რო­გორც იუ­ვე­ლი­რი, ისე ნელ-ნელა ფრთხი­ლად ვძერ­წავ ჩემი გმი­რე­ბის სა­ხე­ებს. კარ­გი რო­ლის­თვის ბევ­რი რა­მის დათ­მო­ბა შე­მიძ­ლია.

ია ქუ­თა­თე­ლა­ძეჟურ­ნა­ლი "სარ­კე"(შე­მოკ­ლე­ბუ­ლი ვერ­სია)

ქეთევანი
0

ქეთი ჩხეიძე ყველასაგან გამორჩეულად მომწონს როგორც მსახიობი, გარდასახვის გასაოცარი უნარით და მაღალი სცენიური გემოვნებით. მოხიბლული ვარ მისი სრულყოფილი დიქციით, მეტყველების მანერით, მაღალი არტისტიზმით და გულწრფელობით.

"ვიგრძენი, რომ ჩემი ქმრისთვის ერთადერთი და შეუცვლელი აღარ ვიყავი" - ქეთი ჩხეიძის გულახდილი ინტერვიუ

"ვიგრძენი, რომ ჩემი ქმრისთვის ერთადერთი და შეუცვლელი აღარ ვიყავი" - ქეთი ჩხეიძის გულახდილი ინტერვიუ

შინაგანი არისტოკრატიზმი და გარეგნული მომხიბვლელობა ჰარმონიულად არის შერწყმული მსახიობ ქეთი ჩხეიძის პიროვნებაში. მხიარული, ლამაზი, დედისერთა გოგონა ბებიების მეთვალყურეობით იზრდებოდა. ბავშვობა თელავში გაატარა. მერე იყო თბილისი, ზემელი (დღევანდელი რუსთაველი) და პირველი საშუალო სკოლა. სკოლის კედლებში მერაბ ნინიძესთან ერთად დადგმული სპექტაკლები, თეატრალური ინსტიტუტი და განუმეორებელი სტუდენტობა, სტუდენტური სპექტაკლებით მოსული უეცარი წარმატება და რუსთაველის თეატრი… მსახიობს ჟურნალი "სარკე" ესაუბრა:

- ადამიანები, რომლებმაც მსახიობობა პროფესიად აირჩიეს, ხშირად ამბობენ, რომ ამაზე ბავშვობიდან ოცნებობდნენ. როგორ იყო თქვენს შემთხვევაში?

- ჩემი ბებია (მამის მხრიდან) ცნობილი გინეკოლოგი იყო. ის თელავის სამშობიაროს მთავარ ექიმად დანიშნეს და მთელი ჩვენი ოჯახი იქ გადავიდა. ბებიას ხელოვნება ძალიან უყვარდა, ვერიკო ანჯაფარიძესთან მეგობრობდა. თელავის თეატრის ერთი სპექტაკლიც არ გაუცდენია, მეც თან ვყავდი. ჩვენს ოჯახში მსახიობების თავშეყრა ჩვეულებრივი ამბავი იყო. ასე რომ, ამ დიდი სიყვარულის პირველი თესლი ბებიამ ჩათესა, რომელიც ნელ-ნელა გაღვივდა.

მეცხრე კლასში ვიყავით, როცა მე და მერაბ ნინიძემ გადავწყვიტეთ, სპექტაკლი დაგვედგა. დირექტორს ვთხოვეთ ნებართვა და საქმეს შევუდექით. "მსახიობები" სხვადასხვა კლასებიდან ავარჩიეთ, რასაკვირველია, ჩვენზე უმცროსები. მათ შორის იყო ახლანდელი პრეზიდენტი - გიორგი მარგველაშვილი, რომელიც რატომღაც მე დავიწუნე. პრეზიდენტად რომ აირჩიეს, მეხუმრებოდნენ, ქეთი, დროა, თეატრიდან წახვიდე, სანამ თვითონ გაახსენდება ძველი წყენაო.

ცნობილი რეჟისორი გიზო ჟორდანია ჩემი ბიძა გახლდათ. თეატრალურში ისე უნდა ჩამებარებინა, არავის ეთქვა, ბიძის გამო შეღავათები გაუწიესო. საგამოცდო კომისია დიდოსტატებისგან შედგებოდა – მიხეილ თუმანიშვილი, ლილი იოსელიანი, მედეა კუჭუხიძე, გიგუშა გაწერელია, ბაბულია ნიკოლაიშვილი, გიზო ჟორდანია. მა თარ გამოეპარებოდათ უმცირესიც კი.

მღელვარებისგან ისე გამიშრა ყელი, ხმა ჩამიწყდა და ლექსის ბოლომდე წაკითხვა ვერ შევძელი, ორჯერ გამიშვეს წყლის დასალევად. ის მარცვალი არ დამიკარგეს, რაც ჩემში იყო და გავხდი სტუდენტი. მერე ჩემი პედაგოგების დიდი შალაშინისა და დიდი შრომის შედეგად შევძელით და დავდგით სპექტაკლები: "სამანიშვილის დედინაცვალი", "ანა ფრანკის დღიური", "ამაღამ, მგონი, იქნება ქარი". ძალიან გახმაურდა ჩვენი სტუდენტური ნამუშევრები და რობიკო სტურუამ მთელი ჯგუფი წაგვიყვანა რუსთაველის თეატრში, სადაც 10 წელი ვიმუშავე.

- რის შემდეგაც წახვედით თეატრიდან...

- რაღაც თავისთავად მოხდა ისე, რომ თეატრი თითქოს ორ ნაწილად გაიყო და ორი კოლექტივი ჩამოყალიბდა, არადა თეატრი შეკრული უნდა იყოს. ამას დაემთხვა ისიც, რომ გავთხოვდი და ჩემი მეუღლე, პროფესიით ექიმი, მოსკოვში გადავიდა სამუშაოდ. გადავბარგდით მოსკოვში. დატვირთული შემოქმედებით ცხოვრების შემდეგ პირველად გამიჩნდა ამდენი თავისუფალი დრო. საოჯახო საქმეებით დავკავდი.

- გქონდათ სიყვარულით შექმნილი ოჯახი, ორი არაჩვეულებრივი შვილით, მოხდა ისე, რომ დაცილდით ერთმანეთს. შეგიძლიათ გვითხრათ, რატომ? და რას ფიქრობთ ახლა, როცა დრო გავიდა, შეიძლებოდა არ გადაგედგათ ეს ნაბიჯი?

- უცებ და მოულოდნელად არაფერი მომხდარა. ჩემი მეუღლე ძალიან დაკავებული ადამიანი იყო, მიუხედავად ამისა, მზრუნველი მამა და მეუღლე გახლდათ. რაღაც მომენტში ვიგრძენი, რომ ერთადერთი და შეუცვლელი აღარ ვიყავი.

თითქოს არც არაფერი შეცვლილა ურთიერთობაში, მაგრამ ქალი მცირე ცვლილებასაც გრძნობს ინტუიციით, რაღაც ის ვერ იყო, ეს ყველაფერი წვეთ-წვეთად მოგროვდა. მე კი არ შემეძლო დიდი სიყვარულის გარეშე ცხოვრება და მშვიდად დავცილდით. იგი საუკეთესო მამაა და აქტიურად არის ჩართული შვილების ცხოვრებაში.

ახალგაზრდობაში გადაწყვეტილებებს დიდი ფიქრისა და განსჯის შემდეგ არ იღებ, უფრო სპონტანური ხარ, შენი მჩქეფარე ენერგია უცებ ითხოვს რეაგირებას. ამ ასაკში შეიძლებოდა სხვანაირად შემეფასებინა ფაქტები, სამწუხაროდ, გამოცდილება ასაკს მოაქვს.

- არ შემიძლია არ გკითხოთ თქვენს გმირზე, ნანუკაზე, სერიალიდან "ჩემი ცოლის დაქალები". ქართული სოფლის ოჯახში გაზრდილი ქალი, რომელიც სულ საქმეშია თავჩარგული, ჯერ მისთვისაც ძნელად მისაღები ნაბიჯი გადადგა. ასაკით უმცროს მამაკაცს გაჰყვა ცოლად. შემდეგ კი საერთოდ გააოცა მაყურებელი, როცა გაშორდა. როგორ შექმენით ეს სახე?

- ის თავდაპირველი ნანუკა, როგორიც რეჟისორმა და სცენარისტმა მომაწოდეს, ჩემთვის ცოტა მიუღებელი იყო. მეცოდებოდა ახალგაზრდა ქალი, მხოლოდ ოჯახზე გადაყოლილი და სოფლის ცხოვრების ვიწრო პრიზმაში გამოკეტილი.

მისთვის მიუღებელი იყო ისეთი წარსულის მქონე რძალი, რომელიც, შვილმა მიუყვანა. იმ სცენებში, სადაც ნანუკა ბავშვის თანდასწრებით ლანძღავს სარძლოს და სახლიდან აგდებს, მე თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი, რადგან შინაგანად ვეწინააღმდეგებოდი ბავშვის თანდასწრებით დედის შეურაცხყოფას.

მერე, როცა ნანუკას ქმარმაც გადაუარა და არ დაუფასა ამაგი, მივხვდი, რომ მისი ხაზი ასე არ უნდა გაგრძელებულიყო და ქეთი დევდარიანს ვთხოვე, მოდი, ნანუკა უფრო გაძლიერდეს, საზოგადოებაში გამოვიდეს, რომ ასეთი ქალებისთვის მაგალითის მიმცემი გახდეს-მექთი. ჰოდა, შეიცვალა მიდგომები და სიყვარულიც ეწვია.

მაგრამ იცით, რა ხდება? წყვილში ასაკის სხვაობა კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ მენტალობა. ისინი სულ სხვადასხვა სიბრტყეზე იდგნენ, სხვადასხვა შეხედულებები ჰქონდათ, ამიტო ვერ გაუგებდნენ ერთმანეთს და ბოლოს მაინც დაცილდებოდნენ.

ნანუკა დროზე მიხვდა, რომ ის სხვაგან იყო, მამაკაცი კი - სხვაგან, აჯობა, საკუთარ შეხედულებებს და მოიქცა ისე, როგორც უნდა მოქცეულიყო.

- შესანიშნავ ფორმაში ხართ. ამისთვისაც "დიდი შრომაა" საჭირო?

- როცა სცენაზე დგახარ, უნდა ეცადო, შესაბამისად გამოიყურებოდე. განა არ შეიძლება წონის მომატება, მეც მიყვარს გემრიელი საკვები და კარგად დანაყრება, მაგრამ ასე რომ მოვიქცე, მაშინ ჩემი როლების არეალი ძალიან შეიზღუდება და კონკრეტულ ტიპაჟებზე გაიყინება. მე კი მინდა, სანამ ასაკი მაძლევს საშუალებას, მაქსიმალური გავაკეთო.

რაც შეეხება თავის მოვლას, როცა ამის ფინანსები მაქვს, ძვირადღირებულ კოსმეტიკას ვყიდულობ, თუ არა და, უბრალოთიც ვკმაყოფილდები ან ბუნებრივ საშუალებებს მივმართავ. პლასტიკურ ქირურგიას, ბოტოქსს და ხელოვნურ ჩარევებს არ ვცნობ. ვისაც როგორ უნდა, ისე შეუძლია გამოიყენოს ეს ყველაფერი, მე კი მიმაჩნია, რომ მსახიობისთვის დამღუპველია. მე თუ მიმიკით ჩემი ემოციის გადმოცემა ვერ შევძელი, როლი აუცილებლად გამიფუჭდება.

როგორც იუველირი, ისე ნელ-ნელა ფრთხილად ვძერწავ ჩემი გმირების სახეებს. კარგი როლისთვის ბევრი რამის დათმობა შემიძლია.

ია ქუთათელაძეჟურნალი "სარკე"(შემოკლებული ვერსია)

ნინო ჩხეიძის საახალწლო ფოტოსესია - მომღერალი თბილისის ქუჩებში საღამოს კაბებით სეირნობს

"ნაციონალურმა მოძრაობამ" რომ დაინახა ბატონმა გრიგოლმა მიატოვა, ახლა გაახსენდათ ანანიაშვილი და რუსულ ბალეტი" - დავით ოქიტაშვილი

"არ მიღირდა თითქმის განახევრებულ ხელფასზე მუშაობა" - რატომ დატოვეს "ტვ პირველი" ირინა ონაშვილმა, ესმა კუნჭულიამ და რატი დურგლიშვილმა