პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთიდან ამერიკაში თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობამ რეკორდულ ნიშანს გადააჭარბა - რატომ გარბიან სამშობლოდან რუსები
რუსეთიდან ამერიკაში თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობამ რეკორდულ ნიშანს გადააჭარბა - რატომ გარბიან სამშობლოდან რუსები

“ამე­რი­კის სა­ელ­ჩოს რუ­სეთ­ში 2017 წელს 2 664-მა ადა­მი­ან­მა მი­მარ­თა”, - ამის შე­სა­ხებ “რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბა” იტყო­ბი­ნე­ბა. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, წინა წელ­თან შე­და­რე­ბით, თავ­შე­საფ­რის მთხოვ­ნელ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 40%-ით გა­ი­ზარ­და და 24 წლის წინ და­ფიქ­სი­რე­ბულ სარ­ე­კორ­დო მა­ღალ ნიშ­ნულ­საც გა­და­ა­ჭარ­ბა. 2012 წლი­დან, ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის კრემლში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, მათი რი­ცხვი ყო­ველ წელს იმა­ტებს.

2017 წლის სტა­ტის­ტი­კა ჯერ სა­ჯა­რო არ არის, თუმ­ცა, “რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბამ” მო­ნა­ცე­მე­ბი აშშ-ის მო­ქა­ლა­ქე­თა და იმიგ­რა­ცი­ის სამ­სა­ხუ­რის­გან „ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის აქ­ტის“ შე­სა­ბა­მი­სი მო­თხოვ­ნით მო­ი­პო­ვა.

“2017 წლის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი ორ­ჯერ აღე­მა­ტე­ბა 2012 წლის სტა­ტის­ტი­კას, რო­დე­საც პუ­ტი­ნი მე­სა­მე საპ­რე­ზი­დენ­ტო ვა­დით აირ­ჩი­ეს, 4-წლი­ა­ნი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის შემ­დეგ. აქამ­დე ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი რა­ო­დე­ნო­ბა 1994 წელს და­ფიქ­სირ­და, რო­დე­საც სა­ელ­ჩოს თავ­შე­საფ­რის მო­თხოვ­ნით 2127-მა რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქემ მი­მარ­თა”, – წერს გა­მო­ცე­მა.

“რა­დიო თა­ვი­სუ­ფე­ბის” ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ მო­ნა­ცე­მებ­ში არ არის მი­თი­თე­ბუ­ლი თავ­შე­საფ­რის მო­თხოვ­ნის სა­ფუძ­ვე­ლი, - თავ­შე­საფ­რის მო­თხოვ­ნის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის პი­რო­ბად კი მი­თი­თე­ბუ­ლია - “დევ­ნა ან დევ­ნის სა­ფუძ­ვლი­ა­ნი შიში რა­სობ­რი­ვი, რე­ლი­გი­უ­რი, ეროვ­ნუ­ლი ნიშ­ნით ან გარ­კვე­უ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი ჯგუ­ფის, ან პო­ლი­ტი­კუ­რი მო­საზ­რე­ბის გამო”.

უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბის შე­ფა­სე­ბით, რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მიერ თავ­შე­საფ­რის მო­თხოვ­ნის ზრდა გარ­კვე­ულ­წი­ლად და­კავ­ში­რე­ბუ­ლია 2013 წელს მი­ღე­ბულ კა­ნონ­თან, რო­მე­ლიც სექ­სუ­ა­ლურ უმ­ცი­რე­სო­ბებს შე­ე­ხე­ბა. ამ კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, აიკ­რძა­ლა “არატ­რა­დი­ცი­უ­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი კავ­ში­რე­ბის პრო­პა­გან­და”.

ამ კა­ნო­ნის მი­მართ უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი კრი­ტი­კუ­ლად არის გან­წყო­ბი­ლი და დის­კრი­მი­ნა­ცი­ულს უწო­დებს, თუმ­ცა, ისიც უნდა ით­ქვას, რომ ასე­ვე უმ­რა­ვი მომ­ხრე ჰყავს, რომ­ლე­ბიც მი­იჩ­ნე­ვენ, რომ კა­ნო­ნი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვად სწო­რია.

“რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის” რეს­პონ­დენ­ტი, მას­თან სა­ტე­ლო­ფო­ნო სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნავს, რომ ის “ცდი­ლობს სად­მე წა­ვი­დეს, სა­დაც “უფრო თა­ვი­სუფ­ლად იცხოვ­რებს” და ად­ვო­კატ­მა ერთ-ერთ ვერ­სი­ად აშშ-ში თავ­შე­სა­ფა­რი და­უ­სა­ხე­ლა. ვლა­დი გეია. მისი პარტნი­ო­რი გეი-კლუ­ბი­დან გა­მოს­ვლი­სას მოკ­ლეს. ვლა­დი ამ­ბობს, რომ ის არა­ერ­თხელ ყო­ფი­ლა შე­ვიწ­რო­ე­ბის მსხვერ­პლი სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის გამო”, – წერს გა­მო­ცე­მა.

გა­მო­ცე­მის რეს­პო­დენ­ტე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ 2016 წლის შემ­დეგ, საგ­რძნობ­ლად გა­ი­ზარ­და აივ-ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი გეი მა­მა­კა­ცე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, რომ­ლე­ბიც თავ­შე­სა­ფარს ითხო­ვენ, რად­გან რუ­სეთ­ში ადეკ­ვა­ტუ­რი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის მი­ღე­ბა ძა­ლი­ან უჭირთ.

გარ­და ამი­სა, თავ­შე­საფ­რის მთხოვ­ნე­ლებს შო­რი­საა რუსი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის საკ­მა­ოდ დიდი ჯგუ­ფი. ნიუ-იორკში მცხოვ­რე­ბი ად­ვო­კა­ტი ენ­დრიუ ჯონ­სო­ნი “რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან” სა­უ­ბარ­ში აცხა­დებს, რომ მისი კომ­პა­ნია 2017 წელს ოც­და­ა­თამ­დე საქ­მეს გა­ნი­ხი­ლავ­და, რო­მე­ლიც ამე­რი­კა­ში თავ­შე­საფ­რის მი­ღე­ბას შე­ე­ხე­ბო­და და მათი ნა­ხე­ვა­რი “პირ­და­პირ პო­ლი­ტი­კურ მო­საზ­რე­ბებ­თან”, 35% - კი, “ბიზ­ნეს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი” საქ­მე­ე­ბი იყო.

ად­ვო­კა­ტის თქმით, ბიზ­ნესს თავს ეს­ხმი­ან მხო­ლოდ იმის გამო, რომ მისი მფლო­ბე­ლე­ბი პუ­ტი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ­ნი არი­ან ან სხვა პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ას აფი­ნან­სე­ბენ, ზოგ შემ­თხვე­ვა­ში კი თავ­დას­ხმის მსხვერ­პლნი აპო­ლი­ტი­კუ­რი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი არი­ან, რომ­ლებ­საც ან­ტი­სამ­თავ­რო­ბო ქცე­ვა­ში მას შემ­დეგ დას­დეს ბრა­ლი, რაც მათ ქრთა­მის მი­ცე­მა­ზე თქვეს უარი.

გა­მო­ცე­მას­თან სა­უ­ბარ­ში, მიგ­რა­ცი­ის პო­ლი­ტი­კის ინ­სტი­ტუ­ტის თავ­მჯდო­მა­რე, ოლგა გუ­ლი­ნა ამ­ბობს, რომ რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნებ­ში ფა­რუ­ლად წას­ვლას ამ­ჯო­ბი­ნებს და სა­ელ­ჩო­ებს თავ­შე­საფ­რის მო­თხოვ­ნით არ მი­მარ­თავს.

მი­სი­ვე თქმით, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ქვეყ­ნი­დან წა­სას­ვლე­ლად სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მებ­საც იყე­ნე­ბენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

რუსეთიდან ამერიკაში თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობამ რეკორდულ ნიშანს გადააჭარბა - რატომ გარბიან სამშობლოდან რუსები

რუსეთიდან ამერიკაში თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობამ რეკორდულ ნიშანს გადააჭარბა - რატომ გარბიან სამშობლოდან რუსები

“ამერიკის საელჩოს რუსეთში 2017 წელს 2 664-მა ადამიანმა მიმართა”, - ამის შესახებ “რადიო თავისუფლება” იტყობინება. გამოცემის ცნობით, წინა წელთან შედარებით, თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობა 40%-ით გაიზარდა და 24 წლის წინ დაფიქსირებულ სარეკორდო მაღალ ნიშნულსაც გადააჭარბა. 2012 წლიდან, ვლადიმირ პუტინის კრემლში დაბრუნების შემდეგ, მათი რიცხვი ყოველ წელს იმატებს.

2017 წლის სტატისტიკა ჯერ საჯარო არ არის, თუმცა, “რადიო თავისუფლებამ” მონაცემები აშშ-ის მოქალაქეთა და იმიგრაციის სამსახურისგან „ინფორმაციის თავისუფლების აქტის“ შესაბამისი მოთხოვნით მოიპოვა.

“2017 წლის მაჩვენებლები ორჯერ აღემატება 2012 წლის სტატისტიკას, როდესაც პუტინი მესამე საპრეზიდენტო ვადით აირჩიეს, 4-წლიანი პრემიერ-მინისტრობის შემდეგ. აქამდე ყველაზე მაღალი რაოდენობა 1994 წელს დაფიქსირდა, როდესაც საელჩოს თავშესაფრის მოთხოვნით 2127-მა რუსეთის მოქალაქემ მიმართა”, – წერს გამოცემა.

“რადიო თავისუფების” ინფორმაციით, ამ მონაცემებში არ არის მითითებული თავშესაფრის მოთხოვნის საფუძველი, - თავშესაფრის მოთხოვნის დაკმაყოფილების პირობად კი მითითებულია - “დევნა ან დევნის საფუძვლიანი შიში რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ნიშნით ან გარკვეული სოციალური ჯგუფის, ან პოლიტიკური მოსაზრების გამო”.

უფლებადამცველების შეფასებით, რუსეთის მოქალაქეების მიერ თავშესაფრის მოთხოვნის ზრდა გარკვეულწილად დაკავშირებულია 2013 წელს მიღებულ კანონთან, რომელიც სექსუალურ უმცირესობებს შეეხება. ამ კანონის მიხედვით, აიკრძალა “არატრადიციული სექსუალური კავშირების პროპაგანდა”.

ამ კანონის მიმართ უამრავი ადამიანი კრიტიკულად არის განწყობილი და დისკრიმინაციულს უწოდებს, თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ასევე უმრავი მომხრე ჰყავს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ კანონი სახელმწიფოებრივად სწორია.

“რადიო თავისუფლების” რესპონდენტი, მასთან სატელოფონო საუბარში აღნიშნავს, რომ ის “ცდილობს სადმე წავიდეს, სადაც “უფრო თავისუფლად იცხოვრებს” და ადვოკატმა ერთ-ერთ ვერსიად აშშ-ში თავშესაფარი დაუსახელა. ვლადი გეია. მისი პარტნიორი გეი-კლუბიდან გამოსვლისას მოკლეს. ვლადი ამბობს, რომ ის არაერთხელ ყოფილა შევიწროების მსხვერპლი სექსუალური ორიენტაციის გამო”, – წერს გამოცემა.

გამოცემის რესპოდენტები აცხადებენ, რომ 2016 წლის შემდეგ, საგრძნობლად გაიზარდა აივ-ინფიცირებული გეი მამაკაცების რაოდენობა, რომლებიც თავშესაფარს ითხოვენ, რადგან რუსეთში ადეკვატური სამედიცინო დახმარების მიღება ძალიან უჭირთ.

გარდა ამისა, თავშესაფრის მთხოვნელებს შორისაა რუსი ბიზნესმენების საკმაოდ დიდი ჯგუფი. ნიუ-იორკში მცხოვრები ადვოკატი ენდრიუ ჯონსონი “რადიო თავისუფლებასთან” საუბარში აცხადებს, რომ მისი კომპანია 2017 წელს ოცდაათამდე საქმეს განიხილავდა, რომელიც ამერიკაში თავშესაფრის მიღებას შეეხებოდა და მათი ნახევარი “პირდაპირ პოლიტიკურ მოსაზრებებთან”, 35% - კი, “ბიზნესთან დაკავშირებული” საქმეები იყო.

ადვოკატის თქმით, ბიზნესს თავს ესხმიან მხოლოდ იმის გამო, რომ მისი მფლობელები პუტინის წინააღმდეგნი არიან ან სხვა პოლიტიკურ პარტიას აფინანსებენ, ზოგ შემთხვევაში კი თავდასხმის მსხვერპლნი აპოლიტიკური ბიზნესმენები არიან, რომლებსაც ანტისამთავრობო ქცევაში მას შემდეგ დასდეს ბრალი, რაც მათ ქრთამის მიცემაზე თქვეს უარი.

გამოცემასთან საუბარში, მიგრაციის პოლიტიკის ინსტიტუტის თავმჯდომარე, ოლგა გულინა ამბობს, რომ რუსეთის მოქალაქეების დიდი ნაწილი დასავლეთის ქვეყნებში ფარულად წასვლას ამჯობინებს და საელჩოებს თავშესაფრის მოთხოვნით არ მიმართავს.

მისივე თქმით, ეს ადამიანები ქვეყნიდან წასასვლელად საგანმანათლებლო პროგრამებსაც იყენებენ.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე