პირველი ხერხი
200 მლ-იან ჭიქაში ჩავყაროთ 1/3 ჩ.კ. ან ცოტა ნაკლები სოდა და გავხსნათ მცირე რაოდენობით ცხელ წყალში, შევავსოთ ჩაის ჭიქა ცივი წყლით ისე, რომ წყლის ტემპერატურა გახდეს დაახლოებით 40 გრადუსი და დავლიოთ, თუ სოდას კუჭის პრობლემის გამო სვამთ, ნელ-ნელა უნდა დალიოთ, თუ სხვა ორგანოებისთვის, მაშინ - სწრაფად. მიიღეთ 2-3-ჯერ დღეში, კურსი 1-2 კვირა, მაქსიმუმ ერთი თვე.
მიღების მეორე ვარიანტია: მიიღეთ ამგვარი ნაზავი კვირაში ერთი დღე, მთელი ცხოვრების განმავლობაში. ეს ვარიანტი უფრო დამზოგველია.
მთავარი მითითებაა - ყური დაუგდეთ საკუთარ ორგანიზმს!
თუ არ გსიამოვნებთ სოდის მიღება, გეწყებათ გულისრევა, ღებინება და სხვა უსიამოვნო სიმპტომები, შეამცირეთ დოზა ან საერთოდ უარი თქვით მის მიღებაზე. მაგრამ თუ გრძნობთ, რომ გსიამოვნებთ, შეგიძლიათ გააგრძელოთ.
მეორე ხერხი
1 ჩ. კ. სოდას დაასხით მდუღარე წყალი ისე, რომ ამოქაფდეს და შემდეგ განაზავით გრილი წყლით თქვენთვის საჭირო ტემპერატურამდე. წყლის საერთო რაოდენობა უნდა იყოს 700-900 მლ. მიიღეთ მთელი პორცია დილით უზმოზე. ასეთი მიღება წმენდს ღვიძლს, გვაშორებს პარაზიტებს და ამაღლებს იმუნიტეტს. მიიღეთ ყოველდღიურად ერთი კვირის განმავლობაში, შემდეგ კი თვეში ერთხელ.
მესამე ხერხი
დაძინებამდე მოამზადეთ ასეთი ნარევი: ნახევარლიტრიან ქილაში ჩაყარეთ 1 საჩაროზე კოვზი სოდა, გახსენით 1 ჭიქა წყალში, დაამატეთ 1 ლიმონის წვენი და გადაავსეთ ქილა წყლით. დილით უზმოზე დალიეთ ერთი ჭიქა. ასევე ერთი ჭიქა მიიღეთ საღამოს, ძილის წინ...განაგრძეთ კითხვა