მაკა ზამბახიძის ყოფილი ქმარი, ვახო ჭუმბურიძე მესამე ცოლსაც დაშორდა. ინფორმაცია ამის თაობაზე თბილისში ცოტა ხნის წინ გავრცელდა.
ვახო ჭუმბურიძემ თეო გაბრიელაშვილზე გასული წლის შემოდგომაზე იქორწინა. წყვილმა მცხეთაში მდებარე რესტორანში გრანდიოზული ქორწილი გადაიხადა. თუმცა ფაქტია, ქორწინებამ დიდხანს ვერ გაძლო.
"რეიტინგი" შეეცადა დაშორების მიზეზების გარკვევას, თუმცა ამაზე არავინ საუბრობს.