სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი ექიმი, რომლის ოპერაციებითაც ამერიკელი ონკოლოგები დაინტერესდნენ - როგორ მკურნალობენ შარდის ბუშტის კიბოს  საქართველოში
ქართველი ექიმი, რომლის ოპერაციებითაც ამერიკელი ონკოლოგები დაინტერესდნენ - როგორ მკურნალობენ შარდის ბუშტის კიბოს  საქართველოში

ონ­კო­ლო­გი­ა­ში, ონ­კო­ლო­გი­ურ ურო­ლო­გი­ა­სა და ონ­კო­ლო­გი­ურ ქი­რურ­გი­ა­ში ერთ-ერთ რთულ ოპე­რა­ცი­ად შარ­დის ბუშ­ტის კი­ბოს შემ­თხვე­ვა მი­იჩ­ნე­ვა. სირ­თუ­ლე იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ ამ დროს შარ­დის ბუშ­ტის, პროს­ტა­ტის გარ­შე­მო მდე­ბა­რე ყვე­ლა ორ­გა­ნო­სა და ქსო­ვი­ლის ლიკ­ვი­და­ცია ხდე­ბა და იქ­მნე­ბა ხე­ლოვ­ნუ­რი შარ­დის ბუშ­ტი. მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, ურო­ლო­გი პრო­ფე­სო­რი, სა­ქარ­თვე­ლოს ონ­კო­ლო­გი­უ­რი ურო­ლო­გი­ის ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი,გუ­რამ ქა­რა­ზა­ნაშ­ვი­ლი ის ექი­მია, რო­მელ­მაც უკვე დიდი ხა­ნია ხე­ლოვ­ნუ­რი შარ­დის ბუშ­ტი შექ­მნა და უამ­რავ პა­ცი­ენტს სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა, შარ­დის ბუშ­ტის კი­ბოს ლიკ­ვი­და­ცი­ის შემ­დე­გაც გა­ნაგ­რძონ სრულ­ფა­სო­ვა­ნი ცხოვ­რე­ბა. AMBEBI.GE-ს ამ­ჯე­რად სწორდ ის ესა­უბ­რე­ბა.

- ამ რთუ­ლი ოპე­რა­ცი­ის ერთი მხა­რე ონ­კო­ლო­გი­აა, როცა კი­ბოს ლიკ­ვი­და­ცია ხდე­ბა და მე­ო­რე - ფუნ­ქცი­ო­ნა­ლუ­რი, როცა ამო­ი­ღებ შარ­დის ბუშტს და შარდს შე­სა­ბა­მი­სი გზა მი­ე­ცე­მა, გა­რეთ გა­მო­ვი­დეს. დღე­ის­თვის ბევ­რი მე­თო­დი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა - ზოგ­ჯერ შარ­დი კან­ზე გა­მო­აქვთ, რაც ცე­ლოფ­ნის თუ პლას­ტი­კურ პარკში გროვ­დე­ბა, ზოგს მსხვილ ნაწ­ლავ­ში გა­დაჰ­ყავს. მოკ­ლედ, ეს მე­თო­დე­ბი თა­ნა­მედ­რო­ვე მე­დი­ცი­ნა­ში კარ­გად არის აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი. ჩვენ შემ­თხვე­ვა­ში კი, ის ხე­ლოვ­ნურ აპკ­ში გროვ­დე­ბა, ანუ ვქმნით ხე­ლოვ­ნურ შარ­დის ბუშტს. თუმ­ცა ეს ერთ-ერთი უდი­დე­სი ოპე­რა­ცი­აა, თა­ვი­სი ხან­გრძლი­ვო­ბით. და­ახ­ლო­ე­ბით, 7-8 სა­ა­თი მიმ­დი­ნა­რე­ობს და დიდ­წი­ლად გარ­თუ­ლე­ბე­ბიც მო­სა­ლოდ­ნე­ლია. არა მარ­ტო ჩვენ­თან, მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით ასეა.

- რა გარ­თუ­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს?

- ხე­ლოვ­ნუ­რი შარ­დის ბუშ­ტის შექ­მნას­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­იძ­ლე­ბა შე­იქ­მნას ნაწ­ლა­ვის პრობ­ლე­მე­ბი, გა­უ­ვა­ლო­ბა, პე­რი­ტო­ნი­ტი, შარ­დის შე­უ­კა­ვებ­ლო­ბა, პო­ტენ­ცი­ის და­კარ­გვა, მაგ­რამ ფაქ­ტობ­რი­ვად, შარ­დის ბუშ­ტის კი­ბოს ერ­თა­დერთ რა­დი­კა­ლურ მკურ­ნა­ლო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას ეს ოპე­რა­ცია წარ­მო­ად­გენს, ის ადა­მი­ა­ნე­ბის გა­დარ­ჩე­ნის გზაა. ამი­ტომ, ვცდი­ლობთ, მი­ნი­მა­ლუ­რი გარ­თუ­ლე­ბა და ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ მაქ­სი­მა­ლუ­რი კომ­ფორ­ტი გვქონ­დეს. ამ ოპე­რა­ცი­ის დროს ჩვენ მიერ შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლია ნერ­ვე­ბის შე­ნახ­ვის ახა­ლი ტექ­ნი­კა, რო­მე­ლიც სა­შუ­ლე­ბას იძ­ლე­ვა, ადა­მი­ანს პროს­ტა­ტი­ტის და შარ­დის ბუშ­ტის ლიკ­ვი­და­ცი­ის შემ­დგომ პო­ტენ­ცია (სქე­სობ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბის სა­შუ­ლა­ე­ბა) ჰქონ­დეს. ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გა­ნაც ხში­რად სა­კი­თხი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცებს ეხე­ბათ. ამი­ტომ, მათი ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად, სა­სურ­ვე­ლია, მათი პო­ტენ­ცია არ და­ზა­რალ­დეს. ასე­ვე ჩემ მიერ შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი მე­თო­დით შე­ვი­მუ­შა­ვეთ სფინ­ქტე­რის (კუნ­თი, რო­მე­ლიც შარდს იკა­ვებს) სპე­ცი­ა­ლუ­რი ტექ­ნი­კა, მი­ნი­მუ­მამ­დეა დაყ­ვა­ნი­ლი შარ­დის შე­უ­კა­ვებ­ლო­ბის რის­კე­ბი. ამ ოპ­რა­ცი­ე­ბის შემ­დგომ, ადა­მი­ანს აღარ აქვს შარ­დის შე­კა­ვე­ბა და არ სჭირ­დე­ბა პამ­პერ­სი, რაც ასე­ვე დიდი სო­ცი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მაა.

- ფაქ­ტობ­რი­ვად, თქვენ მიერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი მე­თო­დე­ბით პა­ცი­ენტს სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ვა, სწრა­ფად გა­მო­ჯან­მრთელ­დეს და მისი ცხოვ­რე­ბა ოპე­რა­ცი­ის შემ­დგომ თით­ქმის ისე­თი­ვე იყოს, რო­გორც ოპე­რა­ცი­ამ­დე. რის­გან იქ­მნე­ბა ხე­ლოვ­ნუ­რი შარ­დის ბუშ­ტი?

- შარ­დის ბუშ­ტი არის რე­ზერ­ვუ­ა­რი, სა­დაც შარ­დი ივ­სე­ბა. ჯან­მრთე­ლი შარ­დის ბუშ­ტის არ­სე­ბო­ბა გა­ნა­პი­რო­ბებს თირკმე­ლე­ბის ჯან­მრთლო­ბას. რო­დე­საც შარ­დის ბუშტს პრობ­ლე­მა აქვს, მა­შინ პრობ­ლე­მა ექ­მნე­ბა თირკმე­ლებს. ნაწ­ლა­ვუ­რი შარ­დის ბუშ­ტი, რე­ზერ­ვუ­ა­რი, რო­მე­ლიც დღემ­დე არ­სე­ბობ­და, თირკმე­ლე­ბის­თვის და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლია, ამის­თა­ნა მე­თო­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­დეგ თირკმე­ლი ხში­რად მწყობ­რი­დან გა­მო­დის და პა­ცი­ენტს დი­ა­ლიზ­ზე უწევს ყოფ­ნა და ხე­ლოვ­ნუ­რი თირკმლის გა­და­ნერგვა. შე­სა­ბა­მი­სად, შარ­დის ბუშ­ტი რაც უფრო ახ­ლოს არის ნა­ტუ­რა­ლურ­თან, უფრო სრულ­ყო­ფი­ლი იქ­ნე­ბა. სწო­რედ აქეთ­კენ არის ხე­ლოვ­ნუ­რი შარ­დის ბუშ­ტის წარ­მოქ­მნა მი­მარ­თუ­ლი. მოკ­ლედ, წვრი­ლი ნაწ­ლა­ვის­გან, რო­მე­ლიც 5 მეტ­რია, ვი­ღებთ გარ­კვე­ულ სეგ­მენტს (60 სმ-ს) ისე, რომ წვრი­ლი ნაწ­ლა­ვის ფუნ­ქცი­ა­ზე ეს არა­ნა­ი­რად აი­სა­ხე­ბა. სა­მა­გი­ე­როდ, სა­შუ­ლე­ბას გვაძ­ლევს, ხე­ლოვ­ნუ­რი შარ­დის ბუშ­ტი შევ­ქმნათ. ოღონდ, ისე უნდა ავი­ღოთ, რომ სის­ხლის მო­მა­რა­გე­ბა სის­ხლძარ­ღვებ­ში შე­ნარ­ჩუნ­დეს.

- ეს ოპე­რა­ცია რამ­დე­ნად ამარ­თლებს?

- დღე­ის­თვის ყვე­ლა­ზე რა­დი­კა­ლუ­რი ეფექ­ტუ­რი და ამა­ვე დროს კომ­ფორ­ტუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბაა. სა­ერ­თოდ, მსგავს მე­თო­დი­კას ათე­უ­ლი წე­ლია, ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ და ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში დავ­ხვე­წეთ და გა­მო­ვი­გო­ნეთ კი­დეც ეს ახა­ლი მო­დი­ფი­კა­ცი­ე­ბი.

- რო­გორც შე­ვი­ტყვე, ეს მე­თო­დი სა­მეც­ნი­ე­რო, კლი­ნი­კუ­რი, პრაქ­ტი­კუ­ლი სი­ახ­ლე ამე­რი­კა­ში ურო­ლოგ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის ყრი­ლო­ბა­ზე წა­რად­გი­ნეთ.

- დიახ, აღ­ნიშ­ნუ­ლი ასო­ცი­ა­ცი­ის ყრი­ლო­ბა მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ყე­ლა­ზე ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი, მას­შტა­ბუ­რი, სა­მეც­ნი­ე­რო პრაქ­ტი­კუ­ლი მოვ­ლე­ნაა, სა­დაც მოხ­სე­ნე­ბის წარ­დგე­ნა ყვე­ლას არ შე­უძ­ლია, რად­გა­ნაც დე­ტა­ლურ რე­ცენ­ზი­რე­ბას გა­დის და მა­ღა­ლი ხა­რის­ხის უნდა იყოს. ნდო­ბის ძა­ლი­ან მა­ღა­ლი ხა­რის­ხი უნდა იყოს, ამას უზ­რუნ­ველ­ყოფს ის სა­მეც­ნი­ე­რო კო­მი­ტე­ტი, რო­მე­ლიც ამ ყრი­ლო­ბა­ზე არ­სე­ბობს და ის ანო­ნი­მუ­რია. არ იცი­ან, ვის სა­მე­დი­ცი­ნო ნაშ­რომს ამოწ­მე­ბენ, ჩვენც არ ვი­ცით, ვინ ამოწ­მებს. ყრი­ლო­ბა­ზე სა­მეც­ნი­ე­რო კო­მი­ტე­ტი ანო­ნი­მუ­რია. ეს კი იმის­თვის, რომ სუ­ბი­ექ­ტუ­რი ფაქ­ტო­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა არ მოხ­დეს, ასო­ცი­ა­ცია პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია სი­ახ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა­ზე. ჩვენ­თვის სა­ა­მა­ყოა, რომ სი­ახ­ლე ვი­დე­ოს სა­ხით გვაქვს წარ­დგე­ნი­ლი. ეს ოპე­რა­ცია ჩემ მიერ ჩვენს ჰოს­პი­ტალ­ში, სა­ო­პე­რა­ცი­ო­ში ჩა­ტარ­და. სპე­ცი­ა­ლუ­რად არ გა­დაგ­ვი­ღია. ახ­სნი­ლია ოპე­რა­ცი­ის არსი, ყვე­ლა ტექ­ნი­კუ­რი ნი­უ­ან­სი, ვი­დე­ო­ინ­სტრუქ­ტა­ჟია. ეს ოპე­რა­ცია 2017 წე­ლის ნო­ემ­ბერ­ში გან­ხორ­ცი­ელ­და. პა­ცი­ენ­ტი 58 წლის არის, კარ­გად გრძნობს თავს და პო­ტენ­ცია შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი აქვს. კიბო არ აქვს.

- მა­ნამ­დე ამის მსგავს მე­თო­დებ­ზე მუ­შა­ობ­დით. რო­გო­რი შე­დე­გე­ბი გქონ­დათ? პი­რა­დად თქვენ­თვის რას ნიშ­ნავს?

- მა­გა­ლი­თად, გუ­შინ მო­ვი­და ერთ-ერთი მა­მა­კა­ცი, რო­მელ­საც 8 წლის წინ გა­ვუ­კე­თეთ ოპე­რა­ცია და დღემ­დე ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ცხოვ­რობს. სა­სი­ხა­რუ­ლო არის, რა თქმა უნდა.

- რამ­დე­ნად ხელ­მი­საწ­ვდო­მია მა­ტე­რი­ა­ლუ­რი თვალ­საზ­რი­სით ეს ოპე­რა­ცია პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის?

- ხელ­მი­საწ­ვდო­მი არის ნამ­დვი­ლად. მსგავ­სი სირ­თუ­ლის ოპე­რა­ცია გინ­დაც ამე­რი­კა­ში, ან თურ­ქეთ­ში რამ­დე­ნი­მე ათე­ულ ათა­სო­ბით დო­ლა­რი ღირს. ჩვენ­თან ძა­ლი­ან მი­სა­ღე­ბია და ფი­ნანსდე­ბა კი­დეც სა­ყო­ველ­თაო და­ზღვე­ვის მიერ.

- რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ცე­სი იო­ლია?

- იო­ლია, თუმ­ცა ასე­თი მას­შტა­ბუ­რი ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ სახ­ლში მე­ო­რე დღეს ვერ გა­ვუშ­ვებ. თუ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქნა, 10 დღე სჭირ­დე­ბა ამ პრო­ცესს. ამ­რი­გად, მი­ვა­წო­დეთ ამე­რი­კელ ურო­ლო­გებს ჩვე­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა. ვი­დე­ო­ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში შე­ი­ნა­ხე­ბა და ვი­საც მისი ნახ­ვის სურ­ვი­ლი ექ­ნე­ბა, მსოფ­ლი­ოს ნე­ბის­მი­ე­რი ურო­ლო­გის­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი იქ­ნე­ბა. თუ სურ­ვი­ლი ექ­ნე­ბათ, ყო­ველ­დღი­ურ პრაქ­ტი­კა­ში და­ნერ­გა­ვენ. იხი­ლეთ ვრცლად ინ­ფორ­მა­ცია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

ქართველი ექიმი, რომლის ოპერაციებითაც ამერიკელი ონკოლოგები დაინტერესდნენ - როგორ მკურნალობენ შარდის ბუშტის კიბოს  საქართველოში

ქართველი ექიმი, რომლის ოპერაციებითაც ამერიკელი ონკოლოგები დაინტერესდნენ - როგორ მკურნალობენ შარდის ბუშტის კიბოს  საქართველოში

ონკოლოგიაში, ონკოლოგიურ უროლოგიასა და ონკოლოგიურ ქირურგიაში ერთ-ერთ რთულ ოპერაციად შარდის ბუშტის კიბოს შემთხვევა მიიჩნევა. სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ ამ დროს შარდის ბუშტის, პროსტატის გარშემო მდებარე ყველა ორგანოსა და ქსოვილის ლიკვიდაცია ხდება და იქმნება ხელოვნური შარდის ბუშტი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, უროლოგი პროფესორი, საქართველოს ონკოლოგიური უროლოგიის ასოციაციის პრეზიდენტი,გურამ ქარაზანაშვილი ის ექიმია, რომელმაც უკვე დიდი ხანია ხელოვნური შარდის ბუშტი შექმნა და უამრავ პაციენტს საშუალება მისცა, შარდის ბუშტის კიბოს ლიკვიდაციის შემდეგაც განაგრძონ სრულფასოვანი ცხოვრება. AMBEBI.GE-ს ამჯერად სწორდ ის ესაუბრება.

- ამ რთული ოპერაციის ერთი მხარე ონკოლოგიაა, როცა კიბოს ლიკვიდაცია ხდება და მეორე - ფუნქციონალური, როცა ამოიღებ შარდის ბუშტს და შარდს შესაბამისი გზა მიეცემა, გარეთ გამოვიდეს. დღეისთვის ბევრი მეთოდი გამოიყენება - ზოგჯერ შარდი კანზე გამოაქვთ, რაც ცელოფნის თუ პლასტიკურ პარკში გროვდება, ზოგს მსხვილ ნაწლავში გადაჰყავს. მოკლედ, ეს მეთოდები თანამედროვე მედიცინაში კარგად არის აპრობირებული. ჩვენ შემთხვევაში კი, ის ხელოვნურ აპკში გროვდება, ანუ ვქმნით ხელოვნურ შარდის ბუშტს. თუმცა ეს ერთ-ერთი უდიდესი ოპერაციაა, თავისი ხანგრძლივობით. დაახლოებით, 7-8 საათი მიმდინარეობს და დიდწილად გართულებებიც მოსალოდნელია. არა მარტო ჩვენთან, მსოფლიოს მასშტაბით ასეა.

- რა გართულება შეიძლება მოჰყვეს?

- ხელოვნური შარდის ბუშტის შექმნასთან დაკავშირებით შეიძლება შეიქმნას ნაწლავის პრობლემები, გაუვალობა, პერიტონიტი, შარდის შეუკავებლობა, პოტენციის დაკარგვა, მაგრამ ფაქტობრივად, შარდის ბუშტის კიბოს ერთადერთ რადიკალურ მკურნალობის საშუალებას ეს ოპერაცია წარმოადგენს, ის ადამიანების გადარჩენის გზაა. ამიტომ, ვცდილობთ, მინიმალური გართულება და ოპერაციის შემდეგ მაქსიმალური კომფორტი გვქონდეს. ამ ოპერაციის დროს ჩვენ მიერ შეთავაზებულია ნერვების შენახვის ახალი ტექნიკა, რომელიც საშულებას იძლევა, ადამიანს პროსტატიტის და შარდის ბუშტის ლიკვიდაციის შემდგომ პოტენცია (სქესობრივი ურთიერთობის საშულაება) ჰქონდეს. ეს მნიშვნელოვანია, რადგანაც ხშირად საკითხი ახალგაზრდა მამაკაცებს ეხებათ. ამიტომ, მათი ოჯახური ცხოვრების შესანარჩუნებლად, სასურველია, მათი პოტენცია არ დაზარალდეს. ასევე ჩემ მიერ შეთავაზებული მეთოდით შევიმუშავეთ სფინქტერის (კუნთი, რომელიც შარდს იკავებს) სპეციალური ტექნიკა, მინიმუმამდეა დაყვანილი შარდის შეუკავებლობის რისკები. ამ ოპრაციების შემდგომ, ადამიანს აღარ აქვს შარდის შეკავება და არ სჭირდება პამპერსი, რაც ასევე დიდი სოციალური პრობლემაა.

- ფაქტობრივად, თქვენ მიერ შემუშავებული მეთოდებით პაციენტს საშუალება ეძლევა, სწრაფად გამოჯანმრთელდეს და მისი ცხოვრება ოპერაციის შემდგომ თითქმის ისეთივე იყოს, როგორც ოპერაციამდე. რისგან იქმნება ხელოვნური შარდის ბუშტი?

- შარდის ბუშტი არის რეზერვუარი, სადაც შარდი ივსება. ჯანმრთელი შარდის ბუშტის არსებობა განაპირობებს თირკმელების ჯანმრთლობას. როდესაც შარდის ბუშტს პრობლემა აქვს, მაშინ პრობლემა ექმნება თირკმელებს. ნაწლავური შარდის ბუშტი, რეზერვუარი, რომელიც დღემდე არსებობდა, თირკმელებისთვის დამაზიანებელია, ამისთანა მეთოდების გამოყენების შემდეგ თირკმელი ხშირად მწყობრიდან გამოდის და პაციენტს დიალიზზე უწევს ყოფნა და ხელოვნური თირკმლის გადანერგვა. შესაბამისად, შარდის ბუშტი რაც უფრო ახლოს არის ნატურალურთან, უფრო სრულყოფილი იქნება. სწორედ აქეთკენ არის ხელოვნური შარდის ბუშტის წარმოქმნა მიმართული. მოკლედ, წვრილი ნაწლავისგან, რომელიც 5 მეტრია, ვიღებთ გარკვეულ სეგმენტს (60 სმ-ს) ისე, რომ წვრილი ნაწლავის ფუნქციაზე ეს არანაირად აისახება. სამაგიეროდ, საშულებას გვაძლევს, ხელოვნური შარდის ბუშტი შევქმნათ. ოღონდ, ისე უნდა ავიღოთ, რომ სისხლის მომარაგება სისხლძარღვებში შენარჩუნდეს.

- ეს ოპერაცია რამდენად ამართლებს?

- დღეისთვის ყველაზე რადიკალური ეფექტური და ამავე დროს კომფორტული საშუალებაა. საერთოდ, მსგავს მეთოდიკას ათეული წელია, ვახორციელებთ და ამ ხნის განმავლობაში დავხვეწეთ და გამოვიგონეთ კიდეც ეს ახალი მოდიფიკაციები.

- როგორც შევიტყვე, ეს მეთოდი სამეცნიერო, კლინიკური, პრაქტიკული სიახლე ამერიკაში უროლოგთა ასოციაციის ყრილობაზე წარადგინეთ.

- დიახ, აღნიშნული ასოციაციის ყრილობა მსოფლიოში ერთ-ერთი ყელაზე ავტორიტეტული, მასშტაბური, სამეცნიერო პრაქტიკული მოვლენაა, სადაც მოხსენების წარდგენა ყველას არ შეუძლია, რადგანაც დეტალურ რეცენზირებას გადის და მაღალი ხარისხის უნდა იყოს. ნდობის ძალიან მაღალი ხარისხი უნდა იყოს, ამას უზრუნველყოფს ის სამეცნიერო კომიტეტი, რომელიც ამ ყრილობაზე არსებობს და ის ანონიმურია. არ იციან, ვის სამედიცინო ნაშრომს ამოწმებენ, ჩვენც არ ვიცით, ვინ ამოწმებს. ყრილობაზე სამეცნიერო კომიტეტი ანონიმურია. ეს კი იმისთვის, რომ სუბიექტური ფაქტორების გათვალისწინება არ მოხდეს, ასოციაცია პასუხისმგებელია სიახლის ღირებულებაზე. ჩვენთვის საამაყოა, რომ სიახლე ვიდეოს სახით გვაქვს წარდგენილი. ეს ოპერაცია ჩემ მიერ ჩვენს ჰოსპიტალში, საოპერაციოში ჩატარდა. სპეციალურად არ გადაგვიღია. ახსნილია ოპერაციის არსი, ყველა ტექნიკური ნიუანსი, ვიდეოინსტრუქტაჟია. ეს ოპერაცია 2017 წელის ნოემბერში განხორციელდა. პაციენტი 58 წლის არის, კარგად გრძნობს თავს და პოტენცია შენარჩუნებული აქვს. კიბო არ აქვს.

- მანამდე ამის მსგავს მეთოდებზე მუშაობდით. როგორი შედეგები გქონდათ? პირადად თქვენთვის რას ნიშნავს?

- მაგალითად, გუშინ მოვიდა ერთ-ერთი მამაკაცი, რომელსაც 8 წლის წინ გავუკეთეთ ოპერაცია და დღემდე ჩვეულებრივად ცხოვრობს. სასიხარულო არის, რა თქმა უნდა.

- რამდენად ხელმისაწვდომია მატერიალური თვალსაზრისით ეს ოპერაცია პაციენტებისთვის?

- ხელმისაწვდომი არის ნამდვილად. მსგავსი სირთულის ოპერაცია გინდაც ამერიკაში, ან თურქეთში რამდენიმე ათეულ ათასობით დოლარი ღირს. ჩვენთან ძალიან მისაღებია და ფინანსდება კიდეც საყოველთაო დაზღვევის მიერ.

- რეაბილიტაციის პროცესი იოლია?

- იოლია, თუმცა ასეთი მასშტაბური ოპერაციის შემდეგ სახლში მეორე დღეს ვერ გავუშვებ. თუ ყველაფერი კარგად იქნა, 10 დღე სჭირდება ამ პროცესს. ამრიგად, მივაწოდეთ ამერიკელ უროლოგებს ჩვენი გამოცდილება. ვიდეობიბლიოთეკაში შეინახება და ვისაც მისი ნახვის სურვილი ექნება, მსოფლიოს ნებისმიერი უროლოგისთვის ხელმისაწვდომი იქნება. თუ სურვილი ექნებათ, ყოველდღიურ პრაქტიკაში დანერგავენ. იხილეთ ვრცლად ინფორმაცია

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 010 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 19 ადამიანი გარდაიცვალა - როგორია ბოლო დღე-ღამის მონაცემები

დღეს რომელი საათიდან გაუქმდება ე.წ. კომენდანტის საათი?

ბაკურიანში საბაგიროს მეხი დაეცა