Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროექტი ”ქართველი მეფეები”-ისტორია რომელიც ძვირფასია!
პროექტი ”ქართველი მეფეები”-ისტორია რომელიც ძვირფასია!

მე­ფე­ე­ბი - ის­ტო­რია, რო­მე­ლიც ძვირ­ფა­სია - ეს გა­მომ­ცემ­ლო­ბა ”პა­ლიტ­რა L-ის” სე­რი­აა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ას ყვე­ლას­თვის ხელმსაწ­ვდომს ხდის. სე­რი­ის 4 ტომი უკვე გა­მო­სუ­ლია. გა­მო­ცე­მამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის იმ­დე­ნად დიდი ინ­ტე­რე­სი გა­მო­იწ­ვია, რომ პირ­ვე­ლი­ვე ტომი ”თა­მარ მეფე” გა­მოს­ვლი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში სრუ­ლად გა­ი­ყი­და და ის მე­ო­რე ტი­რა­ჟით გა­მო­ი­ცა.სე­რი­ის მე­ო­თხე ტომი გი­ორ­გი III იყო, რო­მელ­მაც, ასე­ვე, დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით ისარ­გებ­ლა.

"პა­ლიტ­რა L"სა­ერ­თო ჯამ­ში სა­ქარ­თვე­ლოს 28 მე­ფის ის­ტო­რი­ის 24 ტომ­ში გა­ცო­ცხლე­ბას გეგ­მავს. სე­რი­ის ფარ­გლებ­ში მკი­თხვე­ლი ეც­ნო­ბა ამა თუ იმ ეპო­ქის სა­ქარ­თვე­ლოს სა­ში­ნაო და სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კურ ვი­თა­რე­ბას, მე­ფე­ე­ბის პი­როვ­ნულ თვი­სე­ბებ­სა და მნიშ­ვნე­ლო­ვან ფაქ­ტებს, რომ­ლებ­მაც სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში გარ­დამ­ტე­ხი როლი შე­ას­რუ­ლეს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სე­რი­ა­ზე ცნო­ბილ მეც­ნი­ერ­თა ჯგუ­ფი მუ­შა­ობს. პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და ხელ­მძღვა­ნე­ლი კი ის­ტო­რი­კო­სი ჯაბა სა­მუ­ში­აა.

”სე­რია თა­მარ მე­ფით და­ვი­წყეთ და ერეკ­ლე II-ით და­ვას­რუ­ლებთ. ეს არ არის მხო­ლოდ მშრა­ლი სა­უ­ბა­რი ან მხო­ლოდ ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი ფაქ­ტე­ბი. ავ­ტო­რე­ბი ყვე­ბი­ან ამა თუ იმ მე­ფის პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზეც, მა­შინ­დელ პო­ლი­ტი­კურ ვი­თა­რე­ბა­ზე, რა კონ­კრე­ტუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის წი­ნა­შე იდ­გნენ ისი­ნი, რა­მაც სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში გარ­დამ­ტე­ხი როლი შე­ას­რუ­ლა. - გან­მარ­ტავს ჯაბა სა­მუ­შია.

გა­მო­ცე­მის ერთ-ერთი მთა­ვა­რი ღირ­სე­ბა ისაა, რომ ამ­ბა­ვი სა­მეც­ნი­ე­რო-პო­პუ­ლა­რულ ენა­ზეა გად­მო­ცე­მუ­ლი და ტექ­სტი ნე­ბის­მი­ე­რი მკი­თხვე­ლის­თვის მარ­ტი­ვად გა­სა­გე­ბია. "პა­ლიტ­რა L-ის" მერ­კე­ტინ­გის მე­ნე­ჯე­რის თაკო ახვლე­დი­ა­ნის გან­მარ­ტე­ბით, სე­რია უკვე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გე­ლობს მკი­თხველ­ში და ყო­ველ მომ­დევ­ნი­ტომს დიდი მო­ლო­დი­ნით ელი­ან.

”მკი­თხვე­ლის­გან დიდი ნდო­ბა და­ვიმ­სა­ხუ­რეთ, რაც გა­ყი­დუ­ლი წიგ­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბით კარ­გად ჩანს. ძა­ლი­ან გვა­ხა­რებს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მე­ფე­ე­ბის მი­მართ ასე­თი ინ­ტე­რე­სია. ამის ერთ-ერთი მი­ზე­ზი კი გად­მო­ცე­მუ­ლი ამ­ბის სტი­ლი და ენაა. ჩვენ სულ სხვა კუ­თხით გად­მოვ­ცემთ ფაქ­ტებს, რომ­ლებ­ზეც შე­საძ­ლოა, ადრე მხო­ლოდ ზე­და­პი­რუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია გვქონ­და და ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ბას ვა­ნი­ჭებ­დით,” - გან­მარ­ტავს თაკო ახვლე­დი­ა­ნი.

პროექტი ”ქართველი მეფეები”-ისტორია რომელიც ძვირფასია!

პროექტი ”ქართველი მეფეები”-ისტორია რომელიც ძვირფასია!

მეფეები - ისტორია, რომელიც ძვირფასია - ეს გამომცემლობა ”პალიტრა L-ის” სერიაა, რომელიც საქართველოს ისტორიას ყველასთვის ხელმსაწვდომს ხდის. სერიის 4 ტომი უკვე გამოსულია. გამოცემამ საზოგადოების იმდენად დიდი ინტერესი გამოიწვია, რომ პირველივე ტომი ”თამარ მეფე” გამოსვლიდან რამდენიმე დღეში სრულად გაიყიდა და ის მეორე ტირაჟით გამოიცა.სერიის მეოთხე ტომი გიორგი III იყო, რომელმაც, ასევე, დიდი პოპულარობით ისარგებლა.

"პალიტრა L"საერთო ჯამში საქართველოს 28 მეფის ისტორიის 24 ტომში გაცოცხლებას გეგმავს. სერიის ფარგლებში მკითხველი ეცნობა ამა თუ იმ ეპოქის საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკურ ვითარებას, მეფეების პიროვნულ თვისებებსა და მნიშვნელოვან ფაქტებს, რომლებმაც საქართველოს ისტორიაში გარდამტეხი როლი შეასრულეს. აღსანიშნავია, რომ სერიაზე ცნობილ მეცნიერთა ჯგუფი მუშაობს. პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი კი ისტორიკოსი ჯაბა სამუშიაა.

”სერია თამარ მეფით დავიწყეთ და ერეკლე II-ით დავასრულებთ. ეს არ არის მხოლოდ მშრალი საუბარი ან მხოლოდ ბიოგრაფიული ფაქტები. ავტორები ყვებიან ამა თუ იმ მეფის პირად ცხოვრებაზეც, მაშინდელ პოლიტიკურ ვითარებაზე, რა კონკრეტული გადაწყვეტილებების წინაშე იდგნენ ისინი, რამაც საქართველოს ისტორიაში გარდამტეხი როლი შეასრულა. - განმარტავს ჯაბა სამუშია.

გამოცემის ერთ-ერთი მთავარი ღირსება ისაა, რომ ამბავი სამეცნიერო-პოპულარულ ენაზეა გადმოცემული და ტექსტი ნებისმიერი მკითხველისთვის მარტივად გასაგებია. "პალიტრა L-ის" მერკეტინგის მენეჯერის თაკო ახვლედიანის განმარტებით, სერია უკვე განსაკუთრებული პოპულარობით სარგელობს მკითხველში და ყოველ მომდევნიტომს დიდი მოლოდინით ელიან.

”მკითხველისგან დიდი ნდობა დავიმსახურეთ, რაც გაყიდული წიგნების რაოდენობით კარგად ჩანს. ძალიან გვახარებს, რომ საქართველოს მეფეების მიმართ ასეთი ინტერესია. ამის ერთ-ერთი მიზეზი კი გადმოცემული ამბის სტილი და ენაა. ჩვენ სულ სხვა კუთხით გადმოვცემთ ფაქტებს, რომლებზეც შესაძლოა, ადრე მხოლოდ ზედაპირული ინფორმაცია გვქონდა და ნაკლებ მნიშვნელობას ვანიჭებდით,” - განმარტავს თაკო ახვლედიანი.

“ქართველები მსოფლიო ისტორიაში “ - წიგნი, რომელიც უცნობი ქართველების შესახებ შთამბეჭდავ ისტორიებს მოგვითხობს

"ბიბლია განმარტებებით " - მესამე ტომი უკვე ხელმისაწვდომია

"ბრიმ თბილისში" ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევის წარდგენა გაიმართა