საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის ქალის მკვლელობის საქმე, შესაძლოა, ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ
ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის ქალის მკვლელობის საქმე, შესაძლოა, ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ

ბარ­ნო­ვის ქუ­ჩა­ზე 25 წლის თა­მარ გამ­რე­კე­ლაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მე, შე­საძ­ლოა, ნა­ფიც­მა მსა­ჯუ­ლებ­მა გა­ნი­ხი­ლონ. სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის ის მუხ­ლი, რო­მე­ლიც ბრალ­დე­ბულ ვე­ფხია ბაქ­რა­ძეს აქვს წარ­დგე­ნი­ლი, ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლე­ბის მიერ გან­სჯად და­ნა­შა­უ­ლებს გა­ნე­კუთ­ვნე­ბა. საქ­მე ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლე­ბის სა­სა­მარ­თლომ რომ გა­ნი­ხი­ლოს, თა­ვად ბრალ­დე­ბუ­ლის თან­ხმო­ბაა სა­ჭი­რო.

რო­გორც "ინ­ტეპ­რეს­ნი­უსს" ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კატ­მა ლე­ვან მარ­სა­გიშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, ამ სა­კი­თხზე ვე­ფხია ბაქ­რა­ძეს ჯერ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ აქვს მი­ღე­ბუ­ლი.

"ზო­გა­დად კი ვი­სა­უბ­რეთ ამ სა­კი­თხზე, მაგ­რამ ჯერ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ჩემი დაც­ვის ქვეშ მყოფს არ მი­უ­ღია", - გა­ნა­ცხა­და მარ­სა­გიშ­ვილ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 13 აპ­რილს, თბი­ლის­ში, ბარ­ნო­ვის ქუ­ჩა­ზე 25 წლის თა­მარ გამ­რე­კე­ლაშ­ვილს ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლის თვალ­წინ, ყელი გა­მოჭ­რეს. მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით შს სა­მი­ნის­ტრომ 14 აპ­რილს, მოკ­ლუ­ლის მა­მი­ნაც­ვა­ლი, ვე­ფხია ბაქ­რა­ძე თე­ლეთ­ში და­ა­კა­ვა.

გა­მო­ძი­ე­ბა 11 პრი­მა 109–ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის ნი­ა­დაგ­ზე ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში გუ­ლის­ხმობს. აღ­ნიშ­ნუ­ლი მუხ­ლი 16–დან 20 წლამ­დე ან უვა­დო პა­ტიმ­რო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბარ­ნო­ვის ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე კი­დევ ერთი პირი თე­მურ ბაქ­რა­ძე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ბრალ­დე­ბით 15 აპ­რილს და­ა­კა­ვეს. ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი 2-დან 4 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის ქალის მკვლელობის საქმე, შესაძლოა, ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ

ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის ქალის მკვლელობის საქმე, შესაძლოა, ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ

ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობის საქმე, შესაძლოა, ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ. სისხლის სამართლის კოდექსის ის მუხლი, რომელიც ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძეს აქვს წარდგენილი, ნაფიცი მსაჯულების მიერ განსჯად დანაშაულებს განეკუთვნება. საქმე ნაფიცი მსაჯულების სასამართლომ რომ განიხილოს, თავად ბრალდებულის თანხმობაა საჭირო.

როგორც "ინტეპრესნიუსს" ბრალდებულის ადვოკატმა ლევან მარსაგიშვილმა განუცხადა, ამ საკითხზე ვეფხია ბაქრაძეს ჯერ გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული.

"ზოგადად კი ვისაუბრეთ ამ საკითხზე, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არ მიუღია", - განაცხადა მარსაგიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, ყელი გამოჭრეს. მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტრომ 14 აპრილს, მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე თელეთში დააკავა.

გამოძიება 11 პრიმა 109–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 16–დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი თემურ ბაქრაძე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 15 აპრილს დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს