პოლიტიკა
სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერევანი პარალიზებულია, ვითარება არაპროგნოზირებადი..." - სომხეთში სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა
"ერევანი პარალიზებულია, ვითარება არაპროგნოზირებადი..." - სომხეთში სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა

"ერევ­ნე­ლი სტუ­დენ­ტე­ბი შიშ­მი­ლო­ბის აქ­ცი­ას იწყე­ბენ, დი­ლი­დან არ მუ­შა­ობს მეტ­რო. გა­ი­ფიც­ნენ აე­რო­პორ­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი. აქ­ცი­ის წევ­რებ­მა გა­და­კე­ტეს აე­რო­პორ­ტის გზე­ბი; ასე­ვე, გა­და­კე­ტი­ლია სომ­ხე­თის თით­ქმის ყვე­ლა ცენ­ტრა­ლუ­რი გზა, მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლოს­კენ მი­მა­ვა­ლი... აქ­ცი­ის წევ­რე­ბის დიდი ნა­წი­ლი ქა­ლა­ქის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბებს უვარ­დე­ბი­ან და მათ­გან დე­მონ­სტრა­ცი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ითხო­ვენ. მათი რა­ო­დე­ნო­ბა ყო­ველ­დღი­უ­რად იზ­რდე­ბა. ხალ­ხი სამ­სა­ხუ­რებ­ში არ და­დის. ვი­თა­რე­ბა უკი­დუ­რე­სად და­ძა­ბუ­ლია და არა­ვინ იცის რა მოხ­დე­ბა" - აცხა­დებს Ambebi.ge-სთან სა­უ­ბარ­ში სო­მე­ხი ჟურ­ნა­ლის­ტი აიკ ხა­ლა­ტი­ა­ნი.

მი­სი­ვე თქმით, გა­და­კე­ტი­ლია ერე­ვა­ნი-სპი­ტა­კის მა­გის­ტრა­ლი და აქ­ცი­ის წევ­რე­ბის მიერ შე­მოვ­ლი­თი გზე­ბი და ხი­დე­ბი ბლო­კი­რე­ბუ­ლია.

სა­ყო­ველ­თაო გა­ფიც­ვის მი­ზე­ზი ის გახ­და, რომ 1 მა­ისს სომ­ხე­თის პარ­ლა­მენ­ტში პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრად ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნის კან­დი­და­ტუ­რას მხა­რი არ და­უ­ჭი­რეს. ფაქ­ტმა ქვე­ყა­ნა­ში ვი­თა­რე­ბა უფრო მე­ტად და­ძა­ბა და აქ­ცი­ე­ბიც გა­ნახ­ლდა.

დღეს დი­ლით თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ აე­რო­პორ­ტის გა­ზა­ზე 100-ზე სამ­ხედ­რო მან­ქა­ნა და­ა­ყე­ნა, თუმ­ცა აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა მისი ბლოკ­რე­ბა მო­ახ­დი­ნეს. თავ­დაც­ვის უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათი შე­უ­ფერ­ხე­ბე­ლი მუ­შა­ო­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის.

ჟურ­ნა­ლისტ აიკ ხა­ლა­ტი­ა­ნის თქმით, დი­ლი­დან აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი გი­უმ­რი­სა და მა­რა­ლი­კას მე­რი­ის შე­ნო­ბებ­ში შე­ვარ­დნენ და იქ მყოფთ მხარ­დამ­ჭერ აქ­ცი­ებ­ში მო­ნა­წა­ლე­ო­ბა მოს­თხო­ვეს... გი­უმ­რის მერ­მა მათ მო­თხოვ­ნა­ზე უა­რის გა­ნა­ცხა­და.

"ვი­თა­რე­ბა უკვე არაპ­რონგზო­რე­ბა­დია, დე­და­ქა­ლა­ქი კი - პა­რალ­ზი­ე­ბუ­ლი... ფაქ­ტია, რომ აქ­ცი­ე­ბი არ და­იშ­ლე­ბა. სამ­ხედ­რო და სა­პო­ლი­ციო სის­ტე­მე­ბი გა­მარ­თუ­ლად ვე­ღარ მუ­შა­ო­ბენ. მათ რი­გებს ყო­ველ­დღი­უ­რად ტო­ვე­ბენ თა­ნამ­შრომ­ლე­ბი. ვი­თა­რე­ბა უკი­დუ­რე­სად და­ძა­ბუ­ლია" - ამ­ბობს აიკ ხა­ლა­ტი­ა­ნი.

სომ­ხე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა, კა­რენ კა­რა­პე­ტი­ან­მა ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბის გამო მო­ქა­ლა­ქე­ებ­სა და პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებს გან­ცხა­დე­ბით მი­მარ­თა. მისი თქმით, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის არ­ჩე­ვა მხო­ლოდ პარ­ლა­მენ­ტში, კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი გზით უნდა მოხ­დეს და სა­კი­თხის გა­და­წყვე­ტის სხვა თე­ო­რი­უ­ლი და პრაქ­ტი­კუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ არ­სე­ბობს...

კა­რა­პე­ტი­ან­მა ყვე­ლა პო­ლი­ტი­კურ ძა­ლებს მო­ლა­პა­რა­კე­ბის მა­გი­დის გარ­სე­მო შეკ­რე­ბის­კენ მო­უ­წო­და. მი­სი­ვე თქმით, შე­უძ­ლე­ბე­ლია სომ­ხეთ­ში შექ­მნი­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი გაგ­რძელ­დეს და მის მო­საგ­ვა­რებ­ლად ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი და სწრა­ფი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის უნდა მოხ­დეს. პა­სუ­ხად, საპ­რო­ტეს­ტო გა­მოს­ვლე­ბის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა "რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის" მმარ­თვე­ლო­ბის დას­რუ­ლე­ბა მო­ი­თხო­ვეს.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"ერევანი პარალიზებულია, ვითარება არაპროგნოზირებადი..." - სომხეთში სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა

"ერევანი პარალიზებულია, ვითარება არაპროგნოზირებადი..." - სომხეთში სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა

"ერევნელი სტუდენტები შიშმილობის აქციას იწყებენ, დილიდან არ მუშაობს მეტრო. გაიფიცნენ აეროპორტის თანამშრომლები. აქციის წევრებმა გადაკეტეს აეროპორტის გზები; ასევე, გადაკეტილია სომხეთის თითქმის ყველა ცენტრალური გზა, მათ შორის, საქართველოსკენ მიმავალი... აქციის წევრების დიდი ნაწილი ქალაქის ხელმძღვანელობებს უვარდებიან და მათგან დემონსტრაციებში მონაწილეობას ითხოვენ. მათი რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. ხალხი სამსახურებში არ დადის. ვითარება უკიდურესად დაძაბულია და არავინ იცის რა მოხდება" - აცხადებს Ambebi.ge-სთან საუბარში სომეხი ჟურნალისტი აიკ ხალატიანი.

მისივე თქმით, გადაკეტილია ერევანი-სპიტაკის მაგისტრალი და აქციის წევრების მიერ შემოვლითი გზები და ხიდები ბლოკირებულია.

საყოველთაო გაფიცვის მიზეზი ის გახდა, რომ 1 მაისს სომხეთის პარლამენტში პრემიერ-მინისტრად ნიკოლ ფაშინიანის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირეს. ფაქტმა ქვეყანაში ვითარება უფრო მეტად დაძაბა და აქციებიც განახლდა.

დღეს დილით თავდაცვის სამინისტრომ აეროპორტის გაზაზე 100-ზე სამხედრო მანქანა დააყენა, თუმცა აქციის მონაწილეებმა მისი ბლოკრება მოახდინეს. თავდაცვის უწყების ინფორმაციით, მათი შეუფერხებელი მუშაობა აუცილებელია ქვეყნის უსაფრთხოებისთვის.

ჟურნალისტ აიკ ხალატიანის თქმით, დილიდან აქციის მონაწილეები გიუმრისა და მარალიკას მერიის შენობებში შევარდნენ და იქ მყოფთ მხარდამჭერ აქციებში მონაწალეობა მოსთხოვეს... გიუმრის მერმა მათ მოთხოვნაზე უარის განაცხადა.

"ვითარება უკვე არაპრონგზორებადია, დედაქალაქი კი - პარალზიებული... ფაქტია, რომ აქციები არ დაიშლება. სამხედრო და საპოლიციო სისტემები გამართულად ვეღარ მუშაობენ. მათ რიგებს ყოველდღიურად ტოვებენ თანამშრომლები. ვითარება უკიდურესად დაძაბულია" - ამბობს აიკ ხალატიანი.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, კარენ კარაპეტიანმა ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო მოქალაქეებსა და პოლიტიკურ პარტიებს განცხადებით მიმართა. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის არჩევა მხოლოდ პარლამენტში, კონსტიტუციური გზით უნდა მოხდეს და საკითხის გადაწყვეტის სხვა თეორიული და პრაქტიკული შესაძლებლობა არ არსებობს...

კარაპეტიანმა ყველა პოლიტიკურ ძალებს მოლაპარაკების მაგიდის გარსემო შეკრებისკენ მოუწოდა. მისივე თქმით, შეუძლებელია სომხეთში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი გაგრძელდეს და მის მოსაგვარებლად ცივილიზებული და სწრაფი გადაწყვეტილებების უნდა მოხდეს. პასუხად, საპროტესტო გამოსვლების მონაწილეებმა "რესპუბლიკური პარტიის" მმართველობის დასრულება მოითხოვეს.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე