სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ერთობოდნენ ქართველი დიდგვაროვნები და გლეხები შუა საუკუნეებში
როგორ ერთობოდნენ ქართველი დიდგვაროვნები და გლეხები შუა საუკუნეებში

შუა და გვი­ან­დელ შუა სა­უ­კუ­ნე­ებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობ­და ბე­რი­კა­ო­ბა-ყე­ე­ნო­ბა, ყა­ბა­ხი, ჩო­გან­ბურ­თი, ჭი­და­ო­ბა, ნა­დი­რო­ბა, კრი­ვი (ხრი­დო­ლი, მუშ­ტის კრი­ვი, სალ­დას­ტი), ყო­ჩე­ბის, მამ­ლე­ბი­სა და აქ­ლე­მე­ბის ჭი­დი­ლი და სხვა თა­მა­შე­ბი, გარ­და ამი­სა, ერ­თო­ბოდ­ნენ თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ნაკ­ლე­ბად ცნო­ბი­ლი დათვთა თა­მა­შით, თოკ­ზე გას­ვლით, აშ­ფა­შა­გით, აქ­ლემ­კა­ცო­ბით, ცხენ­კა­ცო­ბი­თა და სხვა თა­მა­შე­ბით. სწო­რედ ამ­გვა­რად ერ­თო­ბოდ­ნენ სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­შინ, როცა არც კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი თა­მა­შე­ბი არ­სე­ბობ­და და არც ღა­მის კლუ­ბე­ბი. ამ თა­მა­შებ­სა და გა­სარ­თობ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში ჩარ­თულ­ნი იყ­ვნენ, რო­გორც მეფე-დიდ­გვა­როვ­ნე­ბი, ასე­ვე გლე­ხო­ბა. სა­ინ­ტე­რე­სოა, უფრო კონ­კრე­ტუ­ლად რო­გორ ერ­თო­ბოდ­ნენ შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში? ამის შე­სა­ხებ AMBEBI.GE სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის ის­ტო­რი­ი­სა და ეთ­ნო­ლო­გი­ე­ბის კო­ლექ­ცი­ე­ბის უფ­როს კუ­რა­ტორს გუ­ლი­კო კვან­ტი­ძეს ესა­უბ­რა, რო­მელ­მაც ინ­ფორ­მა­ცია გვი­ან­დე­ლი და შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ის­ტო­რი­უ­ლი წყა­რო­ე­ბის მი­ხედ­ვით მოგ­ვა­წო­და.

მისი თქმით, სულ­ხან-საბა ორ­ბე­ლი­ა­ნის გან­მარ­ტე­ბით „თა­მა­შო­ბა“ უცხო ენი­დან შე­მო­სუ­ლი სი­ტყვაა და სა­ნა­ხა­ო­ბას ნიშ­ნავს. ქარ­თულ ენა­ში დამ­კვიდ­რე­ბი­სას მან სა­ნა­ხა­ო­ბას­თან ერ­თად სიმ­ღე­რა-შექ­ცე­ვის მნიშ­ვნე­ლო­ბაც შე­ი­ძი­ნა.

"გვი­ან შუ­ა­სა­უ­კუ­ნე­ე­ბის წე­რი­ლო­ბი­თი წყა­რო­ე­ბის მი­ხედ­ვით, თა­მა­შო­ბა­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა უქ­მე­ე­ბის გარ­და, ლხინ­თან, სა­სი­ხა­რუ­ლო დღე­ებ­თან ასო­ცირ­დე­ბო­და, რომ­ლებ­საც ქორ­წილ­სა და სხვა სალ­ხი­ნო­ბელ წვე­უ­ლე­ბებ­ზე მარ­თავ­დნენ ხოლ­მე. სა­ნა­დი­მო თა­მა­შო­ბებს გარ­და, ეთ­ნოგ­რა­ფი­ულ ყო­ფა­ში და­მოწ­მე­ბუ­ლია ასე­ვე გარ­დაც­ვლილ­თა სუ­ლე­ბი­სად­მი მი­ძღვნი­ლი რი­ტუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის შე­ჯიბ­რე­ბე­ბი და აზარ­ტუ­ლი თა­მა­შო­ბე­ბი. ნარ­დით, ჭად­რა­კით, ზა­რით, კო­ჭა­ო­ბი­თა და სხვა აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბით, ჯერ კი­დევ ან­ტი­კუ­რი პე­რი­ო­დის სა­ქარ­თვე­ლო­ში ერ­თო­ბოდ­ნენ. მათ უტყუ­არ არ­სე­ბო­ბას სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სხვა­დას­ხვა დრო­სა და ად­გი­ლას აღ­მო­ჩე­ნი­ლი არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი არ­ტე­ფაქ­ტე­ბი ადას­ტუ­რე­ბენ, ერთ-ერთი ასე­თია დე­დოფ­ლის გორა, სა­დაც უხ­ვა­დაა აღ­მო­ჩე­ნი­ლი სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბის სა­თა­მა­შო ფირ­ფი­ტა და ბევ­რი სხვა რამ", - გან­მარ­ტავს გუ­ლი­კო კვან­ტი­ძე.

გარ­თო­ბა-თა­მა­შო­ბა­ნი, რომ­ლე­ბი­თაც შუა და გვი­ან­შუ­ა­სა­უ­კუ­ნე­ე­ბის სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა იყო და­კა­ვე­ბუ­ლი სამ ძი­რი­თად ჯგუფ­შია გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი: წარ­მარ­თულ-რი­ტუ­ა­ლურ, ფი­ზი­კურ ძალ­თა სა­დე­მონ­სტრა­ციო და უბ­რა­ლო თავ­შე­საქ­ცევ თა­მა­შო­ბე­ბად, რო­გორც დი­დე­ბის­თვის, ასე­ვე ბავ­შვე­ბი­სა და მო­ზარ­დე­ბის­თვის. გუ­ლი­კო კვან­ტი­ძის თქმით, პირ­ველ ჯგუფ­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლია რი­ტუ­ა­ლურ-სა­ნა­ხა­ო­ბი­თი ხა­სი­ა­თის თა­მა­შო­ბე­ბი, კერ­ძოდ, „დათვთა თა­მა­ში,“ „ცხენ­კა­ცო­ბა,“ „აქ­ლემ­კა­ცო­ბა,“ „ბე­რი­კა­ო­ბა-ყე­ე­ნო­ბა“ და სხვა, რომ­ლებ­საც რი­ტუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის სცე­ნა­რი­თა და მუ­სი­კა ახ­ლავს.

ასევე დაგაინტერესებთ
20:34 / 04-01-2018

როგორ მკურნალობდნენ საუკუნეების წინ ქართველები - ქირურგიული ოპერაციები და უძველესი საექიმო ინსტრუმენტები

03:08 / 18-08-2017

"თანამედროვე ევროპული და ძველი ქართული სადღეგრძელოები ერთმანეთს ჰგავს" - რას ადღეგრძელებდნენ უძველესი ქართველები

07:04 / 14-12-2017

სად და როდის შეიქმნა პირველი უნიტაზი - შოკისმომგვრელი ფაქტები უძველესი საპირფარეშოების ისტორიიდან

01:42 / 22-12-2017

როგორ წარმოიქმნა უძველესი ქართული გვარები და რატომ არ ქორწინდებოდნენ ერთი გვარის წარმომადგენლები

10:40 / 04-05-2018

როგორ უვლიდნენ თავს ძველ დროში ქართველი ქალები - შუა საუკუნეების მოდა და ჰიგიენა საქართველოში

მე­ო­რე ჯგუ­ფის თა­მა­შე­ბი ფი­ზი­კურ წვრთნა­სა და სიძ­ლი­ე­რე­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ას­პა­რე­ზო­ბე­ბი იყო, რომ­ლე­ბიც რო­გორც უქმე, ასე­ვე რე­ლი­გი­უ­რი დღე­სას­წა­უ­ლე­ბი­სა თუ სალ­ხი­ნო­ბე­ლი სუფ­რის და­მამ­შვე­ნე­ბელ სა­ნა­ხა­ო­ბად გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და. ასე­თე­ბია: ჭი­და­ო­ბა, კრი­ვი, ყა­ბა­ხი, ჩოგ­ბურ­თი, ნა­დი­რო­ბა, თოკ­ზე გას­ვლა, აშ­ფა­შა­გი და სხვა.

გა­სარ­თობ-სა­ნა­ხა­ო­ბა­თა მე­სა­მე ჯგუ­ფი, რომ­ლე­ბიც შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობ­და, მო­ი­ცავს თავ­შე­საქ­ცევ-სა­ნა­ხა­ო­ბით და ამავდრო­უ­ლად, აზარ­ტუ­ლი ხა­სი­ა­თის თა­მა­შებს. ასე­თია ყო­ჩე­ბის, მამ­ლე­ბი­სა და აქ­ლე­მე­ბის ჭი­და­ო­ბა, სხვა­დას­ხვა სა­მა­გი­დო თა­მა­შო­ბა­ნი და სა­ბავ­შვო გა­სარ­თო­ბე­ბი.

გუ­ლი­კო კვან­ტი­ძის გან­მარ­ტე­ბით, რი­ტუ­ა­ლურ-სა­ნა­ხა­ო­ბი­თი თა­მა­შე­ბი წარ­მარ­თუ­ლი ეე­ლე­მენ­ტე­ბის გამო, ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ეკ­ლე­სი­ის მიერ იდევ­ნე­ბო­და.

„დათვთა თა­მა­შის მსგავ­სი, სა­კულ­ტო-სა­რი­ტუ­ა­ლო თა­მა­შო­ბე­ბია: „ცხენ­კა­ცო­ბა და აქ­ლემ­კა­ცო­ბა“. მათ შე­სა­ხებ იო­ა­ნე ბა­ტო­ნიშ­ვი­ლი მოგ­ვი­თხრობს „კალ­მა­სო­ბა­ში“: "ცხენ­კა­ცო­ბა" ერ­თდრო­უ­ლად რამ­დე­ნი­მე წყვი­ლის­გან ითა­მა­შე­ბო­და, რომ­ლე­ბიც „ხე­ებს გა­იკ­რავ­დნენ ტან­ზედ და ჩი­თებს გა­და­ი­ფა­რებ­დნენ, ცხე­ნი­ვით თავ­სა და კი­სერს ხის­გან გა­ი­კე­თებ­დნენ და შე­მო­ახ­ვევ­დნენ რას­მე და ჰკი­დებ­დნენ წვრილს ზან­ზა­ლაკთ და ეს­რეთ ითა­მა­შებ­დენ მრა­ვალ­ნი და უცხოდ ხმა­რობ­დენ ფეხ­თა და მსგავ­სად ცხენ­თა მჯდომ­თა­ებრ იხილ­ვე­ბო­დენ.“

რაც შე­ე­ხე­ბა აქ­ლემ­კა­ცო­ბას, ისც ხენ­კა­ცო­ბის მაგ­ვა­რი თა­მა­ში ყო­ფი­ლა. მო­თა­მა­შე­ნი წყვილ-წყვი­ლად, ფარ­დაგ გა­და­ფა­რე­ბუ­ლე­ბი, ცხე­ნებს გა­ნა­სა­ხი­ე­რებ­დნენ. ორი­ვე მათ­გა­ნი და­ფი­სა და ზურ­ნის თან­ხლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. თა­მა­შო­ბე­ბი წი­ნა­რე ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ხა­ნი­დან უნდა მომ­დი­ნა­რე­ობ­დეს“, - გან­მარ­ტავს გუ­ლი­კო კვან­ტი­ძე.

რაც შე­ე­ხე­ბა "ბე­რი­კა­ო­ბა-ყე­ე­ნო­ბას,“ რო­გორც ჯუ­ლი­ე­ტა რუ­ხა­ძის მიერ და­წე­რი­ლი მო­ნოგ­რა­ფი­ი­და­ნაა ცნო­ბი­ლი, უძ­ვე­ლე­სი, წარ­მარ­თუ­ლი დრო­ის თა­მა­შო­ბაა და გვი­ან შუ­ა­სა­უ­კუ­ნე­ე­ბის თბი­ლის­ში ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო. კერ­პთაყ­ვა­ნის­მცემ­ლო­ბის ელე­მენ­ტე­ბის გამო თა­მაშს ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ეკ­ლე­სია კრძა­ლავ­და, სწო­რედ ამი­ტომ, მის შე­სა­ხებ მწი­რი ინ­ფორ­მა­ცი­აა და­ცუ­ლი წე­რი­ლო­ბით წყა­რო­ებ­ში. ძი­რი­თა­დი მა­სა­ლა მის შე­სა­ხებ ველ­ზეა მო­პო­ვე­ბუ­ლი, რა­საც ავ­სებს XIX სა­უ­კუ­ნის თბი­ლი­სის პრე­სა.

„ად­რე­ულ, გვი­ან თუ შემ­დგომ სა­უ­კუ­ნე­ებ­ში, მისი აკ­რძალ­ვის მი­უ­ხე­და­ვად",ბე­რი­კა­ო­ბა-ყე­ე­ნო­ბა" ყვე­ლა­სათ­ვის საყ­ვა­რე­ლი გარ­თო­ბა-სა­ნა­ხა­ო­ბა იყო. ბე­რი­კა­ო­ბა-ყე­ე­ნო­ბა ადრე გა­ზა­ფხულ­ზე, თე­ბერ­ვალ­ში ან მარ­ტში, ყვე­ლი­ე­რის კვი­რა­ში იმარ­თე­ბო­და და შვიდ დღეს მო­ი­ცავ­და. მერ­ვე დღეს, დიდ­მარ­ხვის ორ­შა­ბათს ყე­ე­ნო­ბას ზე­ი­მობ­დნენ. "ბე­რი­კა­ო­ბა-ყე­ე­ნო­ბა" სა­ქარ­თვე­ლოს თით­ქმის ყვე­ლა კუ­თხე­ში აღი­ნიშ­ნე­ბო­და. იმე­რეთ­ში, სვა­ნეთ­ში, ხევ­სუ­რეთ­ში, თუ­შეთ­სა და ფშავ­ში. ბე­რი­კა­ო­ბა-ყე­ე­ნო­ბა ეპი­ზო­დე­ბა­დაა და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი, რომ­ლის დრო­საც შე­სა­ბა­მი­სად ჩაც­მუ­ლი და აღ­ჭურ­ვი­ლი მო­ნა­წი­ლე­ე­ბი კარ­და­კარ და­დი­ოდ­ნენ, სურ­სათ-სა­ნო­ვა­გის აგ­რო­ვებ­დნენ, შემ­დეგ ხდე­ბო­და ნა­ყო­ფი­ე­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რი­ტუ­ა­ლის - „ქორ­წი­ლის“ ინ­სცე­ნი­რე­ბა და მე­სა­მე ეპი­ზო­დის სა­ფი­ნა­ლო ქმე­დე­ბა: მთა­ვარ მოქ­მედ პირ­თა სიკ­ვდილ-აღ­დგო­მის რი­ტუ­ა­ლე­ბი და ერო­ტი­კუ­ლი ქმე­დე­ბე­ბი, მოქ­მედ პერ­სო­ნა­ჟებს ქა­მარ­ზე ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლი ჰქონ­დათ სა­თა­მა­შო კუ­კე­ბი, „ფა­ლო­სე­ბი“ (ხის კონ­კი­ლა), ძვლის კო­ჭე­ბი და სხვა“ - გან­მარ­ტავს გუ­ლი­კო კვან­ტი­ძე.

ში­ნა­არ­სობ­რი­ვი თან­მიმ­დევ­რო­ბა "ბე­რი­კა­ო­ბა­ში" და "ყე­ე­ნო­ბა­ში" ერთი იყო. სხვა­ო­ბა მხო­ლოდ "ყე­ე­ნო­ბის" სა­ფი­ნა­ლო ეპი­ზოდ­ში იყო, რო­მე­ლიც სრულ­დე­ბო­და „გუთ­ნით წყლის მოხ­ვნი­სა“ და საკ­რა­ლუ­რი დრო­შის აღ­მარ­თვის რი­ტუ­ა­ლით.

ეთ­ნო­ლო­გის ინ­ფორ­მა­ცი­ით, XIX ს. II ნა­ხევ­რი­სათ­ვის, „ბე­რი­კა­ო­ბა-ყე­ე­ნო­ბა“ მე­ფის მთავ­რო­ბამ თბი­ლი­სე­ლებს მყუდ­რო­ე­ბის დარ­ღვე­ვის მი­ზე­ზით აკ­რძა­ლა, შე­დე­გად გარ­თო­ბამ სახე იც­ვა­ლა და ამ­გვა­რად მო­წყო­ბილ დღე­სას­წა­ულს ქა­ლა­ქე­ლებ­მა „ყე­ე­ნო­ბის კუდი“ ანუ "ის­პა­ჰა­ნო­ბა" უწო­და. „ის­პა­ჰა­ნო­ბის“ დროს მას­ხა­რას ტან­საც­მელ­ში გა­მო­წყო­ბი­ლი თბი­ლი­სე­ლი ვაჭ­რე­ბი ორ­თა­ჭა­ლის ბაღ­ში ქე­ი­ფობ­დნენ. აგ­რო­ვილ ფულს კი კე­თილ საქ­მე­ებს ახ­მარ­დნენ.

რაც შე­ე­ხე­ბა ფი­ზი­კურ წვრთნა­სა და სიძ­ლი­ე­რე­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ გა­სარ­თობ ას­პა­რე­ზო­ბებს, გუ­ლი­კო კვან­ტი­ძის გან­მარ­ტე­ბით, ამ ჩა­მო­ნათ­ვალ­ში­ერთ-ერთი პირ­ვე­ლია ჭი­და­ო­ბა, რო­მე­ლიც ქარ­თუ­ლი ეროვ­ნუ­ლი სპორ­ტის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­ხე­ო­ბაა, რო­მელ­საც ცოტა ხნის წინ ძეგლის სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭა.

„ყვე­ლა ფა­ლა­ვანს თა­ვი­სი მომ­ხრე ჰყავ­და. ჩა­დი­ოდ­ნენ სა­ნაძ­ლე­ო­ებ­საც, რაც აზარტს მა­ტებ­და გა­მარ­თულ ორ­თაბ­რძო­ლას. ას­პა­რე­ზო­ბა ზოგ­ჯერ მო­ჭი­და­ვე­ე­ბის ფი­ზი­კუ­რი ზი­ა­ნით მთავ­რდე­ბო­და. სა­ჭი­დაო ორ­თაბ­რძო­ლე­ბი სა­გან­გე­ბოდ შერ­ჩე­ულ სა­ას­პა­რე­ზო მო­ედ­ნებ­ზე რე­ლი­გი­ურ და უქმე დღე­ებ­ში იმარ­თე­ბო­და. აღ­ნიშ­ნულ შერ­კი­ნე­ბა­ში შეხ­ვედ­რე­ბი ქალ­ბა­ტო­ნებს შო­რი­საც იმარ­თე­ბო­და“, - დას­ძენს გუ­ლი­კო კვან­ტი­ძე.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ასე­ვე პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობ­და კრი­ვი, ისე­ვე რო­გორც სხვა სპორ­ტუ­ლი სა­ნა­ხა­ო­ბე­ბი. XIX სა­უ­კუ­ნე­ში, პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობ­და „ავ­ლაბ­რის კრი­ვი“, რო­მე­ლიც კვი­რა­ცხოვ­ლო­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე ამა­ვე სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სი­ას­თან იმარ­თე­ბო­და.

„არა­ნაკ­ლებ აზარ­ტუ­ლი იყო, ცხე­ნოს­ნუ­რი სპორ­ტის ერთ-ერთი სა­ხე­ო­ბა "ყა­ბა­ხი,“ რო­მე­ლიც XVII-XVIII სა­უ­კუ­ნე­ებ­ში ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო. "ყა­ბა­ხი", ისე­ვე რო­გორც სხვა სა­ნა­ხა­ო­ბი­თი გა­სარ­თო­ბე­ბი, სა­ას­პა­რე­ზო მო­ედ­ნებ­ზე იმარ­თე­ბო­და. თბი­ლის­ში ასე­თი მო­ე­და­ნი ქა­ლა­ქის გა­ნა­პი­რა მხა­რეს, ბაზ­რის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მდე­ბა­რე­ობ­და. "ყა­ბა­ხი" მა­ღა­ლი ბო­ძა­ლია, რომ­ლის თავ­ზე და­დე­ბუ­ლია „ჯილ­დო“. თა­მა­შის მი­ზა­ნი, ცხე­ნოს­ნე­ბის მიერ „ჯილ­დოს“ ბო­ძი­დან ჩა­მოგ­დე­ბაა. სა­ა­მი­სოდ გა­მო­ი­ყე­ნებ­დნენ მშვილდ-ისარს ან შუბს. ვინც „ჯილ­დოს“ ნაკ­ლებ ცდა­ში ჩა­მო­აგ­დებ­და, გა­მარ­ჯვე­ბუ­ლიც ის იქ­ნე­ბო­და,“ - გან­მარ­ტავს გუ­ლი­კო კვან­ტი­ძე.

XVII-XVIII სა­უ­კუ­ნე­ე­ბის კი­დევ ერთი პო­პუ­ლა­რუ­ლი თა­მა­ში „აშ­ფა­შა­გი“ იყო. ეთ­ნო­ლო­გის გან­მარ­ტე­ბით, ის­ტო­რი­უ­ლი წყა­რო­ე­ბის მი­ხედ­ვით", აშ­ფა­შა­გი" "ყა­ბა­ხის" პრინ­ციპ­ზე აგე­ბუ­ლი, გა­სარ­თო­ბი თა­მა­ში იყო, რო­მე­ლიც მი­ზან­ში ამო­ღე­ბულ ნივთზე ის­რის მოხ­ვედ­რას გუ­ლის­ხმობ­და.

„ამა­ვე პე­რი­ოდ­ში, აღ­მო­სავ­ლეთ და და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში გარ­თო­ბა-სა­ნა­ხა­ო­ბა თოკ­ზე გას­ვლით ერ­თო­ბოდ­ნენ. თო­კებს კარ­ვებს შო­რის გა­ჭი­მავ­დნენ და აღ­ნიშ­ნუ­ლი თა­მა­შით აღ­ფრთო­ვა­ნე­ბას ვერ მა­ლავ­დნენ,“ - გან­მარ­ტავს გუ­ლი­კო კვან­ტი­ძე.

გვი­ან შუ­ა­სა­უ­კუ­ნე­ე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩოგ­ბურ­თიც ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო, რო­მელ­საც ასე­ვე ცხე­ნოს­ნე­ბი თა­მა­შობ­დნენ და ახ­ლან­დე­ლის­გან გან­სხვავ­დე­ბო­და კი­დეც. მა­შინ­დელ ჩოგ­ბურთს „ჩო­გან­ბურთს“ უწო­დებნდნენ.

ეთ­ნო­ლო­გი გან­მარ­ტავს, რომ წე­რი­ლო­ბი­თი წყა­რო­ე­ბის მი­ხედ­ვით", ჩო­გან­ბურ­თი" "ყა­ბა­ხის" შემ­დეგ იწყე­ბო­და. არა­ნაკ­ლებ პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო ცხენ­ბურ­თი, რო­მე­ლიც, გუ­ლი­კო კვან­ტი­ძის გან­მარ­ტე­ბით, ქარ­თუ­ლი ეროვ­ნუ­ლი სა­ცხე­ნოს­ნო სპორ­ტის სა­ხე­ო­ბაა.

„ასე­ვე პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო ნა­დი­რო­ბა. გვი­ან შუ­ა­სა­უ­კუ­ნე­ებ­ში ნა­დი­რით მდი­და­რი ად­გი­ლე­ბი ყო­ფი­ლა ში­რა­ქი, „ელიდ­რის მინ­დო­რი“, სამ­გო­რი, შუ­ამ­თა და ყა­რა­ია.

ნა­დი­რო­ბის პო­პუ­ლა­რო­ბას, სა­მე­ფო კარ­ზე, ბა­ზი­ერ­თუ­ხუ­ცე­სის თა­ნამ­დე­ბო­ბა ადას­ტუ­რებს“, - დას­ძენს ეთ­ნო­ლო­გი.

მი­სი­ვე თქმით, გარ­და ჩა­მოთ­ვლი­ლი თა­მა­შე­ბი­სა, გვი­ან ფე­ო­და­ლურ აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ასე­ვე პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო სა­მა­გი­დო აზარ­ტუ­ლი და უბ­რა­ლოდ თავ­შე­საქ­ცე­ვი თა­მა­შე­ბი.

გუ­ლი­კო კვან­ტი­ძის თქმით, წე­რი­ლო­ბით წყა­რო­ე­ბით დას­ტურ­დე­ბა, რომ გვი­ან შუ­ა­სა­უ­კუ­ნე­ებ­ში მცხოვ­რე­ბი ბავ­შვე­ბი თო­ნი­ჯი­ნე­ბით „დე­დო­ფა­ლე­ბით“ ერ­თო­ბოდ­ნენ, რომ­ლებ­საც სა­რი­ტუ­ა­ლო დატ­ვირ­თვაც ჰქონ­დათ.

„თო­ჯი­ნა­თა გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი, ხალ­ხის რწმე­ნით, მა­გი­უ­რი ძა­ლის მფლო­ბე­ლე­ბი უნდა ყო­ფი­ლიყ­ვნენ, რო­მელ­თაც შე­ეძ­ლოთ გვალ­ვის დროს წვი­მა მო­ეყ­ვა­ნათ, წვი­მი­ა­ნო­ბა კი და­რით შე­ეც­ვა­ლათ,“ - გან­მარ­ტავს გუ­ლი­კო კვან­ტი­ძე.

მისი თქმით, სა­თა­მა­შო და სა­რი­ტუ­ა­ლო დე­დო­ფა­ლე­ბის გარ­და, ბავ­შვე­ბი „წრე-ლახ­ტით“, „ქუ­დის აღე­ბით“, „ჯო­ხი­ტა­ცი­ა­ო­ბი­თა“და სხვა თა­მა­შე­ბით ერ­თო­ბოდ­ნენ.

თორნიკე
0

და რა სახის სამხედრო თამაშობები იყო შუა საუკუნეებში ის თუა ცნობილი ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები
ავტორი:

როგორ ერთობოდნენ ქართველი დიდგვაროვნები და გლეხები შუა საუკუნეებში

როგორ ერთობოდნენ ქართველი დიდგვაროვნები და გლეხები შუა საუკუნეებში

შუა და გვიანდელ შუა საუკუნეებში საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობდა ბერიკაობა-ყეენობა, ყაბახი, ჩოგანბურთი, ჭიდაობა, ნადირობა, კრივი (ხრიდოლი, მუშტის კრივი, სალდასტი), ყოჩების, მამლებისა და აქლემების ჭიდილი და სხვა თამაშები, გარდა ამისა, ერთობოდნენ თანამედროვე საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი დათვთა თამაშით, თოკზე გასვლით, აშფაშაგით, აქლემკაცობით, ცხენკაცობითა და სხვა თამაშებით. სწორედ ამგვარად ერთობოდნენ საქართველოში მაშინ, როცა არც კომპიუტერული თამაშები არსებობდა და არც ღამის კლუბები. ამ თამაშებსა და გასართობ ღონისძიებებში ჩართულნი იყვნენ, როგორც მეფე-დიდგვაროვნები, ასევე გლეხობა. საინტერესოა, უფრო კონკრეტულად როგორ ერთობოდნენ შუა საუკუნეების საქართველოში? ამის შესახებ AMBEBI.GE საქართველოს ეროვნული მუზეუმის ისტორიისა და ეთნოლოგიების კოლექციების უფროს კურატორს გულიკო კვანტიძეს ესაუბრა, რომელმაც ინფორმაცია გვიანდელი და შუა საუკუნეების ისტორიული წყაროების მიხედვით მოგვაწოდა.

მისი თქმით, სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით „თამაშობა“ უცხო ენიდან შემოსული სიტყვაა და სანახაობას ნიშნავს. ქართულ ენაში დამკვიდრებისას მან სანახაობასთან ერთად სიმღერა-შექცევის მნიშვნელობაც შეიძინა.

"გვიან შუასაუკუნეების წერილობითი წყაროების მიხედვით, თამაშობათა უმრავლესობა უქმეების გარდა, ლხინთან, სასიხარულო დღეებთან ასოცირდებოდა, რომლებსაც ქორწილსა და სხვა სალხინობელ წვეულებებზე მართავდნენ ხოლმე. სანადიმო თამაშობებს გარდა, ეთნოგრაფიულ ყოფაში დამოწმებულია ასევე გარდაცვლილთა სულებისადმი მიძღვნილი რიტუალური ხასიათის შეჯიბრებები და აზარტული თამაშობები. ნარდით, ჭადრაკით, ზარით, კოჭაობითა და სხვა აზარტული თამაშებით, ჯერ კიდევ ანტიკური პერიოდის საქართველოში ერთობოდნენ. მათ უტყუარ არსებობას საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა დროსა და ადგილას აღმოჩენილი არქეოლოგიური არტეფაქტები ადასტურებენ, ერთ-ერთი ასეთია დედოფლის გორა, სადაც უხვადაა აღმოჩენილი სხვადასხვა სახეობის სათამაშო ფირფიტა და ბევრი სხვა რამ", - განმარტავს გულიკო კვანტიძე.

გართობა-თამაშობანი, რომლებითაც შუა და გვიანშუასაუკუნეების საქართველოს მოსახლეობა იყო დაკავებული სამ ძირითად ჯგუფშია გაერთიანებული: წარმართულ-რიტუალურ, ფიზიკურ ძალთა სადემონსტრაციო და უბრალო თავშესაქცევ თამაშობებად, როგორც დიდებისთვის, ასევე ბავშვებისა და მოზარდებისთვის. გულიკო კვანტიძის თქმით, პირველ ჯგუფში გაერთიანებულია რიტუალურ-სანახაობითი ხასიათის თამაშობები, კერძოდ, „დათვთა თამაში,“ „ცხენკაცობა,“ „აქლემკაცობა,“ „ბერიკაობა-ყეენობა“ და სხვა, რომლებსაც რიტუალური ხასიათის სცენარითა და მუსიკა ახლავს.

მეორე ჯგუფის თამაშები ფიზიკურ წვრთნასა და სიძლიერეზე ორიენტირებული ასპარეზობები იყო, რომლებიც როგორც უქმე, ასევე რელიგიური დღესასწაულებისა თუ სალხინობელი სუფრის დამამშვენებელ სანახაობად გამოიყენებოდა. ასეთებია: ჭიდაობა, კრივი, ყაბახი, ჩოგბურთი, ნადირობა, თოკზე გასვლა, აშფაშაგი და სხვა.

გასართობ-სანახაობათა მესამე ჯგუფი, რომლებიც შუა საუკუნეების საქართველოში პოპულარობით სარგებლობდა, მოიცავს თავშესაქცევ-სანახაობით და ამავდროულად, აზარტული ხასიათის თამაშებს. ასეთია ყოჩების, მამლებისა და აქლემების ჭიდაობა, სხვადასხვა სამაგიდო თამაშობანი და საბავშვო გასართობები.

გულიკო კვანტიძის განმარტებით, რიტუალურ-სანახაობითი თამაშები წარმართული ეელემენტების გამო, ქრისტიანული ეკლესიის მიერ იდევნებოდა.

„დათვთა თამაშის მსგავსი, საკულტო-სარიტუალო თამაშობებია: „ცხენკაცობა და აქლემკაცობა“. მათ შესახებ იოანე ბატონიშვილი მოგვითხრობს „კალმასობაში“: "ცხენკაცობა" ერთდროულად რამდენიმე წყვილისგან ითამაშებოდა, რომლებიც „ხეებს გაიკრავდნენ ტანზედ და ჩითებს გადაიფარებდნენ, ცხენივით თავსა და კისერს ხისგან გაიკეთებდნენ და შემოახვევდნენ რასმე და ჰკიდებდნენ წვრილს ზანზალაკთ და ესრეთ ითამაშებდენ მრავალნი და უცხოდ ხმარობდენ ფეხთა და მსგავსად ცხენთა მჯდომთაებრ იხილვებოდენ.“

რაც შეეხება აქლემკაცობას, ისც ხენკაცობის მაგვარი თამაში ყოფილა. მოთამაშენი წყვილ-წყვილად, ფარდაგ გადაფარებულები, ცხენებს განასახიერებდნენ. ორივე მათგანი დაფისა და ზურნის თანხლებით მიმდინარეობდა. თამაშობები წინარე ქრისტიანული ხანიდან უნდა მომდინარეობდეს“, - განმარტავს გულიკო კვანტიძე.

რაც შეეხება "ბერიკაობა-ყეენობას,“ როგორც ჯულიეტა რუხაძის მიერ დაწერილი მონოგრაფიიდანაა ცნობილი, უძველესი, წარმართული დროის თამაშობაა და გვიან შუასაუკუნეების თბილისში ძალიან პოპულარული იყო. კერპთაყვანისმცემლობის ელემენტების გამო თამაშს ქრისტიანული ეკლესია კრძალავდა, სწორედ ამიტომ, მის შესახებ მწირი ინფორმაციაა დაცული წერილობით წყაროებში. ძირითადი მასალა მის შესახებ ველზეა მოპოვებული, რასაც ავსებს XIX საუკუნის თბილისის პრესა.

„ადრეულ, გვიან თუ შემდგომ საუკუნეებში, მისი აკრძალვის მიუხედავად",ბერიკაობა-ყეენობა" ყველასათვის საყვარელი გართობა-სანახაობა იყო. ბერიკაობა-ყეენობა ადრე გაზაფხულზე, თებერვალში ან მარტში, ყველიერის კვირაში იმართებოდა და შვიდ დღეს მოიცავდა. მერვე დღეს, დიდმარხვის ორშაბათს ყეენობას ზეიმობდნენ. "ბერიკაობა-ყეენობა" საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში აღინიშნებოდა. იმერეთში, სვანეთში, ხევსურეთში, თუშეთსა და ფშავში. ბერიკაობა-ყეენობა ეპიზოდებადაა დანაწილებული, რომლის დროსაც შესაბამისად ჩაცმული და აღჭურვილი მონაწილეები კარდაკარ დადიოდნენ, სურსათ-სანოვაგის აგროვებდნენ, შემდეგ ხდებოდა ნაყოფიერებასთან დაკავშირებული რიტუალის - „ქორწილის“ ინსცენირება და მესამე ეპიზოდის საფინალო ქმედება: მთავარ მოქმედ პირთა სიკვდილ-აღდგომის რიტუალები და ეროტიკული ქმედებები, მოქმედ პერსონაჟებს ქამარზე ჩამოკიდებული ჰქონდათ სათამაშო კუკები, „ფალოსები“ (ხის კონკილა), ძვლის კოჭები და სხვა“ - განმარტავს გულიკო კვანტიძე.

შინაარსობრივი თანმიმდევრობა "ბერიკაობაში" და "ყეენობაში" ერთი იყო. სხვაობა მხოლოდ "ყეენობის" საფინალო ეპიზოდში იყო, რომელიც სრულდებოდა „გუთნით წყლის მოხვნისა“ და საკრალური დროშის აღმართვის რიტუალით.

ეთნოლოგის ინფორმაციით, XIX ს. II ნახევრისათვის, „ბერიკაობა-ყეენობა“ მეფის მთავრობამ თბილისელებს მყუდროების დარღვევის მიზეზით აკრძალა, შედეგად გართობამ სახე იცვალა და ამგვარად მოწყობილ დღესასწაულს ქალაქელებმა „ყეენობის კუდი“ ანუ "ისპაჰანობა" უწოდა. „ისპაჰანობის“ დროს მასხარას ტანსაცმელში გამოწყობილი თბილისელი ვაჭრები ორთაჭალის ბაღში ქეიფობდნენ. აგროვილ ფულს კი კეთილ საქმეებს ახმარდნენ.

რაც შეეხება ფიზიკურ წვრთნასა და სიძლიერეზე ორიენტირებულ გასართობ ასპარეზობებს, გულიკო კვანტიძის განმარტებით, ამ ჩამონათვალშიერთ-ერთი პირველია ჭიდაობა, რომელიც ქართული ეროვნული სპორტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სახეობაა, რომელსაც ცოტა ხნის წინ ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

„ყველა ფალავანს თავისი მომხრე ჰყავდა. ჩადიოდნენ სანაძლეოებსაც, რაც აზარტს მატებდა გამართულ ორთაბრძოლას. ასპარეზობა ზოგჯერ მოჭიდავეების ფიზიკური ზიანით მთავრდებოდა. საჭიდაო ორთაბრძოლები საგანგებოდ შერჩეულ საასპარეზო მოედნებზე რელიგიურ და უქმე დღეებში იმართებოდა. აღნიშნულ შერკინებაში შეხვედრები ქალბატონებს შორისაც იმართებოდა“, - დასძენს გულიკო კვანტიძე.

საქართველოში ასევე პოპულარობით სარგებლობდა კრივი, ისევე როგორც სხვა სპორტული სანახაობები. XIX საუკუნეში, პოპულარობით სარგებლობდა „ავლაბრის კრივი“, რომელიც კვირაცხოვლობის დღესასწაულზე ამავე სახელობის ეკლესიასთან იმართებოდა.

„არანაკლებ აზარტული იყო, ცხენოსნური სპორტის ერთ-ერთი სახეობა "ყაბახი,“ რომელიც XVII-XVIII საუკუნეებში ძალიან პოპულარული იყო. "ყაბახი", ისევე როგორც სხვა სანახაობითი გასართობები, საასპარეზო მოედნებზე იმართებოდა. თბილისში ასეთი მოედანი ქალაქის განაპირა მხარეს, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობდა. "ყაბახი" მაღალი ბოძალია, რომლის თავზე დადებულია „ჯილდო“. თამაშის მიზანი, ცხენოსნების მიერ „ჯილდოს“ ბოძიდან ჩამოგდებაა. საამისოდ გამოიყენებდნენ მშვილდ-ისარს ან შუბს. ვინც „ჯილდოს“ ნაკლებ ცდაში ჩამოაგდებდა, გამარჯვებულიც ის იქნებოდა,“ - განმარტავს გულიკო კვანტიძე.

XVII-XVIII საუკუნეების კიდევ ერთი პოპულარული თამაში „აშფაშაგი“ იყო. ეთნოლოგის განმარტებით, ისტორიული წყაროების მიხედვით", აშფაშაგი" "ყაბახის" პრინციპზე აგებული, გასართობი თამაში იყო, რომელიც მიზანში ამოღებულ ნივთზე ისრის მოხვედრას გულისხმობდა.

„ამავე პერიოდში, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში გართობა-სანახაობა თოკზე გასვლით ერთობოდნენ. თოკებს კარვებს შორის გაჭიმავდნენ და აღნიშნული თამაშით აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ,“ - განმარტავს გულიკო კვანტიძე.

გვიან შუასაუკუნეების საქართველოში ჩოგბურთიც ძალიან პოპულარული იყო, რომელსაც ასევე ცხენოსნები თამაშობდნენ და ახლანდელისგან განსხვავდებოდა კიდეც. მაშინდელ ჩოგბურთს „ჩოგანბურთს“ უწოდებნდნენ.

ეთნოლოგი განმარტავს, რომ წერილობითი წყაროების მიხედვით", ჩოგანბურთი" "ყაბახის" შემდეგ იწყებოდა. არანაკლებ პოპულარული იყო ცხენბურთი, რომელიც, გულიკო კვანტიძის განმარტებით, ქართული ეროვნული საცხენოსნო სპორტის სახეობაა.

„ასევე პოპულარული იყო ნადირობა. გვიან შუასაუკუნეებში ნადირით მდიდარი ადგილები ყოფილა შირაქი, „ელიდრის მინდორი“, სამგორი, შუამთა და ყარაია.

ნადირობის პოპულარობას, სამეფო კარზე, ბაზიერთუხუცესის თანამდებობა ადასტურებს“, - დასძენს ეთნოლოგი.

მისივე თქმით, გარდა ჩამოთვლილი თამაშებისა, გვიან ფეოდალურ აღმოსავლეთ საქართველოში ასევე პოპულარული იყო სამაგიდო აზარტული და უბრალოდ თავშესაქცევი თამაშები.

გულიკო კვანტიძის თქმით, წერილობით წყაროებით დასტურდება, რომ გვიან შუასაუკუნეებში მცხოვრები ბავშვები თონიჯინებით „დედოფალებით“ ერთობოდნენ, რომლებსაც სარიტუალო დატვირთვაც ჰქონდათ.

„თოჯინათა გარკვეული ნაწილი, ხალხის რწმენით, მაგიური ძალის მფლობელები უნდა ყოფილიყვნენ, რომელთაც შეეძლოთ გვალვის დროს წვიმა მოეყვანათ, წვიმიანობა კი დარით შეეცვალათ,“ - განმარტავს გულიკო კვანტიძე.

მისი თქმით, სათამაშო და სარიტუალო დედოფალების გარდა, ბავშვები „წრე-ლახტით“, „ქუდის აღებით“, „ჯოხიტაციაობითა“და სხვა თამაშებით ერთობოდნენ.

თბილისის 200-მდე ქუჩას 24 საათის განმავლობაში წყალმომარაგება არ ექნება

"დიდი საქმე გააკეთა ნოდარმა... ჩვენი გზები გაიყარა" - გვარამიას და მელაძის პირველი კომენტარები "მთავარსა" და "ტვ პირველში" მომხდარ ცვლილებებზე

5 მაისიდან სამშენებლო და ავტოსარემონტო კომპანიები მუშაობას განაახლებენ