Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სომხეთის ოპოზიციის მომხრეებმა საქართველოსა და ირანთან დამაკავშირებელი საერთაშორისო მნიშვნელობის გზები გადაკეტეს
სომხეთის ოპოზიციის მომხრეებმა საქართველოსა და ირანთან დამაკავშირებელი საერთაშორისო მნიშვნელობის გზები გადაკეტეს

სომ­ხე­თის ოპო­ზი­ცი­ის მომ­ხრე­ებ­მა ქვეყ­ნი­დან სა­ქარ­თვე­ლო­სა და ირან­თან და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო მნიშ­ვნე­ლო­ბის გზე­ბი გა­და­კე­ტეს. ამის შე­სა­ხებ ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია იუ­წყე­ბა. საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრად ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რის, ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნის არ­ჩე­ვას ითხო­ვენ.

„დღეს სომ­ხე­თის მთე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა ითხოვს ერთს: პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ჩვე­ნი ლი­დე­რი ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნი უნდა გახ­დეს. რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის 55-მა დე­პუ­ტატ­მა ეს სი­მარ­თლე უნდა გა­ი­გოს“, - გა­ნა­ცხა­და საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის ერთ-ერ­თმა ორ­გა­ნი­ზა­ტორ­მა, რო­მე­ლიც ქა­ლაქ სე­ვა­ნის მახ­ლობ­ლად სა­ქარ­თვე­ლოს­კენ მო­მა­ვა­ლი გზის გა­და­კეტვის ინი­ცი­ა­ტო­რია.

ანა­ლო­გი­უ­რი ვი­თა­რე­ბაა შექ­მნი­ლი სომ­ხე­თი-ირა­ნის და­მა­კავ­ში­რე­ბელ გზა­ზეც. ქა­ლაქ ვა­ი­ქის მახ­ლობ­ლად ად­გი­ლობ­რივ­მა მო­სახ­ლე­ო­ბამ სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბით გზა გა­და­კე­ტა. ისი­ნი ან­ტი­სამ­თავ­რო­ბო ლო­ზუნ­გებს სკან­დი­რე­ბენ.

სომ­ხე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტური 8 მა­ისს გა­ი­მარ­თე­ბა, - ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ არა ბაბ­ლო­ი­ან­მა გა­ნა­ცხა­და.

„პარ­ლა­მენ­ტის რეგ­ლა­მენ­ტის თა­ნახ­მად, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის არ­ჩე­ვის სა­კი­თხი გა­ნი­ხი­ლე­ბა 8 მა­ისს, 12:00 სა­ათ­ზე, პარ­ლა­მენ­ტის სა­გან­გე­ბო სხდო­მა­ზე“, - ნათ­ქვა­მია ბაბ­ლო­ი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენ­ტის სა­იტ­ზე გა­მოქ­ვეყ­ნდა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ გუ­შინ სომ­ხე­თის პარ­ლა­მენ­ტმა ვერ აირ­ჩია მთავ­რო­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლის პოსტზე პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის ერ­თა­დერ­თი კან­დი­და­ტი ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნი. მას მხა­რი 45-მა დე­პუ­ტატ­მა და­უ­ჭი­რა, ასარ­ჩე­ვად კი 53 დე­პუ­ტა­ტის მხარ­და­ჭე­რა სჭირ­დე­ბო­და. თუ 8 მა­ისს პარ­ლა­მენ­ტი პრე­მი­ერ-მი­ნისტრს კვლავ ვერ აირ­ჩევს, კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით პარ­ლა­მენ­ტი ავ­ტო­მა­ტუ­რად და­ი­თხო­ვე­ბა.

გიორგი
0

მერე, ეს გზა რომ გადაკეტეს, ფაშინიანს საქართველო და ირანი აურჩევს?

სომხეთის ოპოზიციის მომხრეებმა საქართველოსა და ირანთან დამაკავშირებელი საერთაშორისო მნიშვნელობის გზები გადაკეტეს

სომხეთის ოპოზიციის მომხრეებმა საქართველოსა და ირანთან დამაკავშირებელი საერთაშორისო მნიშვნელობის გზები გადაკეტეს

სომხეთის ოპოზიციის მომხრეებმა ქვეყნიდან საქართველოსა და ირანთან დამაკავშირებელი საერთაშორისო მნიშვნელობის გზები გადაკეტეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. საპროტესტო აქციების მონაწილეები პრემიერ-მინისტრად ოპოზიციის ლიდერის, ნიკოლ ფაშინიანის არჩევას ითხოვენ.

„დღეს სომხეთის მთელი მოსახლეობა ითხოვს ერთს: პრემიერ-მინისტრი ჩვენი ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი უნდა გახდეს. რესპუბლიკური პარტიის 55-მა დეპუტატმა ეს სიმართლე უნდა გაიგოს“, - განაცხადა საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, რომელიც ქალაქ სევანის მახლობლად საქართველოსკენ მომავალი გზის გადაკეტვის ინიციატორია.

ანალოგიური ვითარებაა შექმნილი სომხეთი-ირანის დამაკავშირებელ გზაზეც. ქალაქ ვაიქის მახლობლად ადგილობრივმა მოსახლეობამ სატვირთო ავტომობილებით გზა გადაკეტა. ისინი ანტისამთავრობო ლოზუნგებს სკანდირებენ.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის არჩევნების მეორე ტური 8 მაისს გაიმართება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არა ბაბლოიანმა განაცხადა.

„პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პრემიერ-მინისტრის არჩევის საკითხი განიხილება 8 მაისს, 12:00 საათზე, პარლამენტის საგანგებო სხდომაზე“, - ნათქვამია ბაბლოიანის განცხადებაში, რომელიც პარლამენტის საიტზე გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ სომხეთის პარლამენტმა ვერ აირჩია მთავრობის ხელმძღვანელის პოსტზე პრემიერ-მინისტრობის ერთადერთი კანდიდატი ნიკოლ ფაშინიანი. მას მხარი 45-მა დეპუტატმა დაუჭირა, ასარჩევად კი 53 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდა. თუ 8 მაისს პარლამენტი პრემიერ-მინისტრს კვლავ ვერ აირჩევს, კანონის მიხედვით პარლამენტი ავტომატურად დაითხოვება.