მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი კობახიძე - რაც გიორგი მარგველაშვილმა გააკეთა, პარლამენტის უპატივცემულობაა
ირაკლი კობახიძე - რაც გიორგი მარგველაშვილმა გააკეთა, პარლამენტის უპატივცემულობაა

პარ­ლა­მენ­ტის დე­ბა­ტე­ბი პირ­ვე­ლად დად­გა კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ, ბა­ტონ გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილს და ქალ­ბა­ტონ ადა მარ­შა­ნი­ას არ მოს­წონს ჩვე­ნი რეგ­ლა­მენ­ტი, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ პარ­ლა­მენ­ტში გა­ნა­ცხა­და.

კო­ბა­ხი­ძე გა­მო­ეხ­მა­უ­რა პარ­ლა­მენ­ტის სხდო­მა­ზე გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის მიერ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას, რო­მელ­მაც დე­პუ­ტა­ტე­ბის გა­მოს­ვლებ­ზე პა­სუ­ხე­ბის გა­ცე­მა მო­ი­თხო­ვა, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, გა­ნა­ცხა­და, რომ სხდო­მას და­ტო­ვებს.

პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე ეჭ­ვობს, რომ გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის ნა­ბი­ჯი წი­ნას­წარ იყო და­გეგ­მი­ლი.

“არ­სე­ბობს რეგ­ლა­მენ­ტი, რომ­ლი­თაც იმ­პე­რა­ტი­უ­ლად, დე­ბა­ტე­ბის გა­მარ­თვის პრო­ცე­დუ­რა გა­ნი­სა­ზღვრე­ბა. რეგ­ლა­მენ­ტი­ის თა­ნახ­მად, სი­ტყვით გა­მო­დი­ან ფრაქ­ცი­ე­ბი, სხვა სუ­ბი­ექ­ტე­ბი, უმ­ცი­რე­სო­ბა, უმ­რავ­ლე­სო­ბა და სპი­კე­რე­ბი, ამის შემ­დეგ აქვს პრე­ზი­დენტს სა­კუ­თა­რი, დას­კვნი­თი სი­ტყვით გა­მოს­ვლის უფ­ლე­ბა. მას რეგ­ლა­მენ­ტის თა­ნახ­მად აქვს ყვე­ლა­ნა­ი­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ ყვე­ლა კი­თხვას გაც­სეს პა­სუ­ხი. ამის­თვის არის დად­გე­ნი­ლი შე­სა­ბა­მი­სი პრო­ცე­დუ­რა და ამის გამო გა­მო­დის მომხსე­ნე­ბე­ლი პრე­ზი­დენ­ტი ბო­ლოს. ეს არის დად­გე­ნი­ლი პრო­ცე­დუ­რა, რო­მე­ლიც 90-იანი წლე­ბი­დან მოქ­მე­დებს. ეს არის რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი პრო­ცე­დუ­რა და ეხე­ბა სხვა ტი­პის დე­ბა­ტებს და დის­კუ­სი­ებს. პირ­ვე­ლად დად­გა ეს დე­ბა­ტე­ბი კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ. ბა­ტონ გი­ორ­გის და ქალ­ბა­ტონ ადას არ მოს­წონს ჩვე­ნი რეგ­ლა­მენ­ტი, შეგ­ვიძ­ლია ერ­თად ვიმ­სჯე­ლოთ, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა გა­და­ი­ხე­დოს პარ­ლა­მენ­ტის რეგ­ლა­მენ­ტი, თუმ­ცა რაც ბა­ტონ­მა გი­ორ­გიმ გა­ა­კე­თა, ეს არის კა­ნონ­მდებ­ლო­ბის და ინ­სტი­ტუ­ტის, პარ­ლა­მენ­ტის უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბა. რაც ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა. მე მიჩ­ნდე­ბა ეჭვი, რომ ეს იყო წი­ნას­წარ და­გეგ­მი­ლი და გან­ზრა­ხუ­ლი ნა­ბი­ჯი, რაც კი­დევ უფრო მე­ტად სამ­წუ­ხა­როა“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა დე­ბა­ტე­ბის გა­მარ­თვა­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბამ­დე პარ­ლა­მენ­ტის სხდო­მა და­ტო­ვა.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა მო­ი­თხო­ვა დე­ბა­ტე­ბის სახე მი­ე­ცათ დის­კუ­სი­ის­თვის და გარ­კვე­უ­ლი კი­თხვე­ბის­თვის პა­სუ­ხი გა­ე­ცა.

„მე არ მახ­სოვს, რომ პრე­ზი­დენტს არ ჰქო­ნო­და პა­სუ­ხის გა­ცე­მის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. გა­ა­კე­თეთ ისე­თი ცვლი­ლე­ბა, რომ მე შე­მეძ­ლოს დე­ბა­ტებ­ში შეს­ვლა. მი­ი­ღეთ შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, მე ამ სხდო­მას, რო­მე­ლიც არ მაძ­ლევს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, შე­ვი­დე დის­კუ­სი­ა­ში დე­პუ­ტა­ტებ­თან, არ და­ვეს­წრე­ბი“,- გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ირაკლი კობახიძე - რაც გიორგი მარგველაშვილმა გააკეთა, პარლამენტის უპატივცემულობაა

ირაკლი კობახიძე - რაც გიორგი მარგველაშვილმა გააკეთა, პარლამენტის უპატივცემულობაა

პარლამენტის დებატები პირველად დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ, ბატონ გიორგი მარგველაშვილს და ქალბატონ ადა მარშანიას არ მოსწონს ჩვენი რეგლამენტი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა.

კობახიძე გამოეხმაურა პარლამენტის სხდომაზე გიორგი მარგველაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელმაც დეპუტატების გამოსვლებზე პასუხების გაცემა მოითხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადა, რომ სხდომას დატოვებს.

პარლამენტის თავმჯდომარე ეჭვობს, რომ გიორგი მარგველაშვილის ნაბიჯი წინასწარ იყო დაგეგმილი.

“არსებობს რეგლამენტი, რომლითაც იმპერატიულად, დებატების გამართვის პროცედურა განისაზღვრება. რეგლამენტიის თანახმად, სიტყვით გამოდიან ფრაქციები, სხვა სუბიექტები, უმცირესობა, უმრავლესობა და სპიკერები, ამის შემდეგ აქვს პრეზიდენტს საკუთარი, დასკვნითი სიტყვით გამოსვლის უფლება. მას რეგლამენტის თანახმად აქვს ყველანაირი შესაძლებლობა, რომ ყველა კითხვას გაცსეს პასუხი. ამისთვის არის დადგენილი შესაბამისი პროცედურა და ამის გამო გამოდის მომხსენებელი პრეზიდენტი ბოლოს. ეს არის დადგენილი პროცედურა, რომელიც 90-იანი წლებიდან მოქმედებს. ეს არის რაციონალური პროცედურა და ეხება სხვა ტიპის დებატებს და დისკუსიებს. პირველად დადგა ეს დებატები კითხვის ნიშნის ქვეშ. ბატონ გიორგის და ქალბატონ ადას არ მოსწონს ჩვენი რეგლამენტი, შეგვიძლია ერთად ვიმსჯელოთ, თუ როგორ შეიძლება გადაიხედოს პარლამენტის რეგლამენტი, თუმცა რაც ბატონმა გიორგიმ გააკეთა, ეს არის კანონმდებლობის და ინსტიტუტის, პარლამენტის უპატივცემულობა. რაც ძალიან სამწუხაროა. მე მიჩნდება ეჭვი, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი და განზრახული ნაბიჯი, რაც კიდევ უფრო მეტად სამწუხაროა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დებატების გამართვაზე გადაწყვეტილების მიღებამდე პარლამენტის სხდომა დატოვა.

საქართველოს პრეზიდენტმა მოითხოვა დებატების სახე მიეცათ დისკუსიისთვის და გარკვეული კითხვებისთვის პასუხი გაეცა.

„მე არ მახსოვს, რომ პრეზიდენტს არ ჰქონოდა პასუხის გაცემის შესაძლებლობა. გააკეთეთ ისეთი ცვლილება, რომ მე შემეძლოს დებატებში შესვლა. მიიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მე ამ სხდომას, რომელიც არ მაძლევს შესაძლებლობას, შევიდე დისკუსიაში დეპუტატებთან, არ დავესწრები“,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები