პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა მეთოდებს იყენებენ საქართველოს მოქალაქეები, ევროპის ქვეყნებში თავშესაფრის მისაღებად - ემიგრანტების ნაამბობი
რა მეთოდებს იყენებენ საქართველოს მოქალაქეები, ევროპის ქვეყნებში თავშესაფრის მისაღებად - ემიგრანტების ნაამბობი

ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში თავ­შე­საფ­რის მა­ძი­ე­ბე­ლი ქარ­თვე­ლე­ბი - ძნე­ლია ვა­რა­უ­დის დო­ნე­ზე მა­ინც იმის გა­მოც­ნო­ბა, ეს თემა რამ­დენ ხანს იქ­ნე­ბა აქ­ტუ­ა­ლუ­რი და, რაც მთა­ვა­რია, პრობ­ლე­მუ­რი. თვე­ში რამ­დენ­ჯერ­მე ევ­რო­პუ­ლი გა­მო­ცე­მე­ბი თავ­შე­საფ­რის მა­ძი­ე­ბელ­თა ახალ-ახალ სტა­ტის­ტი­კას აქ­ვეყ­ნე­ბენ და ყო­ვე­ლი მომ­დევ­ნო წი­ნა­ზე სა­გან­გა­შოა.

ამ მხრივ გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტი­უ­რობს და არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო მო­ნა­ცე­მებს აქ­ვეყ­ნებს გერ­მა­ნუ­ლი მე­დია. ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის ვერ­სი­ით, ეს რუ­სე­თი პრო­პა­გან­დის ნა­წი­ლია. სხვე­ბი კი ამ სტა­ტის­ტი­კას სა­ხი­ფა­თოდ აღიქ­ვა­მენ და შე­საძ­ლო გარ­თუ­ლე­ბებ­ზე სა­უბ­რო­ბენ.

AMBEBI.GE- სთან სა­უ­ბარ­ში გერ­მა­ნი­ა­ში არა­ლე­გა­ლუ­რად მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი გო­გო­ნა ამ­ბობს, რომ უა­რის შემ­თხვე­ვა­ში, ად­ვო­კა­ტის რჩე­ვით, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას გა­ა­სა­ჩივ­რებს და ვიდ­რე სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი იქ­ნე­ბა, რო­მე­ლიც რო­გორც წესი, დრო­ში იწე­ლე­ბა, ის სხვა ქვე­ყა­ნა­ში გა­დას­ვლას მო­ას­წრებს.

"მე ად­ვო­კა­ტის ფული არ მაქვს, მაგ­რამ მათ აქ არ­სე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნა­ზი­ცი­ე­ბი აფი­ნან­სე­ბენ. ეს ერ­თგვა­რი უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბია, რო­მელ­თაც, რო­გორც ვიცი, პრო­ექ­ტე­ბი აქვთ და ფი­ნან­სურ დი­ვი­დენ­დებ­ზე მუ­შა­ო­ბენ. ამი­ტომ მიყ­ვარს ევ­რო­პა - შანსს გაძ­ლევს, თუ იბ­რძო­ლებ, შე­იძ­ლე­ბა წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წიო. ჩემი ნე­ბით დაბ­რუ­ნე­ბას არ ვა­პი­რებ", - ამ­ბობს ის.

ლტოლ­ვილ­თა თავ­შე­სა­ფარ­ში რამ­დე­ნი­მეთ­ვი­ა­ნი ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ, თავ­შე­საფ­რის მი­ცე­მა­ზე უარი უთხრეს 32 წლის ნა­ნას, რო­მე­ლიც გერ­მა­ნი­ას უვი­ზო მი­მოს­ვლის ამოქ­მე­დე­ბის შემ­დეგ ეწ­ვია და სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა ერთი კვი­რის შემ­დეგ მო­უ­წევს.

"არი­ან ისე­თე­ბიც, ვინც პა­სუ­ხის მოს­ვლამ­დე სხვა ქვე­ყა­ნა­ში გა­და­ვი­და. ევ­რო­პა­ში გა­და­ად­გი­ლე­ბა უპ­რობ­ლე­მოდ ხდე­ბა, თუმ­ცა, ასე­ვე უპ­რობ­ლე­მოდ ხდე­ბა მათი აყ­ვა­ნა და დე­პორ­ტა­ცია. ზოგს უმარ­თლებს და რჩე­ბა. მეც ვნა­ნობ, რომ იგი­ვე არ გა­ვა­კე­თე, - დე­პორ­ტა­ცი­ას ავ­ცდე­ბო­დი. ეს ჩემი სი­ტუ­ა­ცი­ის გა­მოს­წო­რე­ბის ერ­თა­დერ­თი შან­სი იყო. დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, ალ­ბათ სა­ბუ­თებს შევ­ცვლი და თურ­ქეთ­ში გა­და­ვალ. არა­და, ამ გან­ცხა­დე­ბა­ში მი­ვუ­თი­თე, რომ უკი­დუ­რე­სად მძი­მე ეკო­ნო­მი­კუ­რი პი­რო­ბე­ბის გამო ვი­თხოვ­დი თავ­შე­სა­ფარს, მაგ­რამ ამის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას ვერ ვხე­დავ­თო, - მი­თხრეს.

აქ არი­ან ისე­თე­ბიც, ვინც სექ­სუ­ა­ლურ უმ­ცი­რე­სო­ბას იბ­რა­ლებს. ერთ შუ­ახ­ნის ქალ­ზე გა­ვი­გე და გა­მიკ­ვირ­და. თუმ­ცა, ამ ბოლო დროს მა­თაც მკაც­რად აკონ­ტრო­ლე­ბენ და, რო­გორც ვიცი, ისი­ნიც გა­მო­უშ­ვეს", - ამ­ბობს ის ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში.

ევ­რო­პე­ლე­ბის მწვა­ვე კრი­ტი­კის ფონ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მუ­შა­ობს მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის მიერ შე­მუ­შა­ვე­ბულ ახალ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვა­ზე, რო­მელ­შიც მოგ­ზა­უ­რო­ბის მსურ­ვე­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან წას­ვლამ­დე შე­მოწ­მდე­ბი­ან. ქარ­თველ მე­სა­ზღვრეს უფ­ლე­ბა ექ­ნე­ბა, იმ პი­რებს, რომ­ლე­ბიც მათ ვერ წა­რუდ­გე­ნენ სა­ვი­ზო ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის მი­ხედ­ვით გან­სა­ზღვრულ კონ­კრე­ტულ დო­კუ­მენ­ტებს (მოქ­მედ ბი­ო­მეტ­რი­ულ პას­პორ­ტს, უკან და­საბ­რუ­ნე­ბელ სამ­გზავ­რო ბი­ლეთს, სას­ტუმ­როს ჯავ­შანს ან ევ­რო­პა­ში ლე­გა­ლუ­რად მცხოვ­რე­ბი მას­პინ­ძლის მი­სა­მართს, სა­მოგ­ზა­უ­რო და­ზღვე­ვას და მოგ­ზა­უ­რო­ბის ფი­ნან­სუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის და­მა­დას­ტუ­რე­ბელ დო­კუ­მენტს), ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბა აუკ­რძა­ლოს.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კა­ნონპ­რო­ექ­ტზე არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძე, ეკა ბე­სე­ლია, მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძე, გი­ორ­გი ვოლ­სკი, კა­ხა­ბერ კუ­ჭა­ვა, ოთარ და­ნე­ლია, გი­ორ­გი ხა­ტი­ძე და ზვი­ად კვა­ჭან­ტი­რა­ძემ იმუ­შა­ვეს.

გერ­მა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა "შპი­ე­გე­ლის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, გერ­მა­ნი­ა­ში, სა­ქარ­თვე­ლო­დან თავ­შე­საფ­რის მთხოვ­ნელ­თა რი­ცხვი გა­სულ წელ­თან შე­და­რე­ბით მკვეთ­რად გა­ი­ზარ­და. კერ­ძოდ, გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, 2018 წლის იან­ვრი­დან მარ­ტამ­დე გერ­მა­ნი­ას თავ­შე­საფ­რის მი­ნი­ჭე­ბის თხოვ­ნით 1771-მა ქარ­თველ­მა მი­მარ­თა, მა­შინ, რო­დე­საც 2017 წელს მათი რი­ცხვი 601 იყო, რაც ახ­ლან­დელ­ზე თით­ქმის სამ­ჯერ ნაკ­ლე­ბია.

სამწუხაროა
0

დაასაქმეთ ხალხი ნორმალური ანაზღაურებით.მიეცით დაცულობის უსაფრთხოების შეგრძნება არავინ აღარ წავა

ავტორი:

რა მეთოდებს იყენებენ საქართველოს მოქალაქეები, ევროპის ქვეყნებში თავშესაფრის მისაღებად - ემიგრანტების ნაამბობი

რა მეთოდებს იყენებენ საქართველოს მოქალაქეები, ევროპის ქვეყნებში თავშესაფრის მისაღებად - ემიგრანტების ნაამბობი

ევროპის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელი ქართველები - ძნელია ვარაუდის დონეზე მაინც იმის გამოცნობა, ეს თემა რამდენ ხანს იქნება აქტუალური და, რაც მთავარია, პრობლემური. თვეში რამდენჯერმე ევროპული გამოცემები თავშესაფრის მაძიებელთა ახალ-ახალ სტატისტიკას აქვეყნებენ და ყოველი მომდევნო წინაზე საგანგაშოა.

ამ მხრივ განსაკუთრებით აქტიურობს და არასახარბიელო მონაცემებს აქვეყნებს გერმანული მედია. ქართული საზოგადოების ნაწილის ვერსიით, ეს რუსეთი პროპაგანდის ნაწილია. სხვები კი ამ სტატისტიკას სახიფათოდ აღიქვამენ და შესაძლო გართულებებზე საუბრობენ.

AMBEBI.GE- სთან საუბარში გერმანიაში არალეგალურად მცხოვრები ქართველი გოგონა ამბობს, რომ უარის შემთხვევაში, ადვოკატის რჩევით, გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს და ვიდრე სასამართლო პროცესი იქნება, რომელიც როგორც წესი, დროში იწელება, ის სხვა ქვეყანაში გადასვლას მოასწრებს.

"მე ადვოკატის ფული არ მაქვს, მაგრამ მათ აქ არსებული საერთაშორისო ორგანაზიციები აფინანსებენ. ეს ერთგვარი უფლებადამცველი ორგანიზაციებია, რომელთაც, როგორც ვიცი, პროექტები აქვთ და ფინანსურ დივიდენდებზე მუშაობენ. ამიტომ მიყვარს ევროპა - შანსს გაძლევს, თუ იბრძოლებ, შეიძლება წარმატებას მიაღწიო. ჩემი ნებით დაბრუნებას არ ვაპირებ", - ამბობს ის.

ლტოლვილთა თავშესაფარში რამდენიმეთვიანი ცხოვრების შემდეგ, თავშესაფრის მიცემაზე უარი უთხრეს 32 წლის ნანას, რომელიც გერმანიას უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ ეწვია და სამშობლოში დაბრუნება ერთი კვირის შემდეგ მოუწევს.

"არიან ისეთებიც, ვინც პასუხის მოსვლამდე სხვა ქვეყანაში გადავიდა. ევროპაში გადაადგილება უპრობლემოდ ხდება, თუმცა, ასევე უპრობლემოდ ხდება მათი აყვანა და დეპორტაცია. ზოგს უმართლებს და რჩება. მეც ვნანობ, რომ იგივე არ გავაკეთე, - დეპორტაციას ავცდებოდი. ეს ჩემი სიტუაციის გამოსწორების ერთადერთი შანსი იყო. დაბრუნების შემდეგ, ალბათ საბუთებს შევცვლი და თურქეთში გადავალ. არადა, ამ განცხადებაში მივუთითე, რომ უკიდურესად მძიმე ეკონომიკური პირობების გამო ვითხოვდი თავშესაფარს, მაგრამ ამის აუცილებლობას ვერ ვხედავთო, - მითხრეს.

აქ არიან ისეთებიც, ვინც სექსუალურ უმცირესობას იბრალებს. ერთ შუახნის ქალზე გავიგე და გამიკვირდა. თუმცა, ამ ბოლო დროს მათაც მკაცრად აკონტროლებენ და, როგორც ვიცი, ისინიც გამოუშვეს", - ამბობს ის ჩვენთან საუბარში.

ევროპელების მწვავე კრიტიკის ფონზე, საქართველოს ხელისუფლება მუშაობს მმართველი პარტიის მიერ შემუშავებულ ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელშიც მოგზაურობის მსურველები საქართველოდან წასვლამდე შემოწმდებიან. ქართველ მესაზღვრეს უფლება ექნება, იმ პირებს, რომლებიც მათ ვერ წარუდგენენ სავიზო ლიბერალიზაციის მიხედვით განსაზღვრულ კონკრეტულ დოკუმენტებს (მოქმედ ბიომეტრიულ პასპორტს, უკან დასაბრუნებელ სამგზავრო ბილეთს, სასტუმროს ჯავშანს ან ევროპაში ლეგალურად მცხოვრები მასპინძლის მისამართს, სამოგზაურო დაზღვევას და მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელ დოკუმენტს), ქვეყნის დატოვება აუკრძალოს.

არსებული ინფორმაციით, კანონპროექტზე არჩილ თალაკვაძე, ეკა ბესელია, მამუკა მდინარაძე, გიორგი ვოლსკი, კახაბერ კუჭავა, ოთარ დანელია, გიორგი ხატიძე და ზვიად კვაჭანტირაძემ იმუშავეს.

გერმანული გამოცემა "შპიეგელის" ინფორმაციით, გერმანიაში, საქართველოდან თავშესაფრის მთხოვნელთა რიცხვი გასულ წელთან შედარებით მკვეთრად გაიზარდა. კერძოდ, გამოცემის ცნობით, 2018 წლის იანვრიდან მარტამდე გერმანიას თავშესაფრის მინიჭების თხოვნით 1771-მა ქართველმა მიმართა, მაშინ, როდესაც 2017 წელს მათი რიცხვი 601 იყო, რაც ახლანდელზე თითქმის სამჯერ ნაკლებია.

"მშობლები აქციების გამო თავს იკავებენ ბავშვების გამოშვებაზე" - რა მდგომარეობაა პარლამენტთან მდებარე სკოლებში

"თბილისში ერთ ადგილას დაფიქსირდა მიწისპირა ოზონი... მას სმოგის ეფექტი აქვს" - რა აბინძურებს ჰაერს და რომელი სართულია საცხოვრებლად უსაფრთხო

მამუკა ბახტაძე ტყუპის მამა გახდა