პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბინა, რომლის კართან ხელყუმბარა იყო დადებული, სავარაუდოდ ბიზნესმენს ეკუთვნის - ახალი დეტალები ქსნის ქუჩაზე მომხდარ ფაქტზე
ბინა, რომლის კართან ხელყუმბარა იყო დადებული, სავარაუდოდ ბიზნესმენს ეკუთვნის - ახალი დეტალები ქსნის ქუჩაზე მომხდარ ფაქტზე

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლის­ში, ქსნის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე ბინა, რომ­ლის კარ­თა­ნაც ხელ­ყუმ­ბა­რა იყო და­დე­ბუ­ლი, ბიზ­ნეს­მენ ნი­კო­ლოზ სა­კან­დე­ლი­ძეს ეკუთ­ვნის.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ჟურ­ნა­ლის­ტმა ნა­თია კუპ­რაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, ხელ­ყუმ­ბა­რა საბ­რძო­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო და შე­ხე­ბის შემ­თხვე­ვა­ში აფეთ­ქდე­ბო­და.

"მე ყუმ­ბა­რა გა­ნაღმვის შემ­დეგ ვნა­ხე. რო­გორც კრი­მი­ნა­ლის­ტე­ბი სა­უბ­რობ­დნენ ყუმ­ბა­რა საბ­რძო­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო და მოხ­სნი­ლი ჰქონ­და „კა­ლი­ცო“, ანუ გათ­ვლი­ლი იყო ასა­ფეთ­ქებ­ლად და შე­ხე­ბის შემ­დეგ მოქ­მე­დე­ბა­ში მო­ვი­დო­და. ყუმ­ბა­რა ვის სახ­ლთა­ნაც იყო და­დე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნია და კარ­გი ადა­მი­ა­ნია. თუმ­ცა აფეთ­ქე­ბის შემ­თხვე­ვა­ში საფრ­თხე მხო­ლოდ მას არ ემუქ­რე­ბო­და. ხში­რად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ბავ­შვე­ბი მოძ­რა­ო­ბენ. რას შე­იძ­ლე­ბა უკავ­ში­რებ­დეს თა­ვად ის პირი, ვის კარ­თა­ნაც იპო­ვეს ხელ­ყუმ­ბა­რა, არ ვიცი, მე მას­თან არ მი­სა­უბ­რია", - გა­ნა­ცხა­და ნა­თია კუპ­რაშ­ვილ­მა.

ქსნის ქუ­ჩა­ზე, ერთ-ერთ სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­ში ხელ­ყუმ­ბა­რის აღ­მო­ჩე­ნის ფაქ­ტზე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის, გლ­და­ნი-ნა­ძა­ლა­დე­ვის სამ­მარ­თვე­ლოს მიერ გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო. გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 236-ე მუხ­ლის II ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის, საბ­რძო­ლო მა­სა­ლის, ფეთ­ქე­ბა­დი ნივ­თი­ე­რე­ბის ან ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა, შე­ნახ­ვას გუ­ლის­ხმობს.

ნა­ხეთ ვი­დეო

00:00 / 00:00

ბინა, რომლის კართან ხელყუმბარა იყო დადებული, სავარაუდოდ ბიზნესმენს ეკუთვნის - ახალი დეტალები ქსნის ქუჩაზე მომხდარ ფაქტზე

ბინა, რომლის კართან ხელყუმბარა იყო დადებული, სავარაუდოდ ბიზნესმენს ეკუთვნის - ახალი დეტალები ქსნის ქუჩაზე მომხდარ ფაქტზე

არსებული ინფორმაციით, თბილისში, ქსნის ქუჩაზე მდებარე ბინა, რომლის კართანაც ხელყუმბარა იყო დადებული, ბიზნესმენ ნიკოლოზ საკანდელიძეს ეკუთვნის.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ჟურნალისტმა ნათია კუპრაშვილმა განუცხადა, ხელყუმბარა საბრძოლო მდგომარეობაში იყო და შეხების შემთხვევაში აფეთქდებოდა.

"მე ყუმბარა განაღმვის შემდეგ ვნახე. როგორც კრიმინალისტები საუბრობდნენ ყუმბარა საბრძოლო მდგომარეობაში იყო და მოხსნილი ჰქონდა „კალიცო“, ანუ გათვლილი იყო ასაფეთქებლად და შეხების შემდეგ მოქმედებაში მოვიდოდა. ყუმბარა ვის სახლთანაც იყო დადებული ბიზნესმენია და კარგი ადამიანია. თუმცა აფეთქების შემთხვევაში საფრთხე მხოლოდ მას არ ემუქრებოდა. ხშირად ტერიტორიაზე ბავშვები მოძრაობენ. რას შეიძლება უკავშირებდეს თავად ის პირი, ვის კართანაც იპოვეს ხელყუმბარა, არ ვიცი, მე მასთან არ მისაუბრია", - განაცხადა ნათია კუპრაშვილმა.

ქსნის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხელყუმბარის აღმოჩენის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მიერ გამოძიება დაიწყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის II ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვას გულისხმობს.

ნახეთ ვიდეო

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს