პოლიტიკა
მეცნიერება

17

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 23:58-ზე, მთვარე ვერძშია – რეკომენდებულია: მონანიება, მიტევება, მარხვა. სახლის განწმენდა და დალოცვა. კარგია ყველაფერი ზედმეტის მოშორება. არ არის რეკომენდებული: მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. გაუფრთხილდით ხერხემალს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს. ამ დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მთავარი პოლიტიკური მესიჯები პრეზიდენტის რანგში მარგველაშვილის ბოლო ანგარიშიდან
მთავარი პოლიტიკური მესიჯები პრეზიდენტის რანგში მარგველაშვილის ბოლო ანგარიშიდან

ჩემს შემ­დეგ გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში არც არა­ფე­რი გა­კე­თე­ბუ­ლა, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა პარ­ლა­მენ­ტის წი­ნა­შე ან­გა­რი­შით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

„მახ­სენ­დე­ბა 2013 წელი, რო­დე­საც ჩვენ ერ­თად ვმოღ­ვა­წე­ობ­დით სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა­ში და ის სუ­ლის­კვე­თე­ბა, რაც მა­შინ იყო. მა­შინ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი რე­ფორ­მე­ბი, ის რაც გა­ა­კე­თა დათო სერ­გე­ენ­კომ, რაც გა­ა­კე­თა დათო კირ­ვა­ლი­ძემ, ის რაც მე გა­ვა­კე­თე გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში და შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ იმის მერე გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში არც არა­ფე­რი გა­კე­თე­ბუ­ლია, იყო ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს რი­გით მო­ქა­ლა­ქე­ზე; იყო ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი იმა­ზე, რომ რი­გი­თი ქარ­თვე­ლის ყოფა შეც­ვლი­ლი­ყო. ასე მოხ­და ჯან­დაც­ვა­ში, ასე მოხ­და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­ში და ამ სუ­ლის­კვე­თე­ბით მე დავ­თან­ხმდი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტი, რათა ეს მუ­შა­ო­ბა გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი­ყო“, - გა­ნა­ცხა­და მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, 2016 წლის არ­ჩევ­ნე­ბი იყო მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი გაქ­რო­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი კლა­სის. ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში არ გა­და­იდ­გა ნა­ბი­ჯე­ბი იმის­თვის, რომ გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი­ყო პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ზი­ცია.

“2016 წლის არ­ჩევ­ნე­ბი იყო მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი გაქ­რო­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი კლა­სის, მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი შე­სუს­ტე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის, რო­გორც მთა­ვა­რი მო­თა­მა­შე­ე­ბი­სა პო­ლი­ტი­კურ სივ­რცე­ში. ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში არ გა­და­იდ­გა ნა­ბი­ჯე­ბი იმის­თვის, რომ გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი­ყო პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ზი­ცია, იმის­თვის, რომ შექ­მნი­ლი­ყო წი­ნა­პი­რო­ბა ძლი­ე­რი ოპო­ზი­ცი­ის­თვის, არც ერთი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა არ შე­იქ­მნა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით. სა­ერ­თოდ, როცა მახ­სენ­დე­ბა 2015 წელს წა­მე­ბის კად­რე­ბის სა­ჯა­რო ჩვე­ნე­ბა, მე შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ევ­რო­პუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი კულ­ტუ­რი­დან და კლა­სი­დან ნამ­დვი­ლად გვა­შო­რებს ასე­თი ნა­ბი­ჯე­ბი. თუმ­ცა ნამ­დვი­ლად, ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­იც­ვა­ლა სა­ხელ­მწი­ფოს სახე და ის აღარ არის აგ­რე­სი­უ­ლი. მო­ქა­ლა­ქეს სა­ხელ­მწი­ფო­სი აღარ ეში­ნია. გან­სხვა­ვე­ბით წინა წლე­ბი­დან. ეს ნიშ­ნუ­ლი თა­ვი­დან­ვე 2012 წელს და­ი­დო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბის დროს და ეს ნიშ­ნუ­ლი შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლია“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

პრე­ზი­დენ­ტის აზ­რით, მე­დი­ის მი­მართ არა­ძა­ლა­დობ­რი­ვი, მაგ­რამ სირ­თუ­ლე­ე­ე­ბის შექ­მნა ხდე­ბა და მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი სტრე­სის რე­ჟიმ­ში მუ­შა­ო­ბენ.

ამის შე­სა­ხებ მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა პარ­ლა­მენ­ტის წი­ნა­შე ყო­ველ­წლი­უ­რი ან­გა­რი­შით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

„2012 წელს გვახ­სოვს, რა პი­რო­ბებ­ში გვი­წევ­და სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია და რა მე­დი­ა­გა­რე­მო იყო. 2012 წლის მერე მე­დი­ა­გა­რე­მო ნამ­დვი­ლად გა­თა­ვი­სუფ­ლდა და მე­დი­ის შტურ­მე­ბი აღარ ხორ­ცი­ელ­დე­ბა, თუმ­ცა რა­ღა­ცა ტი­პის, არა­ძა­ლა­დობ­რი­ვი, მაგ­რამ სირ­თუ­ლე­ე­ბის შექ­მნა მე­დი­ის მი­მართ მა­ინც ხდე­ბა. ჰკი­თხეთ, მე­დი­ის ნე­ბის­მი­ერ წარ­მო­მად­გე­ნელს - ისი­ნი სტრე­სის რე­ჟიმ­ში მუ­შა­ო­ბენ, მუდ­მი­ვად მო­ლო­დი­ნის რე­ჟიმ­ში, რომ რა­ღაც სირ­თუ­ლე­ე­ბი იქ­ნე­ბა მათ წი­ნა­შე“, - გა­ნა­ცხა­და მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

პრე­ზი­დენ­ტმა ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს გა­უქ­მე­ბის შე­სა­ხე­ბაც ისა­უბ­რა. მისი თქმით, "რუ­სეთ­თან ასეთ ვი­თა­რებ­ში მყო­ფი ქვე­ყა­ნა ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს აუქ­მებს - ყვე­ლა პო­ლი­ტი­კურ კონ­ტექსტს რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, თვით­გა­დარ­ჩე­ნის ინ­სტიქ­ტის ტოლ­ფა­სია, რომ ასე­თი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი არ გა­ვა­უქ­მოთ". პრე­ზი­დენ­ტმა ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო სა­კუ­თა­რი გან­ვი­თა­რე­ბის აგ­რე­სი­ულ ფა­ზა­ში იმ­ყო­ფე­ბა. მი­სი­ვე თქმით, ამ თვალ­საზ­რი­სით სწო­რი და ადეკ­ვა­ტუ­რია სა­ქარ­თვე­ლოს მიერ არ­ჩე­უ­ლი სტრა­ტე­გი­უ­ლი მოთ­მი­ნე­ბის პო­ლი­ტი­კა.

“ამ ახალ ფა­ზა­ში კი­დევ უფრო ძლი­ე­რი უნდა იყოს ჩვე­ნი - ყვე­ლას გა­ერ­თი­ა­ნე­ბის მო­ტი­ვა­ცია იმ ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის ირ­გვლივ, რა­საც ჩვე­ნი სამ­შობ­ლოს ერ­თი­ა­ნო­ბის დაც­ვა ჰქვია. ამ ფონ­ზე ჩემ­თვის ნამ­დვი­ლად გა­უ­გე­ბა­რია პო­ლი­ტი­კა, რო­მე­ლიც პრე­ზი­დენ­ტის ინ­სტი­ტუ­ტის მი­მართ ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და. რუ­სეთ­თან ამ ვი­თა­რებ­ში მყო­ფი ქვე­ყა­ნა აუქ­მებს უმაღ­ლეს პო­ლი­ტი­კურ ორ­გა­ნოს, სა­დაც უნდა მიმ­დი­ნა­რე­ობ­დეს მსჯე­ლო­ბა ქვეყ­ნის თავ­დაც­ვი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის თა­ო­ბა­ზე - აუქ­მებს უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს! ყვე­ლა პო­ლი­ტი­კურ კონ­ტექსტს რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, თვით­გა­დარ­ჩე­ნის ინ­სტიქ­ტის ტოლ­ფა­სია, რომ ასე­თი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი არ გა­ვა­უქ­მოთ და ასეთ თე­მებ­ზე მა­ინც ვი­ყოთ გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი და გვქონ­დეს ნა­თე­ლი ხედ­ვა, რომ ჩვენ სამ­შობ­ლოს და­სა­ცა­ვად ერ­თი­ა­ნი ვართ“, - მი­მარ­თა პარ­ლა­მენტს გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

პრე­ზი­დენ­ტი აფგან მუხ­თარ­ლის საქ­მე­საც შე­ე­ხო.

"რო­დე­საც პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და სხვა სის­ხლის სა­მარ­თლებ­რივ დევ­ნის ორ­გა­ნო­ებ­ში იმ ინ­დი­ვი­დებს არ ვცვლით, რო­მელ­თა ხე­ლი­თაც ხდე­ბო­და ძა­ლა­დო­ბა, რა­ნა­ი­რად უნდა მქონ­დეს იმე­დი, რომ გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას საქ­მე, ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას საქ­მე, რა­ფა­ლი­ან­ცის საქ­მე, მუხ­თარ­ლის საქ­მე", - აღ­ნიშ­ნა მან. მისი თქმით, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლი სტრუქ­ტუ­რე­ბის დე­პო­ლი­ტი­ზა­ცია არ მომ­ხდა­რა.

„ჩვე­ნი მი­ზა­ნი და მან­და­ტი იყო ეს, რო­დე­საც ვცვლი­დით ხე­ლი­სუფ­ლე­ბას. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ძა­ლა­დო­ბა არ ხორ­ცი­ელ­დე­ბა, ეს ინი­დი­ვი­დე­ბი არი­ან ამ სტრუქ­ტუ­რებ­ში და ამ სტრუქ­ტუ­რე­ბის დე­პო­ლი­ტი­ზა­ცია არ მომ­ხდა­რა“, - გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა.

მი­სი­ვე თქმით, უვა­დოდ არის გა­და­დე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის რე­ფორ­მა.

„არ შე­მიძ­ლია ზუს­ტად იგი­ვე კონ­ტექ­სტში არ შე­ვე­ხო სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მას. სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა მარ­თლაც ძა­ლი­ან რთუ­ლია რე­ფორ­მის­თვის და ამას ერთ დღე­ში ვერ გა­ა­კე­თებ, თუმ­ცა სა­ფუძ­ვლის ჩაყ­რა სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის ცვლი­ლე­ბის­თვის ჩვე­ნი სა­ერ­თო ვალ­დე­ბუ­ლე­ბა იყო. ჩვენ უვა­დოდ გა­დავ­დეთ ეს პრო­ცე­სი“, - აღ­ნიშ­ნა მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

პრე­ზი­დენ­ტი მი­იჩ­ნევს, რომ ბიზ­ნეს­ზე წნე­ხი აღარ ხორ­ცი­ელ­დე­ბა და ბიზ­ნე­სი დღეს თა­ვი­სუ­ფა­ლია.

“ჩვენ შევ­ძე­ლით და ის წნე­ხი, რო­მე­ლიც იყო ბიზ­ნეს­ზე, ნამ­დვი­ლად აღარ ხორ­ცი­ელ­დე­ბა და ბიზ­ნე­სი თა­ვი­სუ­ფა­ლია. ეს ნამ­დვი­ლად პო­ზი­ტი­უ­რი და წინ გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯია. მი­ვე­სალ­მე­ბი პრე­მი­ე­რის ინი­ცი­ა­ტი­ვებს სა­გა­და­სა­ხა­დო მი­მარ­თუ­ლე­ბით. ესეც გვაჩ­ვე­ნებს, რომ პო­ზი­ტი­უ­რი ნა­ბი­ჯია. მი­ვე­სალ­მე­ბი სტარ­ტა­პე­ბი­სა და ინო­ვა­ცი­ე­ბის ხელ­შე­წყო­ბას, თუმ­ცა 2020-ის მი­ზა­ნი სო­ცი­ა­ლუ­რი თა­ნას­წო­რო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით სამ­წუ­ხა­როდ, ვერ იქნა მიღ­წე­უ­ლი. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მა­ღა­ლი უთა­ნას­წო­რო­ბაა, და ეს ფაქ­ტია. ამ უთა­ნას­წო­რო­ბის ფონ­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი დარ­ტყმა იყო ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის ის პრო­ცე­სე­ბი, რაც მიმ­დი­ნა­რე­ობ­და სა­ბან­კო სეს­ხებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა და ეროვ­ნუ­ლი ბანკს მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და იმ ნა­ბი­ჯე­ბის­თვის, რო­მელ­საც ის დგამს, სტა­ბი­ლუ­რო­ბი­სა და მო­მავ­ლის გან­ჭვრე­ტის­თვის.

მისი თქმით, დღეს ვცხოვ­რობთ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას და­საქ­მე­ბის პრობ­ლე­მა უდ­გას.

„არ მინ­და სტა­ტის­ტი­კურ დე­ბა­ტებ­ში შეს­ვლა იმის თა­ო­ბა­ზე, რამ­დე­ნი არის უმუ­შე­ვა­რი და რამ­დე­ნი და­საქ­მე­ბუ­ლი, მა­შინ რო­დე­საც სტა­ტის­ტი­კა ეფუძ­ნე­ბა მა­გა­ლი­თად, ასეთ გან­სა­ზღვრე­ბას: წინა 7 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სულ მცი­რე ერთ სა­ა­თით მა­ინც მუ­შა­ობ­და შე­მო­სავ­ლის მი­ღე­ბის მიზ­ნით, ეხ­მა­რე­ბო­და უსას­ყიდ­ლოდ ან ფორ­მა­ლუ­რად ირი­ცხე­ბო­და მო­მუ­შა­ვედ. ამ ფორ­მუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე დგინ­დე­ბა თურ­მე უმუ­შევ­რო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში. ჩემი მე­გო­ბა­რი ზურა ჟვა­ნია ამ­ბობ­და ხოლ­მე, რომ ყვე­ლა­ზე კარ­გი სტა­ტის­ტი­კა არის მა­ცი­ვა­რი. გა­მო­ა­ღებ მა­ცი­ვარს ოჯახ­ში და მიხ­ვდე­ბი, რო­გო­რია ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. დღეს ჩვენ გვაქვს ისე­თი მდგო­მა­რე­ო­ბა და­საქ­მე­ბის თვალ­საზ­რი­სით, რომ ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი მზად არი­ან რე­ა­ლუ­რად სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბის რის­კის მი­უ­ხე­და­ვად არ და­კარ­გონ სამ­სა­ხუ­რი. ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი ყო­ველ­დღე გა­დის სამ­სა­ხურ­ში, სა­დაც ემუქ­რე­ბა სიკ­ვდი­ლი. მე არ ვლა­პა­რა­კობ შრო­მის უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე, ვლა­პა­რა­კობ იმ მდგო­მა­რე­ო­აბ­ზე, რო­მე­ლიც არის და­საქ­მე­ბის თვალ­საზ­რი­სით“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ

მთავარი პოლიტიკური მესიჯები პრეზიდენტის რანგში მარგველაშვილის ბოლო ანგარიშიდან

მთავარი პოლიტიკური მესიჯები პრეზიდენტის რანგში მარგველაშვილის ბოლო ანგარიშიდან

ჩემს შემდეგ განათლების სისტემაში არც არაფერი გაკეთებულა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის წინაშე ანგარიშით გამოსვლისას განაცხადა.

„მახსენდება 2013 წელი, როდესაც ჩვენ ერთად ვმოღვაწეობდით საქართველოს მთავრობაში და ის სულისკვეთება, რაც მაშინ იყო. მაშინ განხორციელებული რეფორმები, ის რაც გააკეთა დათო სერგეენკომ, რაც გააკეთა დათო კირვალიძემ, ის რაც მე გავაკეთე განათლების სისტემაში და შემიძლია ვთქვა, რომ იმის მერე განათლების სისტემაში არც არაფერი გაკეთებულია, იყო ორიენტირებული საქართველოს რიგით მოქალაქეზე; იყო ორიენტირებული იმაზე, რომ რიგითი ქართველის ყოფა შეცვლილიყო. ასე მოხდა ჯანდაცვაში, ასე მოხდა სოფლის მეურნეობაში და ამ სულისკვეთებით მე დავთანხმდი ვყოფილიყავი „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი, რათა ეს მუშაობა გაგრძელებულიყო“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, 2016 წლის არჩევნები იყო მიზანმიმართული გაქრობა პოლიტიკური კლასის. ამ პერიოდის განმავლობაში არ გადაიდგა ნაბიჯები იმისთვის, რომ გაძლიერებულიყო პოლიტიკური ოპოზიცია.

“2016 წლის არჩევნები იყო მიზანმიმართული გაქრობა პოლიტიკური კლასის, მიზანმიმართული შესუსტება პოლიტიკური პარტიების, როგორც მთავარი მოთამაშეებისა პოლიტიკურ სივრცეში. ამ პერიოდის განმავლობაში არ გადაიდგა ნაბიჯები იმისთვის, რომ გაძლიერებულიყო პოლიტიკური ოპოზიცია, იმისთვის, რომ შექმნილიყო წინაპირობა ძლიერი ოპოზიციისთვის, არც ერთი კანონმდებლობა არ შეიქმნა ამ მიმართულებით. საერთოდ, როცა მახსენდება 2015 წელს წამების კადრების საჯარო ჩვენება, მე შემიძლია ვთქვა, რომ ევროპული პოლიტიკური კულტურიდან და კლასიდან ნამდვილად გვაშორებს ასეთი ნაბიჯები. თუმცა ნამდვილად, ამ წლების განმავლობაში შეიცვალა სახელმწიფოს სახე და ის აღარ არის აგრესიული. მოქალაქეს სახელმწიფოსი აღარ ეშინია. განსხვავებით წინა წლებიდან. ეს ნიშნული თავიდანვე 2012 წელს დაიდო ხელისუფლების ცვლილების დროს და ეს ნიშნული შენარჩუნებულია“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის აზრით, მედიის მიმართ არაძალადობრივი, მაგრამ სირთულეეების შექმნა ხდება და მედიის წარმომადგენლები სტრესის რეჟიმში მუშაობენ.

ამის შესახებ მარგველაშვილმა პარლამენტის წინაშე ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლისას განაცხადა.

„2012 წელს გვახსოვს, რა პირობებში გვიწევდა საარჩევნო კამპანია და რა მედიაგარემო იყო. 2012 წლის მერე მედიაგარემო ნამდვილად გათავისუფლდა და მედიის შტურმები აღარ ხორციელდება, თუმცა რაღაცა ტიპის, არაძალადობრივი, მაგრამ სირთულეების შექმნა მედიის მიმართ მაინც ხდება. ჰკითხეთ, მედიის ნებისმიერ წარმომადგენელს - ისინი სტრესის რეჟიმში მუშაობენ, მუდმივად მოლოდინის რეჟიმში, რომ რაღაც სირთულეები იქნება მათ წინაშე“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა ეროვნული უშიშროების საბჭოს გაუქმების შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, "რუსეთთან ასეთ ვითარებში მყოფი ქვეყანა ეროვნული უშიშროების საბჭოს აუქმებს - ყველა პოლიტიკურ კონტექსტს რომ თავი დავანებოთ, თვითგადარჩენის ინსტიქტის ტოლფასია, რომ ასეთი ინსტიტუტები არ გავაუქმოთ". პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის სახელმწიფო საკუთარი განვითარების აგრესიულ ფაზაში იმყოფება. მისივე თქმით, ამ თვალსაზრისით სწორი და ადეკვატურია საქართველოს მიერ არჩეული სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა.

“ამ ახალ ფაზაში კიდევ უფრო ძლიერი უნდა იყოს ჩვენი - ყველას გაერთიანების მოტივაცია იმ ღირებულებების ირგვლივ, რასაც ჩვენი სამშობლოს ერთიანობის დაცვა ჰქვია. ამ ფონზე ჩემთვის ნამდვილად გაუგებარია პოლიტიკა, რომელიც პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ ხორციელდებოდა. რუსეთთან ამ ვითარებში მყოფი ქვეყანა აუქმებს უმაღლეს პოლიტიკურ ორგანოს, სადაც უნდა მიმდინარეობდეს მსჯელობა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის თაობაზე - აუქმებს უშიშროების საბჭოს! ყველა პოლიტიკურ კონტექსტს რომ თავი დავანებოთ, თვითგადარჩენის ინსტიქტის ტოლფასია, რომ ასეთი ინსტიტუტები არ გავაუქმოთ და ასეთ თემებზე მაინც ვიყოთ გაერთიანებული და გვქონდეს ნათელი ხედვა, რომ ჩვენ სამშობლოს დასაცავად ერთიანი ვართ“, - მიმართა პარლამენტს გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტი აფგან მუხთარლის საქმესაც შეეხო.

"როდესაც პროკურატურაში და სხვა სისხლის სამართლებრივ დევნის ორგანოებში იმ ინდივიდებს არ ვცვლით, რომელთა ხელითაც ხდებოდა ძალადობა, რანაირად უნდა მქონდეს იმედი, რომ გამოძიებული იქნება ზვიად გამსახურდიას საქმე, ზურაბ ჟვანიას საქმე, რაფალიანცის საქმე, მუხთარლის საქმე", - აღნიშნა მან. მისი თქმით, სამართალდამცველი სტრუქტურების დეპოლიტიზაცია არ მომხდარა.

„ჩვენი მიზანი და მანდატი იყო ეს, როდესაც ვცვლიდით ხელისუფლებას. მიუხედავად იმისა, რომ ძალადობა არ ხორციელდება, ეს ინიდივიდები არიან ამ სტრუქტურებში და ამ სტრუქტურების დეპოლიტიზაცია არ მომხდარა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, უვადოდ არის გადადებული სასამართლო სისტემის რეფორმა.

„არ შემიძლია ზუსტად იგივე კონტექსტში არ შევეხო სასამართლო სისტემას. სასამართლო სისტემა მართლაც ძალიან რთულია რეფორმისთვის და ამას ერთ დღეში ვერ გააკეთებ, თუმცა საფუძვლის ჩაყრა სასამართლო სისტემის ცვლილებისთვის ჩვენი საერთო ვალდებულება იყო. ჩვენ უვადოდ გადავდეთ ეს პროცესი“, - აღნიშნა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ბიზნესზე წნეხი აღარ ხორციელდება და ბიზნესი დღეს თავისუფალია.

“ჩვენ შევძელით და ის წნეხი, რომელიც იყო ბიზნესზე, ნამდვილად აღარ ხორციელდება და ბიზნესი თავისუფალია. ეს ნამდვილად პოზიტიური და წინ გადადგმული ნაბიჯია. მივესალმები პრემიერის ინიციატივებს საგადასახადო მიმართულებით. ესეც გვაჩვენებს, რომ პოზიტიური ნაბიჯია. მივესალმები სტარტაპებისა და ინოვაციების ხელშეწყობას, თუმცა 2020-ის მიზანი სოციალური თანასწორობის მიმართულებით სამწუხაროდ, ვერ იქნა მიღწეული. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს საზოგადოებაში მაღალი უთანასწორობაა, და ეს ფაქტია. ამ უთანასწორობის ფონზე სერიოზული დარტყმა იყო ჩვენი მოსახლეობისთვის ის პროცესები, რაც მიმდინარეობდა საბანკო სესხებთან მიმართებაში“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა და ეროვნული ბანკს მადლობა გადაუხადა იმ ნაბიჯებისთვის, რომელსაც ის დგამს, სტაბილურობისა და მომავლის განჭვრეტისთვის.

მისი თქმით, დღეს ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობას დასაქმების პრობლემა უდგას.

„არ მინდა სტატისტიკურ დებატებში შესვლა იმის თაობაზე, რამდენი არის უმუშევარი და რამდენი დასაქმებული, მაშინ როდესაც სტატისტიკა ეფუძნება მაგალითად, ასეთ განსაზღვრებას: წინა 7 დღის განმავლობაში სულ მცირე ერთ საათით მაინც მუშაობდა შემოსავლის მიღების მიზნით, ეხმარებოდა უსასყიდლოდ ან ფორმალურად ირიცხებოდა მომუშავედ. ამ ფორმულიდან გამომდინარე დგინდება თურმე უმუშევრობა საქართველოში. ჩემი მეგობარი ზურა ჟვანია ამბობდა ხოლმე, რომ ყველაზე კარგი სტატისტიკა არის მაცივარი. გამოაღებ მაცივარს ოჯახში და მიხვდები, როგორია ეკონომიკური მდგომარეობა. დღეს ჩვენ გვაქვს ისეთი მდგომარეობა დასაქმების თვალსაზრისით, რომ ჩვენი მოქალაქეები მზად არიან რეალურად სიცოცხლის მოსპობის რისკის მიუხედავად არ დაკარგონ სამსახური. ზოგიერთი მათგანი ყოველდღე გადის სამსახურში, სადაც ემუქრება სიკვდილი. მე არ ვლაპარაკობ შრომის უსაფრთხოებაზე, ვლაპარაკობ იმ მდგომარეოაბზე, რომელიც არის დასაქმების თვალსაზრისით“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები