სპორტი
Faceამბები

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კახა კალაძე - მეტრო იმუშავებს, როგორც 3 მაისს, ასევე, ნებისმიერ დღეს
კახა კალაძე - მეტრო იმუშავებს, როგორც 3 მაისს, ასევე, ნებისმიერ დღეს

მეტ­რო გა­იხ­სნე­ბა თუ არა, ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ვი­ღებ მე და დე­და­ქა­ლა­ქის მთავ­რო­ბა, მეტ­რო იმუ­შა­ვებს, რო­გორც 3 მა­ისს, ასე­ვე, ნე­ბის­მი­ერ დღეს, - ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ დე­და­ქა­ლა­ქის მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, სა­დაც მეტ­რო­ში არ­სე­ბუ­ლი ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი პროფ­კავ­ში­რის “ერ­თო­ბა 2013” მიერ და­ა­ნონ­სე­ბულ აქ­ცი­ას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

„არა­ერ­თი შეხ­ვედ­რა გა­ი­მარ­თა მე­რი­ა­ში, დე­და­ქა­ლა­ქის მთავ­რო­ბას­თან, სა­დაც ჩვენ მათ დე­ტა­ლუ­რად გან­ვუ­მარ­ტეთ ის რე­ა­ლო­ბა და ეკო­ნო­მი­კუ­რი ვი­თა­რე­ბა, რაც დღეს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში არ­სე­ბობს და ძა­ლი­ან კარ­გად იქნა მათ­თვის ახ­სნი­ლი, რომ შე­უძ­ლე­ბე­ლია იმის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა, რა­საც ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ითხო­ვენ. ჩემ­თვის, ისე­ვე რო­გორც თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის­თვის, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის შრო­მა, რა­საც ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ეწე­ვი­ან, ისე­ვე რო­გორც მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სხვა სტრუქ­ტუ­რებ­ში და­საქ­მე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის არა­ნაკ­ლებ სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბა. ჩვე­ნი მი­ზა­ნია მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა და ამის შე­დე­გად რო­გორც მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის, ისე მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სის­ტე­მა­ში და­საქ­მე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის შრო­მი­თი სის­ტე­მის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, არას­დროს მი­უდ­გე­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად თა­ნამ­შრო­მელ­თა რო­მე­ლი­მე კონ­კრე­ტულ ჯგუფს და არ მი­ი­ღებს მხო­ლოდ მათ­თვის მი­სა­ღებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას.

„ჯერ კი­დევ ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ მქონ­და მუ­შა­ო­ბა და­წყე­ბუ­ლი, რო­დე­საც მი­ვე­დი სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ა­ში და და­ვუ­დას­ტუ­რე პა­ტი­ვის­ცე­მა. კარ­გად მაქვს გა­აზ­რე­ბუ­ლი ამ ადა­მი­ა­ნე­ბის შრო­მა, თუმ­ცა ის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, ის მიდ­გო­მე­ბი, რაც ჩვენ ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­ვის­მი­ნეთ, სრუ­ლი­ად მი­უ­ღე­ბე­ლია. ასე­ვე, სრუ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია, რომ ეს ადა­მა­ი­ნე­ბი და პრო­ფე­სი­უ­ლი კავ­ში­რის წევ­რე­ბი სა­უბ­რო­ბენ სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ი­სა და მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სა­ხე­ლით და ულ­ტი­მა­ტუ­მის ენით ელა­პა­რა­კე­ბი­ან არა მხო­ლოდ მე­რი­ას, არა­მედ დე­და­ქა­ლა­ქის მო­სახ­ლე­ო­ბას. ამ ადა­მი­ა­ნებს შე­უძ­ლი­ათ ისა­უბ­რონ სა­კუ­თარ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­სა და გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბელ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე, რა თქმა უნდა, თუ ეს კა­ნონს არ ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა. მაგ­რამ მეტ­რო გა­იხ­სნე­ბა თუ არ გა­იხ­სნე­ბა, ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ვი­ღებ მე და ვი­ღებთ ჩვენ - დე­და­ქა­ლა­ქის მთავ­რო­ბა. მინ­და, მკა­ფი­ოდ გან­ვუ­ცხა­დო ყვე­ლას ვინც გა­ფიც­ვას აპი­რებთ და ასე­ვე დე­და­ქა­ლა­ქის მო­სახ­ლე­ო­ბას, რომ მეტ­რო იმუ­შა­ვებს, რო­გორც 3 მა­ისს, ასე­ვე, ნე­ბის­მი­ერ დღეს“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ მეტ­რო­ში არ­სე­ბუ­ლი ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი პროფ­კავ­ში­რი “ერ­თო­ბა 2013” მე­მან­ქა­ნე­თა ხელ­ფა­სე­ბის მო­მა­ტე­ბის მო­თხოვ­ნით გა­ფიც­ვას გეგ­მავს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

კახა კალაძე - მეტრო იმუშავებს, როგორც 3 მაისს, ასევე, ნებისმიერ დღეს

კახა კალაძე - მეტრო იმუშავებს, როგორც 3 მაისს, ასევე, ნებისმიერ დღეს

მეტრო გაიხსნება თუ არა, ამ გადაწყვეტილებას ვიღებ მე და დედაქალაქის მთავრობა, მეტრო იმუშავებს, როგორც 3 მაისს, ასევე, ნებისმიერ დღეს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სადაც მეტროში არსებული ალტერნატიული პროფკავშირის “ერთობა 2013” მიერ დაანონსებულ აქციას გამოეხმაურა.

„არაერთი შეხვედრა გაიმართა მერიაში, დედაქალაქის მთავრობასთან, სადაც ჩვენ მათ დეტალურად განვუმარტეთ ის რეალობა და ეკონომიკური ვითარება, რაც დღეს მუნიციპალიტეტში არსებობს და ძალიან კარგად იქნა მათთვის ახსნილი, რომ შეუძლებელია იმის დაკმაყოფილება, რასაც ეს ადამიანები ითხოვენ. ჩემთვის, ისევე როგორც თითოეული მოქალაქისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ის შრომა, რასაც ეს ადამიანები ეწევიან, ისევე როგორც მუნიციპალიტეტის სხვა სტრუქტურებში დასაქმებული ადამიანების არანაკლებ საპასუხისმგებლო საქმიანობა. ჩვენი მიზანია მუნიციპალიტეტის ეკონომიკური მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება და ამის შედეგად როგორც მოქალაქეების, ისე მუნიციპალიტეტის სისტემაში დასაქმებული ადამიანების შრომითი სისტემის გაუმჯობესება“, - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, არასდროს მიუდგება ინდივიდუალურად თანამშრომელთა რომელიმე კონკრეტულ ჯგუფს და არ მიიღებს მხოლოდ მათთვის მისაღებ გადაწყვეტილებას.

„ჯერ კიდევ ოფიციალურად არ მქონდა მუშაობა დაწყებული, როდესაც მივედი სატრანსპორტო კომპანიაში და დავუდასტურე პატივისცემა. კარგად მაქვს გააზრებული ამ ადამიანების შრომა, თუმცა ის დამოკიდებულება, ის მიდგომები, რაც ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში მოვისმინეთ, სრულიად მიუღებელია. ასევე, სრულად მიუღებელია, რომ ეს ადამაინები და პროფესიული კავშირის წევრები საუბრობენ სატრანსპორტო კომპანიისა და მუნიციპალიტეტის სახელით და ულტიმატუმის ენით ელაპარაკებიან არა მხოლოდ მერიას, არამედ დედაქალაქის მოსახლეობას. ამ ადამიანებს შეუძლიათ ისაუბრონ საკუთარ გადაწყვეტილებებსა და განსახორციელებელ ღონისძიებებზე, რა თქმა უნდა, თუ ეს კანონს არ ეწინააღმდეგება. მაგრამ მეტრო გაიხსნება თუ არ გაიხსნება, ამ გადაწყვეტილებას ვიღებ მე და ვიღებთ ჩვენ - დედაქალაქის მთავრობა. მინდა, მკაფიოდ განვუცხადო ყველას ვინც გაფიცვას აპირებთ და ასევე დედაქალაქის მოსახლეობას, რომ მეტრო იმუშავებს, როგორც 3 მაისს, ასევე, ნებისმიერ დღეს“, - განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ მეტროში არსებული ალტერნატიული პროფკავშირი “ერთობა 2013” მემანქანეთა ხელფასების მომატების მოთხოვნით გაფიცვას გეგმავს.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები