სომხეთის ეროვნულმა კრებამ დღეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ვერ აირჩია, რომელზეც ერთადერთი კანდიდატი ნიკოლა ფაშინიანი იყო წარდგენილი.
მას მხარი 45-მა დეპუტატმა დაუჭირა. პრემიერის ასარჩევად 53 დეპუტატის მხარდაჭერა იყო აუცილებელი.
საკითხი დღეს, პარლამენტის საგანგებო სხდომაზე განიხილეს. ნიკოლ ფაშინიანის წინააღმდეგ ხმა მმართველი „რესპუბლიკური პარტიის“ დეპუტატებმა მისცეს.