"ჰოლივუდს იშვიათად თუ შეუქმნია რაიმე ამ მშვენიერების მსგავსი," - წერდა 1954 წელს ფილმ "ქეთო და კოტეს" შესახებ ამერიკული გამოცემა Daily Worker. 1946 წელს სსრ კავშირის მთავრობამ ომით დათრგუნვილი მოსახლეობის გამხიარულების მიზნით სახალისო, კოსტიუმირებული ფილმების გადაღება გადაწყვიტა... ამ პერიოდში რეჟისორი ვახტანგ ტაბლიაშვილი ნიკოლოზ ბარათაშვილის ეკრანიზაციაზე ფიქრობდა და სცენარი, დეკორაციები, კოსტიუმები თითქმის მზად ჰქონდა. ერთ დღესაც კინოსტუდიის მაშინდელმა ხელმძღვანელმა ვლადიმერ მაჭავარიანმა კაბინეტში იხმო, უნდა გაგახაროო. "ბარათაშვილი?" - ტაბლიაშვილმა ამბის გამოცნობა სცადა. "არა!" - მაჭავარიანმა პასუხად უჯრა გამოაღო, სადაც მინისტრთა საბჭოს განკარგულება ედო, ჩამოთვლილი იყო, რომელ რესპუბლიკას რა ფილმი უნდა გადაეღო. ნუსხაში ეწერა: "ქეთო და კოტე" - ვახტანგ ტაბლიაშვილი". გადაწყვეტილებას ხელს იოსებ სტალინი აწერდა.
ირაკლი ტაბლიაშვილი, ვახტანგ ტაბლიაშვილის შვილი:
- მამას "ქეთო და კოტე" განსაკუთრებულად უყვარდა. თავდაპირველად ნიკოლოზ ბარათაშვილზე აპირებდა ფილმის გადაღებას, მაგრამ სტალინის სურვილს ვინ აღუდგებოდა წინ და გეგმა შეცვალა - "ქეთო და კოტე" ნიკოლოზ ბარათაშვილის ეპოქაში გადაიტანა, კოსტიუმებიც მიუსადაგა და მუშაობას შეუდგა. რამდენიმე სასინჯი სცენა გადაიღო, რომლებიც მავანმა არ მოიწონა... მოითხოვდნენ, თავადები ანეკდოტური, დაბეჩავებული იერის ყოფილიყვნენ, რაზეც მამა არ თანხმდებოდა. საქმე ისე წავიდა, რომ ფილმის გადაღება უნდა შეეჩერებინათ, ამიტომ გადაწყვიტა, საქართველოს კომპარტიის ცკ-ს პირველ მდივანთან, კანდიდ ჩარკვიანთან მისულიყო, რომელიც იმჟამად გაგრაში ისვენებდა. ჩარკვიანმა მოუსმინა და უთხრა: "ფილმს გააკეთებთ ისე, როგორც თქვენ ხედავთ!".
- ფილმის გადაღება 1948 წელს დასრულდა. სამთავრობო ჩვენებამ როგორ ჩაიარა?
- როგორც კანდიდ ჩარკვიანის შვილი, გელა ჩარკვიანი იხსენებს, სტალინს ფილმი ძალიან მოსწონებია. სამთავრობო ჩვენებისას სტალინთან მთავრობის წევრები მიდიოდნენ და ყურში რაღაცას ჩასჩურჩულებდნენ. ფილმის დამთავრების შემდეგ სტალინს ჩარკვიანისთვის უთქვამს, თავი შევიკავოთ ფილმის საკავშირო ეკრანებზე გასვლისგან, საქართველოში კი აჩვენეთო...განაგრძეთ კითხვა