სამართალი
საზოგადოება
პოლიტიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საერთოდ ასეა, ურჩები შორს არ უნდა გყავდეს" - როგორ აფასებს გია ხუხაშვილი ახლად დაკომპლექტებულ პოლიტსაბჭოს
"საერთოდ ასეა, ურჩები შორს არ უნდა გყავდეს" - როგორ აფასებს გია ხუხაშვილი ახლად დაკომპლექტებულ პოლიტსაბჭოს

ახ­ლად და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი პო­ლიტ­საბ­ჭო უფრო ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია შიდა პარ­ტი­უ­ლი კრი­ზი­სე­ბის გა­და­ლახ­ვა­ზე, ვიდ­რე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბის ამაღ­ლე­ბა­ზე, - ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას პო­ლი­ტო­ლოგ­მა გია ხუ­ხაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

ექ­სპერ­ტმა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ ახ­ლად და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი პო­ლიტ­საბ­ჭოს შე­მად­გენ­ლო­ბა და მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბი შე­ა­ფა­სა.

„ახ­ლად და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი პო­ლიტ­საბ­ჭო უფრო ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია შიდა პარ­ტი­უ­ლი კრი­ზი­სე­ბის გა­და­ლახ­ვა­ზე, ვიდ­რე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბის ამაღ­ლე­ბა­ზე. მე უფრო ვე­ლო­დი, რომ პო­ლიტ­საბ­ჭო სა­ხელ­მწი­ფო საბ­ჭოს მო­დე­ლად იქ­ცე­ო­და, სა­დაც პა­რი­ტე­ტულ სა­წყი­სებ­ზე იქ­ნე­ბო­და წარ­მოდ­გე­ნი­ლი რო­გორც სა­კა­ნონ­მდებ­ლო, ასე­ვე აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. მე­გო­ნა, რომ პო­ლიტ­საბ­ჭო მთა­ვა­რი პრობ­ლე­მის გა­და­ლახ­ვა­ზე იქ­ნე­ბო­და ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი - ეს პრობ­ლე­მა არის მმარ­თვე­ლო­ბი­თი სის­ტე­მის კრი­ზი­სი ქვე­ყა­ნა­ში, თუმ­ცა ამ პო­ლიტ­საბ­ჭოს შე­მად­გენ­ლო­ბით არ იკი­თხე­ბა, რომ ამო­ცა­ნა ესაა“, - გა­ნა­ცხა­და გია ხუ­ხაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, პო­ლიტ­საბ­ჭოს შე­მად­გენ­ლო­ბით მას სხვა დას­კვნე­ბი გა­მო­აქვს, კერ­ძოდ ის, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ცდი­ლობს ამ­ბი­ცი­უ­რი ახალ­გაზ­რდე­ბი ახ­ლოს ჰყავ­დეს გა­სა­კონ­ტრო­ლებ­ლად.

„გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში უფრო ის იკი­თხე­ბა, რომ ახალ­გაზ­რდა, ამ­ბი­ცი­უ­რი ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თაც ილუ­ზია და პრე­ტენ­ზი­ე­ბი გა­უჩ­ნდათ რომ ყვე­ლა­ფე­რი აკონ­ტრო­ლონ, დას­ვეს მა­გი­დას­თან, სა­დაც მათ თა­ვის ად­გილ­ზე „მოს­ვა­მენ“.

სა­ერ­თოდ ასეა, ურ­ჩე­ბი შორს არ უნდა გყავ­დეს, რომ სა­კუ­თა­რი ად­გი­ლი იცოდ­ნენ. მე ვგუ­ლის­ხმობ იმ ახალ­გაზ­რდებს, რო­მელ­თაც არი­ეს უმ­რავ­ლე­სო­ბა“, - გა­ნა­ცხა­და გია ხუ­ხაშ­ვილ­მა.

„ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ პო­ლი­ტი­კუ­რი საბ­ჭო 15 წევ­რით და­კომ­პლექტდა. პო­ლიტ­საბ­ჭოს სი­ა­ში შე­დი­ან რო­გორც სა­კა­ნონ­მდებ­ლო, ისე აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ასე­ვე პარ­ტი­ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი.

პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ პო­ლი­ტი­კუ­რი საბ­ჭოს ახალ შე­მად­გენ­ლო­ბა ასე­თია: „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე, პირ­ვე­ლი ვიცე-სპი­კე­რი თა­მარ ჩუ­გოშ­ვი­ლი, ვიცე-სპი­კე­რი გი­ორ­გი ვოლ­სკი, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე ილია ნა­კა­ში­ძე, სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დე­რი არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძე, ფრაქ­ცია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძე, ასე­ვე პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბი: დი­მიტ­რი სამ­ხა­რა­ძე, ბი­ძი­ნა გე­გი­ძე, ირაკ­ლი ტრი­პოლ­სკი, მთავ­რო­ბის წევ­რე­ბი რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრი მაია ცქი­ტიშ­ვი­ლი და სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბულ პირ­თა, გან­სახ­ლე­ბი­სა და ლტოლ­ვილ­თა მი­ნის­ტრი სო­ზარ სუ­ბა­რი. ასე­ვე „სა­პარტნი­ო­რო ფონ­დის“ თავ­მჯდო­მა­რე და­ვით სა­გა­ნე­ლი­ძე და თბი­ლი­სის მერი კახა კა­ლა­ძე.

პო­ლი­ტი­კუ­რი საბ­ჭოს შე­მად­გენ­ლო­ბა 21-დან 15 წევ­რამ­დე შემ­ცირ­და.

"საერთოდ ასეა, ურჩები შორს არ უნდა გყავდეს" - როგორ აფასებს გია ხუხაშვილი ახლად დაკომპლექტებულ პოლიტსაბჭოს

"საერთოდ ასეა, ურჩები შორს არ უნდა გყავდეს" - როგორ აფასებს გია ხუხაშვილი ახლად დაკომპლექტებულ პოლიტსაბჭოს

ახლად დაკომპლექტებული პოლიტსაბჭო უფრო ორიენტირებულია შიდა პარტიული კრიზისების გადალახვაზე, ვიდრე ხელისუფლების ეფექტურობის ამაღლებაზე, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.

ექსპერტმა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ახლად დაკომპლექტებული პოლიტსაბჭოს შემადგენლობა და მიმდინარე პროცესები შეაფასა.

„ახლად დაკომპლექტებული პოლიტსაბჭო უფრო ორიენტირებულია შიდა პარტიული კრიზისების გადალახვაზე, ვიდრე ხელისუფლების ეფექტურობის ამაღლებაზე. მე უფრო ველოდი, რომ პოლიტსაბჭო სახელმწიფო საბჭოს მოდელად იქცეოდა, სადაც პარიტეტულ საწყისებზე იქნებოდა წარმოდგენილი როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლება. მეგონა, რომ პოლიტსაბჭო მთავარი პრობლემის გადალახვაზე იქნებოდა ორიენტირებული - ეს პრობლემა არის მმართველობითი სისტემის კრიზისი ქვეყანაში, თუმცა ამ პოლიტსაბჭოს შემადგენლობით არ იკითხება, რომ ამოცანა ესაა“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

მისივე შეფასებით, პოლიტსაბჭოს შემადგენლობით მას სხვა დასკვნები გამოაქვს, კერძოდ ის, რომ ბიძინა ივანიშვილი ცდილობს ამბიციური ახალგაზრდები ახლოს ჰყავდეს გასაკონტროლებლად.

„გადაწყვეტილებაში უფრო ის იკითხება, რომ ახალგაზრდა, ამბიციური ადამიანები, რომელთაც ილუზია და პრეტენზიები გაუჩნდათ რომ ყველაფერი აკონტროლონ, დასვეს მაგიდასთან, სადაც მათ თავის ადგილზე „მოსვამენ“.

საერთოდ ასეა, ურჩები შორს არ უნდა გყავდეს, რომ საკუთარი ადგილი იცოდნენ. მე ვგულისხმობ იმ ახალგაზრდებს, რომელთაც არიეს უმრავლესობა“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭო 15 წევრით დაკომპლექტდა. პოლიტსაბჭოს სიაში შედიან როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი.

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს ახალ შემადგენლობა ასეთია: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი, ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ნაკაშიძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, ასევე პარლამენტის წევრები: დიმიტრი სამხარაძე, ბიძინა გეგიძე, ირაკლი ტრიპოლსკი, მთავრობის წევრები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი. ასევე „საპარტნიორო ფონდის“ თავმჯდომარე დავით საგანელიძე და თბილისის მერი კახა კალაძე.

პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა 21-დან 15 წევრამდე შემცირდა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები