ანდრეა პირლოს გაცილების მატჩს მილანში კახა კალაძე დაესწრება, - ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიაში დაუდასტურეს.
დიდი ფეხბურთიდან ანდრეა პირლოს გააცილების მატჩი 21 მაისს, "სან სიროს" სტადიონზე გაიმართება. Sportall.ge-ს ინფორმაციით, ღონიძიებაზე დასასწრები ბილეთების ფასი 12-40 ევროა. ბილეთების რეალიზაციიდან შესული თანხა საქველმოქმედო ფონდებში გადაირიცხება.
არსებული ინფორმაციით, პირლომ მატჩზე ასევე მიიწვია მეკარეები - ჯიჯი ბუფონი, კრისტიან აბიატი, ნელსონ დიდა, მარკო სტორარი. მცველები - დანიელე ადანი, ანდრეა ბარძალი, დანიელე ბონერა, ლეონარდო ბონუჩი, ფაბიო კანავარო, კაფუ, ჯორჯო კიელინი, ალესანდრო კოსტაკურტა, ჯუზეპე ფავალი, ჩირო ფერარა, ფაბიო გროსო, მარეკ იანკულოვსკი, კახა კალაძე, სტეფან ლიხშტაინერი, პაოლო მალდინი, მარკო მატერაცი, ალესანდრო ნესტა, მასიმო ოდო, სერჟინიო, დარიო შიმიჩი, ჯანლუკა ძამბროტა.
ნახევარმცველები - დემეტრიო ალბერტინი, მასიმო ამბროზინი, რობერტო ბარონიო, კრისტიან ბროკი, ლეონარდო, ფრენკ ლამპარდი, კლაუდიო მარკიზიო, სიმონე პეპე, მანუელ რუი კოშტა, კლარენს ზეედორფი, მარკო ვერატი, მაურო ხერმან კამორანეზი, დანიელე დე როსი, ჯენარო გატუზო, სიმონე პეროტა.
თავდამსხმელები - ლუკა ტონი, ალბერტო ჯილარდინო, ფილიპო ინძაგი, ფრანჩესკო ტოტი.