პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შეიძლება ის გიორგი არ ვარ ნამდვილად... აქ პროვოკაციების ადგილი არ არის" - რა რჩევებს აძლევს გიორგი გაბუნია "მხოლოდ ქართულის" კონკურსანტებს
"შეიძლება ის გიორგი არ ვარ ნამდვილად... აქ პროვოკაციების ადგილი არ არის" - რა რჩევებს აძლევს გიორგი გაბუნია "მხოლოდ ქართულის" კონკურსანტებს

30 აპ­რილს "მხო­ლოდ ქარ­თუ­ლის" მე­ო­რე კონ­ცერ­ტი გა­ი­მარ­თა, სა­დაც კონ­კურ­სან­ტებ­მა 80-90-იანი წლე­ბის ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რე­ბი თა­ნა­მედ­რო­ვე ჟღე­რა­დო­ბით შე­ას­რუ­ლეს. ზოგ­მა მე­ტად შეძ­ლო ამო­ცა­ნის შეს­რუ­ლე­ბა, ზოგ­მა - ნაკ­ლე­ბად. შოუს წე­სე­ბის თა­ნახ­მად, კონ­კურ­სი ერთ-ერ­თმა მო­ნა­წი­ლემ - ქრის­ტი­ნე ჯა­ფა­რი­ძემ და­ტო­ვა.

AMBEBI.GE ჟი­უ­რის ერთ-ერთ წევ­რს გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ას კონ­ცერ­ტის შემ­დეგ ესა­უბ­რა.

- ჩემ­თვის ეს პრო­ექ­ტი ალ­ბათ ის არის, რაც ძა­ლი­ან ბევ­რის­თვის, სა­ქარ­თვე­ლო­ში - ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რის ხე­ლა­ხა­ლი აღ­მო­ჩე­ნა. პირ­და­პირ ვი­ტყვი, რომ ქარ­თუ­ლი მუ­სი­კის მსმე­ნე­ლი არ ვარ, თან, ასე კონ­ცერ­ტში, ერ­თად ამ­დე­ნი ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რის­თვის არ მო­მის­მე­ნია.

- არ­სო­დეს ყო­ფილ­ხარ ქარ­თვე­ლი მომ­ღერ­ლე­ბის კონ­ცერ­ტებ­ზე?

- ფაქ­ტობ­რი­ვად, არა, თუ იმას არ ჩავ­თვლით, რომ ბო­ლოს სოფო ნი­ჟა­რა­ძის კონ­ცერ­ტზე გახ­ლდით... მე უფრო მრა­ვალ­მომ­ღერ­ლი­ან კონ­ცერ­ტებს ვგუ­ლის­ხმობ, ასე­თებ­ზე არ დავ­დი­ვარ. ვერც იმას ვიხ­სე­ნებ, რომ ბავ­შვო­ბა­ში ვყო­ფილ­ვარ მსგავს კონ­ცერ­ტებ­ზე. მაგ­რამ აქ არ ვარ მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ ჟი­უ­რის წევ­რი ვარ, აქ ახალ­გაზ­რდე­ბის თვა­ლით და­ნა­ხულ ქარ­თულ სიმ­ღე­რებს ვის­მენ და უკვე აღარ მა­ინ­ტე­რე­სებს, რო­გო­რე­ბი იყო ისი­ნი ადრე, მა­ინ­ტე­რე­სებს, რო­გო­რია ახლა და რო­გო­რი შე­იძ­ლე­ბა იყოს ხვალ 18-25 წლის ახალ­გაზ­რდე­ბის შეს­რუ­ლე­ბით, მათი კუ­თხით და­ნა­ხუ­ლი.

ამი­ტო­მაც იყო, რომ ერთ-ერთ კონ­კურ­სანტს შე­ნიშ­ვნა მი­ვე­ცი, რად­გა­ნაც რო­გორც ასა­კო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნი, ისე მღე­რო­და, არა­და, მინ­დო­და, რო­გორც 20 წლის ახალ­გაზ­რდას, ისე ემ­ღე­რა. სწო­რედ მას და­ვუ­წე­რე ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი ქულა... ნე­ბის­მი­ე­რი ეს კომ­პო­ზი­ცია ახლგაზ­რდე­ბის თვა­ლით და­ნა­ხუ­ლი სა­ინ­ტე­რე­სოა.

- სიმ­ღე­რე­ბი, რო­მე­ლიც კონ­კურ­სზე ჟღერს, არას­დროს მო­გის­მე­ნია?

- რო­გორ არ მო­მის­მე­ნია, მე იმას ვამ­ბობ, რომ არ ვარ ქარ­თუ­ლი მუ­სი­კის აქ­ტი­უ­რი მსმე­ნე­ლი, ისე­თი, რომ ვი­ა­რო კონ­ცერ­ტებ­ზე, ვუს­მი­ნო-მეთ­ქი.

- მაგ­რამ ეს სიმ­ღე­რე­ბი, იშ­ვი­ა­თი გა­მო­ნაკ­ლი­სის გარ­და, თით­ქმის აღარც ჟღერს...

- მით უმე­ტეს, ამა­შია საქ­მე, რომ აღარ ჟღერს. მოს­მე­ნა რომ მო­მინ­დეს, ასე ერ­თად ვერ მო­ვის­მენ, ამი­ტომ ამ სიმ­ღე­რებს ახა­ლი სი­ცო­ცხლე სჭირ­დე­ბა. ამის­თვის არის ეს პრო­ექ­ტი, რომ ამ სიმ­ღე­რე­ბის გა­ცო­ცხლე­ბა ხდე­ბა.

- მოგ­წონს კონ­კურ­სან­ტე­ბი?

- კარ­გია, რომ კონ­კურ­სან­ტე­ბი ერ­თმა­ნე­თის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან. თუ ისე გა­მოჩ­ნდა, რომ მე­ო­რე ლაივ-შო­უ­ზე გა­ცი­ლე­ბით მკაც­რე­ბი ვი­ყა­ვით, ვიდ­რე პირ­ველ კონ­ცერ­ტზე, ეს ასე არ არის. ქუ­ლებს ხომ ვწერთ, თუმ­ცა ამ შო­უ­ზე მე ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი 6 ქულა დავ­წე­რე, აქამ­დე ჯერ ეს ქულა არა­ვის და­უ­წე­რია. გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შე­ფა­სე­ბე­ბია, რად­გა­ნაც ვი­ღაც უფრო მე­ტად მა­გა­რია, ვი­ღაც - ნაკ­ლე­ბად. მთლი­ა­ნო­ბა­ში ათი­ვე კონ­კურ­სან­ტი ძა­ლი­ან ძლი­ე­რია. სხვა კონ­კურ­სებ­შიც არა­ერ­თხელ ვყო­ფილ­ვარ ჟი­უ­რის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში და ამ­დე­ნი ძლი­ე­რი მო­ნა­წი­ლე ერ­თად არ მი­ნა­ხავს.

- კონ­კურ­სებ­ში ყო­ფილ­ხარ და ეს ჩვენც გვახ­სოვს, მაგ­რამ იმ კონ­კურ­სებ­ში გა­ცი­ლე­ბით სხვა­ნა­ი­რი იყა­ვი, ვიდ­რე ახლა...

- იმი­ტომ, რომ სხვა­ნა­ი­რი კონ­კურ­სე­ბი იყო. ისე, რო­გო­რი სხვა­ნა­ი­რი ვი­ყა­ვი, აბა?!

- ცოტა პრო­ვო­კა­ტო­რიც, ცოტა მკაც­რიც, აქ მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ და­ბა­ლი ქულა და­წე­რე, თით­ქოს უფრო რბი­ლი ხარ და ის გი­ორ­გი გა­ბუ­ნია არ ხარ...

- შე­იძ­ლე­ბა, ის გი­ორ­გი არ ვარ ნამ­დვი­ლად, მაგ­რამ პრო­ექ­ტიც სხვა­ნა­ი­რია, იქ სხვა­ნა­ი­რად ვიქ­ცე­ო­დი, აქ პრო­ვო­კა­ცი­ე­ბის ად­გი­ლი არ არის. სრუ­ლი­ად სხვა ტი­პის პრო­ექ­ტია და სა­ერ­თოდ, ბევ­რად მე­ტია, ვიდ­რე პრო­ექ­ტი. გა­სარ­თო­ბად არ ვარ, წინა პრო­ექ­ტებ­ზე გა­სარ­თო­ბი მეტი იყო, რად­გა­ნაც გა­სარ­თო­ბი პრო­ექ­ტე­ბი იყო. აქ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან საქ­მეს ვა­კე­თებთ. კი­დევ ერთხელ ვი­ტყვი - ვა­ცო­ცხლებთ ქარ­თულ მუ­სი­კას, რო­მე­ლიც ბოლო დროს თით­ქმის აღარ ჟღერს. ისე, ორი­ვე და შე­მიძ­ლია კი­დევ ბევ­რნა­ი­რი ვიყო.

- ქარ­თუ­ლი მუ­სი­კის არა­გულ­შე­მატ­კი­ვა­რი პრო­ექ­ტში რა­ტომ ხარ?

- იმი­ტომ, რომ ჟი­უ­რის ყვე­ლა წევ­რი - სამი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მომ­ღე­რა­ლია, მა­რი­ნა ბე­რი­ძე - პრო­დი­უ­სე­რი, რო­მელ­მაც მუ­სი­კის ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იცის, თუმ­ცა თვი­თონ არ მღე­რის. მოკ­ლედ, კი­დევ უნდა ყო­ფი­ლი­ყო ვი­ღაც, ვინც კონ­კურსს მა­ყუ­რებ­ლის ყუ­რით მო­უს­მენ­და, რო­გორც ვთქვი, ეს პრო­ექ­ტი გათ­ვლი­ლია ადა­მი­ა­ნებ­ზე, რომ­ლე­ბიც ქარ­თულ მუ­სი­კას არ უს­მე­ნენ. მე რი­გით მა­ყუ­რე­ბელს წარ­მო­ვად­გენ. მა­ყუ­რე­ბელს, რო­მელ­საც არ აინ­ტე­რე­სებს სიმ­ღე­რა­ში ფრა­ზა რამ­დე­ნად სწო­რად იყო შეს­რუ­ლე­ბუ­ლი, სწო­რად იყო დას­მუ­ლი თი­თო­ე­უ­ლი ბგე­რა თუ არა. მა­ინ­ტე­რე­სებს სიმ­ღე­რის მთლი­ა­ნი ეფექ­ტი ისე, რო­გორც ამას უს­მენს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მა­ყუ­რე­ბე­ლი.

- არ მღე­რი?

- არა, არ მიც­დია. მხო­ლოდ ჩემ­თვის ვღი­ღი­ნებ.

- რას ელი სა­ბო­ლო­ოდ პრო­ექ­ტის­გან? რა შე­დე­გე­ბი იქ­ნე­ბა?

- გვე­ყო­ლე­ბა ერთი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი. რა­საც ვუ­ყუ­რებ, რა ქუ­ლე­ბიც იწე­რე­ბა, რო­გორ აქ­ტი­უ­რობს მა­ყუ­რე­ბე­ლი, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვი­ტყვი, - მთა­ვა­რია, რომ გვე­ყო­ლე­ბა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი.

- ფა­ვო­რი­ტი გყავს?

- მყავს, მაგ­რამ არ და­ვა­სა­ხე­ლებ...

- მე ვფიქ­რობ, რომ ასე­თი ორია.

- ვინ?

- კონ­სტან­ტი­ნე კა­რა­ნა­ძე და სოფო ბა­თი­ლაშ­ვი­ლი.

- არც ჰოს ვამ­ბობ და არც - არას. თა­ვად იმ­სჯე­ლეთ. მე ჩემი შე­ფა­სე­ბე­ბი მაქვს.

- თი­თო­ე­ულ კონ­კურ­სან­ტში, რო­გორც მა­ყუ­რე­ბე­ლი, რას ეძებ?

- ამ ეტაპ­ზე ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზმს, არ ვლა­პარ­კობ იმა­ზე, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია ნიჭი, მუ­სი­კა­ლუ­რო­ბა და ა.შ. ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზ­მის გამო შე­იძ­ლე­ბა რა­ღაც-რა­ღა­ცებ­ზე, პა­ტა­რა შეც­დო­მებ­ზე თვა­ლიც დავ­ხუ­ჭო, მაგ­რამ რო­დე­საც ბო­ლოს­კენ წა­ვალთ, უკვე ფი­ნა­ლის­კენ, მხო­ლოდ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზ­მი არ იქ­ნე­ბა საკ­მა­რი­სი. აუ­ცი­ლებ­ლად შეს­რუ­ლე­ბა უნდა იყოს ყვე­ლა­ნა­ი­რი თვალ­საზ­რი­სით უნაკ­ლო.

- და ბო­ლოს, რა რჩე­ვებს მის­ცემ­დით კონ­კურ­სან­ტებს?

- რაც შე­იძ­ლე­ბა ნაკ­ლე­ბად ინერ­ვი­უ­ლონ, და­ი­ვი­წყონ, რომ კონ­კურ­სზე გა­მო­დი­ან. და­ი­ვი­წყონ ყვე­ლა­ფე­რი და ყვე­ლა, რა ხდე­ბა ირ­გვლივ. მთლი­ა­ნად ჩა­ი­ძი­რონ სიმ­ღე­რა­ში და იფიქ­რონ იმ ემო­ცი­ა­ზე, იმ სი­ტყვებ­ზე, იმ ნო­ტებ­ზე, რო­მელ­საც ისი­ნი იმ მო­მენ­ტში გად­მოს­ცე­მენ სცე­ნა­ზე, და­ნარ­ჩე­ნი, ვინ რო­გორ გი­ყუ­რებს, რას ფიქ­რობს, რა აც­ვია, მნიშ­ვნე­ლო­ბა არ უნდა ჰქონ­დეს და ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­ვა.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"შეიძლება ის გიორგი არ ვარ ნამდვილად... აქ პროვოკაციების ადგილი არ არის" - რა რჩევებს აძლევს გიორგი გაბუნია "მხოლოდ ქართულის" კონკურსანტებს

"შეიძლება ის გიორგი არ ვარ ნამდვილად... აქ პროვოკაციების ადგილი არ არის" - რა რჩევებს აძლევს გიორგი გაბუნია "მხოლოდ ქართულის" კონკურსანტებს

30 აპრილს "მხოლოდ ქართულის" მეორე კონცერტი გაიმართა, სადაც კონკურსანტებმა 80-90-იანი წლების ქართული სიმღერები თანამედროვე ჟღერადობით შეასრულეს. ზოგმა მეტად შეძლო ამოცანის შესრულება, ზოგმა - ნაკლებად. შოუს წესების თანახმად, კონკურსი ერთ-ერთმა მონაწილემ - ქრისტინე ჯაფარიძემ დატოვა.

AMBEBI.GE ჟიურის ერთ-ერთ წევრს გიორგი გაბუნიას კონცერტის შემდეგ ესაუბრა.

- ჩემთვის ეს პროექტი ალბათ ის არის, რაც ძალიან ბევრისთვის, საქართველოში - ქართული სიმღერის ხელახალი აღმოჩენა. პირდაპირ ვიტყვი, რომ ქართული მუსიკის მსმენელი არ ვარ, თან, ასე კონცერტში, ერთად ამდენი ქართული სიმღერისთვის არ მომისმენია.

- არსოდეს ყოფილხარ ქართველი მომღერლების კონცერტებზე?

- ფაქტობრივად, არა, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ ბოლოს სოფო ნიჟარაძის კონცერტზე გახლდით... მე უფრო მრავალმომღერლიან კონცერტებს ვგულისხმობ, ასეთებზე არ დავდივარ. ვერც იმას ვიხსენებ, რომ ბავშვობაში ვყოფილვარ მსგავს კონცერტებზე. მაგრამ აქ არ ვარ მხოლოდ იმიტომ, რომ ჟიურის წევრი ვარ, აქ ახალგაზრდების თვალით დანახულ ქართულ სიმღერებს ვისმენ და უკვე აღარ მაინტერესებს, როგორები იყო ისინი ადრე, მაინტერესებს, როგორია ახლა და როგორი შეიძლება იყოს ხვალ 18-25 წლის ახალგაზრდების შესრულებით, მათი კუთხით დანახული.

ამიტომაც იყო, რომ ერთ-ერთ კონკურსანტს შენიშვნა მივეცი, რადგანაც როგორც ასაკოვანი ადამიანი, ისე მღეროდა, არადა, მინდოდა, როგორც 20 წლის ახალგაზრდას, ისე ემღერა. სწორედ მას დავუწერე ყველაზე დაბალი ქულა... ნებისმიერი ეს კომპოზიცია ახლგაზრდების თვალით დანახული საინტერესოა.

- სიმღერები, რომელიც კონკურსზე ჟღერს, არასდროს მოგისმენია?

- როგორ არ მომისმენია, მე იმას ვამბობ, რომ არ ვარ ქართული მუსიკის აქტიური მსმენელი, ისეთი, რომ ვიარო კონცერტებზე, ვუსმინო-მეთქი.

- მაგრამ ეს სიმღერები, იშვიათი გამონაკლისის გარდა, თითქმის აღარც ჟღერს...

- მით უმეტეს, ამაშია საქმე, რომ აღარ ჟღერს. მოსმენა რომ მომინდეს, ასე ერთად ვერ მოვისმენ, ამიტომ ამ სიმღერებს ახალი სიცოცხლე სჭირდება. ამისთვის არის ეს პროექტი, რომ ამ სიმღერების გაცოცხლება ხდება.

- მოგწონს კონკურსანტები?

- კარგია, რომ კონკურსანტები ერთმანეთისგან განსხვავებულები არიან. თუ ისე გამოჩნდა, რომ მეორე ლაივ-შოუზე გაცილებით მკაცრები ვიყავით, ვიდრე პირველ კონცერტზე, ეს ასე არ არის. ქულებს ხომ ვწერთ, თუმცა ამ შოუზე მე ყველაზე დაბალი 6 ქულა დავწერე, აქამდე ჯერ ეს ქულა არავის დაუწერია. განსხვავებული შეფასებებია, რადგანაც ვიღაც უფრო მეტად მაგარია, ვიღაც - ნაკლებად. მთლიანობაში ათივე კონკურსანტი ძალიან ძლიერია. სხვა კონკურსებშიც არაერთხელ ვყოფილვარ ჟიურის შემადგენლობაში და ამდენი ძლიერი მონაწილე ერთად არ მინახავს.

- კონკურსებში ყოფილხარ და ეს ჩვენც გვახსოვს, მაგრამ იმ კონკურსებში გაცილებით სხვანაირი იყავი, ვიდრე ახლა...

- იმიტომ, რომ სხვანაირი კონკურსები იყო. ისე, როგორი სხვანაირი ვიყავი, აბა?!

- ცოტა პროვოკატორიც, ცოტა მკაცრიც, აქ მიუხედავად იმისა, რომ დაბალი ქულა დაწერე, თითქოს უფრო რბილი ხარ და ის გიორგი გაბუნია არ ხარ...

- შეიძლება, ის გიორგი არ ვარ ნამდვილად, მაგრამ პროექტიც სხვანაირია, იქ სხვანაირად ვიქცეოდი, აქ პროვოკაციების ადგილი არ არის. სრულიად სხვა ტიპის პროექტია და საერთოდ, ბევრად მეტია, ვიდრე პროექტი. გასართობად არ ვარ, წინა პროექტებზე გასართობი მეტი იყო, რადგანაც გასართობი პროექტები იყო. აქ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებთ. კიდევ ერთხელ ვიტყვი - ვაცოცხლებთ ქართულ მუსიკას, რომელიც ბოლო დროს თითქმის აღარ ჟღერს. ისე, ორივე და შემიძლია კიდევ ბევრნაირი ვიყო.

- ქართული მუსიკის არაგულშემატკივარი პროექტში რატომ ხარ?

- იმიტომ, რომ ჟიურის ყველა წევრი - სამი პროფესიონალი მომღერალია, მარინა ბერიძე - პროდიუსერი, რომელმაც მუსიკის ყველაფერი კარგად იცის, თუმცა თვითონ არ მღერის. მოკლედ, კიდევ უნდა ყოფილიყო ვიღაც, ვინც კონკურსს მაყურებლის ყურით მოუსმენდა, როგორც ვთქვი, ეს პროექტი გათვლილია ადამიანებზე, რომლებიც ქართულ მუსიკას არ უსმენენ. მე რიგით მაყურებელს წარმოვადგენ. მაყურებელს, რომელსაც არ აინტერესებს სიმღერაში ფრაზა რამდენად სწორად იყო შესრულებული, სწორად იყო დასმული თითოეული ბგერა თუ არა. მაინტერესებს სიმღერის მთლიანი ეფექტი ისე, როგორც ამას უსმენს ჩვეულებრივი მაყურებელი.

- არ მღერი?

- არა, არ მიცდია. მხოლოდ ჩემთვის ვღიღინებ.

- რას ელი საბოლოოდ პროექტისგან? რა შედეგები იქნება?

- გვეყოლება ერთი გამარჯვებული. რასაც ვუყურებ, რა ქულებიც იწერება, როგორ აქტიურობს მაყურებელი, აქედან გამომდინარე, ვიტყვი, - მთავარია, რომ გვეყოლება ძალიან საინტერესო გამარჯვებული.

- ფავორიტი გყავს?

- მყავს, მაგრამ არ დავასახელებ...

- მე ვფიქრობ, რომ ასეთი ორია.

- ვინ?

- კონსტანტინე კარანაძე და სოფო ბათილაშვილი.

- არც ჰოს ვამბობ და არც - არას. თავად იმსჯელეთ. მე ჩემი შეფასებები მაქვს.

- თითოეულ კონკურსანტში, როგორც მაყურებელი, რას ეძებ?

- ამ ეტაპზე ინდივიდუალიზმს, არ ვლაპარკობ იმაზე, რომ აუცილებელია ნიჭი, მუსიკალურობა და ა.შ. ინდივიდუალიზმის გამო შეიძლება რაღაც-რაღაცებზე, პატარა შეცდომებზე თვალიც დავხუჭო, მაგრამ როდესაც ბოლოსკენ წავალთ, უკვე ფინალისკენ, მხოლოდ ინდივიდუალიზმი არ იქნება საკმარისი. აუცილებლად შესრულება უნდა იყოს ყველანაირი თვალსაზრისით უნაკლო.

- და ბოლოს, რა რჩევებს მისცემდით კონკურსანტებს?

- რაც შეიძლება ნაკლებად ინერვიულონ, დაივიწყონ, რომ კონკურსზე გამოდიან. დაივიწყონ ყველაფერი და ყველა, რა ხდება ირგვლივ. მთლიანად ჩაიძირონ სიმღერაში და იფიქრონ იმ ემოციაზე, იმ სიტყვებზე, იმ ნოტებზე, რომელსაც ისინი იმ მომენტში გადმოსცემენ სცენაზე, დანარჩენი, ვინ როგორ გიყურებს, რას ფიქრობს, რა აცვია, მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს და ყველაფერი გამოვა.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს