პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ინფორმაცია მძღოლებითვის: ე.წ. "მე-12 ოთახი" გაუქმდა - სად უნდა მიხვიდეთ საპოლიციო მომსახურების მისაღებად
ინფორმაცია მძღოლებითვის: ე.წ. "მე-12 ოთახი" გაუქმდა - სად უნდა მიხვიდეთ საპოლიციო მომსახურების მისაღებად

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა და ვიცე-პრე­მი­ერ­მა, ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ თბი­ლის­ში, სა­მი­ნის­ტროს შე­ნო­ბა­ში (ნოე რა­მიშ­ვი­ლის N38) სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ერ­თი­ა­ნი მომ­სა­ხუ­რე­ბის ცენ­ტრი გახ­სნეს, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა და ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა ცენ­ტრი და­ათ­ვა­ლი­ე­რეს და იქ არ­სე­ბუ­ლი სერ­ვი­სე­ბის ერთ-ერთი პირ­ვე­ლი მომ­ხმა­რებ­ლე­ბი გახ­დნენ.

სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახ­ლად შექ­მნი­ლი ცენ­ტრი სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტში მიმ­დი­ნა­რე რე­ფორ­მის ძი­რი­თა­დი კომ­პო­ნენ­ტია. ახალ­მა ცენ­ტრმა სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ე.წ. „მე-12 ოთა­ხი“ ჩა­ა­ნაც­ვლა. პირ­ველ ეტაპ­ზე ერ­თი­ა­ნი მომ­სა­ხუ­რე­ბის ცენ­ტრი, ნაც­ვლად 4 სხვა­დას­ხვა ად­გი­ლი­სა, მო­ქა­ლა­ქე­ებს სა­ჭი­რო სა­პო­ლი­ციო მომ­სა­ხუ­რე­ბას ერთ სივ­რცე­ში გა­უ­წევს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, ახა­ლი ცენ­ტრი აღ­ჭურ­ვი­ლია თა­ნა­მედ­რო­ვე ინფრას­ტრუქ­ტუ­რით, რო­მე­ლიც ადაპ­ტი­რე­ბუ­ლია შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე პი­რებ­ზე, ვი­ზი­ტორ­თა რი­გის მარ­თვის, ელექტრო­ნუ­ლი ხელ­მო­წე­რი­სა და ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სის­ტე­მე­ბით. ცენ­ტრში, ასე­ვე, და­ნერ­გი­ლია გა­ნა­ცხა­დე­ბის ელექტრო­ნუ­ლი ფორ­მით მი­ღე­ბის სის­ტე­მა, რაც გა­მო­რი­ცხავს გან­ცხა­დე­ბე­ბი­სა და სა­ჩივ­რე­ბის ხე­ლით შევ­სე­ბის აქამ­დე დამ­კვიდ­რე­ბულ პრაქ­ტი­კას.

ასე­ვე ამოქ­მედ­და სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ტე­ლე­ფო­ნო ცენ­ტრი – 2 41 42 42, რო­მე­ლიც მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცი­ი­სა და გარ­კვე­უ­ლი სერ­ვი­სე­ბის ოპე­რა­ტი­უ­ლად მი­წო­დე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს.

„სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის მომ­სა­ხუ­რე­ბის ერ­თი­ა­ნი ცენ­ტრი რე­გი­ონ­ში ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე თა­ნა­მედ­რო­ვე სა­პო­ლი­ციო სერ­ვის­ცენ­ტრია, სა­დაც „ერთი სარ­კმლის“ პრინ­ცი­პით მოხ­დე­ბა: მარ­თვის უფ­ლე­ბის შე­ჩე­რე­ბის შე­სა­ხებ დად­გე­ნი­ლე­ბის გა­უქ­მე­ბა ან ჯა­რი­მით შეც­ვლა, ნა­პოვ­ნი სა­ნომ­რე ნიშ­ნის მი­ღე­ბა, სპე­ცი­ა­ლურ სად­გომ­ზე გა­დაყ­ვა­ნი­ლი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის გაყ­ვა­ნა­ზე თან­ხმო­ბის მი­ღე­ბა, ჯამ­ში, 50-მდე სა­პო­ლი­ციო სერ­ვი­სი.

აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, საგ­რძნობ­ლად იზ­რდე­ბა სა­პო­ლი­ციო სერ­ვი­სე­ბის მი­წო­დე­ბის ეფექ­ტი­ა­ნო­ბა და მცირ­დე­ბა სა­სურ­ვე­ლი სერ­ვი­სის მი­ღე­ბის დრო,“ - ნათ­ქვა­მია სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მა­თი­ვე ცნო­ბით, ახალ ცენ­ტრში, ასე­ვე, იქ­ნე­ბა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს კუ­თხე, რო­მე­ლიც მო­ქა­ლა­ქე­ებს მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს გარ­კვე­ულ სერ­ვი­სებს შეს­თა­ვა­ზებს.

ცენ­ტრის გახ­სნის შემ­დეგ, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი და ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი, გი­ორ­გი გა­ხა­რია სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ახალ ტექ­ნი­კურ აღ­ჭურ­ვი­ლო­ბას და სამ­ხრე კა­მე­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბულ პა­რა­მეტ­რებს გა­ეც­ნენ.

„სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის რე­ფორ­მის ფარ­გლებ­ში, სა­ერ­თა­შო­რი­სო ტენ­დენ­ცი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს პატ­რულ-ინ­სპექ­ტო­რე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით აღ­ჭურ­ვა. ახა­ლი კა­მე­რე­ბი არ­სე­ბულ­თან შე­და­რე­ბით ბევ­რად გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი პა­რა­მეტ­რე­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა, რაც მო­ი­ცავს უფრო ხან­გრძლივ სა­მუ­შაო და ჩა­წე­რის რე­ჟი­მებს, ასე­ვე, ცენ­ტრა­ლი­ზე­ბუ­ლი მარ­თვი­სა და მო­ნა­ცემ­თა შე­ნახ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს. პირ­ველ ეტაპ­ზე, ახა­ლი სამ­ხრე კა­მე­რე­ბი თბი­ლი­სის პატ­რულ-ინ­სპექ­ტო­რებს გა­და­ე­ცათ (შემ­დგომ ეტაპ­ზე კი უკვე რე­გი­ო­ნე­ბის ეკი­პა­ჟებ­საც და­უ­რიგ­დე­ბათ, სა­ერ­თო ჯამ­ში, 2280 კა­მე­რა),“ - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ინფორმაცია მძღოლებითვის: ე.წ. "მე-12 ოთახი" გაუქმდა - სად უნდა მიხვიდეთ საპოლიციო მომსახურების მისაღებად

ინფორმაცია მძღოლებითვის: ე.წ. "მე-12 ოთახი" გაუქმდა - სად უნდა მიხვიდეთ საპოლიციო მომსახურების მისაღებად

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ თბილისში, სამინისტროს შენობაში (ნოე რამიშვილის N38) საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი გახსნეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა ცენტრი დაათვალიერეს და იქ არსებული სერვისების ერთ-ერთი პირველი მომხმარებლები გახდნენ.

სამინისტროს ინფორმაციით, ახლად შექმნილი ცენტრი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარე რეფორმის ძირითადი კომპონენტია. ახალმა ცენტრმა საპატრულო პოლიციის ე.წ. „მე-12 ოთახი“ ჩაანაცვლა. პირველ ეტაპზე ერთიანი მომსახურების ცენტრი, ნაცვლად 4 სხვადასხვა ადგილისა, მოქალაქეებს საჭირო საპოლიციო მომსახურებას ერთ სივრცეში გაუწევს.

მათივე ცნობით, ახალი ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე ინფრასტრუქტურით, რომელიც ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე, ვიზიტორთა რიგის მართვის, ელექტრონული ხელმოწერისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სისტემებით. ცენტრში, ასევე, დანერგილია განაცხადების ელექტრონული ფორმით მიღების სისტემა, რაც გამორიცხავს განცხადებებისა და საჩივრების ხელით შევსების აქამდე დამკვიდრებულ პრაქტიკას.

ასევე ამოქმედდა საინფორმაციო სატელეფონო ცენტრი – 2 41 42 42, რომელიც მოქალაქეებისთვის საჭირო ინფორმაციისა და გარკვეული სერვისების ოპერატიულად მიწოდებას უზრუნველყოფს.

„საპატრულო პოლიციის მომსახურების ერთიანი ცენტრი რეგიონში ამ მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე საპოლიციო სერვისცენტრია, სადაც „ერთი სარკმლის“ პრინციპით მოხდება: მართვის უფლების შეჩერების შესახებ დადგენილების გაუქმება ან ჯარიმით შეცვლა, ნაპოვნი სანომრე ნიშნის მიღება, სპეციალურ სადგომზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალების გაყვანაზე თანხმობის მიღება, ჯამში, 50-მდე საპოლიციო სერვისი.

აღნიშნული პროექტის განხორციელების საშუალებით, საგრძნობლად იზრდება საპოლიციო სერვისების მიწოდების ეფექტიანობა და მცირდება სასურველი სერვისის მიღების დრო,“ - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ახალ ცენტრში, ასევე, იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს კუთხე, რომელიც მოქალაქეებს მომსახურების სააგენტოს გარკვეულ სერვისებს შესთავაზებს.

ცენტრის გახსნის შემდეგ, პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია საპატრულო პოლიციის ახალ ტექნიკურ აღჭურვილობას და სამხრე კამერების გაუმჯობესებულ პარამეტრებს გაეცნენ.

„საპატრულო პოლიციის რეფორმის ფარგლებში, საერთაშორისო ტენდენციების გათვალისწინებით მიმდინარეობს პატრულ-ინსპექტორების თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვა. ახალი კამერები არსებულთან შედარებით ბევრად გაუმჯობესებული პარამეტრებით ხასიათდება, რაც მოიცავს უფრო ხანგრძლივ სამუშაო და ჩაწერის რეჟიმებს, ასევე, ცენტრალიზებული მართვისა და მონაცემთა შენახვის შესაძლებლობებს. პირველ ეტაპზე, ახალი სამხრე კამერები თბილისის პატრულ-ინსპექტორებს გადაეცათ (შემდგომ ეტაპზე კი უკვე რეგიონების ეკიპაჟებსაც დაურიგდებათ, საერთო ჯამში, 2280 კამერა),“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.