“იკვებე ჩემპიონივით“  -  "ბეკო" და "ბარსელონას" ფეხბურთელები ბავშვებში ჭარბი წონის დასამარცხებლად გაერთიანდნენ

“იკვებე ჩემპიონივით“  -  "ბეკო" და "ბარსელონას" ფეხბურთელები ბავშვებში ჭარბი წონის დასამარცხებლად გაერთიანდნენ

საყოფაცხოვრებო ტექნიკის მსხვილი საერთაშორისო ბრენდი Beko მთელს მსოფლიოში ახალ საკომუნიკაციო პლატფორმას წარადგენს. Eat Like A Pro, ქართულად - "იკვებე ჩემპიონივით", უპრეცედენტო მასშტაბების კამპანიაა და მისი მიზანია ბავშვებში ჭარბი წონის პრობლემის დამარცხება.

კვლევების შედეგად დადგინდა, რომ დედამიწაზე 70 მილიონი ბავშვი იტანჯება ჭარბი წონით. ამ პრობლემის გამომწვევი ძირითადი მიზეზი არაჯანსაღი საკვები და კვების არასწორი რეჟიმია. კამპანიას უფრო დამაჯერებელს და მასშტაბურს ხდის მასში საფეხბურთო კლუბ ბარსელონას ფეხბურთელების ჩართულობა. ფეხბურთში ჩემპიონობისათვის და განსაკუთრებული შედეგების მისაღწევად ჯანსაღი კვება გადამწყვეტი ფაქტორია, ამიტომ პიკე, სუარესი, უმტიტი, მესი და სხვა ჩემპიონები ბავშვებს კვებასთან დაკავშირებულ საკუთარ ისტორიებსა და გამოცდილებას უზიარებენ.

კამპანია თითქმის ყველა მედია არხს დაფარავს და ბეკოს ყველა კომუნიკაცია ამ პლატფორმაზე იქნება მორგებული, თუმცა განსაკუთრებული აქცენტი ციფრულ მედიაზე გაკეთდება. კამპანიისთვის იქმნება სპეციალური ვებ - გვერიც, სადაც ჯანსაღ კვებასთან დაკავშირებული მრავალფეროვანი კონტეტნი განთავსდება - ვიდეო რგოლები, რეცეპტები, რჩევები, სახალისო თამაშები და სხვა. საქართველოში კამპანიის განვითარებას შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ბეკოს ფეისბუქის გვერდზე: facebook.com/BekoGeo

#იკვებეჩემპიონივით

(R)

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი