პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სერგეენკო - მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ასეთი ტიპის შეზღუდვები მნიშვნელოვნად ამცირებს თამბაქოს მოხმარებას
სერგეენკო - მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ასეთი ტიპის შეზღუდვები მნიშვნელოვნად ამცირებს თამბაქოს მოხმარებას

მეც­ნი­ე­რუ­ლად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია, რომ ასე­თი ტი­პის შე­ზღუდ­ვე­ბი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ამ­ცი­რებს სა­კუთ­რივ თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბას, ისე­ვე რო­გორც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ამ­ცი­რებს თამ­ბა­ქოს­გან გა­მოწ­ვე­ულ ზი­ანს, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის მი­ნის­ტრმა და­ვით სერ­გე­ენ­კომ ჟურ­ნა­ლის­ტებს თამ­ბა­ქოს აკ­რძალ­ვის შე­სა­ხებ კა­ნო­ნის ამოქ­მე­დე­ბა­ზე კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, კა­ნო­ნის სრულ­ყო­ფი­ლად ამოქ­მე­დე­ბა ათი­ა­თა­სო­ბით ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლეს გა­და­არ­ჩენს.

"დღე­ი­დან ძა­ლა­ში შე­ვი­და უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც თა­ვი­სი ში­ნა­არ­სით აღარ არის მხო­ლოდ მე­ქა­ნი­კუ­რი აკ­რძალ­ვა. ეს არის მეც­ნი­ე­რუ­ლად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი, რომ ასე­თი ტი­პის შე­ზღუდ­ვე­ბი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ამ­ცი­რებს სა­კუთ­რივ თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბას ისე­ვე, რო­გორც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ამ­ცი­რებს თამ­ბა­ქოს­გან გა­მოწ­ვე­ულ ზი­ანს. ძა­ლი­ან რთუ­ლი ჩა­მო­სათ­ვლე­ლია ისე­თი და­ა­ვა­დე­ბა, რო­მელ­ზეც თამ­ბა­ქოს ნე­გა­ტი­უ­რი გავ­ლე­ნა არ აქვს. წი­ნას­წა­რი კვლე­ვე­ბით და გათ­ვლე­ბით ამ აკ­რძალ­ვებ­მა მო­მა­ვა­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ათე­ულ-ათა­სო­ბით ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სი­ცო­ცხლე უნდა გა­და­არ­ჩი­ნოს. ამი­ტომ ვი­სარ­გებ­ლებ შემ­თხვე­ვით და ყვე­ლას ვთხოვ, მო­ვუ­წო­დებ ,რომ და­იც­ვან ეს მარ­ტი­ვი, მაგ­რამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წე­სე­ბი", - გა­ნა­ცხა­და სერ­გე­ენ­კომ.

მი­ნის­ტრის თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ტარ­და კვლე­ვა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, თამ­ბა­ქოს მო­წე­ვის გამო და­ხუ­რულ სივ­რცე­ში წე­ლი­წად­ში და­ახ­ლო­ე­ბით 10 ათა­სი ადა­მი­ა­ნი და­კარ­გავს სი­ცო­ცხლეს.

რაც შე­ე­ხე­ბა აღ­სრუ­ლე­ბას მი­ნის­ტრი ამ­ბობს, რომ კა­ნო­ნი ყვე­ლამ უნდა და­იც­ვას.

"თუმ­ცა, თა­ვის­თა­ვად კა­ნო­ნის არ­სე­ბო­ბა არ ნიშ­ნავს, რომ ერთ დღე­ში მოგ­ვარ­დე­ბა ყვე­ლა­ფე­რი. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მო­სახ­ლე­ო­ბის მხარ­და­ჭე­რა და სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­სახ­ლე­ო­ბის 80% ამ აკ­რძალ­ვას მხარს უჭერს. აღ­სრუ­ლე­ბის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში პა­სუ­ხის­მგე­ბელ­მა პი­რებ­მა იმ შემ­თხვე­ვა­ში როცა დარ­ღვე­ვას და­ი­ნა­ხა­ვენ, ზრდი­ლო­ბი­ა­ნად და ტაქ­ტი­ა­ნად უნდა მო­უ­წო­დონ კა­ნო­ნის დაც­ვის­კენ დამ­რღვევს. არ­სე­ბობს გზა, რომ­ლი­თაც კა­ნონ­დამ­რღვე­ვე­ბი შე­სა­ბა­მის პა­სუხს აგე­ბენ", - გა­ნა­ცხა­და სერ­გე­ენ­კომ.

სერგეენკო - მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ასეთი ტიპის შეზღუდვები მნიშვნელოვნად ამცირებს თამბაქოს მოხმარებას

სერგეენკო - მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ასეთი ტიპის შეზღუდვები მნიშვნელოვნად ამცირებს თამბაქოს მოხმარებას

მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ასეთი ტიპის შეზღუდვები მნიშვნელოვნად ამცირებს საკუთრივ თამბაქოს მოხმარებას, ისევე როგორც მნიშვნელოვნად ამცირებს თამბაქოსგან გამოწვეულ ზიანს, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს თამბაქოს აკრძალვის შესახებ კანონის ამოქმედებაზე კომენტირებისას განუცხადა.

მისივე თქმით, კანონის სრულყოფილად ამოქმედება ათიათასობით ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს.

"დღეიდან ძალაში შევიდა უმნიშვნელოვანესი კანონი, რომელიც თავისი შინაარსით აღარ არის მხოლოდ მექანიკური აკრძალვა. ეს არის მეცნიერულად დადასტურებული, რომ ასეთი ტიპის შეზღუდვები მნიშვნელოვნად ამცირებს საკუთრივ თამბაქოს მოხმარებას ისევე, როგორც მნიშვნელოვნად ამცირებს თამბაქოსგან გამოწვეულ ზიანს. ძალიან რთული ჩამოსათვლელია ისეთი დაავადება, რომელზეც თამბაქოს ნეგატიური გავლენა არ აქვს. წინასწარი კვლევებით და გათვლებით ამ აკრძალვებმა მომავალი პერიოდის განმავლობაში ათეულ-ათასობით ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლე უნდა გადაარჩინოს. ამიტომ ვისარგებლებ შემთხვევით და ყველას ვთხოვ, მოვუწოდებ ,რომ დაიცვან ეს მარტივი, მაგრამ მნიშვნელოვანი წესები", - განაცხადა სერგეენკომ.

მინისტრის თქმით, საქართველოში ჩატარდა კვლევა, რომლის თანახმადაც, თამბაქოს მოწევის გამო დახურულ სივრცეში წელიწადში დაახლოებით 10 ათასი ადამიანი დაკარგავს სიცოცხლეს.

რაც შეეხება აღსრულებას მინისტრი ამბობს, რომ კანონი ყველამ უნდა დაიცვას.

"თუმცა, თავისთავად კანონის არსებობა არ ნიშნავს, რომ ერთ დღეში მოგვარდება ყველაფერი. ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობის მხარდაჭერა და საქართველოში მოსახლეობის 80% ამ აკრძალვას მხარს უჭერს. აღსრულების ადმინისტრირებას რაც შეეხება, დაწესებულებებში პასუხისმგებელმა პირებმა იმ შემთხვევაში როცა დარღვევას დაინახავენ, ზრდილობიანად და ტაქტიანად უნდა მოუწოდონ კანონის დაცვისკენ დამრღვევს. არსებობს გზა, რომლითაც კანონდამრღვევები შესაბამის პასუხს აგებენ", - განაცხადა სერგეენკომ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."