მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირლანდიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა - რა პრივილეგიით ისარგებლებენ საქართველოს მოქალაქეები
ირლანდიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა - რა პრივილეგიით ისარგებლებენ საქართველოს მოქალაქეები

ირ­ლან­დი­ის რეს­პუბ­ლი­კამ სა­ქარ­თვე­ლო უსაფრ­თხო კა­ტე­გო­რი­ის ქვეყ­ნე­ბის სი­ა­ში შე­იყ­ვა­ნა. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­დან აც­ნო­ბეს, აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ირ­ლან­დი­ის იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრომ მი­ი­ღო. მი­ნის­ტრის შე­სა­ბა­მის გან­კარ­გუ­ლე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლომ ამ კა­ტე­გო­რი­ა­ში აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის სხვა ქვეყ­ნებ­თან ერ­თად გა­და­ი­ნაც­ვლა.

ირ­ლან­დია ევ­რო­კავ­ში­რის/შენ­გე­ნის სივ­რცე­ში მე­ცხრე ქვე­ყა­ნაა იმ თორ­მე­ტი სა­ხელ­მწი­ფო­დან, რო­მელ­საც აღ­ნიშ­ნუ­ლი კლა­სი­ფი­კა­ცია გა­აჩ­ნია და რო­მელ­მაც სა­ქარ­თვე­ლოს­თან მი­მარ­თე­ბა­ში შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო. სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში აცხა­დე­ბენ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა კი­დევ ერთხელ მე­ტყვე­ლებს და­სავ­ლე­ლი პარტნი­ო­რე­ბის მხრი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რე­ფორ­მე­ბის გზით ადა­მი­ა­ნის ფუნ­და­მენ­ტუ­რი უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის აღი­ა­რე­ბა­ზე.

„ირ­ლან­დი­ის რეს­პუბ­ლი­კის მხრი­დან სა­ქარ­თვე­ლოს უსაფრ­თხო ქვეყ­ნე­ბის სი­ა­ში შეყ­ვა­ნის შე­დე­გად სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის თავ­შე­საფ­რის გა­ნა­ცხა­დე­ბის გან­სა­ხილ­ვე­ლად გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი პრო­ცე­დუ­რა, რაც გა­ნა­ცხა­დის გან­ხილ­ვის ვა­დას შე­ამ­ცი­რებს“, - აცხა­დე­ბენ სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლო უსაფრ­თხო ქვეყ­ნად აღი­ა­რე­ბუ­ლი აქვს ლუქ­სემ­ბურგს, ბელ­გი­ას, ნი­დერ­ლან­დებს, საფ­რან­გეთს, ბულ­გა­რეთს, ავ­სტრი­ას, ლიხ­ტენშტე­ინს და ის­ლან­დი­ას.

ირ­ლან­დი­ის რეს­პუბ­ლი­კის აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ძა­ლა­შია მიმ­დი­ნა­რე წლის 16 აპ­რი­ლი­დან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

ირლანდიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა - რა პრივილეგიით ისარგებლებენ საქართველოს მოქალაქეები

ირლანდიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა - რა პრივილეგიით ისარგებლებენ საქართველოს მოქალაქეები

ირლანდიის რესპუბლიკამ საქართველო უსაფრთხო კატეგორიის ქვეყნების სიაში შეიყვანა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნული გადაწყვეტილება ირლანდიის იუსტიციის სამინისტრომ მიიღო. მინისტრის შესაბამის განკარგულებაში აღნიშნულია, რომ საქართველომ ამ კატეგორიაში აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებთან ერთად გადაინაცვლა.

ირლანდია ევროკავშირის/შენგენის სივრცეში მეცხრე ქვეყანაა იმ თორმეტი სახელმწიფოდან, რომელსაც აღნიშნული კლასიფიკაცია გააჩნია და რომელმაც საქართველოსთან მიმართებაში შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო. საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ მეტყველებს დასავლელი პარტნიორების მხრიდან საქართველოში დემოკრატიული რეფორმების გზით ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის აღიარებაზე.

„ირლანდიის რესპუბლიკის მხრიდან საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანის შედეგად საქართველოს მოქალაქეების თავშესაფრის განაცხადების განსახილველად გამოყენებული იქნება დაჩქარებული პროცედურა, რაც განაცხადის განხილვის ვადას შეამცირებს“, - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარებული აქვს ლუქსემბურგს, ბელგიას, ნიდერლანდებს, საფრანგეთს, ბულგარეთს, ავსტრიას, ლიხტენშტეინს და ისლანდიას.

ირლანდიის რესპუბლიკის აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაშია მიმდინარე წლის 16 აპრილიდან.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."