Faceამბები
კონფლიქტები
პოლიტიკა

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
საზოგადოება
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
”სათვალეს არ იკეთებენ, ვიდრე წასაკითხად ხელის სიგრძე ყოფნით” - რა პრობლემებს ავირიდებთ თავიდან სათვალის დროულად გამოყენებით
”სათვალეს არ იკეთებენ, ვიდრე წასაკითხად ხელის სიგრძე ყოფნით” - რა პრობლემებს ავირიდებთ თავიდან სათვალის დროულად გამოყენებით

51 წლის ქალ­ბა­ტო­ნი მზია წლე­ბია, მხედ­ვე­ლო­ბის, ანუ ოპ­ტი­კურ სათ­ვა­ლეს ატა­რებს. ახლა ეს აქ­სე­სუ­ა­რი მისი ცხოვ­რე­ბის ნა­წი­ლია და სრუ­ლი­ად არ უქ­მნის დის­კომ­ფორ­ტს. თუმ­ცა იხ­სე­ნებს, რომ სკო­ლა­ში სწა­ვა­ლის პე­რი­ოდ­ში სათ­ვა­ლე­ზე კა­ტე­გო­რი­უ­ლი უარი რომ არ ეთ­ქვა და შე­სა­ბა­მის ასაკ­ში მისი პრობ­ლე­მის კო­რექ­ცია მომ­ხდა­რი­ყო, მუდ­მი­ვად სათ­ვა­ლის ტა­რე­ბა აღარ დას­ჭირ­დე­ბო­და.

”წლებ­თან ერ­თად შე­იც­ვა­ლა მიდ­გო­მა. მე რომ სკო­ლა­ში ვწავ­ლობ­დი, თა­ნა­ტო­ლე­ბი ხში­რად დამ­ცი­ნოდ­ნენ, რაც მა­კომ­პლექ­სებ­და და დე­და­მაც ვე­რაფ­რით შეძ­ლო ჩემი და­თან­ხმე­ბა, რომ სათ­ვა­ლე მე­ტა­რე­ბი­ნა. შე­დე­გად, ჩემი და­ა­ვა­დე­ბა მძაფ­რდე­ბო­და და თი­ნე­ი­ჯე­რო­ბის ბოლო წლე­ბი­დან მუდ­მი­ვად სათ­ვა­ლეს ვა­ტა­რებ. ანა­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მა აღ­მო­აჩ­ნდა ჩემს შვილ­საც, რო­მელ­მაც სა­ჭი­რო პე­რი­ოდ­ში სათ­ვა­ლე ატა­რა და კომ­პლექ­სუ­რი მიდ­გო­მის შე­დე­გად მისი პრობ­ლე­მა მა­ლე­ვე მოგ­ვრა­და. ახლა მას შე­სა­ნიშ­ნა­ვი მხედ­ვე­ლო­ბა აქვს და აღარც სათ­ვა­ლე სჭირ­დე­ბა. სან­დროს კი, ჩემს 4 წლის შვი­ლიშ­ვილს, იმ­დე­ნად მოს­წონს სათ­ვა­ლე, რომ პრობ­ლე­მა არ აქვს, მაგ­რამ მა­ინც ითხოვს, ვუ­ყი­დოთ ისე­თი სათ­ვა­ლე, რო­გო­რიც მის რამ­დე­ნი­მე მე­გო­ბარს აქვს ბაღ­ში. სათ­ვა­ლის მი­მართ მიდ­გო­მის შეც­ვი­ლი ტენ­დე­ნი­ცა ძა­ლი­ან მომ­წონს. ეს, ალ­ბათ, ამ­ჟა­მად არ­სე­ბულ­მა სათ­ვა­ლე­ე­ბის მრა­ვალ­ფე­რო­ვან­მა არ­ჩე­ვან­მაც გა­ნა­პი­რო­ბა. არ­სე­ბობს რამ­დე­ნი­მე მა­ღა­ზია, რო­მე­ლიც მარ­თლაც ხა­რის­ხი­ან და მო­დურ სათ­ვა­ლე­ებს გვთა­ვა­ზობს. მე მათი დახ­მა­რე­ბით იმ­დე­ნად კარ­გად მო­ვირ­გე სათ­ვა­ლე, რომ ახლა ეს აქ­სე­სუ­ა­რი ჩემი ვი­ზუ­ა­ლის გა­ნუყ­რე­ლი ნა­წი­ლია და ისე­ვე ვი­წო­ნებ მი­სით თავს, რო­გორც მზის სათ­ვა­ლით.”

ასე­თია მზი­ას ის­ტო­რია, რომ­ლის მსგავ­სიც სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­ერ­თი მო­ი­ძებ­ნე­ბა. ექი­მის კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი გან­მარ­ტე­ბის გა­რე­შეც, ლიას ის­ტო­რი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ნა­თე­ლია, თუ რო­გო­რია სათ­ვა­ლის მი­მართ მიდ­გო­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში და რო­გორ იც­ვლე­ბა ის წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. ერთი რამ კი ცალ­სა­ხაა, სათ­ვა­ლე აქ­სე­სუ­ა­რია, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნის თვა­ლის ჩი­ნის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ში უდი­დეს როლს ას­რუ­ლებს.

სა­ქარ­თვე­ლოს­გან გან­სხვა­ვე­ბით, გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში სათ­ვა­ლის მომ­ხმა­რე­ბელ­თა რი­ცხვი მა­ღა­ლია. თუმ­ცა, ეს არ ნიშ­ნავს, რომ ამ ქვეყ­ნებ­ში სხვებ­თან შე­და­რე­ბით უფრო ცუ­დად ხე­და­ვენ. უკვე მოს­წავ­ლე­ებს, სტუ­დენ­ტებს, ოფი­სის თა­ნამ­შრომ­ლებს ენიშ­ნე­ბათ თვა­ლის დაღ­ლი­ლო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ სა­მუ­შაო, სა­ო­ფი­სე სათ­ვა­ლე მი­ნი­მა­ლუ­რი კო­რექ­ცი­ი­თაც კი და სპე­ცი­ა­ლუ­რი დამ­ცა­ვი ფილტრით, რო­მე­ლიც ბლო­კავს ინ­ტე­რი­ე­რის გა­ნა­თე­ბის, ლედ-ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მოს­ხი­ვე­ბას. გარ­და ამი­სა, კვლე­ვე­ბი ადას­ტუ­რებს, რომ ადა­მი­ან­თა უმ­რავ­ლე­სო­ბას აქვს ას­ტიგ­მა­ტიზ­მი 0.25 და მეტი, შე­სა­ბა­მი­სად, უნდა და­ი­ნიშ­ნოს ეს მი­ნი­მა­ლუ­რი კო­რექ­ცი­აც, რომ თვა­ლის დაღ­ლი­ლო­ბა თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ.

”რო­ნი­კოს” ექიმ-ოფ­თალ­მო­ლო­გის, კონ­ტაქ­ტო­ლო­გის ნანა აფხა­ზა­ვას გან­მარ­ტე­ბით, სა­კითხს გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი მიდ­გო­მა სჭირ­დე­ბა.

”როცა არ­სე­ბობს თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი (ან­ტი­რეფ­ლექ­სი, ლედ-ლურ­ჯი სხი­ვის დაბ­ლოკ­ვის ფილტრი), რა­ტომ არ უნდა მი­ვა­ნი­ჭოთ ეს კომ­ფორ­ტი ჩვენს თვალს. როცა ადა­მი­ანს შე­უძ­ლია სათ­ვა­ლე­ში უკეთ ხე­დავ­დეს, რა­ტო­მაც არ უნდა ხე­დავ­დეს უფრო მკვეთრ კაშ­კა­შა ფე­რებს, კონ­ტრას­ტულ ხა­რის­ხი­ან გა­მო­სა­ხუ­ლე­ბას. ამით ვზრდით ხედ­ვის და შე­სა­ბა­მი­სად, ცხოვ­რე­ბის ხა­რის­ხის,” - აღ­ნიშ­ნავს ნანა აფხაზ­ვა.

”სა­ქარ­თვე­ლო­ში ბოლო წლებ­ში სათ­ვა­ლის მი­მართ მიდ­გო­მა იც­ვლე­ბა და ეს მი­სა­სალ­მე­ბე­ლია. პირ­ვე­ლა­დი მი­ზე­ზი, რა­ტო­მაც სათ­ვა­ლეს მხო­ლოდ უკი­დუ­რეს შემ­თხვე­ვა­ში მი­მარ­თა­ვენ, სათ­ვა­ლის ჩარ­ჩოს კომ­პლექ­სია. ზარ­მა­ცი თვა­ლის შემ­თხვე­ვა­ში ხში­რია დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი მო­მარ­თვა, რად­გან ბავ­შვიც და მშო­ბე­ლიც შემ­თხვე­ვით აღ­მო­ა­ჩენს ხოლ­მე, რომ ცალი თვა­ლი უფრო ცუ­დად ხე­დავს. ასა­კობ­რი­ვი სათ­ვა­ლის და­ნიშ­ვნას რაც შე­ე­ხე­ბა, თით­ქმის 95%-ში გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლად დაგ­ვი­ა­ნე­ბით ხდე­ბა. რაც სი­ნამ­დვი­ლე­ში პრობ­ლე­მის უფრო სწრაფ პროგ­რე­სი­რე­ბას იწ­ვევს და იწყე­ბა ას­თე­ნო­პი­უ­რი ჩი­ვი­ლე­ბი - წვა, სი­წით­ლე, სიმ­შრა­ლე, ტკი­ვი­ლი წარ­ბე­ბის არე­ში. “თვა­ლი არ გა­ზარ­მაც­დეს” - ეს შე­ხე­დუ­ლე­ბა მცდა­რია. ამით უფრო ვარ­თუ­ლებთ მდგო­მა­რე­ო­ბას და ხელს ვუ­წყობთ შე­უქ­ცე­ვად გარ­თუ­ლე­ბებს, სწრაფ პროგ­რე­სი­რე­ბას. ბევ­რის­თვის და­მა­ტე­ბი­თი აქ­სე­სუ­ა­რის არ­სე­ბო­ბა დის­კო­ფორ­ტია. მცი­რე­დი ნა­წი­ლი ვერ ეგუ­ე­ბა სათ­ვა­ლეს. თუმ­ცა ამ დროს არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს, რომ მთა­ვა­რი მი­ზა­ნი კარ­გი მხედ­ვე­ლო­ბაა. როცა გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი მო­ტი­ვა­ცია არის კარ­გი ხედ­ვა, ნე­ბის­მი­ე­რი სირ­თუ­ლის სათ­ვა­ლე შე­გუ­ე­ბა­დია,” - გან­მარ­ტავს ექი­მი ოფ­თალ­მო­ლო­გი.

ზო­გა­დად, მხედ­ვე­ლო­ბის დაქ­ვე­ი­თე­ბის დად­გე­ნა ბავ­შვში სი­ცო­ცხლის პირ­ვე­ლი დღე­ე­ბი­დან არის შე­საძ­ლე­ბე­ლი. მხედ­ვე­ლო­ბის სწო­რი გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის კი სათ­ვა­ლის და­ნიშნ­ვა აუ­ცი­ლებ­ლად დრო­უ­ლად უნდა მოხ­დეს. ძი­რი­თა­დი ნიშ­ნე­ბი, რი­თაც უნდა მივ­ხვდეთ, რომ ბავ­შვს მხედ­ვე­ლო­ბი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი აქვს, არის: თვა­ლე­ბის მო­ჭუტ­ვა, ცალი თვა­ლის გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი ხამ­ხა­მი, სი­ნათ­ლე­ზე მო­მა­ტე­ბუ­ლი მგრძნო­ბე­ლო­ბა, საგ­ნებ­თან (ტე­ლე­ვი­ზორ­თან, წიგნ­თან, სმარ­ტფონ­თან) მი­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პო­ზი­ცია, ყუ­რე­ბი­სას თა­ვის ირი­ბი-გვერ­დუ­ლი პო­ზი­ცია. პრობ­ლე­მის ზო­გა­დი ნიშ­ნე­ბი კი ასე­თია: წვა, ქა­ვი­ლი, სი­წით­ლე, თა­ვის ტკი­ვი­ლი წარ­ბე­ბის არე­ში, ფო­კუ­სი­რე­ბის გარ­თუ­ლე­ბა ახლო მან­ძილ­ზე მუ­შა­ო­ბი­დან შორს მზე­რის გა­და­ტა­ნის დროს.

ნანა აფხა­ზა­ვას გან­მარ­ტე­ბით, არ­სე­ბობს და­ა­ვა­დე­ბე­ბი, რომ­ლე­ბისც სწო­რი სათ­ვა­ლის სა­ჭი­რო პე­რი­ოდ­ში ხმა­რე­ბით, სრუ­ლად იკურ­ნე­ბა. ასე­თია ამ­ბლი­ო­პია ანუ ზარ­მა­ცი თვა­ლი, სი­ელ­მე. ამ დროს სა­ჭი­როა სათ­ვა­ლე, რათა ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან­ვე თვალს ქონ­დეს სრუ­ლი კო­რექ­ცია და მაქ­სი­მა­ლუ­რად გან­ვი­თარ­დეს მხედ­ვე­ლო­ბა. ამით დი­აგ­ნო­ზის - ზარ­მა­ცი თვა­ლი ანუ ამ­ბლი­ო­პია თა­ვი­დან აცი­ლე­ბაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში პრობ­ლე­მა პრო­გე­სი­რებს და გა­ნი­კურ­ნე­ბელ და­ა­ვა­დე­ბად ყა­ლიბ­დე­ბა.

”ახ­ლომ­ხედ­ვე­ლო­ბა, შორ­სმხედ­ვე­ლო­ბა, ას­ტიგ­მა­ტიზ­მი - ამ დი­აგ­ნო­ზის შემ­თხვე­ვა­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია შე­ა­ბა­მი­სი კო­რექ­ცი­ის ტა­რე­ბა მხედ­ვე­ლო­ბის სრულ­ყო­ფი­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის. მი­ო­პია თა­ვის­თა­ვად პროგ­რე­სი­რე­ბას გა­ნიც­დის ბავ­შვის ზრდას­თან ერ­თად. ზო­გა­დად შე­ჩე­რე­ბის ასა­კად მი­იჩ­ნე­ვა 18-20 წელი, მაგ­რამ ესეც პი­რო­ბი­თია და შე­იძ­ლე­ბა შემ­დეგ წლებ­შიც გა­ნიც­დი­დეს ზრდას. 38 წლის ასა­კი­დან იწყე­ბა პრეს­ბი­ო­პია, ფო­კუ­სი­რე­ბის გარ­თუ­ლე­ბა, კი­თხვის გაძ­ნე­ლე­ბა ახლო მან­ძილ­ზე, აკო­მო­და­ცი­უ­რი კუნ­თის და ბრო­ლის გამ­კვრი­ვე­ბის გამო. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია თა­ვი­და­ვე და­ი­ნიშ­ნოს სა­მუ­შაო სათ­ვა­ლე, რათა ავი­ცი­ლოთ სწრა­ფი პროგ­რე­სი­რე­ბა. ნო­მე­რი პროგ­რე­სი­რებს და ეს არის ბუ­ნებ­რი­ვი პრო­ცე­სი. სათ­ვა­ლის დრო­უ­ლი და­ნიშ­ვნით ჩვენ სა­კუ­თარ თავს ვა­ნი­ჭებთ კარგ ხედ­ვას, მხედ­ვე­ლო­ბი­თი დაღ­ლი­ლო­ბის მოხ­სნას და ვი­რი­დებთ მას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სწრაფ პროგ­რე­სი­რე­ბას. რაც უფრო ვძა­ბავთ თვალს, მით ხელს ვუ­წყობთ პროგ­რე­სი­რე­ბას,” - გა­მარ­ტავს ნანა აფხა­ზა­ვა.

ჩვე­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც თქვენს თვა­ლებ­ზე ცუ­დად მოქ­მე­დებს:

· სმარ­ტფონ­თან ხან­გრძლი­ვი მუ­შა­ო­ბა

· ღა­მით ტე­ლე­ვი­ზო­რის ყუ­რე­ბა

· კონ­ტაქ­ტუ­რი ლინ­ზე­ბით ძილი

· თვა­ლე­ბის ხანგძლი­ვი ზელ­ვა

· თვა­ლის წვე­თე­ბის გა­და­ჭარ­ბე­ბით გა­მო­ყე­ნე­ბა

· სა­ო­ჯა­ხო ქი­მი­ას­თან გა­უფრ­თხი­ლე­ბე­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა

· თვა­ლის მა­კი­ა­ჟის არას­წო­რი გა­მო­ყე­ნე­ბა

· არა­საკ­მა­რი­სი ძილი

· მხედ­ვე­ლო­ბის სათ­ვა­ლის არ­გა­მო­ყე­ნე­ბა (რიგ შემ­თხვე­ვა­ში, მზის სათ­ვა­ლი­საც)

· ოფ­თალ­მო­ლოგ­თან არა­რე­გუ­ლა­რუ­ლი კონ­სულ­ტა­ცია

ლელა შარვაძე
0

გულწრფელი მადლობა ნანა ექიმს <3, გულისხმიერ, დაუზარელ, გამოცდილ და სასიამოვნოაურიან პროფოფესიონალს <3 , რისკქვეშ მყოფი პაციენტის10 წლის განმავლობაში თვალის ფსკერის მაღალკვალიფიციური კონსულტაციებით გადარჩენისათვის <3 

”სათვალეს არ იკეთებენ, ვიდრე წასაკითხად ხელის სიგრძე ყოფნით” - რა პრობლემებს ავირიდებთ თავიდან სათვალის დროულად გამოყენებით

”სათვალეს არ იკეთებენ, ვიდრე წასაკითხად ხელის სიგრძე ყოფნით” - რა პრობლემებს ავირიდებთ თავიდან სათვალის დროულად გამოყენებით

51 წლის ქალბატონი მზია წლებია, მხედველობის, ანუ ოპტიკურ სათვალეს ატარებს. ახლა ეს აქსესუარი მისი ცხოვრების ნაწილია და სრულიად არ უქმნის დისკომფორტს. თუმცა იხსენებს, რომ სკოლაში სწავალის პერიოდში სათვალეზე კატეგორიული უარი რომ არ ეთქვა და შესაბამის ასაკში მისი პრობლემის კორექცია მომხდარიყო, მუდმივად სათვალის ტარება აღარ დასჭირდებოდა.

”წლებთან ერთად შეიცვალა მიდგომა. მე რომ სკოლაში ვწავლობდი, თანატოლები ხშირად დამცინოდნენ, რაც მაკომპლექსებდა და დედამაც ვერაფრით შეძლო ჩემი დათანხმება, რომ სათვალე მეტარებინა. შედეგად, ჩემი დაავადება მძაფრდებოდა და თინეიჯერობის ბოლო წლებიდან მუდმივად სათვალეს ვატარებ. ანალოგიური პრობლემა აღმოაჩნდა ჩემს შვილსაც, რომელმაც საჭირო პერიოდში სათვალე ატარა და კომპლექსური მიდგომის შედეგად მისი პრობლემა მალევე მოგვრადა. ახლა მას შესანიშნავი მხედველობა აქვს და აღარც სათვალე სჭირდება. სანდროს კი, ჩემს 4 წლის შვილიშვილს, იმდენად მოსწონს სათვალე, რომ პრობლემა არ აქვს, მაგრამ მაინც ითხოვს, ვუყიდოთ ისეთი სათვალე, როგორიც მის რამდენიმე მეგობარს აქვს ბაღში. სათვალის მიმართ მიდგომის შეცვილი ტენდენიცა ძალიან მომწონს. ეს, ალბათ, ამჟამად არსებულმა სათვალეების მრავალფეროვანმა არჩევანმაც განაპირობა. არსებობს რამდენიმე მაღაზია, რომელიც მართლაც ხარისხიან და მოდურ სათვალეებს გვთავაზობს. მე მათი დახმარებით იმდენად კარგად მოვირგე სათვალე, რომ ახლა ეს აქსესუარი ჩემი ვიზუალის განუყრელი ნაწილია და ისევე ვიწონებ მისით თავს, როგორც მზის სათვალით.”

ასეთია მზიას ისტორია, რომლის მსგავსიც საქართველოში არაერთი მოიძებნება. ექიმის კვალიფიციური განმარტების გარეშეც, ლიას ისტორიიდან გამომდინარე ნათელია, თუ როგორია სათვალის მიმართ მიდგომა საქართველოში და როგორ იცვლება ის წლების განმავლობაში. ერთი რამ კი ცალსახაა, სათვალე აქსესუარია, რომელიც ადამიანის თვალის ჩინის შენარჩუნებაში უდიდეს როლს ასრულებს.

საქართველოსგან განსხვავებით, განვითარებულ ქვეყნებში სათვალის მომხმარებელთა რიცხვი მაღალია. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ამ ქვეყნებში სხვებთან შედარებით უფრო ცუდად ხედავენ. უკვე მოსწავლეებს, სტუდენტებს, ოფისის თანამშრომლებს ენიშნებათ თვალის დაღლილობის განვითარების საწინააღმდეგოდ სამუშაო, საოფისე სათვალე მინიმალური კორექციითაც კი და სპეციალური დამცავი ფილტრით, რომელიც ბლოკავს ინტერიერის განათების, ლედ-ტექნოლოგიების გამოსხივებას. გარდა ამისა, კვლევები ადასტურებს, რომ ადამიანთა უმრავლესობას აქვს ასტიგმატიზმი 0.25 და მეტი, შესაბამისად, უნდა დაინიშნოს ეს მინიმალური კორექციაც, რომ თვალის დაღლილობა თავიდან ავიცილოთ.

”რონიკოს” ექიმ-ოფთალმოლოგის, კონტაქტოლოგის ნანა აფხაზავას განმარტებით, საკითხს გაცნობიერებული მიდგომა სჭირდება.

”როცა არსებობს თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებები (ანტირეფლექსი, ლედ-ლურჯი სხივის დაბლოკვის ფილტრი), რატომ არ უნდა მივანიჭოთ ეს კომფორტი ჩვენს თვალს. როცა ადამიანს შეუძლია სათვალეში უკეთ ხედავდეს, რატომაც არ უნდა ხედავდეს უფრო მკვეთრ კაშკაშა ფერებს, კონტრასტულ ხარისხიან გამოსახულებას. ამით ვზრდით ხედვის და შესაბამისად, ცხოვრების ხარისხის,” - აღნიშნავს ნანა აფხაზვა.

”საქართველოში ბოლო წლებში სათვალის მიმართ მიდგომა იცვლება და ეს მისასალმებელია. პირველადი მიზეზი, რატომაც სათვალეს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მიმართავენ, სათვალის ჩარჩოს კომპლექსია. ზარმაცი თვალის შემთხვევაში ხშირია დაგვიანებული მომართვა, რადგან ბავშვიც და მშობელიც შემთხვევით აღმოაჩენს ხოლმე, რომ ცალი თვალი უფრო ცუდად ხედავს. ასაკობრივი სათვალის დანიშვნას რაც შეეხება, თითქმის 95%-ში გაცნობიერებულად დაგვიანებით ხდება. რაც სინამდვილეში პრობლემის უფრო სწრაფ პროგრესირებას იწვევს და იწყება ასთენოპიური ჩივილები - წვა, სიწითლე, სიმშრალე, ტკივილი წარბების არეში. “თვალი არ გაზარმაცდეს” - ეს შეხედულება მცდარია. ამით უფრო ვართულებთ მდგომარეობას და ხელს ვუწყობთ შეუქცევად გართულებებს, სწრაფ პროგრესირებას. ბევრისთვის დამატებითი აქსესუარის არსებობა დისკოფორტია. მცირედი ნაწილი ვერ ეგუება სათვალეს. თუმცა ამ დროს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მთავარი მიზანი კარგი მხედველობაა. როცა გაცნობიერებული მოტივაცია არის კარგი ხედვა, ნებისმიერი სირთულის სათვალე შეგუებადია,” - განმარტავს ექიმი ოფთალმოლოგი.

ზოგადად, მხედველობის დაქვეითების დადგენა ბავშვში სიცოცხლის პირველი დღეებიდან არის შესაძლებელი. მხედველობის სწორი განვითარებისათვის კი სათვალის დანიშნვა აუცილებლად დროულად უნდა მოხდეს. ძირითადი ნიშნები, რითაც უნდა მივხვდეთ, რომ ბავშვს მხედველობიასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, არის: თვალების მოჭუტვა, ცალი თვალის გაძლიერებული ხამხამი, სინათლეზე მომატებული მგრძნობელობა, საგნებთან (ტელევიზორთან, წიგნთან, სმარტფონთან) მიახლოებული პოზიცია, ყურებისას თავის ირიბი-გვერდული პოზიცია. პრობლემის ზოგადი ნიშნები კი ასეთია: წვა, ქავილი, სიწითლე, თავის ტკივილი წარბების არეში, ფოკუსირების გართულება ახლო მანძილზე მუშაობიდან შორს მზერის გადატანის დროს.

ნანა აფხაზავას განმარტებით, არსებობს დაავადებები, რომლებისც სწორი სათვალის საჭირო პერიოდში ხმარებით, სრულად იკურნება. ასეთია ამბლიოპია ანუ ზარმაცი თვალი, სიელმე. ამ დროს საჭიროა სათვალე, რათა ადრეული ასაკიდანვე თვალს ქონდეს სრული კორექცია და მაქსიმალურად განვითარდეს მხედველობა. ამით დიაგნოზის - ზარმაცი თვალი ანუ ამბლიოპია თავიდან აცილებაა შესაძლებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემა პროგესირებს და განიკურნებელ დაავადებად ყალიბდება.

”ახლომხედველობა, შორსმხედველობა, ასტიგმატიზმი - ამ დიაგნოზის შემთხვევაში აუცილებელია შეაბამისი კორექციის ტარება მხედველობის სრულყოფილი განვითარებისათვის. მიოპია თავისთავად პროგრესირებას განიცდის ბავშვის ზრდასთან ერთად. ზოგადად შეჩერების ასაკად მიიჩნევა 18-20 წელი, მაგრამ ესეც პირობითია და შეიძლება შემდეგ წლებშიც განიცდიდეს ზრდას. 38 წლის ასაკიდან იწყება პრესბიოპია, ფოკუსირების გართულება, კითხვის გაძნელება ახლო მანძილზე, აკომოდაციური კუნთის და ბროლის გამკვრივების გამო. მნიშვნელოვანია თავიდავე დაინიშნოს სამუშაო სათვალე, რათა ავიცილოთ სწრაფი პროგრესირება. ნომერი პროგრესირებს და ეს არის ბუნებრივი პროცესი. სათვალის დროული დანიშვნით ჩვენ საკუთარ თავს ვანიჭებთ კარგ ხედვას, მხედველობითი დაღლილობის მოხსნას და ვირიდებთ მასთან დაკავშირებულ სწრაფ პროგრესირებას. რაც უფრო ვძაბავთ თვალს, მით ხელს ვუწყობთ პროგრესირებას,” - გამარტავს ნანა აფხაზავა.

ჩვევები, რომლებიც თქვენს თვალებზე ცუდად მოქმედებს:

· სმარტფონთან ხანგრძლივი მუშაობა

· ღამით ტელევიზორის ყურება

· კონტაქტური ლინზებით ძილი

· თვალების ხანგძლივი ზელვა

· თვალის წვეთების გადაჭარბებით გამოყენება

· საოჯახო ქიმიასთან გაუფრთხილებელი დამოკიდებულება

· თვალის მაკიაჟის არასწორი გამოყენება

· არასაკმარისი ძილი

· მხედველობის სათვალის არგამოყენება (რიგ შემთხვევაში, მზის სათვალისაც)

· ოფთალმოლოგთან არარეგულარული კონსულტაცია

ქართულმა ფარმაცევტულმა საწარმო „ავერსი-რაციონალმა“ საერთაშორისო აღიარება კიდევ ერთხელ მოიპოვა

როგორ გაუზომავენ სიცხეს მოსწავლეთა ერთდროულ ნაკადს?

5 რჩევა მათთვის, ვინც ბინის შეძენას აპირებს