მსოფლიო
სამართალი

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ისჯებიან საქართველოში ცოლების მკვლელი ქმრები
როგორ ისჯებიან საქართველოში ცოლების მკვლელი ქმრები

წლე­ბია, ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბა­სა და ფე­მი­ცი­დის შემ­თხვე­ვებ­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს­გან მკაცრ რე­ა­გი­რე­ბას ითხოვს, რიგ შემ­თხვე­ვებ­ში სა­სა­მარ­თლოს მიერ მო­ძა­ლა­დე­ე­ბის მი­მართ გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნიც დგე­ბა, თუმ­ცა გენ­დერუ­ლი ნიშ­ნით მკვლე­ლო­ბე­ბის სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი მა­ინც შემ­ზა­რა­ვია.

„პარტნი­ო­რო­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის­თვის“ იუ­რის­ტის, ანა თავ­ხე­ლი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის ან­გა­რი­შის მი­ხედ­ვით, ბოლო ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბას 40 ქალი ემსხვერ­პლა. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, რო­გორც გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი, ისე გა­უხ­მა­უ­რე­ბე­ლი საქ­მე­ე­ბის ნა­წილ­ზე სა­სა­მარ­თლო­ში გან­ხილ­ვა ჯერ კი­დევ მიმ­დი­ნა­რე­ობს, თუმ­ცა იუ­რის­ტის შე­ფა­სე­ბით, გა­სულ წლებ­ში რამ­დე­ნი­მე გახ­მა­უ­რე­ბულ საქ­მე­ზე გა­მო­ტა­ნი­ლი გა­ნა­ჩე­ნი ცხად­ყოფს, რომ სა­ხელ­მწი­ფომ ფე­მი­ცი­დის შემ­თხვე­ვე­ბის მი­მართ მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა კა­ნო­ნის გამ­კაც­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით უნდა იგ­რძნოს.

რო­გორ სჯის სა­სა­მარ­თლო ქალ­ზე მო­ძა­ლა­დე ქმრებს ან ნა­თე­სა­ვებს, რომ­ლებ­მაც ისი­ნი სა­სიკ­ვდი­ლოდ გა­ი­მე­ტეს?

„პარტნი­ო­რო­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის­თვის“ იუ­რის­ტი ანა თავ­ხე­ლი­ძე და „სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის“ იუ­რის­ტი მიშა ჯა­ხუა რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვას იხ­სე­ნე­ბენ. იუ­რის­ტე­ბის გან­მარ­ტე­ბით, მსგავ­სი საქ­მე­ე­ბის ძი­რი­თად ნა­წილს, რო­მელ­საც სა­სა­მარ­თლო გა­ნი­ხი­ლავს და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბად, ფე­მი­ცი­დის კვა­ლი­ფი­კა­ცია არ ენი­ჭე­ბა, რაც ხარ­ვე­ზად შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს. ანა თავ­ხე­ლი­ძე 22 წლის სა­ლო­მე ჯორ­ბე­ნა­ძის მკვლე­ლო­ბის გახ­მა­უ­რე­ბულ საქ­მეს იხ­სე­ნებს, რო­მელ­შიც, მისი თქმით, ხარ­ვე­ზე­ბი იკ­ვე­თე­ბა.

„საქ­მე­ში ხარ­ვე­ზი იმ კუ­თხით იკ­ვე­თე­ბა, რომ გენ­დერულ ნი­შან­ზე აქ­ცენ­ტი სა­ერ­თოდ არ გა­კე­თე­ბუ­ლა, შე­სა­ბა­მი­სად, სას­ჯე­ლი საკ­მა­ოდ არაპ­რო­პორ­ცი­უ­ლია. ეს ფე­მი­ცი­დის ერთ-ერთი კლა­სი­კუ­რი შემ­თხვე­ვა იყო და 11 წელი პრო­პორ­ცი­ულ სას­ჯე­ლად ნამ­დვი­ლად ვერ ჩა­ით­ვლე­ბა. ეს საქ­მე იმ კუ­თხით არის პრე­ცე­დენ­ტუ­ლი, რომ სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რე­ბის­გან უმოქ­მე­დო­ბა დად­გინ­და. აღ­მოჩ­ნდა, რომ შს სა­მი­ნის­ტრო და პრო­კუ­რა­ტუ­რა უმოქ­მე­დო იყო, ამი­ტომ სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ პირ­ვე­ლი ინ­სტან­ცი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ძა­ლა­ში და­ტო­ვა და სა­ხელ­მწი­ფოს ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბა და­ე­კის­რა,“ - გან­მარ­ტავს ანა თავ­ხე­ლი­ძე.

AMBEBI.GE-მ ქმრე­ბის მიერ მე­უღ­ლე­ე­ბის მკვლე­ლო­ბის კი­დევ რამ­დე­ნი­მე გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა მო­ი­ძია, რომ­ლებ­ზეც სა­სა­მარ­თლოს მიერ გა­ნა­ჩე­ნი უკვე გა­მო­ტა­ნი­ლია.

ერთ-ერთი ასე­თი შემ­თხვე­ვა 2017 წლის 4 იან­ვარს, თბი­ლის­ში, აღ­მა­შე­ნებ­ლის ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი სას­ტი­კი მკვლე­ლო­ბაა, რო­დე­საც 50 წლის ვახ­ტანგ სამ­ხა­რა­ძემ ცოლი, 49 წლის ზიზი ურუ­შა­ძე მოკ­ლა. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სამ­ხა­რა­ძემ მე­უღ­ლე თო­კით გა­გუ­და. ბრალ­დე­ბუ­ლი პო­ლი­ცი­ა­ში თვი­თონ გა­მო­ცხად­და და ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი აღი­ა­რა. მოკ­ლუ­ლი ქა­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბი მაქ­სი­მა­ლურ სას­ჯელს ითხოვ­დნენ. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მოკ­ლულს უამ­რა­ვი და­ზი­ა­ნე­ბა ეტყო­ბო­და სხე­ულ­ზე, სა­ხე­ზე სი­ლურ­ჯე­ე­ბი, შუბ­ლზე - კოპი, ცხვი­რის ძვა­ლი გა­ტე­ხი­ლი, ნი­კა­პი და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი, თი­თე­ბი დამ­ტვრე­უ­ლი, ფე­ხე­ბი გა­და­ტყა­ვე­ბუ­ლი... ეჭ­ვი­ა­ნო­ბის ნი­ა­დაგ­ზე ცო­ლის მკვლე­ლო­ბის­თვის ვახ­ტანგ სამ­ხა­რა­ძეს 11 წელი მი­ე­სა­ჯა.

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ 2017 წელს ცო­ლის მკვლე­ლო­ბის კი­დევ ერთ გახ­მა­უ­რე­ბულ საქ­მე­ზე გა­მო­ი­ტა­ნა 11-წლი­ა­ნი გა­ნა­ჩე­ნი. საქ­მე ეხე­ბა ქვე­მო ფო­ნი­ჭა­ლა­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე ნოვ­რაზ ალი­ე­ვის მიერ მე­უღ­ლის სას­ტიკ მკვლე­ლო­ბას. შემ­თხვე­ვა 2016 წლის 12 ივ­ლისს, მოხ­და. ნოვ­რაზ ალი­ევ­მა ეჭ­ვი­ა­ნო­ბის ნი­ა­დაგ­ზე, შუ­რის­ძი­ე­ბის მო­ტი­ვით, მე­უღ­ლეს, 20 წლის კი­უ­ნაი ისა­ე­ვას და­ნით ჭრი­ლო­ბა ყე­ლის არე­ში მი­ა­ყე­ნა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. დაჭ­რი­ლი მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბის შე­დე­გად სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ნოვ­რაზ ალი­ე­ვი იმა­ვე ღა­მეს თბი­ლი­სი-რუს­თა­ვის გზატ­კე­ცი­ლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­ა­კა­ვეს.

2016 წელს ქარ­თუ­ლი მე­დია კი­დევ ერთ სას­ტიკ მკვლე­ლო­ბა­ზე წერ­და. საქ­მე ეხე­ბა ედუ­არდ პა­პა­ნი­ა­ნის მიერ ცო­ლის,პა­ი­წარ პა­პა­ნი­ა­ნის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას. ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ­მა ბრალ­დე­ბულ­მა ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, მოკ­ვლის გან­ზრახ­ვით, მე­უღ­ლეს - პა­ი­წარ პა­პა­ნი­ანს, და­ნით, გულ­მკერ­დი­სა და ზურ­გის არე­ში ორი შე­მა­ვა­ლი და 18 ნაკ­ვეთ-ნა­ჩხვლე­ტი ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა. პა­ი­წარ პა­პა­ნი­ა­ნი მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის შემ­დეგ ედუ­არდ პა­პა­ნი­ა­ნი მი­ი­მა­ლა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მიერ იგი რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში იქნა და­კა­ვე­ბუ­ლი. თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­თა კო­ლე­გი­ამ პა­პა­ნი­ა­ნი დამ­ნა­შა­ვედ სცნო სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის­თვის, სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად გა­ნუ­სა­ზღვრა თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა 10 წლის ვა­დით.

2016 წელს, ვარ­კე­თილ­ში, 35 წლის ნელი სო­ნი­ძე მე­უღ­ლემ მოკ­ლა. ამ შემ­თხვე­ვა­შიც ეჭ­ვი­ა­ნო­ბის ნი­ა­დაგ­ზე ჩა­დე­ნი­ლი მკვლე­ლო­ბა იკ­ვე­თე­ბა. 42 წლის სან­დრო ღვი­ნი­აშ­ვილ­მა მე­უღ­ლეს დანა ყელ­ში ჩას­ცა, ნელი სო­ნი­ძის გა­დარ­ჩე­ნა შე­უძ­ლე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა. შს სა­მი­ნის­ტრომ საქ­მე გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ზე, 108-ე მუხ­ლით აღ­ძრა და ბრალ­დე­ბუ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნიც დად­გა. სა­სა­მარ­თლომ მას 10 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა.

„108-ე მუხ­ლით მი­ნი­მა­ლუ­რი სას­ჯე­ლი 7 წე­ლია გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი, მაქ­სი­მა­ლუ­რი - 14, თუმ­ცა მაქ­სი­მა­ლუ­რი სას­ჯე­ლი არ­ცერთ გახ­მა­უ­რე­ბულ საქ­მე­ზე არ დამ­დგა­რა, ყო­ველ­თვის რა­ღაც სა­შუ­ა­ლო სას­ჯე­ლი დგე­ბა, ამი­ტომ რო­გორც წინა შემ­თხვე­ვა­ში, პრო­პორ­ცი­ულ სას­ჯე­ლად ესეც ვერ ჩა­ით­ვლე­ბა. ამ საქ­მე­შიც აქ­ცენ­ტი კეთ­დე­ბო­და მე­ზობ­ლე­ბის ჩვე­ნე­ბებ­სა და გან­მარ­ტე­ბებ­ზე, რომ­ლე­ბიც ქა­ლის ყოფა-ქცე­ვა­ზე უთი­თებ­დნენ, რომ ის არ იყო მე­ო­ჯა­ხე, ქა­ლის­თვის შე­უ­ფე­რებ­ლად იქ­ცე­ო­და და ა. შ. აქ­ცენ­ტი გა­და­ტა­ნი­ლი იყო გენ­დერულ როლ­ზე და გენ­დერუ­ლი ნიშ­ნით მკვლე­ლო­ბის ჩა­დე­ნა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბად საქ­მე­ში არ ფი­გუ­რი­რებ­და,“ - ამ­ბობს „პარტნი­ო­რო­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის­თვის“ იუ­რის­ტი ანა თავ­ხე­ლი­ძე.

2014 წელი მკვლე­ლო­ბა რუს­თავ­ში. „სა­ქარ­თვე­ლოს იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცია“ ამ შემ­თხვე­ვა­საც ფე­მი­ცი­დის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ით გა­ნი­ხი­ლავს. მიშა ჯა­ხუ­ას გან­მარ­ტე­ბით, მსხვერ­პლმა პო­ლი­ცი­ას დაც­ვის მო­თხოვ­ნით მი­მარ­თა, რომ­ლის მხრი­და­ნაც სა­თა­ნა­დო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის მი­ღე­ბა არ მოხ­და, გარ­და ამი­სა, რე­ა­გი­რე­ბა პრო­კუ­რა­ტუ­რის მხრი­და­ნაც უნდა მომ­ხდა­რი­ყო, სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბამ კი მსხვერ­პლის დაც­ვა ვერ უზ­რუნ­ველ­ყო და ქმარ­მა ქალი, სა­ხე­ლად ბელა, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის­თვის მი­მარ­თვი­დან 5 დღე­ში მოკ­ლა.

„ეს საქ­მე სა­სა­მარ­თლო­ში სა­ხელ­მწი­ფოს უმოქ­მე­დო­ბის კუ­თხი­თაა გა­სა­ჩივ­რე­ბუ­ლი. პირ­ვე­ლი ინ­სტან­ცი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ჩვე­ნი მო­თხოვ­ნა დაკ­მა­ყო­ფილ­და და შს სა­მი­ნის­ტრო­სა და მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რას ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბა და­ე­კის­რათ. ამ შემ­თხვე­ვა­ში სა­ხელ­მწი­ფომ ძა­ლა­დო­ბის შე­სა­ხებ იცო­და და მსხვერ­პლი ვერ და­იც­ვა,“ - გან­მარ­ტავს „სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის“ იუ­რის­ტი.

მიშა ჯა­ხუა აღ­ნიშ­ნავს, რომ გენ­დერუ­ლი ნიშ­ნით ძა­ლა­დო­ბა­ზე სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბე­ბი ახლა უფრო ახ­დე­ნენ რე­ა­გი­რე­ბას, ვიდ­რე გა­სულ წლებ­ში. „ბოლო შემ­თხვე­ვებ­ზე სა­ხელ­მწი­ფო რე­ა­გი­რე­ბას ახ­დენ­და, თუმ­ცა ეს საკ­მა­რი­სი არ იყო. ფაქ­ტია, რომ ახ­ლან­დე­ლი პო­ლი­ტი­კა გა­სულ წლებ­თან შე­და­რე­ბით უკე­თე­სია, თუმ­ცა კა­ნონ­მდებ­ლო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბი­სა და მსგავ­სი ფაქ­ტე­ბის პრე­ვენ­ცი­ის კუ­თხით, რა თქმა უნდა, მუ­შა­ო­ბა გა­საგ­რძე­ლე­ბე­ლია,“ - აღ­ნიშ­ნავს იუ­რის­ტი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ და­მა­ტე­ბი­თი მე­ქა­ნიზ­მე­ბის ამოქ­მე­დე­ბა და­ი­წყო. კერ­ძოდ, მო­ძა­ლა­დეს ორ­დე­რის გა­მო­ცე­მის გარ­და ელექტრო­ნულ სა­მა­ჯურ­საც გა­უ­კე­თე­ბენ. რო­გორც შს სა­მი­ნის­ტროს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ლონ­და თო­ლო­რა­ი­ამ გან­მარ­ტა, ელექტრო­ნუ­ლი სა­მა­ჯუ­რე­ბი გა­უ­კეთ­დე­ბა მა­ღა­ლი რის­კის მქო­ნე პი­რებს, თუ მათი მხრი­დან სი­ცო­ცხლის ან ჯან­მრთე­ლო­ბის მოს­პო­ბის სა­შიშ­რო­ე­ბა არ­სე­ბობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

როგორ ისჯებიან საქართველოში ცოლების მკვლელი ქმრები

როგორ ისჯებიან საქართველოში ცოლების მკვლელი ქმრები

წლებია, ოჯახში ძალადობასა და ფემიციდის შემთხვევებზე საზოგადოება სახელმწიფოსგან მკაცრ რეაგირებას ითხოვს, რიგ შემთხვევებში სასამართლოს მიერ მოძალადეების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენიც დგება, თუმცა გენდერული ნიშნით მკვლელობების სტატისტიკური მონაცემები მაინც შემზარავია.

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტის, ანა თავხელიძის ინფორმაციით, სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, ბოლო ორი წლის განმავლობაში ოჯახში ძალადობას 40 ქალი ემსხვერპლა. მისივე ინფორმაციით, როგორც გახმაურებული, ისე გაუხმაურებელი საქმეების ნაწილზე სასამართლოში განხილვა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, თუმცა იურისტის შეფასებით, გასულ წლებში რამდენიმე გახმაურებულ საქმეზე გამოტანილი განაჩენი ცხადყოფს, რომ სახელმწიფომ ფემიციდის შემთხვევების მიმართ მეტი პასუხისმგებლობა კანონის გამკაცრების მიმართულებით უნდა იგრძნოს.

როგორ სჯის სასამართლო ქალზე მოძალადე ქმრებს ან ნათესავებს, რომლებმაც ისინი სასიკვდილოდ გაიმეტეს?

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტი ანა თავხელიძე და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი მიშა ჯახუა რამდენიმე შემთხვევას იხსენებენ. იურისტების განმარტებით, მსგავსი საქმეების ძირითად ნაწილს, რომელსაც სასამართლო განიხილავს დამამძიმებელ გარემოებად, ფემიციდის კვალიფიკაცია არ ენიჭება, რაც ხარვეზად შეიძლება ჩაითვალოს. ანა თავხელიძე 22 წლის სალომე ჯორბენაძის მკვლელობის გახმაურებულ საქმეს იხსენებს, რომელშიც, მისი თქმით, ხარვეზები იკვეთება.

„საქმეში ხარვეზი იმ კუთხით იკვეთება, რომ გენდერულ ნიშანზე აქცენტი საერთოდ არ გაკეთებულა, შესაბამისად, სასჯელი საკმაოდ არაპროპორციულია. ეს ფემიციდის ერთ-ერთი კლასიკური შემთხვევა იყო და 11 წელი პროპორციულ სასჯელად ნამდვილად ვერ ჩაითვლება. ეს საქმე იმ კუთხით არის პრეცედენტული, რომ სახელმწიფო სტრუქტურებისგან უმოქმედობა დადგინდა. აღმოჩნდა, რომ შს სამინისტრო და პროკურატურა უმოქმედო იყო, ამიტომ სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და სახელმწიფოს ზიანის ანაზღაურება დაეკისრა,“ - განმარტავს ანა თავხელიძე.

AMBEBI.GE-მ ქმრების მიერ მეუღლეების მკვლელობის კიდევ რამდენიმე გახმაურებული შემთხვევა მოიძია, რომლებზეც სასამართლოს მიერ განაჩენი უკვე გამოტანილია.

ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა 2017 წლის 4 იანვარს, თბილისში, აღმაშენებლის ქუჩაზე მომხდარი სასტიკი მკვლელობაა, როდესაც 50 წლის ვახტანგ სამხარაძემ ცოლი, 49 წლის ზიზი ურუშაძე მოკლა. გამოძიების ინფორმაციით, სამხარაძემ მეუღლე თოკით გაგუდა. ბრალდებული პოლიციაში თვითონ გამოცხადდა და ჩადენილი დანაშაული აღიარა. მოკლული ქალის ოჯახის წევრები მაქსიმალურ სასჯელს ითხოვდნენ. მათი ინფორმაციით, მოკლულს უამრავი დაზიანება ეტყობოდა სხეულზე, სახეზე სილურჯეები, შუბლზე - კოპი, ცხვირის ძვალი გატეხილი, ნიკაპი დაზიანებული, თითები დამტვრეული, ფეხები გადატყავებული... ეჭვიანობის ნიადაგზე ცოლის მკვლელობისთვის ვახტანგ სამხარაძეს 11 წელი მიესაჯა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2017 წელს ცოლის მკვლელობის კიდევ ერთ გახმაურებულ საქმეზე გამოიტანა 11-წლიანი განაჩენი. საქმე ეხება ქვემო ფონიჭალაში საქართველოს მოქალაქე ნოვრაზ ალიევის მიერ მეუღლის სასტიკ მკვლელობას. შემთხვევა 2016 წლის 12 ივლისს, მოხდა. ნოვრაზ ალიევმა ეჭვიანობის ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, მეუღლეს, 20 წლის კიუნაი ისაევას დანით ჭრილობა ყელის არეში მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მიღებული დაზიანების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ნოვრაზ ალიევი იმავე ღამეს თბილისი-რუსთავის გზატკეცილის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

2016 წელს ქართული მედია კიდევ ერთ სასტიკ მკვლელობაზე წერდა. საქმე ეხება ედუარდ პაპანიანის მიერ ცოლის, პაიწარ პაპანიანის განზრახ მკვლელობას. ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მოკვლის განზრახვით, მეუღლეს - პაიწარ პაპანიანს, დანით, გულმკერდისა და ზურგის არეში ორი შემავალი და 18 ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა მიაყენა. პაიწარ პაპანიანი მიღებული დაზიანებების შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ ედუარდ პაპანიანი მიიმალა. სამართალდამცველების მიერ იგი რამდენიმე საათში იქნა დაკავებული. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ პაპანიანი დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით.

2016 წელს, ვარკეთილში, 35 წლის ნელი სონიძე მეუღლემ მოკლა. ამ შემთხვევაშიც ეჭვიანობის ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობა იკვეთება. 42 წლის სანდრო ღვინიაშვილმა მეუღლეს დანა ყელში ჩასცა, ნელი სონიძის გადარჩენა შეუძლებელი აღმოჩნდა. შს სამინისტრომ საქმე განზრახ მკვლელობაზე, 108-ე მუხლით აღძრა და ბრალდებულის წინააღმდეგ გამამტყუნებელი განაჩენიც დადგა. სასამართლომ მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

„108-ე მუხლით მინიმალური სასჯელი 7 წელია გათვალისწინებული, მაქსიმალური - 14, თუმცა მაქსიმალური სასჯელი არცერთ გახმაურებულ საქმეზე არ დამდგარა, ყოველთვის რაღაც საშუალო სასჯელი დგება, ამიტომ როგორც წინა შემთხვევაში, პროპორციულ სასჯელად ესეც ვერ ჩაითვლება. ამ საქმეშიც აქცენტი კეთდებოდა მეზობლების ჩვენებებსა და განმარტებებზე, რომლებიც ქალის ყოფა-ქცევაზე უთითებდნენ, რომ ის არ იყო მეოჯახე, ქალისთვის შეუფერებლად იქცეოდა და ა. შ. აქცენტი გადატანილი იყო გენდერულ როლზე და გენდერული ნიშნით მკვლელობის ჩადენა პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად საქმეში არ ფიგურირებდა,“ - ამბობს „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტი ანა თავხელიძე.

2014 წელი მკვლელობა რუსთავში. „საქართველოს იურისტთა ასოციაცია“ ამ შემთხვევასაც ფემიციდის კვალიფიკაციით განიხილავს. მიშა ჯახუას განმარტებით, მსხვერპლმა პოლიციას დაცვის მოთხოვნით მიმართა, რომლის მხრიდანაც სათანადო ღონისძიებების მიღება არ მოხდა, გარდა ამისა, რეაგირება პროკურატურის მხრიდანაც უნდა მომხდარიყო, საგამოძიებო უწყებამ კი მსხვერპლის დაცვა ვერ უზრუნველყო და ქმარმა ქალი, სახელად ბელა, სამართალდამცავი ორგანოებისთვის მიმართვიდან 5 დღეში მოკლა.

„ეს საქმე სასამართლოში სახელმწიფოს უმოქმედობის კუთხითაა გასაჩივრებული. პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებით, ჩვენი მოთხოვნა დაკმაყოფილდა და შს სამინისტროსა და მთავარ პროკურატურას ზიანის ანაზღაურება დაეკისრათ. ამ შემთხვევაში სახელმწიფომ ძალადობის შესახებ იცოდა და მსხვერპლი ვერ დაიცვა,“ - განმარტავს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი.

მიშა ჯახუა აღნიშნავს, რომ გენდერული ნიშნით ძალადობაზე სახელმწიფო უწყებები ახლა უფრო ახდენენ რეაგირებას, ვიდრე გასულ წლებში. „ბოლო შემთხვევებზე სახელმწიფო რეაგირებას ახდენდა, თუმცა ეს საკმარისი არ იყო. ფაქტია, რომ ახლანდელი პოლიტიკა გასულ წლებთან შედარებით უკეთესია, თუმცა კანონმდებლობის გაუმჯობესებისა და მსგავსი ფაქტების პრევენციის კუთხით, რა თქმა უნდა, მუშაობა გასაგრძელებელია,“ - აღნიშნავს იურისტი.

შეგახსენებთ, რომ ოჯახში ძალადობის პრევენციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დამატებითი მექანიზმების ამოქმედება დაიწყო. კერძოდ, მოძალადეს ორდერის გამოცემის გარდა ელექტრონულ სამაჯურსაც გაუკეთებენ. როგორც შს სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის ხელმძღვანელმა, ლონდა თოლორაიამ განმარტა, ელექტრონული სამაჯურები გაუკეთდება მაღალი რისკის მქონე პირებს, თუ მათი მხრიდან სიცოცხლის ან ჯანმრთელობის მოსპობის საშიშროება არსებობს.

უზნაძის ქუჩაზე, სკვერში გაყინული მამაკაცი იპოვეს

შსს-მ ნიკა მელიას დაკავების ღონისძიება დროებით გადადო - უწყების განცხადება

ქალაქ რენში დაკავებულია "ქართული მაფიის" 15 წევრი, მათ შორის კანონიერი ქურდები - რას წერს ფრანგული გამოცემა მასშტაბურ სპეცოპერაციაზე?