საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბი სრული შემადგენლობით გადადგა. ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გავრცელებულ ვიდეოში, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი აცხადებს.
მისი თქმით, მწვრთნელებს უშუალოდ თვითონ ესაუბრა. ქევხიშვილის განცხადებით, უახლოეს პერიოდში შემუშავდება მსოფლიო ჩემპიონატის მოსამზადებელი გეგმა.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები თელ-ავივში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე უმედლოდ დარჩა. საქართველოს ნაკრებს ირაკლი ცირეკიძე ხელმძღვანელობდა.