მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ეძებს ჩეხი მეთევზე ლისის ტბაზე: "არ ველოდი, რომ აქ რამე მსგავსს ვნახავდი..."
რას ეძებს ჩეხი მეთევზე ლისის ტბაზე: "არ ველოდი, რომ აქ რამე მსგავსს ვნახავდი..."

ბოლო დროს, მის შე­სა­ხებ ხში­რად ყვე­ბი­ან. ზო­გის­გან იმა­საც გა­ი­გებთ, წლე­ბია ლი­სის ტბა­ზე და­დის, ეძებს და ძვირ­ფას რა­მე­ებ­საც პო­უ­ლობ­სო. სი­ნამ­დვი­ლე­ში ზლატ­კო კოჟუშ­ნი­კი ჩეხი მე­თევ­ზეა. თევ­ზა­ო­ბა­ცა და მე­ტა­ლო დე­ტექ­ტო­რით ტბა­ში რა­ღა­ცე­ბის ძებ­ნაც, მისი ჰო­ბია.

„ტბის ირ­გვლივ სი­ა­რუ­ლი და ძებ­ნა წელს და­ვი­წყე, დე­კემ­ბერ­ში. ზამ­თრო­ბით თევ­ზი არ არის, მე კი ბუ­ნე­ბი­სა და ამ ტბის გა­რე­შე თავს ცუ­დად ვგრძნობ, ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე, მე­ტა­ლო დე­ტექ­ტო­რით მევ­ლო. ვნა­ხე და­კარ­გუ­ლი ბი­ჟუ­ტე­რია, მე­ტა­ლის სხვა­დას­ხვა ნივ­თი. ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო და საყ­ვა­რელ ნა­პოვნ ნივ­თებს თან ვა­ტა­რებ. უმ­რავ­ლე­სო­ბა უკვე და­ჟან­გუ­ლია და გაწ­მენ­და შე­უძ­ლე­ბე­ლია. ძვირ­ფა­სი არც ერთი არ არის, მაგ­რამ ჩემ­თვის ბევ­რს ნიშ­ნავს, რად­გან მე ვი­პო­ვე“ - მე­უბ­ნე­ბა მე­თევ­ზე.

იხი­ლეთ ვი­დეო

ყვე­ლა­ზე მე­ტად საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დრო­ინ­დე­ლი ნა­ხე­ვარ­კა­პი­კი­ა­ნი უყ­ვარს. მის­თვის ორ­მა­გი აღ­მო­ჩე­ნა გა­მოდ­გა - არ იცო­და თუ ნა­ხე­ვარ კა­პიკს ჭრიდ­ნენ.

„გა­მო­ვარ­ჩევ საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დრო­ინ­დელ, 1925 წლის ნა­ხე­ვარ კა­პი­კი­ანს. არ ვე­ლო­დი, რომ აქ რამე მსგავსს ვნა­ხავ­დი. არც კი ვი­ცო­დი, რომ ნა­ხე­ვა­რი კა­პი­კი სა­ერ­თოდ არ­სე­ბობ­და და ეს ცო­ტამ თუ იცის. ასე­ვე, მაქვს მე­ფის დრო­ინ­დე­ლი მო­ნე­ტე­ბი - 1903, 1910 და 1913 წლე­ბის. ვი­პო­ვე სამ­ხედ­რო ღი­ლე­ბი..."

როცა ყვე­ლა­ზე ძვე­ლი, 1831 წლის მო­ნე­ტა იპო­ვა, და­ი­ნე­ტერსდა რამ­დენ წელს ით­ვლის ლი­სის ტბა. ად­გი­ლობ­რი­ვებს ჰკი­თხა, მაგ­რამ ყვე­ლამ სხვა­დას­ხვა ვერ­სია უთხრა. აღ­მოჩ­ნდა, რომ ზუს­ტად არა­ვინ იცის. მერე დახ­მა­რე­ბა ერთ პრო­ფე­სორს სთხო­ვა. პრო­ფე­სო­რიც და­პირ­და, რომ აუ­ცი­ლებ­ლად გა­ი­გებ­და და ეტყო­და. უკვე სამი თვე გა­ვი­და, მაგ­რამ ზლატ­კო პა­სუხს მა­ინც ელო­დე­ბა.

„როცა მე­კი­თხე­ბი­ან, რას ვე­ძებ, ვპა­სუ­ხობ - ოქ­როს, მაგ­რამ ჯერ მხო­ლოდ ოც­ნე­ბაა. იქ­ნებ, ოდეს­მე, ვი­პო­ვო კი­დეც. ამ­ჟა­მად აღარ ვე­ძებ, ვთევ­ზა­ობ. რა­ტომ უნდა ეძე­ბო, როცა შე­გიძ­ლია ითევ­ზაო?!" - ამ­ბობს ჩეხი მე­თევ­ზე.

სა­ქარ­თვე­ლო­ში 1997 წელს ეუ­თოს მი­სი­ით ჩა­მო­ვი­და. იქ მუ­შა­ო­ბის პე­რი­ოდ­ში ქარ­თველ გო­გო­ნას შეხ­ვდა, შე­უყ­ვარ­და და და­ო­ჯახ­და.

„ეუ­თოს მერე, სხვადსხვა საქ­მის შეს­რუ­ლე­ბა­ში ერთ-ერთ აფ­თი­აქს ვეხ­მა­რე­ბო­დი. დღეს ტექ­სტებს ჩე­ხუ­რი ენი­დან რუ­სულ­სა და ინ­გლი­სურ ენებ­ზე ვთარ­გმნი. სა­მუ­შაო ბევ­რი არაა, ეს კი იმას ნიშ­ნავს, რომ სა­თევ­ზა­ოდ ბევ­რი დრო მრჩე­ბა. ცხოვ­რე­ბა ისე­თია, რომ ადა­მი­ანს სა­კუ­თა­რი პრო­ფე­სია აქვს, მაგ­რამ სი­ცო­ცხლის გან­მავ­ლო­ბა­ში, გარ­კვე­უ­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო, სხვა­დას­ხვა რა­მის კე­თე­ბა უწევს. ასე­თია ჩემი ცხოვ­რე­ბაც“.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ბედ­ნი­ე­რია, მაგ­რამ თა­ვი­სი სამ­შობ­ლო ენატ­რე­ბა. ბო­ლოს ერთი წლის წინ იყო. ამ­ბობს, რომ როცა ფული ექ­ნე­ბა, ისევ წავა.

თევ­ზა­ო­ბა, ჰო­ბია, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბას ანი­ჭებს. ამი­ტომ რამ­დე­ნი­მე ან­კე­სით, თა­ვი­სი სკა­მი­თა და დიდი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბით და­დის.

„ადა­მი­ა­ნი იმის­თვის არ თევ­ზა­ობს, რომ თევ­ზი და­ი­ჭი­როს, ეს თე­რა­პი­უ­ლი პრო­ცე­სია. ჰო­ბია, რო­მელ­საც შე­უძ­ლია, ბავ­შვი ბევრ ცუდ რა­მეს აა­რი­დოს. აქ დი­ლა­ო­ბით მშობ­ლებს შვი­ლე­ბი დაჰ­ყავთ, მთხო­ვენ ხოლ­მე, რომ ბავ­შვებს ან­კე­სი ვას­რო­ლი­ნო. სი­ა­მოვ­ნე­ბით ვეხ­მა­რე­ბი. ბავ­შვებს მოს­წონთ, მე კი მომ­წონს, რომ ასე­თი ფორ­მით შე­იძ­ლე­ბა პა­ტა­რას რა­ი­მე კარ­გის ინე­ტერ­სი გა­უ­ჩი­ნო“ - ამ­ბობს ზლატ­კო კოჟუშ­ნი­კი და ოც­ნე­ბას გვიმ­ხელს - სურს ბავ­შვე­ბის­თვის სა­ზა­ფხუ­ლო სა­თევ­ზაო სკო­ლის გახ­სნა, სა­დაც თა­ვად და იქა­უ­რი მე­თევ­ზე­ე­ბი თევ­ზა­ო­ბას ას­წავ­ლი­ან.

„შე­ვი­ძენთ რამ­დე­ნი­მე ან­კეს­სა და ყვე­ლა სა­ჭი­რო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბას. სა­ა­თი მი­ნი­მა­ლუ­რი თან­ხა - 5 ლარი ეღი­რე­ბა, რომ თა­ვი­სი ხარ­ჯე­ბი აა­ნა­ზღა­უ­როს. თევ­ზა­ო­ბა დას­ვე­ნე­ბის აქ­ტი­უ­რი ფორ­მაა. ბავ­შვი თან სუფ­თა ჰა­ერ­ზე და­ის­ვე­ნებს, თან თევ­ზა­ო­ბას ის­წავ­ლის, თან ბუ­ნე­ბას­თან კონ­ტაქ­ტი ექ­ნე­ბა. იმე­დია, ოდეს­მე მექ­ნე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბა და ხელ­შე­წყო­ბა, რომ ეს იდეა გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლო, რად­გან დროს, რო­მელ­საც ადა­მი­ა­ნი თევ­ზა­ო­ბა­ში ატა­რებს, სი­ცო­ცხლის დროდ არ მი­იჩ­ნე­ვა, ანუ რაც უფრო მეტს თევ­ზა­ობ, მით უფრო მეტს ცო­ცხლობ“.

ავ­ტო­რი: და­რი­ნა ქა­მა­და­ძე

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ნიკა მელია სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას და გირაოს გადახდას არ აპირებს

რას ეძებს ჩეხი მეთევზე ლისის ტბაზე: "არ ველოდი, რომ აქ რამე მსგავსს ვნახავდი..."

რას ეძებს ჩეხი მეთევზე ლისის ტბაზე: "არ ველოდი, რომ აქ რამე მსგავსს ვნახავდი..."

ბოლო დროს, მის შესახებ ხშირად ყვებიან. ზოგისგან იმასაც გაიგებთ, წლებია ლისის ტბაზე დადის, ეძებს და ძვირფას რამეებსაც პოულობსო. სინამდვილეში ზლატკო კოჟუშნიკი ჩეხი მეთევზეა. თევზაობაცა და მეტალო დეტექტორით ტბაში რაღაცების ძებნაც, მისი ჰობია.

„ტბის ირგვლივ სიარული და ძებნა წელს დავიწყე, დეკემბერში. ზამთრობით თევზი არ არის, მე კი ბუნებისა და ამ ტბის გარეშე თავს ცუდად ვგრძნობ, ამიტომ გადავწყვიტე, მეტალო დეტექტორით მევლო. ვნახე დაკარგული ბიჟუტერია, მეტალის სხვადასხვა ნივთი. ჩემთვის ყველაზე საინტერესო და საყვარელ ნაპოვნ ნივთებს თან ვატარებ. უმრავლესობა უკვე დაჟანგულია და გაწმენდა შეუძლებელია. ძვირფასი არც ერთი არ არის, მაგრამ ჩემთვის ბევრს ნიშნავს, რადგან მე ვიპოვე“ - მეუბნება მეთევზე.

იხილეთ ვიდეო

ყველაზე მეტად საბჭოთა კავშირის დროინდელი ნახევარკაპიკიანი უყვარს. მისთვის ორმაგი აღმოჩენა გამოდგა - არ იცოდა თუ ნახევარ კაპიკს ჭრიდნენ.

„გამოვარჩევ საბჭოთა კავშირის დროინდელ, 1925 წლის ნახევარ კაპიკიანს. არ ველოდი, რომ აქ რამე მსგავსს ვნახავდი. არც კი ვიცოდი, რომ ნახევარი კაპიკი საერთოდ არსებობდა და ეს ცოტამ თუ იცის. ასევე, მაქვს მეფის დროინდელი მონეტები - 1903, 1910 და 1913 წლების. ვიპოვე სამხედრო ღილები..."

როცა ყველაზე ძველი, 1831 წლის მონეტა იპოვა, დაინეტერსდა რამდენ წელს ითვლის ლისის ტბა. ადგილობრივებს ჰკითხა, მაგრამ ყველამ სხვადასხვა ვერსია უთხრა. აღმოჩნდა, რომ ზუსტად არავინ იცის. მერე დახმარება ერთ პროფესორს სთხოვა. პროფესორიც დაპირდა, რომ აუცილებლად გაიგებდა და ეტყოდა. უკვე სამი თვე გავიდა, მაგრამ ზლატკო პასუხს მაინც ელოდება.

„როცა მეკითხებიან, რას ვეძებ, ვპასუხობ - ოქროს, მაგრამ ჯერ მხოლოდ ოცნებაა. იქნებ, ოდესმე, ვიპოვო კიდეც. ამჟამად აღარ ვეძებ, ვთევზაობ. რატომ უნდა ეძებო, როცა შეგიძლია ითევზაო?!" - ამბობს ჩეხი მეთევზე.

საქართველოში 1997 წელს ეუთოს მისიით ჩამოვიდა. იქ მუშაობის პერიოდში ქართველ გოგონას შეხვდა, შეუყვარდა და დაოჯახდა.

„ეუთოს მერე, სხვადსხვა საქმის შესრულებაში ერთ-ერთ აფთიაქს ვეხმარებოდი. დღეს ტექსტებს ჩეხური ენიდან რუსულსა და ინგლისურ ენებზე ვთარგმნი. სამუშაო ბევრი არაა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ სათევზაოდ ბევრი დრო მრჩება. ცხოვრება ისეთია, რომ ადამიანს საკუთარი პროფესია აქვს, მაგრამ სიცოცხლის განმავლობაში, გარკვეული მიზეზების გამო, სხვადასხვა რამის კეთება უწევს. ასეთია ჩემი ცხოვრებაც“.

საქართველოში ბედნიერია, მაგრამ თავისი სამშობლო ენატრება. ბოლოს ერთი წლის წინ იყო. ამბობს, რომ როცა ფული ექნება, ისევ წავა.

თევზაობა, ჰობია, რომელიც ყველაზე დიდი სიამოვნებას ანიჭებს. ამიტომ რამდენიმე ანკესით, თავისი სკამითა და დიდი აღჭურვილობით დადის.

„ადამიანი იმისთვის არ თევზაობს, რომ თევზი დაიჭიროს, ეს თერაპიული პროცესია. ჰობია, რომელსაც შეუძლია, ბავშვი ბევრ ცუდ რამეს აარიდოს. აქ დილაობით მშობლებს შვილები დაჰყავთ, მთხოვენ ხოლმე, რომ ბავშვებს ანკესი ვასროლინო. სიამოვნებით ვეხმარები. ბავშვებს მოსწონთ, მე კი მომწონს, რომ ასეთი ფორმით შეიძლება პატარას რაიმე კარგის ინეტერსი გაუჩინო“ - ამბობს ზლატკო კოჟუშნიკი და ოცნებას გვიმხელს - სურს ბავშვებისთვის საზაფხულო სათევზაო სკოლის გახსნა, სადაც თავად და იქაური მეთევზეები თევზაობას ასწავლიან.

„შევიძენთ რამდენიმე ანკესსა და ყველა საჭირო აღჭურვილობას. საათი მინიმალური თანხა - 5 ლარი ეღირება, რომ თავისი ხარჯები აანაზღაუროს. თევზაობა დასვენების აქტიური ფორმაა. ბავშვი თან სუფთა ჰაერზე დაისვენებს, თან თევზაობას ისწავლის, თან ბუნებასთან კონტაქტი ექნება. იმედია, ოდესმე მექნება საშუალება და ხელშეწყობა, რომ ეს იდეა განვახორციელო, რადგან დროს, რომელსაც ადამიანი თევზაობაში ატარებს, სიცოცხლის დროდ არ მიიჩნევა, ანუ რაც უფრო მეტს თევზაობ, მით უფრო მეტს ცოცხლობ“.

ავტორი: დარინა ქამადაძე

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ