პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კაცი, რომელიც ქართულ სიმღერებს ახლებურად აჟღერებს - "ყველას ვუსურვებ გაცილებით მეტი აკეთოს, ვიდრე მე გამიკეთებია"
კაცი, რომელიც ქართულ სიმღერებს ახლებურად აჟღერებს - "ყველას ვუსურვებ გაცილებით მეტი აკეთოს, ვიდრე მე გამიკეთებია"

დღეს პრო­ექ­ტი "მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი~ მა­ყუ­რე­ბელს მე­ო­რე ლა­ივ­კონ­ცერტს შეს­თა­ვა­ზებს. შოუ რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში შედ­გე­ბა. კონ­კურ­სან­ტე­ბი დი­ლი­დან ღე­ლა­ვენ და სცე­ნა­ზე გა­სას­ვლე­ლად უკვე ემ­ზა­დე­ბი­ან.

პირ­ვე­ლი კონ­ცერ­ტის ეთერ­ში გას­ვლამ აჩ­ვე­ნა, რომ ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა მა­ყუ­რე­ბელს მარ­თლაც მო­ნატ­რე­ბია. შოუს უამ­რავ­მა ადა­მი­ან­მა უყუ­რა. გა­მო­იკ­ვეთ­ნენ ფა­ვო­რი­ტე­ბიც. "მხო­ლოდ ქარ­თუ­ლის~ მუ­სი­კა­ლუ­რი ხელ­მძღვა­ნე­ლია ზვი­ად ბოლ­ქვა­ძე - ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც უშუ­ა­ლოდ ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე ინ­ტერპრე­ტა­ცი­ა­ზე და ახალ ჟღე­რა­დო­ბა­ზე მუ­შა­ობს. უმ­რავ­ლე­სო­ბას მოს­წონს მისი ნა­მუ­შე­ვა­რი, თუმ­ცა არი­ან ისე­თე­ბიც, ვინც ამ­ბობს, რომ ეს ის არ არის, რა­საც ზვი­ად ბოლ­ქვა­ძე ჩვე­უ­ლებ­რივ ამ­ბად მი­იჩ­ნევს. თა­ვად პრო­ექ­ტზე სა­უ­ბარს კი ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი ასე იწყებს:

"ერთი მარ­ტი­ვი პა­სუ­ხი მაქვს, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლა კარგ წა­მო­წყე­ბას მი­ვე­სალ­მე­ბი და ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ, თუკი რამ შე­მიძ­ლია გა­ვა­კე­თო და ვინ­მეს ჩემი გა­მოც­დი­ლე­ბით გა­მო­ვად­გე. ამ პრო­ექ­ტში მთა­ვა­რი ამ­ბა­ვი ის არის, რომ ქარ­თუ­ლი მუ­სი­კა კვლავ აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­დეს. და­ვა­ფა­სოთ ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბის შე­მოქ­მე­დე­ბა, უფრო ახ­ლოს გა­ვეც­ნოთ, კარ­გად იცოდ­ნენ ბავ­შვებ­მა. მო­მა­ვალ­ში კი ყვე­ლა­ფე­რი ემ­სა­ხუ­რე­ბა იმას, რომ გაჩ­ნდეს სურ­ვი­ლი, ვიმ­ღე­როთ ქარ­თუ­ლად, ახალ­გაზ­რდა კომ­პო­ზი­ტო­რებ­საც გა­უჩ­ნდეთ სურ­ვი­ლი, წე­რონ მუ­სი­კა, რო­მე­ლიც ქარ­თუ­ლად სრულ­დე­ბა.

- "მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი~ თქვენ­გან დიდ ძა­ლის­ხმე­ვას მო­ი­თხოვს, ამ­დე­ნი თემა გაქვთ ყო­ვე­ლი კონ­ცერ­ტის­თვის მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი, და­სა­მუ­შა­ვე­ბე­ლი. დრო საკ­მა­რი­სია ამის­თვის?

- ერთი კვი­რაც არ მაქვს, მხო­ლოდ ერთი დღე. ორ­შა­ბათს პირ­და­პი­რი ეთე­რია, სამ­შა­ბათს სიმ­ღე­რე­ბი თა­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით, ფორ­მით მზად უნდა მქონ­დეს, რომ ოთხშა­ბათს ბენდმა გა­არ­ჩი­ოს და მომ­ღერ­ლებ­მა იმ­ღე­რონ... ასეთ რე­ჟიმ­ში ვმუ­შა­ობთ, თუმ­ცა ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა.

- კონ­კურ­სან­ტე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა გა­მო­უც­დე­ლია, არ აქვთ მუ­სი­კო­სებ­თან, სცე­ნა­ზე დგო­მის გა­მოც­დი­ლე­ბა... მუ­შა­ო­ბა­ში რო­გორ მოგ­ყვე­ბი­ან?

- უკ­მა­ყო­ფი­ლო არ ვარ. კარ­გე­ბი არი­ან, თუ რამ­დე­ნი­მეს არ ჩავ­თვლით, გა­მოც­დი­ლე­ბა არც ერთს არ აქვს. ეს კონ­კურ­სი, რო­გორც პრო­ექ­ტის ავ­ტო­რე­ბი ამ­ბო­ბენ, დამ­წყე­ბი მუ­სი­კო­სე­ბის­თვი­საა. ოღონდ, კა­რი­ე­რა­შემ­დგა­რი მუ­სი­კო­სე­ბის­თვის არ გახ­ლავთ. კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე ახალ­გაზ­რდებ­მა მუ­სი­კა­ში რა­ღა­ცე­ბი უნდა ის­წავ­ლონ, ეს პრო­ექ­ტი მათ­თვის გარ­კვე­უ­ლი სას­წავ­ლო პრო­ცე­სია. 2-3-თვი­ან პა­ტა­რა შოუ-სკო­ლას გა­ივ­ლი­ან აქ.

პირ­ველ კონ­ცერ­ტზე ზოგ­მა უფრო კარ­გად შეძ­ლო თა­ვის წარ­მო­ჩე­ნა, ზოგ­მა - ნაკ­ლე­ბად. ზოგი რე­პე­ტი­ცი­ა­ზე იყო უკე­თე­სი და ზოგი - სცე­ნა­ზე. ნუ, პირ­ვე­ლი კონ­ცერ­ტი იყო და ბუ­ნებ­რი­ვია, ღე­ლავ­დნენ, გა­ნიც­დიდ­ნენ. ეს არ­თუ­ლებ­და სი­ტუ­ა­ცი­ას, თან, დაღ­ლი­ლე­ბიც იყ­ვნენ.

- მუ­სი­კას, რო­მე­ლიც ჩვენ­თვის კარ­გა­დაა ნაც­ნო­ბი და ყურ­შია გამ­ჯდა­რი, ახალ, თა­ნა­მედ­რო­ვე ჟღე­რა­დო­ბას სძენთ. რას ნიშ­ნავს ეს თქვენ­თვის?

- ასე­თი რა­ღა­ცე­ბი, თუ თვალს გა­და­ვავ­ლებთ წარ­სულს, ყო­ველ­თვის ხდე­ბო­და და ასეც გაგ­რძელ­დე­ბა, ვერ შე­ვა­ჩე­რებთ. ახალ­გაზ­რდე­ბი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი თა­ო­ბაა, ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლე­ბი და მო­აზ­როვ­ნე­ე­ბი არი­ან, აქვთ მშვე­ნი­ე­რი გე­მოვ­ნე­ბა. ასე რომ, მთა­ვა­რია, ქარ­თუ­ლი მუ­სი­კა იყოს აქ­ტუ­ა­ლუ­რი, მას­ზე მო­თხოვ­ნი­ლე­ბა გაჩ­ნდეს, იმპრო­ვი­ზა­ცი­ა­ში ვი­თარ­დე­ბო­დეს. სა­ერ­თოდ კი, ჩვე­ნი ქარ­თუ­ლი მუ­სი­კაც ასე შე­მო­ი­ნა­ხეს ჩვენ­მა წი­ნაპ­რებ­მა. დღეს რაც მე­ტად აქ­ტუ­ა­ლუ­რი იქ­ნე­ბა და მეტს გა­უჩ­ნდე­ბა სურ­ვი­ლი, მას მი­ე­ახ­ლოს, იმ გან­წყო­ბით, რომ მთა­ვა­რი ღერ­ძი არ და­ე­კარ­გოს, აუ­ცი­ლე­ბე­ლიც კია. მი­ნი­მა­ლუ­რად უნდა შე­ე­ხო და არ უნდა და­ა­ზი­ა­ნო. ამას ბევ­რი აკე­თებს და, რა თქმა უნდა, აქ გე­მოვ­ნე­ბაა მთა­ვა­რი.

ამ პრო­ექ­ტის შემ­დეგ, შე­იძ­ლე­ბა ზოგს კი­დეც გა­უჩ­ნდეს მსგავ­სი აზრი, მაგ­რამ ვი­მე­ო­რებ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ძი­რი­თა­დი ღერ­ძი არ და­ი­კარ­გოს. ისე, ამას ნე­ბის­მი­ე­რი ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლი თა­ვი­სე­ბუ­რად თა­ვის რე­პერ­ტუ­არ­ში აკე­თებს და ზუს­ტად იგი­ვე ხდე­ბა აქაც.

- თუმ­ცა არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც ძვე­ლი სიმ­ღე­რე­ბის თქვენ მიერ შექ­მნი­ლი ინ­ტერპრე­ტა­ცი­ე­ბი დი­დად არ მოს­წონთ. რას ეტყო­დით მათ?

- არა­ფერს არ ვე­ტყვი, გარ­და იმი­სა, რომ თუ რამე კარ­გი მოხ­დე­ბა მათ ცხოვ­რე­ბა­ში, ამით, სხვებ­თან ერ­თად, მხო­ლოდ ვი­ა­მა­ყებ. ყვე­ლას ვუ­სურ­ვებ, რომ ჩემ­ზე გა­ცი­ლე­ბით მეტი გა­ა­კე­თონ, ბევ­რს მი­აღ­წი­ონ, დიდი მუ­სი­კა აჩუ­ქონ ჩვენს ქვე­ყა­ნას, კარ­გის მეტი არა­ფე­რი შე­მიძ­ლია ვთქვა. რაც შე­ე­ხე­ბა მათ აზრს და შე­ხე­დუ­ლე­ბებს ყვე­ლას თა­ვი­სე­ბუ­რი მიდ­გო­მა, გე­მოვ­ნე­ბა აქვს და ასეც უნდა იყოს. თუმ­ცა, ხომ ვამ­ბობ, ყვე­ლას გუ­ლით ვუ­სურ­ვებ გა­ცი­ლე­ბით მეტი აკე­თოს, ვიდ­რე თუნ­დაც მე ვა­კე­თებ და გა­მი­კე­თე­ბია.

- დღეს "რუს­თა­ვი 2~-ის ეთერ­ში, ამ პრო­ექ­ტით, ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რის წარ­მო­ჩე­ნა ხდე­ბა, რა­საც თქვენ უდ­გა­ხართ სა­თა­ვე­ში. რო­გო­რია ქარ­თუ­ლი მუ­სი­კის მო­მა­ვა­ლი?

- უდი­დე­სი შეგ­რძნე­ბის მქო­ნე ერი ვართ და ქარ­თვე­ლი კაცი ყო­ველ­თვის სა­ო­ცარ მუ­სი­კას ქმნი­და, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იყო ყვე­ლა­ფე­რი, რაც ჩვე­ნამ­დე მო­სუ­ლა. არა მგო­ნია, მას მო­მა­ვა­ლი არ ჰქონ­დეს, პი­რი­ქით, მაგ­რამ რაც მე­ტად მო­ეხ­სნე­ბა მარ­წუ­ხე­ბი ჩვენს რე­ა­ლო­ბას, გა­ცი­ლე­ბით მე­ტად გაშ­ლის ქარ­თვე­ლი კაცი ფრთებს. გა­ცი­ლებთ დიდი წარ­მა­ტე­ბა, ას­პა­რე­ზი და მას­შტა­ბე­ბი გვექ­ნე­ბა მსოფ­ლი­ო­შიც!

ავტორი:

კაცი, რომელიც ქართულ სიმღერებს ახლებურად აჟღერებს - "ყველას ვუსურვებ გაცილებით მეტი აკეთოს, ვიდრე მე გამიკეთებია"

კაცი, რომელიც ქართულ სიმღერებს ახლებურად აჟღერებს - "ყველას ვუსურვებ გაცილებით მეტი აკეთოს, ვიდრე მე გამიკეთებია"

დღეს პროექტი `მხოლოდ ქართული~ მაყურებელს მეორე ლაივკონცერტს შესთავაზებს. შოუ რუსთაველის თეატრში შედგება. კონკურსანტები დილიდან ღელავენ და სცენაზე გასასვლელად უკვე ემზადებიან.

პირველი კონცერტის ეთერში გასვლამ აჩვენა, რომ ქართული სიმღერა მაყურებელს მართლაც მონატრებია. შოუს უამრავმა ადამიანმა უყურა. გამოიკვეთნენ ფავორიტებიც. `მხოლოდ ქართულის~ მუსიკალური ხელმძღვანელია ზვიად ბოლქვაძე - ადამიანი, რომელიც უშუალოდ ქართული სიმღერების თანამედროვე ინტერპრეტაციაზე და ახალ ჟღერადობაზე მუშაობს. უმრავლესობას მოსწონს მისი ნამუშევარი, თუმცა არიან ისეთებიც, ვინც ამბობს, რომ ეს ის არ არის, რასაც ზვიად ბოლქვაძე ჩვეულებრივ ამბად მიიჩნევს. თავად პროექტზე საუბარს კი ჩვენი რესპონდენტი ასე იწყებს:

"ერთი მარტივი პასუხი მაქვს, ჩვენს ქვეყანაში ყველა კარგ წამოწყებას მივესალმები და ძალიან ბედნიერი ვარ, თუკი რამ შემიძლია გავაკეთო და ვინმეს ჩემი გამოცდილებით გამოვადგე. ამ პროექტში მთავარი ამბავი ის არის, რომ ქართული მუსიკა კვლავ აქტუალური გახდეს. დავაფასოთ ჩვენი წინაპრების შემოქმედება, უფრო ახლოს გავეცნოთ, კარგად იცოდნენ ბავშვებმა. მომავალში კი ყველაფერი ემსახურება იმას, რომ გაჩნდეს სურვილი, ვიმღეროთ ქართულად, ახალგაზრდა კომპოზიტორებსაც გაუჩნდეთ სურვილი, წერონ მუსიკა, რომელიც ქართულად სრულდება.

- `მხოლოდ ქართული~ თქვენგან დიდ ძალისხმევას მოითხოვს, ამდენი თემა გაქვთ ყოველი კონცერტისთვის მოსამზადებელი, დასამუშავებელი. დრო საკმარისია ამისთვის?

- ერთი კვირაც არ მაქვს, მხოლოდ ერთი დღე. ორშაბათს პირდაპირი ეთერია, სამშაბათს სიმღერები თავის მიმართულებებით, ფორმით მზად უნდა მქონდეს, რომ ოთხშაბათს ბენდმა გაარჩიოს და მომღერლებმა იმღერონ... ასეთ რეჟიმში ვმუშაობთ, თუმცა ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა.

- კონკურსანტების უმრავლესობა გამოუცდელია, არ აქვთ მუსიკოსებთან, სცენაზე დგომის გამოცდილება... მუშაობაში როგორ მოგყვებიან?

- უკმაყოფილო არ ვარ. კარგები არიან, თუ რამდენიმეს არ ჩავთვლით, გამოცდილება არც ერთს არ აქვს. ეს კონკურსი, როგორც პროექტის ავტორები ამბობენ, დამწყები მუსიკოსებისთვისაა. ოღონდ, კარიერაშემდგარი მუსიკოსებისთვის არ გახლავთ. კონკურსში მონაწილე ახალგაზრდებმა მუსიკაში რაღაცები უნდა ისწავლონ, ეს პროექტი მათთვის გარკვეული სასწავლო პროცესია. 2-3-თვიან პატარა შოუ-სკოლას გაივლიან აქ.

პირველ კონცერტზე ზოგმა უფრო კარგად შეძლო თავის წარმოჩენა, ზოგმა - ნაკლებად. ზოგი რეპეტიციაზე იყო უკეთესი და ზოგი - სცენაზე. ნუ, პირველი კონცერტი იყო და ბუნებრივია, ღელავდნენ, განიცდიდნენ. ეს ართულებდა სიტუაციას, თან, დაღლილებიც იყვნენ.

- მუსიკას, რომელიც ჩვენთვის კარგადაა ნაცნობი და ყურშია გამჯდარი, ახალ, თანამედროვე ჟღერადობას სძენთ. რას ნიშნავს ეს თქვენთვის?

- ასეთი რაღაცები, თუ თვალს გადავავლებთ წარსულს, ყოველთვის ხდებოდა და ასეც გაგრძელდება, ვერ შევაჩერებთ. ახალგაზრდები განსხვავებული თაობაა, ჩამოყალიბებულები და მოაზროვნეები არიან, აქვთ მშვენიერი გემოვნება. ასე რომ, მთავარია, ქართული მუსიკა იყოს აქტუალური, მასზე მოთხოვნილება გაჩნდეს, იმპროვიზაციაში ვითარდებოდეს. საერთოდ კი, ჩვენი ქართული მუსიკაც ასე შემოინახეს ჩვენმა წინაპრებმა. დღეს რაც მეტად აქტუალური იქნება და მეტს გაუჩნდება სურვილი, მას მიეახლოს, იმ განწყობით, რომ მთავარი ღერძი არ დაეკარგოს, აუცილებელიც კია. მინიმალურად უნდა შეეხო და არ უნდა დააზიანო. ამას ბევრი აკეთებს და, რა თქმა უნდა, აქ გემოვნებაა მთავარი.

ამ პროექტის შემდეგ, შეიძლება ზოგს კიდეც გაუჩნდეს მსგავსი აზრი, მაგრამ ვიმეორებ, მნიშვნელოვანია, ძირითადი ღერძი არ დაიკარგოს. ისე, ამას ნებისმიერი ქართველი მომღერალი თავისებურად თავის რეპერტუარში აკეთებს და ზუსტად იგივე ხდება აქაც.

- თუმცა არიან ადამიანები, რომლებსაც ძველი სიმღერების თქვენ მიერ შექმნილი ინტერპრეტაციები დიდად არ მოსწონთ. რას ეტყოდით მათ?

- არაფერს არ ვეტყვი, გარდა იმისა, რომ თუ რამე კარგი მოხდება მათ ცხოვრებაში, ამით, სხვებთან ერთად, მხოლოდ ვიამაყებ. ყველას ვუსურვებ, რომ ჩემზე გაცილებით მეტი გააკეთონ, ბევრს მიაღწიონ, დიდი მუსიკა აჩუქონ ჩვენს ქვეყანას, კარგის მეტი არაფერი შემიძლია ვთქვა. რაც შეეხება მათ აზრს და შეხედულებებს ყველას თავისებური მიდგომა, გემოვნება აქვს და ასეც უნდა იყოს. თუმცა, ხომ ვამბობ, ყველას გულით ვუსურვებ გაცილებით მეტი აკეთოს, ვიდრე თუნდაც მე ვაკეთებ და გამიკეთებია.

- დღეს `რუსთავი 2~-ის ეთერში, ამ პროექტით, ქართული სიმღერის წარმოჩენა ხდება, რასაც თქვენ უდგახართ სათავეში. როგორია ქართული მუსიკის მომავალი?

- უდიდესი შეგრძნების მქონე ერი ვართ და ქართველი კაცი ყოველთვის საოცარ მუსიკას ქმნიდა, ძალიან საინტერესო იყო ყველაფერი, რაც ჩვენამდე მოსულა. არა მგონია, მას მომავალი არ ჰქონდეს, პირიქით, მაგრამ რაც მეტად მოეხსნება მარწუხები ჩვენს რეალობას, გაცილებით მეტად გაშლის ქართველი კაცი ფრთებს. გაცილებთ დიდი წარმატება, ასპარეზი და მასშტაბები გვექნება მსოფლიოშიც!

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს