პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

11

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 13:51-ზე, მთვარე ტყუპშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრეებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ცუდი დღეა ქორწინებისთვის. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კახა კალაძე - პარალიზება არ მოხდება, მეტრო იმუშავებს
კახა კალაძე - პარალიზება არ მოხდება, მეტრო იმუშავებს

არ­სე­ბუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე რა­ი­მე თან­ხე­ბის მა­ტე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი შე­უძ­ლე­ბე­ლია, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს თბი­ლი­სის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, რო­მელ­მაც კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა 3 მა­ისს, თბი­ლი­სის მეტ­რო­პო­ლი­ტე­ნის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის შე­საძ­ლო გა­ფიც­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

კახა კა­ლა­ძის თქმით, მეტ­რო იმუ­შა­ვებს და მისი პა­რა­ლი­ზე­ბა არ მოხ­დე­ბა, თუმ­ცა არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბია, თუ რას მო­ი­მოქ­მე­დებს სა­ა­მი­სოდ მე­რია.

თბი­ლი­სის მე­რის გან­ცხა­დე­ბით, მეტ­როს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ნა­წი­ლის მიერ გა­ფიც­ვის მო­წყო­ბა მათი კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უფ­ლე­ბაა, თუმ­ცა აცხა­დებს, რომ არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თა ხელ­ფა­სი მეტ­რო­პო­ლი­ტე­ნის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ხელ­ფას­თან შე­და­რე­ბით გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბი - 400, 700, 800 ლა­რია, მა­შინ რო­დე­საც მეტ­რო­პო­ლი­ტე­ნის თა­ნამ­შრო­მელ­თა ხელ­ფა­სე­ბი და­ახ­ლო­ე­ბით 1 300-1400 ლარს შე­ად­გენს.

„არა­ნა­ი­რი პა­რა­ლი­ზე­ბა არ მოხ­დე­ბა, მეტ­რო იმუ­შა­ვებს. ჩვენ ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ იმის­თვის, რომ მეტ­როს გა­ჩე­რე­ბა არ მოხ­დეს. გა­ფიც­ვა მათი კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უფ­ლე­ბაა. უბ­რა­ლოდ ადა­მი­ა­ნუ­რად ასე­თი მიდ­გო­მე­ბი გულ­და­სა­წყვე­ტია და ძა­ლი­ან ცუდი. ჩვენ გვყავს ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თაც არა­ნაკ­ლე­ბი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აქვთ და იმ ადა­მი­ა­ნებს აქვთ გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბი ხელ­ფა­სი. თუმ­ცა, მომ­დევ­ნო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, რო­დე­საც უკე­თე­სი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდა და უფრო მეტი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი იქ­ნე­ბა, რა თქმა უნდა, ხელ­ფა­სის მო­მა­ტე­ბა იქ­ნე­ბა ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით“, - გა­ნა­ცხა­და კახი კა­ლა­ძემ.

3 მა­ისს, დი­ლი­დან, შე­საძ­ლოა, თბი­ლი­სის მეტ­რო­პო­ლი­ტენ­მა მუ­შა­ო­ბა შე­წყვი­ტოს, - ამის შე­სა­ხებ მეტ­რო­პო­ლი­ტე­ნის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი პროფ­კავ­ში­რე­ბის „ერ­თო­ბა 2013“-ის წევ­რებ­მა მეტ­რო­სად­გურ „რუს­თა­ველ­თან“ დღეს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­დეს. „ერ­თო­ბა 2013“-ის მო­თხოვ­ნაა, რომ მეტ­როს მე­მან­ქა­ნის სა­ა­თობ­რი­ვი ანა­ზღა­უ­რე­ბა 7-დან 10 ლა­რამ­დე გა­ი­ზარ­დოს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თემურ ჭყონია აქციაზე დაკავებულებზე - ეს არის ჯიბრი, რომ სახელმწიფო უფრო ძლიერია, ვიდრე მოქალაქე და ამას რად უნდა დამტკიცება?

კახა კალაძე - პარალიზება არ მოხდება, მეტრო იმუშავებს

კახა კალაძე - პარალიზება არ მოხდება, მეტრო იმუშავებს

არსებული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე რაიმე თანხების მატებაზე საუბარი შეუძლებელია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა კახა კალაძემ განუცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა 3 მაისს, თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომლების შესაძლო გაფიცვასთან დაკავშირებით.

კახა კალაძის თქმით, მეტრო იმუშავებს და მისი პარალიზება არ მოხდება, თუმცა არ დაუკონკრეტებია, თუ რას მოიმოქმედებს საამისოდ მერია.

თბილისის მერის განცხადებით, მეტროს თანამშრომლების ნაწილის მიერ გაფიცვის მოწყობა მათი კონსტიტუციური უფლებაა, თუმცა აცხადებს, რომ არიან ადამიანები, რომელთა ხელფასი მეტროპოლიტენის თანამშრომლების ხელფასთან შედარებით გაცილებით ნაკლები - 400, 700, 800 ლარია, მაშინ როდესაც მეტროპოლიტენის თანამშრომელთა ხელფასები დაახლოებით 1 300-1400 ლარს შეადგენს.

„არანაირი პარალიზება არ მოხდება, მეტრო იმუშავებს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მეტროს გაჩერება არ მოხდეს. გაფიცვა მათი კონსტიტუციური უფლებაა. უბრალოდ ადამიანურად ასეთი მიდგომები გულდასაწყვეტია და ძალიან ცუდი. ჩვენ გვყავს ადამიანები, რომელთაც არანაკლები პასუხისმგებლობა აქვთ და იმ ადამიანებს აქვთ გაცილებით ნაკლები ხელფასი. თუმცა, მომდევნო წლების განმავლობაში, როდესაც უკეთესი ეკონომიკური ზრდა და უფრო მეტი შესაძლებლობები იქნება, რა თქმა უნდა, ხელფასის მომატება იქნება ყველა მიმართულებით“, - განაცხადა კახი კალაძემ.

3 მაისს, დილიდან, შესაძლოა, თბილისის მეტროპოლიტენმა მუშაობა შეწყვიტოს, - ამის შესახებ მეტროპოლიტენის ალტერნატიული პროფკავშირების „ერთობა 2013“-ის წევრებმა მეტროსადგურ „რუსთაველთან“ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. „ერთობა 2013“-ის მოთხოვნაა, რომ მეტროს მემანქანის საათობრივი ანაზღაურება 7-დან 10 ლარამდე გაიზარდოს.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები