პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე არ ვარ ოჯახის კაცი!.." - ვინ არის სულიკო დარდიანიძე "ჩემი ცოლის დაქალებიდან"
"მე არ ვარ ოჯახის კაცი!.." - ვინ არის სულიკო დარდიანიძე "ჩემი ცოლის დაქალებიდან"

ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე რე­ი­ტინ­გუ­ლი ქარ­თუ­ლი ტე­ლე­სე­რი­ა­ლის "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" ახა­ლი სე­ზო­ნის და­წყე­ბას მა­ყუ­რე­ბე­ლი დიდი ინ­ტე­რე­სით ელო­და. და­წყე­ბის­თა­ნა­ვე დიდი პო­უ­ლა­რო­ბა მო­ი­პო­ვა სუ­ლი­კო დარ­დი­ა­ნი­ძემ, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს პრეზ­დენ­ტი გახ­და... მსა­ხი­ო­ბი კახა გო­გი­ძე თა­ვის გმირ­ზე, და­სა­ხულ მიზ­ნებ­ზე და ოჯა­ხურ იდი­ლი­ა­ზე გვე­სა­უბ­რა...

- დღეს არ­სად არ ვარ შტა­ტი­ა­ნი თა­ნამ­შრო­მე­ლი... თა­ვი­სუ­ფა­ლი თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი ვარ, ვთა­მა­შობ ილი­ას უნი­ვერ­სი­ტეტ­შიც და ვდგამ სპექ­ტაკ­ლებს. დრა­მის სა­რე­ჟი­სო­რო ფა­კულ­ტე­ტი და­ვამ­თავ­რე 2008 წელს, და­ვი­წყე სპექ­ტაკ­ლე­ბის დად­გმა და ახლა უკვე 26-ე სპექ­ტაკლს ვამ­თავ­რებ ახალ­ცხე­ში. დავ­დგი ჭი­ა­თუ­რა­ში, ქუ­თა­ის­ში, სე­ნაკ­ში, თე­ლავ­ში და ასე შემ­დეგ...

- რო­გორ აღ­მოჩ­ნდით სე­რი­ალ­ში სუ­ლი­კო დარ­დი­ა­ნი­ძის როლ­ზე?

- ძა­ლი­ან ბა­ნა­ლუ­რად... ეკა მჟა­ვა­ნა­ძე არის ჩემი უსაყ­ვარ­ლე­სი არ­ტის­ტი და მე­გო­ბა­რი. რო­გორც ვიცი, ეკას ეხე­ბა სე­რა­ლის კას­ტინ­გი, მან და­მი­რე­კა და მი­თხრა, ამ როლ­ზე შენ მო­ი­აზ­რე­ბი და თუ შე­გიძ­ლია რა­ღაც კონ­კრე­ტუ­ლი ტექ­სტი ჩა­წე­რო და გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნოო... ჩავ­წე­რე ტექ­სტი, გა­და­ვაგ­ზავ­ნე და სამ­ხატ­ვრო საბ­ჭომ რომ გა­ნი­ხი­ლა, როლ­ზე და­მამ­ტკი­ცეს. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, დიდი სურ­ვი­ლი მქონ­და მე­თა­მა­შა ამ სე­რი­ალ­ში, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მა­ღალ­რე­ი­ტინ­გუ­ლია და ბევ­რი ნი­ჭი­ე­რი არ­ტის­ტი თა­მა­შობს. უნი­ჭი­ე­რე­სი და კარ­გი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან ქეთი დევ­და­რი­ა­ნი და გი­ორ­გი ლი­ფო­ნა­ვა. არც მი­ფიქ­რია, შე­მო­თა­ვა­ზე­ბულ წი­ნა­და­დე­ბას იმ­დე­ნად დიდი სი­ხა­რუ­ლით დავ­თან­ხმდი. მსა­ხი­ო­ბი ვარ და ყვე­ლა მსა­ხი­ო­ბის­თვის პრო­რი­ტე­ტუ­ლია, პო­პუ­ლა­რუ­ლი იყოს, თუმ­ცა ჩემ­თვის პო­პუ­ლა­რო­ბა მთა­ვა­რი აღარ არის, ასა­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე... გი­ორ­გი ლი­ფონ­ვას­თან ად­რეც მქონ­და შე­ხე­ბა, "კლი­ნი­კა­ში" მი­ღებ­და და ვიცი, რამ­დე­ნად სა­ინ­ტე­რე­სო შე­მოქ­მე­დია. ძა­ლი­ან ბევრ რე­ჟი­სორს ვიც­ნობ და უკვე გარ­კვე­უ­ლი დას­კვნე­ბის გა­კე­თე­ბაც შე­მიძ­ლია, ვინ რით გა­მო­ირ­ჩე­ვა. ლი­ფო­ნა­ვა ამ­დე­ნი წლე­ბია ამ სე­რი­ალს იღებს და არც დევ­და­რი­ანს და არც ლი­ფო­ნა­ვას ფან­ტა­ზია არ ელე­ვათ. რთუ­ლია წლე­ბის მან­ძილ­ზე ერთი და იგი­ვე საქ­მე აკე­თო და ასე წარ­მა­ტე­ბუ­ლად! მეც ძა­ლი­ან ბევ­რს ვსწავ­ლობ მათ­გან.- მოგ­წონთ თქვე­ნი გმი­რი?

- აბ­სო­ლუ­ტუ­რად ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი საქ­ცი­ე­ლე­ბის მქო­ნე გმირს ვთა­მა­შობ. არ მომ­წონს ასე­თი მსუ­ბუ­ქი და ქა­რაფ­შუ­ტა ადა­მი­ა­ნე­ბი, მაგ­რამ ჩემი პრო­ფე­სია მსა­ხი­ო­ბო­ბაა და აუ­ცი­ლე­ბე­ლია ჩემი გმი­რის თვი­სე­ბე­ბი შე­ვი­სის­ხლხორ­ცო და გა­ვი­თა­ვი­სო... მიყ­ვარს ჩემი გმი­რი თა­ვის ქა­რაფ­შუ­ტუ­ლი ქცე­ვე­ბის მი­უ­ხე­და­ვად. მომ­ღე­რა­ლი კა­ცია, მსუ­ბუ­ქი, ხან­და­ხან შე­იძ­ლე­ბა მსუ­ბუქ ყოფა-ქცე­ვა­საც ავ­ლენს, მაგ­რამ დიდი ძა­ლა­უფ­ლე­ბა მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ბევრ ადა­მი­ანს უბ­ნევს თავ-გზას. ესეც არ არის გა­მო­ნაკ­ლი­სი და თავ­ში აუ­ვარ­და. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

"მე არ ვარ ოჯახის კაცი!.." - ვინ არის სულიკო დარდიანიძე "ჩემი ცოლის დაქალებიდან"

"მე არ ვარ ოჯახის კაცი!.." - ვინ არის სულიკო დარდიანიძე "ჩემი ცოლის დაქალებიდან"

ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ქართული ტელესერიალის "ჩემი ცოლის დაქალების" ახალი სეზონის დაწყებას მაყურებელი დიდი ინტერესით ელოდა. დაწყებისთანავე დიდი პოულარობა მოიპოვა სულიკო დარდიანიძემ, რომელიც საქართველოს პრეზდენტი გახდა... მსახიობი კახა გოგიძე თავის გმირზე, დასახულ მიზნებზე და ოჯახურ იდილიაზე გვესაუბრა...

- დღეს არსად არ ვარ შტატიანი თანამშრომელი... თავისუფალი თეატრის მსახიობი ვარ, ვთამაშობ ილიას უნივერსიტეტშიც და ვდგამ სპექტაკლებს. დრამის სარეჟისორო ფაკულტეტი დავამთავრე 2008 წელს, დავიწყე სპექტაკლების დადგმა და ახლა უკვე 26-ე სპექტაკლს ვამთავრებ ახალცხეში. დავდგი ჭიათურაში, ქუთაისში, სენაკში, თელავში და ასე შემდეგ...

- როგორ აღმოჩნდით სერიალში სულიკო დარდიანიძის როლზე?

- ძალიან ბანალურად... ეკა მჟავანაძე არის ჩემი უსაყვარლესი არტისტი და მეგობარი. როგორც ვიცი, ეკას ეხება სერალის კასტინგი, მან დამირეკა და მითხრა, ამ როლზე შენ მოიაზრები და თუ შეგიძლია რაღაც კონკრეტული ტექსტი ჩაწერო და გამოგვიგზავნოო... ჩავწერე ტექსტი, გადავაგზავნე და სამხატვრო საბჭომ რომ განიხილა, როლზე დამამტკიცეს. რასაკვირველია, დიდი სურვილი მქონდა მეთამაშა ამ სერიალში, რომელიც ძალიან მაღალრეიტინგულია და ბევრი ნიჭიერი არტისტი თამაშობს. უნიჭიერესი და კარგი ადამიანები არიან ქეთი დევდარიანი და გიორგი ლიფონავა. არც მიფიქრია, შემოთავაზებულ წინადადებას იმდენად დიდი სიხარულით დავთანხმდი. მსახიობი ვარ და ყველა მსახიობისთვის პრორიტეტულია, პოპულარული იყოს, თუმცა ჩემთვის პოპულარობა მთავარი აღარ არის, ასაკიდან გამომდინარე... გიორგი ლიფონვასთან ადრეც მქონდა შეხება, "კლინიკაში" მიღებდა და ვიცი, რამდენად საინტერესო შემოქმედია. ძალიან ბევრ რეჟისორს ვიცნობ და უკვე გარკვეული დასკვნების გაკეთებაც შემიძლია, ვინ რით გამოირჩევა. ლიფონავა ამდენი წლებია ამ სერიალს იღებს და არც დევდარიანს და არც ლიფონავას ფანტაზია არ ელევათ. რთულია წლების მანძილზე ერთი და იგივე საქმე აკეთო და ასე წარმატებულად! მეც ძალიან ბევრს ვსწავლობ მათგან.- მოგწონთ თქვენი გმირი?

- აბსოლუტურად ჩემთვის მიუღებელი საქციელების მქონე გმირს ვთამაშობ. არ მომწონს ასეთი მსუბუქი და ქარაფშუტა ადამიანები, მაგრამ ჩემი პროფესია მსახიობობაა და აუცილებელია ჩემი გმირის თვისებები შევისისხლხორცო და გავითავისო... მიყვარს ჩემი გმირი თავის ქარაფშუტული ქცევების მიუხედავად. მომღერალი კაცია, მსუბუქი, ხანდახან შეიძლება მსუბუქ ყოფა-ქცევასაც ავლენს, მაგრამ დიდი ძალაუფლება მოგეხსენებათ, ბევრ ადამიანს უბნევს თავ-გზას. ესეც არ არის გამონაკლისი და თავში აუვარდა. განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება