პოლიტიკა
კონფლიქტები

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახალი მომწამვლელი ნივთიერება თბილისში, რომელსაც 2 ახალგაზრდა ემსხვერპლა - რას წერს "ბასიანის" დამფუძნებელი
ახალი მომწამვლელი ნივთიერება თბილისში, რომელსაც 2 ახალგაზრდა ემსხვერპლა - რას წერს "ბასიანის" დამფუძნებელი

თბი­ლის­ში რამ­დე­ნი­მე დღეა ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია ახალ­გაზ­რდე­ბის მძი­მე ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა გა­მოწ­ვე­უ­ლი იყოს ახა­ლი ფსი­ქო­აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბით. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ვა­რა­უ­დოდ, ნივ­თი­ე­რე­ბა "მე­ფედ­რო­ნის" ინ­ტოკ­სი­კა­ცი­ით თბი­ლის­ში ბოლო ორ კვი­რა­ში ორი ახალ­გაზ­რდა - 22 წლამ­დე ასა­კის გო­გო­ნა და ბიჭი გარ­და­იც­ვალ­ნენ.

კლუბ "ბა­სი­ა­ნის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ნაჯა ორაშ­ვი­ლი ვრცელ პოსტს წერს აღ­ნიშ­ნუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის შე­სა­ხებ და მომ­წამ­ვლელ ნივ­თი­ე­რე­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს:

"მსურს გა­მო­ვეხ­მა­უ­რო ბოლო დრო­ინ­დელ ტრა­გი­კულ მოვ­ლე­ნას, რო­მე­ლიც უკავ­შირ­დე­ბა ქა­ლაქ­ში გა­მო­ჩე­ნილ ახალ, მომ­წამ­ვლელ ნივ­თი­ე­რე­ბას - მე­ფედ­რონს, რო­მელ­საც სამ­წუ­ხა­როდ, უახ­ლო­ეს ორ კვი­რა­ში ორი ახალ­გაზ­რდა ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. ამ შე­მაძ­რწუ­ნე­ბე­ლი ფაქ­ტის გამო, სამ­ძი­მარს ვუ­ცხა­დებ გარ­დაც­ვლი­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის ოჯა­ხებს.

რად­გან უამ­რა­ვი და­უ­ზუს­ტე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცია ვრცელ­დე­ბა და გა­ურ­კვე­ვე­ლი ძა­ლე­ბის მიერ მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ხდე­ბა ჩვე­ნი კლუ­ბის და ზო­გა­დად, ად­გი­ლობ­რი­ვი საკ­ლუ­ბო სცე­ნის რე­პუ­ტა­ცი­ის შა­ლახ­ვა, მინ­და გან­ვა­ცხა­დო, რომ ეს ახალ­გაზ­რდა ადა­მი­ა­ნე­ბი სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით არ გა­და­უყ­ვა­ნი­ათ BASSIANI /HOROOM-ის ტე­რი­ტო­რი­ი­დან, რო­გორც ამას სხვა­დას­ხვა რეგ­რე­სუ­ლი და მავ­ნებ­ლუ­რი ძა­ლე­ბი ავ­რცე­ლე­ბენ. ახალ­გაზ­რდა ადა­მი­ა­ნე­ბი სა­კუ­თარ სახ­ლებ­ში ძი­ლის პე­რი­ოდ­ში გარ­და­იც­ვალ­ნენ.

თუმ­ცა, ვა­დას­ტუ­რებ, რომ კლუ­ბის ტე­ტი­ტო­რი­ა­ზე რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ ნამ­დვი­ლად და­ფიქ­სირ­და რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნის მე­ფედ­რო­ნით ზე­დო­ზი­რე­ბის შემ­თხვე­ვა, სა­დაც კლუ­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის დრო­უ­ლი დახ­მა­რე­ბით ფა­ტა­ლუ­რი შე­დე­გი ავი­ცი­ლეთ, სა­ბედ­ნი­ე­როდ ამ ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლეს და ჯან­მრთე­ლო­ბას საფრ­თხე აღარ ემუქ­რე­ბათ. თუმ­ცა სხვა­დას­ხვა სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში და ად­გი­ლებ­ში ამ ნივ­თი­ე­რე­ბის­გან მო­წამ­ლუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი კლი­ნი­კებ­ში დღემ­დე იმ­ყო­ფე­ბი­ან.

ჩვენ არა­სო­დეს გა­ვურ­ბი­ვართ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას და ვცდი­ლობთ, რომ ყო­ველ­თვის მზად ვი­ყოთ მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბის აღ­საკ­ვე­თად, მი­უ­ხე­და­ვად კლუ­ბის წარ­მო­მად­გნ­ლე­ბის კვა­ლი­ფი­ცი­უ­რო­ბი­სა, მხო­ლოდ ჩვენ ვერ შევ­ძლებთ მსგავ­სი უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვე­ბის აცი­ლე­ბას.

მსგავ­სი ფაქ­ტე­ბის დროს, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ, სხვა სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რებ­მა, ნარ­კო­პო­ლი­ტი­კის სფე­რო­ში ჩარ­თულ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა და მე­დია სა­შუ­ა­ლე­ბებ­მა უმ­თავ­რე­სი როლი უნდა იტ­ვირ­თონ, იზ­რუ­ნონ ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე, ასე­ვე მაქ­სი­მა­ლუ­რად თავი შე­ი­კავ­ნონ სტიგმე­ბის შემ­ცვე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის­გან.

ვფიქ­რობ, არაჰუ­მა­ნუ­რი ნარ­კო­პო­ლი­ტი­კა არის ის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი, რის გა­მოც მსგავ­სი ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი ხდე­ბა, რეპ­რე­სი­უ­ლი ნარ­კო­პო­ლი­ტი­კის პი­რო­ბებ­ში ბა­ზარ­ზე უფრო და უფრო მავ­ნე და ფა­ტა­ლუ­რი შე­დე­გე­ბის მომ­ტა­ნი ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი ჩნდე­ბა, არ იდ­გმე­ბა ნა­ბი­ჯე­ბი ზი­ა­ნის შემ­ცი­რე­ბის­კენ და ადა­მი­ა­ნებ­ზე ისევ დას­ჯის პო­ლი­ტი­კა ხო­რი­ცელ­დე­ბა.

მო­ვუ­წო­დებ სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტებს და შე­სა­ბა­მის უწყე­ბებს, უმოკ­ლეს დრო­ში მი­ი­ღონ შე­სა­ბა­მი­სი პრე­ვენ­ცი­უ­ლი ზო­მე­ბი ჯან­და­ცის სა­კი­თხე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ამას­თა­ნა­ვე, სას­წრა­ფოდ და­იბ­ლო­კოს ის ვებ-სა­ი­ტე­ბი, სა­ი­და­ნაც ეს კონ­კრე­ტუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი გზე­ბით ვრცელ­დე­ბა. დროა, ადა­მი­ა­ნებ­ზე დევ­ნა და დას­ჯა დას­რულ­დეს და ყვე­ლამ ერ­თად ვი­ფიქ­როთ ჰუ­მა­ნურ გა­მო­სა­ვალ­ზე" - წერს ნაჯა ორაშ­ვი­ლი პოს­ტში.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში ორი ახალ­გაზ­რდის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქტს ადას­ტუ­რე­ბენ. უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, საქ­მე­ებ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა და­წყე­ბუ­ლია სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 115-ე მუხ­ლით, რაც თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნას გუ­ლის­ხმობს. გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში და­ნიშ­ნუ­ლია ექ­სპერ­ტი­ზე­ბი, რო­მელ­თა დას­რუ­ლე­ბის შემ­დე­გაც გა­მოვ­ლინ­დე­ბა ახალ­გაზ­რდე­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბის რე­ა­ლუ­რი მი­ზე­ზი.

ახალი მომწამვლელი ნივთიერება თბილისში, რომელსაც 2 ახალგაზრდა ემსხვერპლა - რას წერს "ბასიანის" დამფუძნებელი

ახალი მომწამვლელი ნივთიერება თბილისში, რომელსაც 2 ახალგაზრდა ემსხვერპლა - რას წერს "ბასიანის" დამფუძნებელი

თბილისში რამდენიმე დღეა ვრცელდება ინფორმაცია ახალგაზრდების მძიმე ინტოქსიკაციის შესახებ, რომელიც შესაძლოა გამოწვეული იყოს ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებით. არსებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, ნივთიერება "მეფედრონის" ინტოკსიკაციით თბილისში ბოლო ორ კვირაში ორი ახალგაზრდა - 22 წლამდე ასაკის გოგონა და ბიჭი გარდაიცვალნენ.

კლუბ "ბასიანის" დამფუძნებელი ნაჯა ორაშვილი ვრცელ პოსტს წერს აღნიშნული შემთხვევების შესახებ და მომწამვლელ ნივთიერებაზე ინფორმაციას ავრცელებს:

"მსურს გამოვეხმაურო ბოლო დროინდელ ტრაგიკულ მოვლენას, რომელიც უკავშირდება ქალაქში გამოჩენილ ახალ, მომწამვლელ ნივთიერებას - მეფედრონს, რომელსაც სამწუხაროდ, უახლოეს ორ კვირაში ორი ახალგაზრდა ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ შემაძრწუნებელი ფაქტის გამო, სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილი ახალგაზრდების ოჯახებს.

რადგან უამრავი დაუზუსტებელი ინფორმაცია ვრცელდება და გაურკვეველი ძალების მიერ მიზანმიმართულად ხდება ჩვენი კლუბის და ზოგადად, ადგილობრივი საკლუბო სცენის რეპუტაციის შალახვა, მინდა განვაცხადო, რომ ეს ახალგაზრდა ადამიანები სასწრაფო დახმარების საშუალებით არ გადაუყვანიათ BASSIANI /HOROOM-ის ტერიტორიიდან, როგორც ამას სხვადასხვა რეგრესული და მავნებლური ძალები ავრცელებენ. ახალგაზრდა ადამიანები საკუთარ სახლებში ძილის პერიოდში გარდაიცვალნენ.

თუმცა, ვადასტურებ, რომ კლუბის ტეტიტორიაზე რამდენიმე კვირის წინ ნამდვილად დაფიქსირდა რამდენიმე ადამიანის მეფედრონით ზედოზირების შემთხვევა, სადაც კლუბის წარმომადგენლების დროული დახმარებით ფატალური შედეგი ავიცილეთ, საბედნიეროდ ამ ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრებათ. თუმცა სხვადასხვა სიტუაციებში და ადგილებში ამ ნივთიერებისგან მოწამლული ადამიანები კლინიკებში დღემდე იმყოფებიან.

ჩვენ არასოდეს გავურბივართ პასუხისმგებლობას და ვცდილობთ, რომ ყოველთვის მზად ვიყოთ მსგავსი შემთხვევების აღსაკვეთად, მიუხედავად კლუბის წარმომადგნლების კვალიფიციურობისა, მხოლოდ ჩვენ ვერ შევძლებთ მსგავსი უბედური შემთხვევების აცილებას.

მსგავსი ფაქტების დროს, ჯანდაცვის სამინისტრომ, სხვა სახელმწიფო სტრუქტურებმა, ნარკოპოლიტიკის სფეროში ჩართულმა ორგანიზაციებმა და მედია საშუალებებმა უმთავრესი როლი უნდა იტვირთონ, იზრუნონ ადამიანის ჯანმრთელობაზე, ასევე მაქსიმალურად თავი შეიკავნონ სტიგმების შემცველი ინფორმაციის გავრცელებისგან.

ვფიქრობ, არაჰუმანური ნარკოპოლიტიკა არის ის მთავარი მიზეზი, რის გამოც მსგავსი ტრაგიკული შემთხვევები ხდება, რეპრესიული ნარკოპოლიტიკის პირობებში ბაზარზე უფრო და უფრო მავნე და ფატალური შედეგების მომტანი ნარკოტიკული ნივთიერებები ჩნდება, არ იდგმება ნაბიჯები ზიანის შემცირებისკენ და ადამიანებზე ისევ დასჯის პოლიტიკა ხორიცელდება.

მოვუწოდებ სახელმწიფო ინსტიტუტებს და შესაბამის უწყებებს, უმოკლეს დროში მიიღონ შესაბამისი პრევენციული ზომები ჯანდაცის საკითხების მიმართულებით. ამასთანავე, სასწრაფოდ დაიბლოკოს ის ვებ-საიტები, საიდანაც ეს კონკრეტული ნივთიერება ხელმისაწვდომი გზებით ვრცელდება. დროა, ადამიანებზე დევნა და დასჯა დასრულდეს და ყველამ ერთად ვიფიქროთ ჰუმანურ გამოსავალზე" - წერს ნაჯა ორაშვილი პოსტში.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ორი ახალგაზრდის გარდაცვალების ფაქტს ადასტურებენ. უწყების ინფორმაციით, საქმეებზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გამოძიების ფარგლებში დანიშნულია ექსპერტიზები, რომელთა დასრულების შემდეგაც გამოვლინდება ახალგაზრდების გარდაცვალების რეალური მიზეზი.

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს