არქი ჯგუფის ორგანიზებით საქართველოს საინვესტიციო პოტენციალით დაინტერესებული ათეულობით უცხოური ინვესტორი ეწვევა

არქი ჯგუფის ორგანიზებით საქართველოს საინვესტიციო პოტენციალით დაინტერესებული ათეულობით უცხოური ინვესტორი ეწვევა

არქი ჯგუფი ერთადერთი ქართული დეველოპერული კომპანიაა, რომელმაც საქართველო დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მასშტაბური სტენდით წარადგინა.

გამოფენას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და სამინისტროს დელეგაცია ესწრებოდა.

არქი ჯგუფის პროექტებმა საერთაშორისო ინვესტორების დაინტერესება გამოიწვია და საქართველოში ათეულობით საქმიანი ვიზიტი დაიგეგმა.

„ინვესტიციების მოზიდვა არქი ჯგუფის სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს. კომპანია ყველა შესაძლო პლატფორმას იყენებს, რათა უფრო მეტი ინვესტიცია მოიზიდოს და დეველოპერული საქმიანობა გააფართოოს საქართველოში, რათა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში საკუთარი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს,“ - აცხადებენ არქი ჯგუფში.

ინვესტორების დაინტერესება საქართველოში მშენებარე ბინების ყიდვა-გაყიდვამ გამოიწვია.

განსაკუთრებული ინტერესის სფერო ბინები თბილისში და ბათუმში იყო.

სამშენებლო კომპანია არქი ჯგუფმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე საკუთარი პროექტების წარდგენის გარდა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს ქართული დეველოპერული ბაზარიც გააცნო.

(R)

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის