პოლიტიკა
კონფლიქტები

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:43-ზე და გაგრძელდება 14 ივნისს, შაბათს – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Deutsche Welle - ევროკავშირში, შესაძლოა, საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის განხილვა დაიწყოს
Deutsche Welle - ევროკავშირში, შესაძლოა, საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის განხილვა დაიწყოს

გერ­მა­ნი­ა­ში და ევ­რო­კავ­ში­რის სხვა ქვეყ­ნებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მხრი­დან თავ­შე­საფ­რის მი­ნი­ჭე­ბა­ზე და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი გა­ნა­ცხა­დე­ბის რი­ცხვი მკვეთ­რად გა­ი­ზარ­და. ამის შე­სა­ხებ Deutsche Welle წერს.

გა­მო­ცე­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სტა­ტის­ტი­კის ასე­თი ზრდა უვი­ზო რე­ჟი­მის შე­მო­ღე­ბის შემ­დეგ ფიქ­სირ­დე­ბა.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2017 მარ­ტის მო­ნა­ცე­მებ­თან შე­და­რე­ბით, მხო­ლოდ გერ­მა­ნი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მხრი­დან თავ­შე­საფ­რის მი­ნი­ჭე­ბა­ზე გა­ნა­ცხა­დე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა და­ახ­ლო­ე­ბით სამ­ჯერ გა­ი­ზარ­და.

კერ­ძოდ, 2017 წლის იან­ვრი­დან მარ­ტის ჩათ­ვლით, უვი­ზო რე­ჟი­მის ამოქ­მე­დე­ბამ­დე, 601 გა­ნა­ცხა­დი იყო შე­სუ­ლი, ხოლო 2018 წლის იან­ვარ-მარ­ტში - 1771 გა­ნა­ცხა­დი და­ფიქ­სირ­და. მსგავ­სი ან უფრო და­ძა­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­აა იტა­ლი­ა­ში, საფ­რან­გეთ­სა და შვე­დეთ­ში.

„დო­ი­ჩე ველე“ წერს, რომ შექ­მნი­ლი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ევ­რო­კავ­შირ­ში, შე­საძ­ლოა, და­ი­წყოს უვი­ზო რე­ჟი­მის შე­ჩე­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მის გან­ხილ­ვა, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა ამოქ­მედ­დეს, თუ თავ­შე­საფ­რის მი­ნი­ჭე­ბა­ზე და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი გა­ნა­ცხა­დე­ბის რი­ცხვი საგ­რძნობ­ლად იზ­რდე­ბა ან თუ რო­მე­ლი­მე ქვეყ­ნი­დან შე­მო­სუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბას უქ­მნი­ან საფრ­თხეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

Deutsche Welle - ევროკავშირში, შესაძლოა, საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის განხილვა დაიწყოს

Deutsche Welle - ევროკავშირში, შესაძლოა, საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის განხილვა დაიწყოს

გერმანიაში და ევროკავშირის სხვა ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების მხრიდან თავშესაფრის მინიჭებაზე დაუსაბუთებელი განაცხადების რიცხვი მკვეთრად გაიზარდა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

გამოცემის ინფორმაციით, სტატისტიკის ასეთი ზრდა უვიზო რეჟიმის შემოღების შემდეგ ფიქსირდება.

არსებული ინფორმაციით, 2017 მარტის მონაცემებთან შედარებით, მხოლოდ გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების მხრიდან თავშესაფრის მინიჭებაზე განაცხადების რაოდენობა დაახლოებით სამჯერ გაიზარდა.

კერძოდ, 2017 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით, უვიზო რეჟიმის ამოქმედებამდე, 601 განაცხადი იყო შესული, ხოლო 2018 წლის იანვარ-მარტში - 1771 განაცხადი დაფიქსირდა. მსგავსი ან უფრო დაძაბული სიტუაციაა იტალიაში, საფრანგეთსა და შვედეთში.

„დოიჩე ველე“ წერს, რომ შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ევროკავშირში, შესაძლოა, დაიწყოს უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის განხილვა, რომელიც შეიძლება ამოქმედდეს, თუ თავშესაფრის მინიჭებაზე დაუსაბუთებელი განაცხადების რიცხვი საგრძნობლად იზრდება ან თუ რომელიმე ქვეყნიდან შემოსული მოქალაქეები ქვეყნის უსაფრთხოებას უქმნიან საფრთხეს.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები