Faceამბები
საზოგადოება

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ორი წიგნი, ორი საქმე... ერკიულ პუაროს კარიერის დასაწყისი და დასასრული
ორი წიგნი, ორი საქმე... ერკიულ პუაროს კარიერის დასაწყისი და დასასრული

ამ­ბო­ბენ, ავ­ტორ­მა პირ­ვე­ლი რო­მა­ნი ნაძ­ლევ­ზე და­წე­რა, რომ ისეთ დე­ტექ­ტი­ურ ამ­ბავს მო­ი­გო­ნებ­და, მკი­თხვე­ლი ბოლო გვერ­დამ­დე ვერ მიხ­ვდე­ბო­და, ვინ იქ­ნე­ბო­და მკვლე­ლიო. მკი­თხველ­მა უნდა აღი­ა­როს, რომ აგა­თა კრის­ტიმ ნაძ­ლე­ვი მო­ი­გო - წერ­და 1921 წელს გა­მო­ცე­მა The Times.

”იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი საქ­მე სთა­ილზ­ში” - ასე ჰქვია აგა­თა კრის­ტის პირ­ველ დე­ტექ­ტივს, რო­მელ­შიც ბელ­გი­ე­ლი გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი ერ­კი­ულ პუ­ა­რო ინ­გლის­ში ერთ-ერთ რან­ჩო­ზე სტუმ­რად ჩავა და იქ მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბა­საც გახ­სნის. ნა­წარ­მო­ე­ბი 1920 წელს და­ი­წე­რა.

გა­ვი­და 55 წელი და მკი­თხველ­მა ერ­კი­ულ პუ­ა­როს მო­ნა­წი­ლო­ე­ბით 32 დე­ტექ­ტი­ვი და­წე­რა. 1975 წელს კი გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი პუ­ა­რო იმა­ვე რან­ჩო­ზე ხვდე­ბა, სა­დაც პირ­ვე­ლი საქ­მე გა­მო­ი­ძია და მას კვლავ უწევს მკვლე­ლო­ბის გა­მო­ძი­ე­ბა. ეს ლე­გენ­და­რუ­ლი მა­ძებ­რის ტრი­უმ­ფა­ლუ­რი კა­რი­ე­რის სა­ბო­ლოო წერ­ტი­ლია. ამ საქ­მის გახ­სნის შემ­დეგ ის ბუ­ნებ­რი­ვი სიკ­ვდი­ლით თა­ვა­დაც იღუ­პე­ბა. აგა­თა კრის­ტის ამ უკა­ნაკ­ნელ რო­მანს ერ­კი­ულ პუ­ა­რო მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ”ფარ­და” პუ­ა­როს უკა­ნას­კნე­ლი საქ­მე” ჰქვია.

ეს ორი დე­ტე­ქი­ვი, რო­მე­ლიც პუ­ა­როს საქ­მი­ა­ნო­ბის და­სა­წყი­სი და და­სას­რუ­ლია, კრე­ბუ­ლის სა­ხით გა­მომ­ცემ­ლო­ბა ”პა­ლიტ­რა L-მა” მო­ამ­ზა­და. სა­სა­ჩუქ­რე ეგ­ზემპლა­რი მკი­თხვე­ლის­თვის უკვე ხელ­მის­წავ­დო­მია და მისი ღი­რე­ბუ­ლე­ბა 27.99 ლა­რია.

”ეს სა­სა­ჩუქ­რე გა­მო­ცე­მა აგა­თა კრის­ტის მრა­ვალ­მი­ლი­ო­ნი­ან გა­მო­ცე­მებს შო­რის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია. სულ ავ­ტო­რის 4 მი­ლი­არ­დამ­დე ეგ­ზემპლა­რია გა­მო­ცე­მუ­ლი. წიგ­ნის გა­მოს­ვლის შემ­დეგ ”ნიუ-იორკ თა­იმსმა” და­ბეჭ­და ნეკ­რო­ლო­გი, რომ­ლი­თაც სა­ზო­გა­დო­ე­ბას ერ­კი­ულ პუ­ა­როს გარ­დაც­ვა­ლე­ბას ატყო­ბი­ნებ­და. ეს იყო ერ­თა­დერ­თი შემ­თხვე­ვა მსოფ­ლი­ო­ში, რო­დე­საც ასეთ­მა გავ­ლე­ნი­ან­მა გა­მო­ცე­მამ არარ­სე­ბულ ადა­მი­ანს ნეკ­რო­ლო­გი მი­უ­ძღვნა. 1976 წელს უკვე ”დე­ტექ­ტი­ვე­ბის დე­დოფ­ლად” აღი­ა­რე­ბუ­ლი აგა­თა კრის­ტიც გარ­და­იც­ვა­ლა,” - გან­მარ­ტავს გა­მო­ცე­მის რე­დაქ­ტო­რი ლადო იო­სე­ბა­ძე.

წიგ­ნე­ბის თარ­გმა­ნი ქარ­თულ ენა­ზე მთარ­გმნელ­მა პა­ა­ტა ჩხე­ი­ძემ მო­ამ­ზა­და. მა­ნამ­დე კი მას აგა­თა კრის­ტის 8 დე­ტექ­ტი­ვი ჰქონ­და ნა­თარ­გმნი. თუმ­ცა ამ ორი რო­მა­ნის მი­მართ თა­ვად მთარ­გმნე­ლის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაც გა­მორ­ჩე­უ­ლია.

”აგა­თა კრის­ტის დე­ტექ­ტი­ვე­ბის თარ­გმნა რთუ­ლი ნამ­დვი­ლად არაა. ავ­ტორს დახ­ვე­წი­ლი სტი­ლით, არის­ტოკ­რა­ტი­უ­ლი მა­ნე­რით წერა ახა­სი­ა­თებს. მის ნა­წარ­მო­ე­ბებ­ში ვერ ნა­ხავთ სას­ტიკ მკვლე­ლო­ბებს, ზღვა სის­ხლს. ყვე­ლა­ფერს მი­ნიშ­ნე­ბე­ბით აკე­თებს და არა - პირ­და­პი­რი აღ­წე­რე­ბით. მის პირ­ველ და ბოლო რო­მა­ნებს შო­რის რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი წე­ლია გა­სუ­ლი, თუმ­ცა ავ­ტო­რის სტი­ლი არ გან­ხვავ­დე­ბა. ბოლო დე­ტექ­ტივ­ში აგა­თა კრის­ტი ქმნის იდე­ა­ლუ­რი მკვლე­ლის სა­ხეს რო­მე­ლიც თა­ვი­სი ჭკუ­ა­მახ­ვი­ლო­ბი­თა და გო­ნი­ე­რე­ბით პუ­ა­როს უტოლ­დე­ბა. ვფიქ­რობ, რომ ავ­ტორ­მა მკვლე­ლის აღ­მა­ვა­ლი ხაზი და­ხა­ტა და სწო­რედ ამი­ტომ არის ბოლო ნა­წარ­მო­ებ­ში ყვე­ლა­ზე ჭკვი­ა­ნი დამ­ნა­შა­ვე. აქ აღ­წე­რი­ლია იდე­ა­ლუ­რი მკვლე­ლის პოვ­ნა იდე­ა­ლუ­რი დე­ტექ­ტი­ვის მიერ,” - გან­მარ­ტავს პა­ა­ტა ჩხე­ი­ძე.

აქვე გთა­ვა­ზობთ, სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტებს ყვე­ლა ჟან­რის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გა­ყიდ­ვად ავ­ტორ აგა­თა კრის­ტი­ზე.

თა­ვი­სი დრო­ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ”პრო­დუქ­ტი­ულ” მწე­რალს დისგრა­ფია სჭირ­და (ტექ­სტის ჩა­წე­რა არ შე­ეძ­ლო). მისი ყვე­ლა ნა­წარ­მო­ე­ბი კარ­ნა­ხი­თაა ჩა­წე­რი­ლი.

აგ­ა­თას სურ­და სა­კუ­თა­რი დის­თვის, რო­მე­ლიც მწე­რა­ლი იყო, და­ემ­ტკი­ცე­ბი­ნა, რომ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში მას­ზე მეტი გა­ე­კე­თე­ბი­ნა და სწო­რედ ამი­ტომ და­ი­წყო წერა.

აგა­თა კრის­ტის დე­დას არ უნ­დო­და, რომ მას კი­თხვა ეს­წავ­ლა. 8 წლის ასაკ­ში გო­გო­ნამ კი­თხვა და­მო­უ­კი­დებ­ლად ის­წავ­ლა. ოფი­ცი­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა კი 15 წლის ასაკ­ში და­ი­წყო.

პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომის დროს აგა­თა კრის­ტი სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალ­ში მსა­ხუ­რობ­და მედ­დად, შემ­დეგ კი აფ­თი­აქ­ში გა­და­ვი­და სა­მუ­შა­ოდ, სა­დაც კარ­გად შე­ის­წავ­ლა ყვე­ლა ტი­პის შხა­მი და მომ­წამ­ვლე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა, რომ­ლებ­საც ის ასე ხში­რად ახ­სე­ნებს თა­ვის წიგ­ნებ­ში.

სახ­ლი ინ­გლის­ში, რო­მელ­შიც აგა­თა კრის­ტი ცხოვ­რობ­და, ქი­რავ­დე­ბა. მისი და­ქი­რა­ვე­ბა ერთი ღა­მით 500 დო­ლა­რი და­გიჯ­დე­ბათ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ორი წიგნი, ორი საქმე... ერკიულ პუაროს კარიერის დასაწყისი და დასასრული

ორი წიგნი, ორი საქმე... ერკიულ პუაროს კარიერის დასაწყისი და დასასრული

ამბობენ, ავტორმა პირველი რომანი ნაძლევზე დაწერა, რომ ისეთ დეტექტიურ ამბავს მოიგონებდა, მკითხველი ბოლო გვერდამდე ვერ მიხვდებოდა, ვინ იქნებოდა მკვლელიო. მკითხველმა უნდა აღიაროს, რომ აგათა კრისტიმ ნაძლევი მოიგო - წერდა 1921 წელს გამოცემა The Times.

”იდუმალებით მოცული საქმე სთაილზში” - ასე ჰქვია აგათა კრისტის პირველ დეტექტივს, რომელშიც ბელგიელი გამომძიებელი ერკიულ პუარო ინგლისში ერთ-ერთ რანჩოზე სტუმრად ჩავა და იქ მომხდარ მკვლელობასაც გახსნის. ნაწარმოები 1920 წელს დაიწერა.

გავიდა 55 წელი და მკითხველმა ერკიულ პუაროს მონაწილოებით 32 დეტექტივი დაწერა. 1975 წელს კი გამომძიებელი პუარო იმავე რანჩოზე ხვდება, სადაც პირველი საქმე გამოიძია და მას კვლავ უწევს მკვლელობის გამოძიება. ეს ლეგენდარული მაძებრის ტრიუმფალური კარიერის საბოლოო წერტილია. ამ საქმის გახსნის შემდეგ ის ბუნებრივი სიკვდილით თავადაც იღუპება. აგათა კრისტის ამ უკანაკნელ რომანს ერკიულ პუარო მონაწილეობით ”ფარდა” პუაროს უკანასკნელი საქმე” ჰქვია.

ეს ორი დეტექივი, რომელიც პუაროს საქმიანობის დასაწყისი და დასასრულია, კრებულის სახით გამომცემლობა ”პალიტრა L-მა” მოამზადა. სასაჩუქრე ეგზემპლარი მკითხველისთვის უკვე ხელმისწავდომია და მისი ღირებულება 27.99 ლარია.

”ეს სასაჩუქრე გამოცემა აგათა კრისტის მრავალმილიონიან გამოცემებს შორის განსაკუთრებულია. სულ ავტორის 4 მილიარდამდე ეგზემპლარია გამოცემული. წიგნის გამოსვლის შემდეგ ”ნიუ-იორკ თაიმსმა” დაბეჭდა ნეკროლოგი, რომლითაც საზოგადოებას ერკიულ პუაროს გარდაცვალებას ატყობინებდა. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა მსოფლიოში, როდესაც ასეთმა გავლენიანმა გამოცემამ არარსებულ ადამიანს ნეკროლოგი მიუძღვნა. 1976 წელს უკვე ”დეტექტივების დედოფლად” აღიარებული აგათა კრისტიც გარდაიცვალა,” - განმარტავს გამოცემის რედაქტორი ლადო იოსებაძე.

წიგნების თარგმანი ქართულ ენაზე მთარგმნელმა პაატა ჩხეიძემ მოამზადა. მანამდე კი მას აგათა კრისტის 8 დეტექტივი ჰქონდა ნათარგმნი. თუმცა ამ ორი რომანის მიმართ თავად მთარგმნელის დამოკიდებულებაც გამორჩეულია.

”აგათა კრისტის დეტექტივების თარგმნა რთული ნამდვილად არაა. ავტორს დახვეწილი სტილით, არისტოკრატიული მანერით წერა ახასიათებს. მის ნაწარმოებებში ვერ ნახავთ სასტიკ მკვლელობებს, ზღვა სისხლს. ყველაფერს მინიშნებებით აკეთებს და არა - პირდაპირი აღწერებით. მის პირველ და ბოლო რომანებს შორის რამდენიმე ათეული წელია გასული, თუმცა ავტორის სტილი არ განხვავდება. ბოლო დეტექტივში აგათა კრისტი ქმნის იდეალური მკვლელის სახეს რომელიც თავისი ჭკუამახვილობითა და გონიერებით პუაროს უტოლდება. ვფიქრობ, რომ ავტორმა მკვლელის აღმავალი ხაზი დახატა და სწორედ ამიტომ არის ბოლო ნაწარმოებში ყველაზე ჭკვიანი დამნაშავე. აქ აღწერილია იდეალური მკვლელის პოვნა იდეალური დეტექტივის მიერ,” - განმარტავს პაატა ჩხეიძე.

აქვე გთავაზობთ, საინტერესო ფაქტებს ყველა ჟანრის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვად ავტორ აგათა კრისტიზე.

თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე ”პროდუქტიულ” მწერალს დისგრაფია სჭირდა (ტექსტის ჩაწერა არ შეეძლო). მისი ყველა ნაწარმოები კარნახითაა ჩაწერილი.

აგათას სურდა საკუთარი დისთვის, რომელიც მწერალი იყო, დაემტკიცებინა, რომ ლიტერატურაში მასზე მეტი გაეკეთებინა და სწორედ ამიტომ დაიწყო წერა.

აგათა კრისტის დედას არ უნდოდა, რომ მას კითხვა ესწავლა. 8 წლის ასაკში გოგონამ კითხვა დამოუკიდებლად ისწავლა. ოფიციალური განათლების მიღება კი 15 წლის ასაკში დაიწყო.

პირველი მსოფლიო ომის დროს აგათა კრისტი სამხედრო ჰოსპიტალში მსახურობდა მედდად, შემდეგ კი აფთიაქში გადავიდა სამუშაოდ, სადაც კარგად შეისწავლა ყველა ტიპის შხამი და მომწამვლელი ნივთიერება, რომლებსაც ის ასე ხშირად ახსენებს თავის წიგნებში.

სახლი ინგლისში, რომელშიც აგათა კრისტი ცხოვრობდა, ქირავდება. მისი დაქირავება ერთი ღამით 500 დოლარი დაგიჯდებათ.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს