სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ისლამური სახელმწიფოს" წევრობისთვის 19 რუს ქალს ერაყში სამუდამო პატიმრობა მიესაჯა
"ისლამური სახელმწიფოს" წევრობისთვის 19 რუს ქალს ერაყში სამუდამო პატიმრობა მიესაჯა

19 რუს ქალს ერაყ­ში კვი­რას სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა მი­ე­სა­ჯა, მათ „ის­ლა­მურ სა­ხელ­მწი­ფო­ში“ გა­წევ­რი­ა­ნე­ბა ედე­ბათ ბრა­ლად.

"დე­ი­ლი მე­ი­ლის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჯი­ჰა­დის­ტო­ბის გამო მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბი არი­ან, ასე­ვე, 6 აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი და 4 ტა­ჯი­კი ქალი. მა­თაც, რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მსგავ­სად, ცხოვ­რე­ბის გა­ტა­რე­ბა ცი­ხე­ში მო­უ­წევთ.

ქა­ლებს სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­სა­ჩივ­რე­ბის უფ­ლე­ბა არ აქვთ. დარ­ბაზ­ში ისი­ნი შავი თავ­საფ­რე­ბი­თა და ვარ­დის­ფე­რი სა­მო­სით შე­ვიდ­ნენ. ქა­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა ბავ­შვებ­თან ერ­თად იყო.

ბაღ­დად­მა გა­სუ­ლი წლის დე­კემ­ბერ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ „ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფო“ და­ა­მარ­ცხა და ქა­ლა­ქე­ბი ჯი­ჰა­დის­ტე­ბის­გან გაწ­მინ­და. სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო ძა­ლებ­მა ჯი­ჰა­დის­ტე­ბის ნა­თე­სა­ვი, ან ოჯა­ხის წევ­რი სულ მცი­რე 560 ქალი და 600 ბავ­შვი და­ა­კა­ვა.

იმ ქა­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა კი, რო­მელ­თაც გუ­შინ პა­ტიმ­რო­ბა მი­ე­სა­ჯათ, ამ­ბობს, რომ არც კი იცოდ­ნენ, „ის­ლა­მურ სა­ხელ­მწი­ფოს­თან“ თუ ჰქონ­დათ კავ­ში­რი.

„არ ვი­ცო­დი, რომ ერაყ­ში ვი­ყა­ვი. ქმარ­თან და შვი­ლებ­თან ერ­თად თურ­ქეთ­ში გა­და­ვე­დი სა­ცხოვ­რებ­ლად და უცებ აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ ერაყ­ში ვცხოვ­რობ­დით,“ - გა­ნა­ცხა­და ერთ-ერ­თმა მათ­გან­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"ისლამური სახელმწიფოს" წევრობისთვის 19 რუს ქალს ერაყში სამუდამო პატიმრობა მიესაჯა

"ისლამური სახელმწიფოს" წევრობისთვის 19 რუს ქალს ერაყში სამუდამო პატიმრობა მიესაჯა

19 რუს ქალს ერაყში კვირას სამუდამო პატიმრობა მიესაჯა, მათ „ისლამურ სახელმწიფოში“ გაწევრიანება ედებათ ბრალად.

"დეილი მეილის" ინფორმაციით, ჯიჰადისტობის გამო მსჯავრდებულები არიან, ასევე, 6 აზერბაიჯანელი და 4 ტაჯიკი ქალი. მათაც, რუსეთის მოქალაქეების მსგავსად, ცხოვრების გატარება ციხეში მოუწევთ.

ქალებს სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება არ აქვთ. დარბაზში ისინი შავი თავსაფრებითა და ვარდისფერი სამოსით შევიდნენ. ქალების უმეტესობა ბავშვებთან ერთად იყო.

ბაღდადმა გასული წლის დეკემბერში განაცხადა, რომ „ისლამური სახელმწიფო“ დაამარცხა და ქალაქები ჯიჰადისტებისგან გაწმინდა. სახელისუფლებო ძალებმა ჯიჰადისტების ნათესავი, ან ოჯახის წევრი სულ მცირე 560 ქალი და 600 ბავშვი დააკავა.

იმ ქალების უმეტესობა კი, რომელთაც გუშინ პატიმრობა მიესაჯათ, ამბობს, რომ არც კი იცოდნენ, „ისლამურ სახელმწიფოსთან“ თუ ჰქონდათ კავშირი.

„არ ვიცოდი, რომ ერაყში ვიყავი. ქმართან და შვილებთან ერთად თურქეთში გადავედი საცხოვრებლად და უცებ აღმოვაჩინე, რომ ერაყში ვცხოვრობდით,“ - განაცხადა ერთ-ერთმა მათგანმა.

"არ შეგვიძლია ჩუმად ვიყოთ, როდესაც ტერორიზმი ბოროტად იყენებს რელიგიას" - ერაყში რომის პაპის ისტორიული ვიზიტის დეტალები

"მგზავრების უმეტესობას ეძინა, მათ არ ეკეთათ ღვედები" - პოლონეთში ავტობუსი არხში გადავარდა, დაღუპულია 6 ადამიანი

"სახელისუფლებო ელიტაში განხეთქილებაა, რომელიც ჯერ კიდევ ომამდე დაიწყო" - სომხეთი "დანის პირზე" და მწვავე პროტესტი, რომელიც არ ცხრება