მსოფლიო
სამართალი

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ მინდა ჩემმა შვილმა ჩემი საქმიანობის შესახებ გაიგოს" - ყოფილი ბიზნესლედი სასაფლაოების დამლაგებლად მუშაობს
"არ მინდა ჩემმა შვილმა ჩემი საქმიანობის შესახებ გაიგოს" - ყოფილი ბიზნესლედი სასაფლაოების დამლაგებლად მუშაობს

38 წლის სა­სი­ა­მოვ­ნო გა­რეგ­ნო­ბის ქალ­ბა­ტო­ნი (რო­მელ­მაც ვი­ნა­ო­ბის გამ­ხე­ლა არ ისურ­ვა) 2 წე­ლია, ქა­ლაქ რუს­თა­ვის სა­საფ­ლა­ო­ზე, საფ­ლა­ვე­ბის მომ­ვლე­ლია. ამ­ბობს, რომ სიკ­ვდი­ლის აღარ ეში­ნია და ყვე­ლაფ­რის­თვის მზად არის. - აქ მუ­შა­ო­ბა კარ­გი­აო, - გვი­თხრა და მი­ზე­ზიც გაგ­ვიმ­ხი­ლა, თუ რა­ტომ არ სურს სა­ჯა­როდ ვი­ნა­ო­ბის გამ­ხე­ლა...

- სა­საფ­ლა­ოს დი­რექ­ტორ­მა - ნუგ­ზარ ლურ­სმა­ნაშ­ვილ­მა ასე­თი რა­ღაც მო­ი­ფიქ­რა: ჭი­რი­სუ­ფა­ლი თვე­ში მი­ნი­მა­ლურ თან­ხას - 10 ლარს იხ­დის (ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით), რომ საფ­ლა­ვი მოვ­ლი­ლი, მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი იყოს. მე და ერთი ქალ­ბა­ტო­ნი დაგ­ვა­საქ­მა. 2 წე­ლია, აქ ვმუ­შა­ობთ. სა­საფ­ლა­ო­ზე კვი­რა­ში ორ­ჯერ ამოვ­დი­ვართ. საფ­ლა­ვებს ვა­ლა­გებთ, ბა­ლა­ხის­გან ვწმენდთ. რომ შე­ხე­დავთ, ეტყო­ბა, ჩვე­ნი და­ლა­გე­ბუ­ლი რო­მე­ლია. უკვე 100-ზე მეტ საფ­ლავს ვა­ლა­გებთ და ვა­სუფ­თა­ვებთ.

- შრო­მა­ტე­ვა­დი საქ­მეა?

- ძალ­ზე შრო­მა­ტე­ვა­დია! ვცდი­ლობთ აღ­დგო­მის დღე­სას­წა­უ­ლებ­ზე, ყვე­ლა საფ­ლა­ვი მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი იყოს. ბოლო თვეა, აქ ყო­ველ­დღე ამოვ­დი­ვართ. არა მხო­ლოდ საფ­ლავს ვა­სუფ­თა­ვებთ, არა­მედ - მის გარ­შე­მო არ­სე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­საც. ბა­ტო­ნი ნუგ­ზა­რიც სულ მო­დის, მან­ქა­ნე­ბი ამოჰ­ყავს, ნა­გავს ვყრით... სა­ერ­თოდ, ძა­ლი­ან სუფ­თა სა­საფ­ლა­ოა. მგო­ნი, ქა­ლაქ­ში არ არის იმ­დე­ნი ბუნ­კე­რი, რამ­დე­ნიც - აქ. კარ­გი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი გვყავს. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, აქ ვერ გავ­ჩერ­დე­ბო­დით. სა­საფ­ლა­ო­ე­ბის ორი­ვე მომ­ვლელს 3-3 შვი­ლი გვყავს. თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ოფი­სი­და­ნაც ძა­ლი­ან გვეხ­მა­რე­ბი­ან. ერ­თმა­ნეთს ხელს ვუ­წყობთ.

- ზოგი ადა­მი­ა­ნი სა­საფ­ლა­ოს მის­ტი­კურ ად­გი­ლად მი­იჩ­ნევს და აქ ყოფ­ნის ეში­ნია... თქვენ შიშს არც თავ­და­პირ­ვე­ლად, მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბი­სას გრძნობ­დით?

- თავ­და­პირ­ვე­ლად ცოტა მე­ში­ნო­და. ახლა კი აქა­უ­რო­ბას ისე შე­ვეჩ­ვი­ეთ, რომ პი­რი­ქით - სიკ­ვდი­ლის აღარ მე­ში­ნია. წი­ნათ ვამ­ბობ­დი, - ვა­ი­მე, როცა დამ­მარ­ხა­ვენ, მი­წა­ში ვიქ­ნე­ბი-მეთ­ქი... ახლა ყვე­ლაფ­რის­თვის მზად ვარ.

- მუ­შა­ო­ბი­სას გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი შემ­თხვე­ვე­ბი თუ ხდე­ბა?

- თუ ქვე­წარ­მავ­ლებს არ ჩავ­თვლით, არა­ფე­რი. მა­თაც, თუ არა­ფერს და­უ­შა­ვებ, არა­ფერს გერ­ჩი­ან. სი­წყნა­რე, სიმ­შვი­დეა. სა­ში­ში სა­ერ­თოდ არ არის. ზა­ფხულ­ში, როცა ძა­ლი­ან ცხე­ლა, სა­საფ­ლა­ო­ზე დი­ლის 5 სა­ათ­ზეც მოვ­სულ­ვართ და მარ­ტო ვყო­ფილ­ვართ. გა­მი­გო­ნია, თით­ქოს სა­საფ­ლა­ო­ზე ადა­მი­ა­ნე­ბი ეწე­ვი­ან, სვა­მენ... აქ ერთი ასე­თი შემ­თხვე­ვაც არ მახ­სოვს. სის­ტე­მა კარ­გად არის აწყო­ბი­ლი.

- მუ­შა­ო­ბა ყვე­ლა­ზე რთუ­ლი რო­დის არის?

- ახლა, რად­გან ბა­ლა­ხი ყო­ველ­დღი­უ­რად ამო­დის. და­ვა­მუ­შა­ვებთ, და­ვა­სუფ­თა­ვებთ, მაგ­რამ მე­ო­რედ მო­სუ­ლებს უკვე სა­ში­ნე­ლი სი­ტუ­ა­ცია გვხვდე­ბა. შრო­მა­ტე­ვა­დი საქ­მეა, თო­რემ სა­ში­ში არა­ფე­რია...გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

"არ მინდა ჩემმა შვილმა ჩემი საქმიანობის შესახებ გაიგოს" - ყოფილი ბიზნესლედი სასაფლაოების დამლაგებლად მუშაობს

"არ მინდა ჩემმა შვილმა ჩემი საქმიანობის შესახებ გაიგოს" - ყოფილი ბიზნესლედი სასაფლაოების დამლაგებლად მუშაობს

38 წლის სასიამოვნო გარეგნობის ქალბატონი (რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა) 2 წელია, ქალაქ რუსთავის სასაფლაოზე, საფლავების მომვლელია. ამბობს, რომ სიკვდილის აღარ ეშინია და ყველაფრისთვის მზად არის. - აქ მუშაობა კარგიაო, - გვითხრა და მიზეზიც გაგვიმხილა, თუ რატომ არ სურს საჯაროდ ვინაობის გამხელა...

- სასაფლაოს დირექტორმა - ნუგზარ ლურსმანაშვილმა ასეთი რაღაც მოიფიქრა: ჭირისუფალი თვეში მინიმალურ თანხას - 10 ლარს იხდის (ნებაყოფლობით), რომ საფლავი მოვლილი, მოწესრიგებული იყოს. მე და ერთი ქალბატონი დაგვასაქმა. 2 წელია, აქ ვმუშაობთ. სასაფლაოზე კვირაში ორჯერ ამოვდივართ. საფლავებს ვალაგებთ, ბალახისგან ვწმენდთ. რომ შეხედავთ, ეტყობა, ჩვენი დალაგებული რომელია. უკვე 100-ზე მეტ საფლავს ვალაგებთ და ვასუფთავებთ.

- შრომატევადი საქმეა?

- ძალზე შრომატევადია! ვცდილობთ აღდგომის დღესასწაულებზე, ყველა საფლავი მოწესრიგებული იყოს. ბოლო თვეა, აქ ყოველდღე ამოვდივართ. არა მხოლოდ საფლავს ვასუფთავებთ, არამედ - მის გარშემო არსებულ ტერიტორიასაც. ბატონი ნუგზარიც სულ მოდის, მანქანები ამოჰყავს, ნაგავს ვყრით... საერთოდ, ძალიან სუფთა სასაფლაოა. მგონი, ქალაქში არ არის იმდენი ბუნკერი, რამდენიც - აქ. კარგი თანამშრომლები გვყავს. წინააღმდეგ შემთხვევაში, აქ ვერ გავჩერდებოდით. სასაფლაოების ორივე მომვლელს 3-3 შვილი გვყავს. თანამშრომლები ოფისიდანაც ძალიან გვეხმარებიან. ერთმანეთს ხელს ვუწყობთ.

- ზოგი ადამიანი სასაფლაოს მისტიკურ ადგილად მიიჩნევს და აქ ყოფნის ეშინია... თქვენ შიშს არც თავდაპირველად, მუშაობის დაწყებისას გრძნობდით?

- თავდაპირველად ცოტა მეშინოდა. ახლა კი აქაურობას ისე შევეჩვიეთ, რომ პირიქით - სიკვდილის აღარ მეშინია. წინათ ვამბობდი, - ვაიმე, როცა დამმარხავენ, მიწაში ვიქნები-მეთქი... ახლა ყველაფრისთვის მზად ვარ.

- მუშაობისას გაუთვალისწინებელი შემთხვევები თუ ხდება?

- თუ ქვეწარმავლებს არ ჩავთვლით, არაფერი. მათაც, თუ არაფერს დაუშავებ, არაფერს გერჩიან. სიწყნარე, სიმშვიდეა. საშიში საერთოდ არ არის. ზაფხულში, როცა ძალიან ცხელა, სასაფლაოზე დილის 5 საათზეც მოვსულვართ და მარტო ვყოფილვართ. გამიგონია, თითქოს სასაფლაოზე ადამიანები ეწევიან, სვამენ... აქ ერთი ასეთი შემთხვევაც არ მახსოვს. სისტემა კარგად არის აწყობილი.

- მუშაობა ყველაზე რთული როდის არის?

- ახლა, რადგან ბალახი ყოველდღიურად ამოდის. დავამუშავებთ, დავასუფთავებთ, მაგრამ მეორედ მოსულებს უკვე საშინელი სიტუაცია გვხვდება. შრომატევადი საქმეა, თორემ საშიში არაფერია...განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ