პოლიტიკა
Faceამბები

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცესკო ვანისა და ხონის 60-ვე უბნის წინასწარ მონაცემებს აქვეყნებს
ცესკო ვანისა და ხონის 60-ვე უბნის წინასწარ მონაცემებს აქვეყნებს

ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სია ვა­ნი­სა და ხო­ნის 60-ვე უბ­ნის წი­ნას­წარ მო­ნა­ცე­მებს აქ­ვეყ­ნებს. რო­გორც შე­მა­ჯა­მე­ბელ ბრი­ფინგზე ცეს­კოს პრეს-სპი­კერ­მა ანა მი­ქე­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და, წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ კან­დი­დატ­მა გივი ჭი­ჭი­ნა­ძემ 57.86% მი­ი­ღო, ხოლო „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ კან­დი­დატ­მა გიგი უგუ­ლა­ვამ - 38.38%.

„#54-ე მა­ჟო­რი­ტა­რულ სა­არ­ჩევ­ნო ოლ­ქში გა­მარ­თუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის შუ­ა­ლე­დუ­რი არ­ჩევ­ნე­ბის წი­ნას­წა­რი შე­დე­გე­ბი 60-ვე უბ­ნის მი­ხედ­ვით 6 რე­გის­ტრი­რე­ბულ კან­დი­დატს შო­რის შემ­დეგ­ნა­ი­რად გა­და­ნა­წილ­და:

„ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო“ - გიგი უგუ­ლა­ვა 10 404 ხმა, რაც პრო­ცენ­ტუ­ლად არის 38.38%; პარ­ტია „სა­ქარ­თვე­ლო“ - გი­ორ­გი ლი­ლუ­აშ­ვი­ლი 124 ხმა, რაც 0.46%-ია; „ტრა­დი­ცი­ო­ნა­ლის­ტე­ბი“ - ზუ­რაბ ქარ­თვე­ლიშ­ვი­ლი 59 ხმა, რაც 0.22%-ია; „ახა­ლი ქრის­ტი­ან-დე­მოკ­რა­ტე­ბი“ - მა­მუ­კა ტუს­კა­ძე 399 ხმა, რაც პრო­ცენ­ტუ­ლად 1.47%-ია; პარ­ტია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლო“ - გივი ჭი­ჭი­ნა­ძე 15 690 ხმა, რაც პრო­ცენ­ტუ­ლად არის 57.86%; სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფის მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­და­ტი ვა­სილ კო­პა­ლი­ა­ნი 436 ხმა, რაც 1.61%-ია“, - გა­ნა­ცხა­და ანა მი­ქე­ლა­ძემ.

ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, არ­ჩევ­ნებ­ზე ამომ­რჩე­ველ­თა აქ­ტი­ვო­ბამ შე­ად­გი­ნა 57.9%. ცეს­კოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, რო­გორც კენ­ჭისყრა, ასე­ვე ხმის დათ­ვლის პრო­ცე­დუ­რა სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნებ­ზე მშვიდ ვი­თა­რე­ბა­ში, კა­ნონ­მდებ­ლო­ბის სრუ­ლი დაც­ვით წა­რი­მარ­თა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ვა­ნი­სა და ხო­ნის გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­მა­ჟო­რი­ტა­რო ოლ­ქში შუ­ა­ლე­დუ­რი არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა მას შემ­დეგ დად­გა, რაც ყო­ფი­ლი მა­ჟო­რი­ტა­რი, გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვი­ლი სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლედ და­ი­ნიშ­ნა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

ცესკო ვანისა და ხონის 60-ვე უბნის წინასწარ მონაცემებს აქვეყნებს

ცესკო ვანისა და ხონის 60-ვე უბნის წინასწარ მონაცემებს აქვეყნებს

ცენტრალური საარჩევნო კომისია ვანისა და ხონის 60-ვე უბნის წინასწარ მონაცემებს აქვეყნებს. როგორც შემაჯამებელ ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გივი ჭიჭინაძემ 57.86% მიიღო, ხოლო „ევროპული საქართველოს“ კანდიდატმა გიგი უგულავამ - 38.38%.

„#54-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გამართული საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგები 60-ვე უბნის მიხედვით 6 რეგისტრირებულ კანდიდატს შორის შემდეგნაირად გადანაწილდა:

„ევროპული საქართველო“ - გიგი უგულავა 10 404 ხმა, რაც პროცენტულად არის 38.38%; პარტია „საქართველო“ - გიორგი ლილუაშვილი 124 ხმა, რაც 0.46%-ია; „ტრადიციონალისტები“ - ზურაბ ქართველიშვილი 59 ხმა, რაც 0.22%-ია; „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“ - მამუკა ტუსკაძე 399 ხმა, რაც პროცენტულად 1.47%-ია; პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ - გივი ჭიჭინაძე 15 690 ხმა, რაც პროცენტულად არის 57.86%; საინიციატივო ჯგუფის მაჟორიტარობის კანდიდატი ვასილ კოპალიანი 436 ხმა, რაც 1.61%-ია“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 57.9%. ცესკოს ინფორმაციით, როგორც კენჭისყრა, ასევე ხმის დათვლის პროცედურა საარჩევნო უბნებზე მშვიდ ვითარებაში, კანონმდებლობის სრული დაცვით წარიმართა.

შეგახსენებთ, რომ ვანისა და ხონის გაერთიანებულ სამაჟორიტარო ოლქში შუალედური არჩევნების ჩატარების აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც ყოფილი მაჟორიტარი, გრიგოლ ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.

LIVE: არჩილ თალაკვაძე "360 გრადუსში"

"გიორგი ვაშაძემ მოიტყუა, როდესაც თქვა, რომ შეხვედრაზე კონკრეტული ადამიანის შეწყალებაზე იყო საუბარი" - ირაკლი კობახიძე

"მისი მინისტრობისას ბიუჯეტიდან ასი მილიონი დაიკარგა, მან კი ხმა არ ამოიღო..." - რატომ ითხოვენ ივანე მაჭავარიანის დაკითხვას დეპუტატები?