სამართალი
Faceამბები
პოლიტიკა

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში 17 330 უცხოელი მუშაობს - ბიზნესის რომელ სექტორში საქმდებიან არარეზიდენტი პირები
საქართველოში 17 330 უცხოელი მუშაობს - ბიზნესის რომელ სექტორში საქმდებიან არარეზიდენტი პირები

სა­ქარ­თვე­ლო­ში და­საქ­მე­ბუ­ლი უცხო­ე­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ერთ წე­ლი­წად­ში 17%-ით გა­ი­ზარ­და. 2017 წლის მდგო­მა­რე­ო­ბით, ქვე­ყა­ნა­ში სულ 17 330 არა­რე­ზი­დენ­ტი პირი მუ­შა­ობ­და და მათი უმე­ტე­სო­ბა, და­ახ­ლო­ე­ბით 47% მცი­რე სა­წარ­მო­ებ­ში იყო და­საქ­მე­ბუ­ლი. ეს არის ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს კვლე­ვის შე­დე­გე­ბი, რო­მე­ლიც სა­წარ­მო­ებ­ში გა­მო­კი­თხვის შე­დე­გად ჩა­ტარ­და და რო­მე­ლიც სა­ვა­რა­უ­დოდ, სრულ სუ­რათს ვერ ასა­ხავს. სრუ­ლი სუ­რა­თის­თვის „ბიზ­ნესპრეს­ნი­უს­მა“ მო­ნა­ცე­მე­ბი ჯერ კი­დევ თე­ბერ­ვლის და­სა­წყის­ში იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს სერ­ვი­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტო­დან გა­მო­ი­თხო­ვა, თუმ­ცა დღემ­დე მათ­გან პა­სუ­ხი, თუ რამ­დენ ადა­მი­ანს მი­ე­ნი­ჭა 2017 წელს შრო­მი­თი ბი­ნად­რო­ბის უფ­ლე­ბა, არ მიგ­ვი­ღია.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, 2014 წლის 1-ლი სექ­ტემ­ბრი­დან სა­ქარ­თვე­ლომ უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის სა­ვი­ზო რე­ჟი­მი გა­ამ­კაც­რა, იმ პე­რი­ო­დი­დან ძა­ლა­ში შე­ვი­და მთავ­რო­ბის #520 დად­გე­ნი­ლე­ბა, რო­მე­ლიც უცხო­ე­ლე­ბის­თვის ბი­ნად­რო­ბის გა­ცე­მას არე­გუ­ლი­რებს. სწო­რედ იმ დრო­ი­დან გახ­და შე­საძ­ლე­ბე­ლი რე­ა­ლო­ბას­თან უფრო მო­ახ­ლო­ე­ბუ­ლი სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ღე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში და­საქ­მე­ბულ უცხო­ე­ლებ­ზე.

„ბიზ­ნესპრეს­ნი­უს­მა“ 2018 წლის თე­ბერ­ვალ­ში სერ­ვი­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს­გან გა­მო­ი­თხო­ვა ინ­ფორ­მა­ცია, თუ რამ­დენ არა­რე­ზი­დენტ პირს მი­ე­ცა სა­ქარ­თვე­ლო­ში შრო­მი­თი ბი­ნად­რო­ბის ნე­ბარ­თვა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კა­ნო­ნი მათ ავალ­დე­ბუ­ლებს, ინ­ფორ­მა­ცია და­უ­ყო­ნებ­ლივ ან 10 სა­მუ­შაო დღის ვა­და­ში გას­ცენ, სერ­ვი­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ჩვენ­თვის მო­ნა­ცე­მე­ბი ჯერ არ მო­უ­წო­დე­ბია.

უცხო­ე­ლე­ბის და­საქ­მე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ხელ­მი­საწ­ვდო­მია მხო­ლოდ ის მო­ნა­ცე­მი, რაც ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს კვლე­ვა­შია მო­ცე­მუ­ლი და რო­მე­ლიც სა­წარ­მო­თა ნა­წი­ლის გა­მო­კი­თხვი­სას შედ­გა. ამ კვლე­ვის მი­ხედ­ვით, 2017 წელს 2016 წელ­თან შე­და­რე­ბით უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე და­საქ­მე­ბულ­თა სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბა გა­ი­ზარ­და 17%-ით და სულ 17 330 კაცი შე­ად­გი­ნა (მთლი­ა­ნი და­საქ­მე­ბის 2.2%);

უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქის და­საქ­მე­ბის ძი­რი­თად მი­ზე­ზად და­სა­ხელ­და სა­წარ­მოს უცხო­ე­ლი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი/მე­ნე­ჯმენ­ტი (65,8%) და ის, რომ სა­წარ­მო წარ­მო­ად­გენს უცხო ქვეყ­ნის სა­წარ­მოს ფი­ლი­ალს (17,3%);

ამა­ვე კვლე­ვის მი­ხედ­ვით, უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ძი­რი­თა­დად და­საქ­მე­ბუ­ლე­ბია მშე­ნებ­ლო­ბა­ში, სა­ბი­თუ­მო და სა­ცა­ლო ვაჭ­რო­ბა­სა და ტუ­რიზ­მის დარ­გებ­ში; უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ძი­რი­თა­დად და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი არი­ან მიკ­რო (46,9%) ზო­მის სა­წარ­მო­ებ­ში, ხოლო მსხვილ­სა (24,2%) და მცი­რე­ში (20,9%) თით­ქმის პრო­პორ­ცი­უ­ლად არის გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი; სა­ქარ­თვე­ლო­ში და­საქ­მე­ბუ­ლი უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უმე­ტე­სო­ბა (79,3%) თბი­ლის­ზე მო­დის.

უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ძი­რი­თა­დად და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი არი­ან ისეთ ეკო­ნო­მი­კურ სექ­ტო­რებ­ში, რო­გო­რი­ცაა: მშე­ნებ­ლო­ბა - 5,560 და­საქ­მე­ბუ­ლი (უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მთლი­ა­ნი და­საქ­მე­ბის 31.6%), სა­ბი­თუ­მო და სა­ცა­ლო ვაჭ­რო­ბა - 4,757 და­საქ­მე­ბუ­ლი (27%), ტრან­სპორ­ტი­რე­ბა და და­სა­წყო­ბე­ბა - 13,866 და­საქ­მე­ბუ­ლი (7.9%) გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

საქართველოში 17 330 უცხოელი მუშაობს - ბიზნესის რომელ სექტორში საქმდებიან არარეზიდენტი პირები

საქართველოში 17 330 უცხოელი მუშაობს - ბიზნესის რომელ სექტორში საქმდებიან არარეზიდენტი პირები

საქართველოში დასაქმებული უცხოელების რაოდენობა ერთ წელიწადში 17%-ით გაიზარდა. 2017 წლის მდგომარეობით, ქვეყანაში სულ 17 330 არარეზიდენტი პირი მუშაობდა და მათი უმეტესობა, დაახლოებით 47% მცირე საწარმოებში იყო დასაქმებული. ეს არის ეკონომიკის სამინისტროს კვლევის შედეგები, რომელიც საწარმოებში გამოკითხვის შედეგად ჩატარდა და რომელიც სავარაუდოდ, სრულ სურათს ვერ ასახავს. სრული სურათისთვის „ბიზნესპრესნიუსმა“ მონაცემები ჯერ კიდევ თებერვლის დასაწყისში იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოდან გამოითხოვა, თუმცა დღემდე მათგან პასუხი, თუ რამდენ ადამიანს მიენიჭა 2017 წელს შრომითი ბინადრობის უფლება, არ მიგვიღია.

როგორც ცნობილია, 2014 წლის 1-ლი სექტემბრიდან საქართველომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გაამკაცრა, იმ პერიოდიდან ძალაში შევიდა მთავრობის #520 დადგენილება, რომელიც უცხოელებისთვის ბინადრობის გაცემას არეგულირებს. სწორედ იმ დროიდან გახდა შესაძლებელი რეალობასთან უფრო მოახლოებული სტატისტიკური მონაცემების მიღება საქართველოში დასაქმებულ უცხოელებზე.

„ბიზნესპრესნიუსმა“ 2018 წლის თებერვალში სერვისების განვითარების სააგენტოსგან გამოითხოვა ინფორმაცია, თუ რამდენ არარეზიდენტ პირს მიეცა საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვა. მიუხედავად იმისა, რომ კანონი მათ ავალდებულებს, ინფორმაცია დაუყონებლივ ან 10 სამუშაო დღის ვადაში გასცენ, სერვისების განვითარების სააგენტოს ჩვენთვის მონაცემები ჯერ არ მოუწოდებია.

უცხოელების დასაქმებასთან დაკავშირებით ხელმისაწვდომია მხოლოდ ის მონაცემი, რაც ეკონომიკის სამინისტროს კვლევაშია მოცემული და რომელიც საწარმოთა ნაწილის გამოკითხვისას შედგა. ამ კვლევის მიხედვით, 2017 წელს 2016 წელთან შედარებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დასაქმებულთა საერთო რაოდენობა გაიზარდა 17%-ით და სულ 17 330 კაცი შეადგინა (მთლიანი დასაქმების 2.2%);

უცხო ქვეყნის მოქალაქის დასაქმების ძირითად მიზეზად დასახელდა საწარმოს უცხოელი დამფუძნებელი/მენეჯმენტი (65,8%) და ის, რომ საწარმო წარმოადგენს უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალს (17,3%);

ამავე კვლევის მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეები ძირითადად დასაქმებულებია მშენებლობაში, საბითუმო და საცალო ვაჭრობასა და ტურიზმის დარგებში; უცხო ქვეყნის მოქალაქეები ძირითადად დასაქმებულები არიან მიკრო (46,9%) ზომის საწარმოებში, ხოლო მსხვილსა (24,2%) და მცირეში (20,9%) თითქმის პროპორციულად არის გადანაწილებული; საქართველოში დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების უმეტესობა (79,3%) თბილისზე მოდის.

უფრო კონკრეტულად, უცხო ქვეყნის მოქალაქეები ძირითადად დასაქმებულები არიან ისეთ ეკონომიკურ სექტორებში, როგორიცაა: მშენებლობა - 5,560 დასაქმებული (უცხო ქვეყნის მოქალაქეების მთლიანი დასაქმების 31.6%), საბითუმო და საცალო ვაჭრობა - 4,757 დასაქმებული (27%), ტრანსპორტირება და დასაწყობება - 13,866 დასაქმებული (7.9%) განაგრძეთ კითხვა

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო