საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ხდებოდა დღეს ლისის ტბაზე, სადაც სპორტული ფესტივალი „თბი - ლისი“ გაიხსნა
რა ხდებოდა დღეს ლისის ტბაზე, სადაც სპორტული ფესტივალი „თბი - ლისი“ გაიხსნა

ლი­სის ტბა­ზე სპორ­ტუ­ლი ფეს­ტი­ვა­ლი „თბი - ლისი“ გა­იხ­სნა, - ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ თბი­ლი­სის მე­რი­ი­დან აც­ნო­ბეს. მა­თი­ვე ცნო­ბით, ღო­ნის­ძი­ე­ბას თბი­ლი­სის მერი კახა კა­ლა­ძე, მო­ად­გი­ლეს­თან სო­ფიო ხუნ­წა­რი­ას­თან ერ­თად და­ეს­წრო. ფეს­ტი­ვა­ლი თბი­ლი­სის მე­რი­ის ორ­გა­ნი­ზე­ბით იმარ­თე­ბა და მიზ­ნად ისა­ხავს ახალ­გაზ­რდებ­ში ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სის დამ­კვიდ­რე­ბას, მა­სობ­რი­ვი სპორ­ტის გან­ვი­თა­რე­ბას, სპორ­ტის სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის დას­ვე­ნე­ბის, გარ­თო­ბი­სა და სპორ­ტუ­ლი აქ­ტი­ვო­ბის­თვის სა­ჭი­რო გა­რე­მოს შექ­მნას.

კახა კა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ფეს­ტი­ვა­ლის ფარ­გლებ­ში სა­სი­ა­მოვ­ნო დრო­ის გა­ტა­რე­ბა ყვე­ლა თა­ო­ბის ადა­მი­ანს შე­უძ­ლია. დე­და­ქა­ლა­ქის მერი მო­ქა­ლა­ქე­ებს ფეს­ტი­ვალ­ში ჩარ­თვის­კენ მო­უ­წო­დებს.„მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ქა­რია მა­ინც ძა­ლი­ან ბევ­რი, სხვა­დას­ხვა თა­ო­ბის ადა­მი­ა­ნია მო­სუ­ლი. სპორ­ტის 13 სა­ხე­ო­ბა­ში არის შე­საძ­ლე­ბე­ლი მსურ­ვე­ლებ­მა ყო­ველ­გვა­რი ანა­ზღა­უ­რე­ბის გა­რე­შე მი­ი­ღონ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ასე­ვე, ამ ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შემ­დეგ გა­ი­მარ­თე­ბა სხვა­დას­ხვა ჯგუ­ფის კონ­ცერ­ტე­ბი და მინ­და მივ­მარ­თო ყვე­ლას, რომ ყო­ველ შა­ბათს მობ­რძან­დნენ ლი­სის ტბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­დაც სა­სი­ა­მოვ­ნო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გა­ი­მარ­თე­ბა. ჩვენ ქა­ლაქს სჭირ­დე­ბა ასე­თი ტი­პის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, ახალ­გაზ­რდებს სჭირ­დე­ბათ გარ­თო­ბა და დას­ვე­ნე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

ღო­ნის­ძი­ე­ბის პირ­ველ დღეს­ვე ტურ­ნი­რე­ბი სპორ­ტის 13 სა­ხე­ო­ბა­ში ჩა­ტარ­და. მათ შო­რი­საა კა­ლათ­ბურ­თი, მინი გოლ­ფი, მა­გი­დის ჩოგ­ბურ­თი, მეკლდე­უ­რო­ბა, ამე­რი­კუ­ლი ფეხ­ბურ­თი, კა­რა­ტე, ბოჩა, ფრის­ბი, მკლავ­ჭი­დი, გარ­ბე­ნი, ჭად­რა­კი, ჩერ­ლი­დინ­გი და მჯდო­მა­რე ფრენ­ბურ­თი. სა­ფეს­ტი­ვა­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ფარ­გლებ­ში ფეხ­ბურთში მე­გობ­რუ­ლი მატ­ჩი გა­ი­მარ­თა, რო­მელ­შიც ერ­თმა­ნეთს საკ­რე­ბუ­ლო­სა და მე­რი­ის გუნ­დი და სა­ფეხ­ბურ­თო კლუ­ბი „დი­დუ­ბე 2014“ შეხ­ვდნენ. ღო­ნის­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში თბი­ლი­სის მერს კა­რა­ტეს ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტმა კახა ბა­სი­ლი­ამ სა­პა­ტიო შავი ქა­მა­რი მე­სა­მე დანი გა­დას­ცა.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

რა ხდებოდა დღეს ლისის ტბაზე, სადაც სპორტული ფესტივალი „თბი - ლისი“ გაიხსნა

რა ხდებოდა დღეს ლისის ტბაზე, სადაც სპორტული ფესტივალი „თბი - ლისი“ გაიხსნა

ლისის ტბაზე სპორტული ფესტივალი „თბი - ლისი“ გაიხსნა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს. მათივე ცნობით, ღონისძიებას თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილესთან სოფიო ხუნწარიასთან ერთად დაესწრო. ფესტივალი თბილისის მერიის ორგანიზებით იმართება და მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, მასობრივი სპორტის განვითარებას, სპორტის სხვადასხვა სახეობის პოპულარიზაციას და მოქალაქეების დასვენების, გართობისა და სპორტული აქტივობისთვის საჭირო გარემოს შექმნას.

კახა კალაძის განცხადებით, ფესტივალის ფარგლებში სასიამოვნო დროის გატარება ყველა თაობის ადამიანს შეუძლია. დედაქალაქის მერი მოქალაქეებს ფესტივალში ჩართვისკენ მოუწოდებს.„მიუხედავად იმისა, რომ ქარია მაინც ძალიან ბევრი, სხვადასხვა თაობის ადამიანია მოსული. სპორტის 13 სახეობაში არის შესაძლებელი მსურველებმა ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე მიიღონ მონაწილეობა. ასევე, ამ ღონისძიებების შემდეგ გაიმართება სხვადასხვა ჯგუფის კონცერტები და მინდა მივმართო ყველას, რომ ყოველ შაბათს მობრძანდნენ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც სასიამოვნო ღონისძიებები გაიმართება. ჩვენ ქალაქს სჭირდება ასეთი ტიპის ღონისძიებები, ახალგაზრდებს სჭირდებათ გართობა და დასვენება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ღონისძიების პირველ დღესვე ტურნირები სპორტის 13 სახეობაში ჩატარდა. მათ შორისაა კალათბურთი, მინი გოლფი, მაგიდის ჩოგბურთი, მეკლდეურობა, ამერიკული ფეხბურთი, კარატე, ბოჩა, ფრისბი, მკლავჭიდი, გარბენი, ჭადრაკი, ჩერლიდინგი და მჯდომარე ფრენბურთი. საფესტივალო ღონისძიებების ფარგლებში ფეხბურთში მეგობრული მატჩი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს საკრებულოსა და მერიის გუნდი და საფეხბურთო კლუბი „დიდუბე 2014“ შეხვდნენ. ღონისძიების ფარგლებში თბილისის მერს კარატეს ფედერაციის პრეზიდენტმა კახა ბასილიამ საპატიო შავი ქამარი მესამე დანი გადასცა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი