პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლევან დადუნაშვილის ოჯახის ადვოკატი - დღევანდელ პროცესზე სამარცხვინო მდგომარეობა იყო
ლევან დადუნაშვილის ოჯახის ადვოკატი - დღევანდელ პროცესზე სამარცხვინო მდგომარეობა იყო

დღე­ვან­დელ პრო­ცეს­ზე ძა­ლი­ან სა­მარ­ცხვი­ნო ვი­თა­რე­ბა იყო, რად­გან ერთი ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტი მე­ო­რე ბრალ­დე­ბულს აბ­რა­ლებ­და, რომ ეს ჭრი­ლო­ბა მისი და­ნით იყო მი­ყე­ნე­ბუ­ლი და მე­ო­რე მხა­რე სა­პი­რის­პი­როს აკე­თებ­და, - ამის შე­სა­ხებ ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მოკ­ლუ­ლი ერთ-ერთი მო­ზარ­დის, ლე­ვან და­დუ­ნაშ­ვი­ლის ოჯა­ხის ად­ვო­კატ­მა იზო მაღ­ლა­კე­ლი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და. ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მო­ზარ­დე­ბის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე დღეს მხა­რე­ებ­მა კომ­პლექ­სუ­რი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა გა­მო­იკ­ვლი­ეს და ექ­სპერ­ტე­ბი და­კი­თხეს. და­დუ­ნაშ­ვი­ლის ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტის თქმით, ექ­სპერ­ტი­ზამ, და­დუ­ნაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის ეპი­ზოდ­ში, საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი ორი და­ნი­დან ერთ-ერ­თის გა­მო­ყე­ნე­ბა კა­ტე­გო­რი­უ­ლად გა­მო­რი­ცხა.

„სრუ­ლი­ად სა­მარ­ცხვი­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა იყო დღეს პრო­ცეს­ზე. ვი­ხი­ლავთ ორი ბავ­შვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით მკვლე­ლო­ბას და ორი­ვე ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტი, დღეს ფაქ­ტობ­რი­ვად ერ­თმა­ნეთს და­ე­რივ­ნენ იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ ვის მიერ იყო მი­ყე­ნე­ბუ­ლი ესა თუ ის ჭრი­ლო­ბა. ძა­ლი­ან სა­მარ­ცხვი­ნო ვი­თა­რე­ბა იყო, რად­გან ერთი ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტი მე­ო­რე ბრალ­დე­ბულს აბ­რა­ლებ­და, რომ ეს ჭრი­ლო­ბა მისი და­ნით იყო მი­ყე­ნე­ბუ­ლი და მე­ო­რე მხა­რე სა­პი­რის­პი­როს აკე­თებ­და. ეს არის იმის ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თი, რაც მიმ­დი­ნა­რე­ობს ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში - მათი პიარ კამ­პა­ნია, რომ მათ ბრალ­დე­ბუ­ლებს არ აქვთ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი და არ მი­უ­ყე­ნე­ბი­ათ სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბე­ბი. ლე­ვან და­დუ­ნაშ­ვი­ლის ნა­წილ­ში არის ერთი სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბა და ამ ნა­წილ­ში ერთ-ერთი ბრალ­დე­ბუ­ლის დანა მთლი­ა­ნად გა­მო­ი­რი­ცხა. დღე­ვან­დელ პრო­ცე­სამ­დეც ნა­თე­ლი იყო ჩვენ­თვის, რო­მე­ლი ბრალ­დე­ბუ­ლის მი­ე­რაა მი­ყე­ნე­ბუ­ლი ლე­ვან და­დუ­ნაშ­ვი­ლის­თვის სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბა და დღეს ეს უფრო მკა­ფი­ოდ და გარ­კვე­ვით გა­მო­იკ­ვე­თა“, - გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა.

იზო მაღ­ლა­კე­ლი­ძის თქმით, მხო­ლოდ ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­სა­ტა­ნად საკ­მა­რი­სი არაა და შე­სა­ბა­მი­სად, სა­სა­მარ­თლო სხვა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა ერ­თობ­ლი­ო­ბა­საც უნდა და­ეყ­რდნოს.

„ექ­სპერ­ტებ­მა გა­მო­რი­ცხეს, რომ და­ვით სა­რა­ლი­ძის სხე­ულ­ზე რამ­დე­ნი­მე ჭრი­ლო­ბა და ლე­ვან და­დუ­ნაშ­ვი­ლის სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბა არ არის მი­ყე­ნე­ბუ­ლი ერთი და­ნით. ანუ საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი ორი და­ნი­დან ერთ-ერთი დანა კა­ტე­გო­რი­უ­ლად გა­მო­რი­ცხა ექ­სპერ­ტმა. რაც შე­ე­ხე­ბა მე­ო­რე და­ნას, ამა­ზე მი­უ­თი­თა, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლია ჭრი­ლო­ბა იყოს მი­ყე­ნე­ბუ­ლი ამ და­ნით, ან მსგავ­სი პა­რა­მეტ­რის და თვი­სე­ბე­ბის მქო­ნე საგ­ნით. ეს არის სტან­დარ­ტუ­ლი დას­კვნა და მხო­ლოდ ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა არ არის დო­კუ­მენ­ტი, რო­მელ­საც უნდა ეფუძ­ნე­ბო­დეს გა­ნა­ჩე­ნი. ამ დას­კვნას­თან ერ­თად საქ­მე­ში არ­სე­ბულ სხვა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­თან ერ­თობ­ლი­ო­ბა­ში უნდა დად­გეს გა­ნა­ჩე­ნი“, - გა­ნა­ცხა­და იზო მაღ­ლა­კე­ლი­ძემ.

ამას­თან და­დუ­ნაშ­ვი­ლის ოჯა­ხი გუ­ლის­ტკი­ვილს გა­მოთ­ქვამს, რომ მოწ­მე­ე­ბი არ თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან და გა­მო­ძი­ე­ბას ჩვე­ნე­ბას არ აძ­ლე­ვენ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე ორი მო­ზარ­დი 2017 წლის 1-ელ დე­კემ­ბერს დაჭ­რეს. ერთი მო­ზარ­დი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნამ­დე გარ­და­იც­ვა­ლა, მე­ო­რე მო­ზარ­დი კი, ექი­მე­ბის მცდე­ლო­ბი­სა და რამ­დე­ნი­მე ოპე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, 2 დე­კემ­ბერს, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და­ი­ღუ­პა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ლევან დადუნაშვილის ოჯახის ადვოკატი - დღევანდელ პროცესზე სამარცხვინო მდგომარეობა იყო

ლევან დადუნაშვილის ოჯახის ადვოკატი - დღევანდელ პროცესზე სამარცხვინო მდგომარეობა იყო

დღევანდელ პროცესზე ძალიან სამარცხვინო ვითარება იყო, რადგან ერთი ბრალდებულის ადვოკატი მეორე ბრალდებულს აბრალებდა, რომ ეს ჭრილობა მისი დანით იყო მიყენებული და მეორე მხარე საპირისპიროს აკეთებდა, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის, ლევან დადუნაშვილის ოჯახის ადვოკატმა იზო მაღლაკელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე დღეს მხარეებმა კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნა გამოიკვლიეს და ექსპერტები დაკითხეს. დადუნაშვილის ოჯახის ადვოკატის თქმით, ექსპერტიზამ, დადუნაშვილის მკვლელობის ეპიზოდში, საქმეში არსებული ორი დანიდან ერთ-ერთის გამოყენება კატეგორიულად გამორიცხა.

„სრულიად სამარცხვინო მდგომარეობა იყო დღეს პროცესზე. ვიხილავთ ორი ბავშვის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობას და ორივე ბრალდებულის ადვოკატი, დღეს ფაქტობრივად ერთმანეთს დაერივნენ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის მიერ იყო მიყენებული ესა თუ ის ჭრილობა. ძალიან სამარცხვინო ვითარება იყო, რადგან ერთი ბრალდებულის ადვოკატი მეორე ბრალდებულს აბრალებდა, რომ ეს ჭრილობა მისი დანით იყო მიყენებული და მეორე მხარე საპირისპიროს აკეთებდა. ეს არის იმის ნათელი მაგალითი, რაც მიმდინარეობს ტელევიზიაში - მათი პიარ კამპანია, რომ მათ ბრალდებულებს არ აქვთ ჩადენილი დანაშაული და არ მიუყენებიათ სასიკვდილო ჭრილობები. ლევან დადუნაშვილის ნაწილში არის ერთი სასიკვდილო ჭრილობა და ამ ნაწილში ერთ-ერთი ბრალდებულის დანა მთლიანად გამოირიცხა. დღევანდელ პროცესამდეც ნათელი იყო ჩვენთვის, რომელი ბრალდებულის მიერაა მიყენებული ლევან დადუნაშვილისთვის სასიკვდილო ჭრილობა და დღეს ეს უფრო მკაფიოდ და გარკვევით გამოიკვეთა“, - განაცხადა ადვოკატმა.

იზო მაღლაკელიძის თქმით, მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნა განაჩენის გამოსატანად საკმარისი არაა და შესაბამისად, სასამართლო სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობასაც უნდა დაეყრდნოს.

„ექსპერტებმა გამორიცხეს, რომ დავით სარალიძის სხეულზე რამდენიმე ჭრილობა და ლევან დადუნაშვილის სასიკვდილო ჭრილობა არ არის მიყენებული ერთი დანით. ანუ საქმეში არსებული ორი დანიდან ერთ-ერთი დანა კატეგორიულად გამორიცხა ექსპერტმა. რაც შეეხება მეორე დანას, ამაზე მიუთითა, რომ შესაძლებელია ჭრილობა იყოს მიყენებული ამ დანით, ან მსგავსი პარამეტრის და თვისებების მქონე საგნით. ეს არის სტანდარტული დასკვნა და მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნა არ არის დოკუმენტი, რომელსაც უნდა ეფუძნებოდეს განაჩენი. ამ დასკვნასთან ერთად საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში უნდა დადგეს განაჩენი“, - განაცხადა იზო მაღლაკელიძემ.

ამასთან დადუნაშვილის ოჯახი გულისტკივილს გამოთქვამს, რომ მოწმეები არ თანამშრომლობენ პროკურატურასთან და გამოძიებას ჩვენებას არ აძლევენ.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ