Faceამბები
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უბრძოლველად დამარცხებული მტერი -  ამბავი მეფე გიორგი III-ის შესახებ
უბრძოლველად დამარცხებული მტერი -  ამბავი მეფე გიორგი III-ის შესახებ

ჩვე­ნი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ას არა­ერ­თი გა­მო­ჩე­ნი­ლი და სა­ხე­ლო­ვა­ნი მეფე ახ­სოვს. ერთ-ერთი მათ­გა­ნი კი ერ­თი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს მეფე გი­ორ­გი მე­სა­მეა, რო­მე­ლიც 1156-1184 წლებ­ში მარ­თავ­და ქვე­ყა­ნას. ალ­ბათ ბევ­რს გა­უ­გია მისი მოღ­ვა­წე­ო­ბის ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი ეპი­ზო­დი, რო­მე­ლიც მისი ქა­ლიშ­ვი­ლის, თა­მა­რის თა­ნა­მო­საყ­დრედ გა­მო­ცხა­დე­ბას უკავ­შირ­დე­ბა.

რა­საკ­ვირ­ვე­ლია, გი­ორ­გი III-ის შე­სა­ხებ მკი­თხველს ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტი ექ­ნე­ბა წა­კი­თხუ­ლი, მოს­მე­ნი­ლიც, თუმ­ცა ჩვენ ვეც­დე­ბით, ისე­თი ამ­ბის შე­სა­ხებ გი­ამ­ბოთ, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ნაკ­ლე­ბად ცნო­ბი­ლია.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მას შემ­დეგ, რაც მეფე გი­ორ­გი მე­სა­მემ ანი­სი უშუ­ა­ლოდ შე­ი­ერ­თა, უფრო სამ­ხრე­თით მდე­ბა­რე მე­ო­რე ქა­ლაქ­ზე, დვინ­ზე ილაშ­ქრა. ბრძო­ლის­თვის შემ­ზა­დე­ბუ­ლი, ყვე­ლა­ზე წინ მდგო­მი გი­ორ­გი, თურ­მე პირ­ვე­ლი და­ეს­ხა მტერს თავს, რო­მე­ლიც ქა­ლაქ­გა­რეთ მო­უმ­წყდე­ვია და შემ­დეგ ლაშ­ქარ­თან ერ­თა­დაც ქა­ლა­ქიც და­უ­პყრია.

სა­ქარ­თვე­ლოს ამ დიდ­მა სამ­ხედ­რო - პო­ლი­ტი­კურ­მა წარ­მა­ტე­ბამ, ეტყო­ბა ძა­ლი­ან შე­აშ­ფო­თა მუს­ლი­მი მბრძა­ნე­ბე­ლი. მტერს სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ გა­ლაშ­ქრე­ბა და სა­მა­გა­ლი­თოდ დას­ჯა გა­ნუზ­რა­ხავს, იმ ზა­რა­ლის­თვის, გი­ორ­გი მე­სა­მემ სომ­ხუ­რი ქა­ლა­ქე­ბის მი­ერ­თე­ბით, რომ მი­ა­ყე­ნა მათ. გა­ი­გო თუ არა გი­ორ­გი III ამ გეგ­მის შე­სა­ხებ, სას­წრა­ფოდ შე­უყ­რია ლაშ­ქა­რი და სულ­თნის წი­ნა­აღ­მდეგ საბ­რძოლ­ვე­ლად გა­მარ­თუ­ლა. მი­უ­ახ­ლოვ­დნენ, თუ არა მტერს, სულ­თანს ბრძო­ლის და­წყე­ბა გა­და­უ­ფიქ­რე­ბია.

თა­მა­რის ის­ტო­რი­კო­სის სი­ტყვით, „სულ­ტან­მან, ათა­ბაგ­მან და ყო­ველ­თა ფა­ლა­ვან­თა და დი­დე­ბულ­თა მათ­თა თუ­ქეს ვი­თარ­მედ: „არა არს კაცი დღეს პი­რის­პირ შემბმე­ლი გი­ორ­გი­სი და მის­თა ლაშ­ქარ­თა ქუ­ე­ყა­ნა­სა ზედა; მივ­რი­დოთ თავი და ვე­ფა­როთ!~ მარ­თლაც და­უ­პყრი­ათ ყო­ველ­გვა­რი ნა­ა­ლა­ფა­რი და მდი­ნა­რე ეკე­ლე­ცის გა­და­სა­ლა­ხად შე­მარ­თუ­ლან. ქარ­თვე­ლი მე­მა­ტი­ა­ნის ცნო­ბას მო­წი­ნა­აღ­მდე­გის გაქ­ცე­ვის შე­სა­ხებ, სო­მე­ხი ის­ტო­რი­კო­სი ვარ­დან დი­დიც ადას­ტუ­რებს. თა­ნაც ამა­ტებს, მტერ­მა სა­ჭურ­ვე­ლი და ტყვე­ე­ბიც კი მი­ა­ტო­ვაო.

სწო­რედ ამ და სხვა უმ­რა­ვი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტე­ბის შე­სა­ხებ შე­ი­ტყობს მკი­თხვე­ლი, რო­მე­ლიც „ქარ­თვე­ლი მე­ფე­ე­ბის“ სე­რი­ა­ში გა­მო­სულ წიგნს წა­ი­კი­თხავს გი­ორ­გი მე­სა­მის შე­სა­ხებ.

წიგ­ნი კი­დევ რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ი­ყი­დე­ბა გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ერ­თად. სპე­ცი­ა­ლუ­რი ფასი 5.5 ლარი, გა­ზეთ­თან ერ­თად 7 ლარი. მო­ი­კი­თხეთ წიგ­ნის მა­ღა­ზი­ებ­სა და პრე­სის გავ­რცე­ლე­ბის წერ­ტი­ლებ­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

უბრძოლველად დამარცხებული მტერი -  ამბავი მეფე გიორგი III-ის შესახებ

უბრძოლველად დამარცხებული მტერი -  ამბავი მეფე გიორგი III-ის შესახებ

ჩვენი ქვეყნის ისტორიას არაერთი გამოჩენილი და სახელოვანი მეფე ახსოვს. ერთ-ერთი მათგანი კი ერთიანი საქართველოს მეფე გიორგი მესამეა, რომელიც 1156-1184 წლებში მართავდა ქვეყანას. ალბათ ბევრს გაუგია მისი მოღვაწეობის ერთ-ერთი გამორჩეული ეპიზოდი, რომელიც მისი ქალიშვილის, თამარის თანამოსაყდრედ გამოცხადებას უკავშირდება.

რასაკვირველია, გიორგი III-ის შესახებ მკითხველს ბევრი საინტერესო ფაქტი ექნება წაკითხული, მოსმენილიც, თუმცა ჩვენ ვეცდებით, ისეთი ამბის შესახებ გიამბოთ, რომელიც შეიძლება ითქვას, ნაკლებად ცნობილია.

მოგეხსენებათ, მას შემდეგ, რაც მეფე გიორგი მესამემ ანისი უშუალოდ შეიერთა, უფრო სამხრეთით მდებარე მეორე ქალაქზე, დვინზე ილაშქრა. ბრძოლისთვის შემზადებული, ყველაზე წინ მდგომი გიორგი, თურმე პირველი დაესხა მტერს თავს, რომელიც ქალაქგარეთ მოუმწყდევია და შემდეგ ლაშქართან ერთადაც ქალაქიც დაუპყრია.

საქართველოს ამ დიდმა სამხედრო - პოლიტიკურმა წარმატებამ, ეტყობა ძალიან შეაშფოთა მუსლიმი მბრძანებელი. მტერს საქართველოს წინააღმდეგ გალაშქრება და სამაგალითოდ დასჯა განუზრახავს, იმ ზარალისთვის, გიორგი მესამემ სომხური ქალაქების მიერთებით, რომ მიაყენა მათ. გაიგო თუ არა გიორგი III ამ გეგმის შესახებ, სასწრაფოდ შეუყრია ლაშქარი და სულთნის წინააღმდეგ საბრძოლველად გამართულა. მიუახლოვდნენ, თუ არა მტერს, სულთანს ბრძოლის დაწყება გადაუფიქრებია.

თამარის ისტორიკოსის სიტყვით, „სულტანმან, ათაბაგმან და ყოველთა ფალავანთა და დიდებულთა მათთა თუქეს ვითარმედ: „არა არს კაცი დღეს პირისპირ შემბმელი გიორგისი და მისთა ლაშქართა ქუეყანასა ზედა; მივრიდოთ თავი და ვეფაროთ!~ მართლაც დაუპყრიათ ყოველგვარი ნაალაფარი და მდინარე ეკელეცის გადასალახად შემართულან. ქართველი მემატიანის ცნობას მოწინააღმდეგის გაქცევის შესახებ, სომეხი ისტორიკოსი ვარდან დიდიც ადასტურებს. თანაც ამატებს, მტერმა საჭურველი და ტყვეებიც კი მიატოვაო.

სწორედ ამ და სხვა უმრავი მნიშვნელოვანი ფაქტების შესახებ შეიტყობს მკითხველი, რომელიც „ქართველი მეფეების“ სერიაში გამოსულ წიგნს წაიკითხავს გიორგი მესამის შესახებ.

წიგნი კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში გაიყიდება გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად. სპეციალური ფასი 5.5 ლარი, გაზეთთან ერთად 7 ლარი. მოიკითხეთ წიგნის მაღაზიებსა და პრესის გავრცელების წერტილებში.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს