სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმე - "ჩემთვის სასიკვდილოა თორმეტივე ჭრილობა, რომელიც ჩემს შვილს აქვს მიყენებული..."
ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმე - "ჩემთვის სასიკვდილოა თორმეტივე ჭრილობა, რომელიც ჩემს შვილს აქვს მიყენებული..."

ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მო­ზარ­დე­ბის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს. დღეს ბრალ­დე­ბის მხა­რემ და­კი­თხა ექ­სპერ­ტე­ბი, რომ­ლებ­მაც დას­კვნის მომ­ზა­დე­ბა­ში მი­ი­ღეს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. საქ­მის პრო­კუ­რო­რის თქმით, პრო­ცეს­ზე მხა­რე­ე­ბი, ექ­სპერ­ტე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ასე­ვე გა­მო­იკ­ვლე­ვენ ნივთმტკი­ცე­ბებს, მათ შო­რის ორ და­ნას, რომ­ლი­თაც ბრალ­დე­ბის მხა­რის მტკი­ცე­ბით, მოკ­ლულ მო­ზარ­დებს ჭრი­ლო­ბე­ბი აქვთ მი­ყე­ნე­ბუ­ლი.

ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მო­ზარ­დე­ბის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი ერთ-ერთი არას­რულ­წლო­ვა­ნის ად­ვო­კატ­მა ტა­რი­ელ კა­კა­ბა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა­ში არის გარ­კვე­უ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბი და აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე აუ­ცი­ლებ­ლად გა­ა­მახ­ვი­ლე­ბენ ყუ­რა­დღე­ბას.

"ჩვენ აქამ­დე და არც ამ დრო­ის­თვის არ გვაქვს გად­მო­ცე­მუ­ლი ნივთმტკი­ცე­ბე­ბი, შე­სა­ბა­მი­სად, შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო, ჩვენ ექ­სპერ­ტებს და­ე­წყოთ მუ­შა­ო­ბა. დაც­ვის მხა­რეს, მე­ო­რე ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კატს ნივთმტკი­ცე­ბე­ბი გა­და­ე­ცე­მა ორ­შა­ბათს და ამის შემ­დეგ და­ი­წყე­ბა ექ­სპერ­ტი­ზის ჩა­ტა­რე­ბა. შე­უძ­ლე­ბე­ლია გა­არ­კვიო რო­მე­ლი და­ნით, რო­მე­ლი ჭრი­ლო­ბა იყო მი­ყე­ნე­ბუ­ლი, შე­უძ­ლე­ბე­ლია გა­არ­კვიო საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი და­ნე­ბით არის თუ არა ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ყე­ნე­ბუ­ლი, თუ ის და­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც საქ­მე­ში არ­სე­ბობს არ გა­და­ე­ცა ექ­სპერტს. საქ­მის გან­ხილ­ვის დას­რუ­ლე­ბამ­დე ერთი თვეა დარ­ჩე­ნი­ლი, ბრალ­დე­ბის მხა­რეს კი 4-5 თვე დას­ჭირ­და თა­ვი­სი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის წარ­სად­გე­ნად. ამ მოკ­ლე დრო­ში ძა­ლი­ან რთუ­ლია წარ­მო­ვად­გი­ნოთ ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა, თუმ­ცა დაც­ვის მხა­რე ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ, რომ ამ ვა­და­ში, პირ­ვე­ლი­ვე ინ­სტან­ცი­ა­ში წარ­მო­ვად­გი­ნოთ დას­კვნა, დავ­კი­თხოთ უცხო­ე­ლი ექ­სპერ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც აუ­ცი­ლე­ბალდ და­მა­ჯე­რებ­ლად უპა­სუ­ხე­ბენ ყვე­ლა იმ შე­კი­თხვას, რო­მე­ლიც მხა­რე­ებს ექ­ნე­ბათ", - გა­ნა­ცხა­და ტა­რი­ელ კა­კა­ბა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მოკ­ლუ­ლი მო­ზარ­დის და­ვით სა­რა­ლი­ძის მა­მას, ზაზა სა­რა­ლი­ძე საქ­მე­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კომ­პლექ­სუ­რი ექ­სპერ­ტი­ზის დე­ტა­ლუ­რად გაც­ნო­ბის შემ­დე­გაც პო­ზი­ცი­ას არ იც­ვლის. რო­გორც ზაზა სა­რა­ლი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ექ­სპერ­ტი­ზამ ვერ და­ად­გი­ნა, რო­მე­ლი და­ნით რა ჭრი­ლო­ბა აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი მის შვილს.

"დე­ტა­ლუ­რად გა­ვე­ცა­ნით ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნას, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, რა პო­ზი­ცი­აც გვქონ­და, იგი­ვე პო­ზი­ცი­ას ვი­ნარ­ჩუ­ნებ, რად­გან გა­ურ­კვე­ვე­ლია რო­მე­ლი ია­რა­ღით, რო­მე­ლი ჭრი­ლო­ბაა მი­ყე­ნე­ბუ­ლი. სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბა­ზე არაა და­კონ­კრე­ტე­ბუ­ლი, რო­მე­ლი ია­რა­ღია გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. ჩემ­თვის სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბაა ის თორ­მე­ტი­ვე ჭრი­ლო­ბა, რო­მე­ლიც ჩემს შვილს აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი. მაგ­რამ არის კი­დევ სა­მარ­თლებ­რი­ვი ფორ­მა, რო­მე­ლიც ად­გენს, რო­მე­ლი ჭრი­ლო­ბით გარ­და­იც­ვა­ლა ჩემი შვი­ლი. ამას­თა­ნაც მაქვს კი­თხვა, რაც ჩემ­თვის ასე­ვე მთა­ვა­რია: და­ვუშ­ვათ არ არ­სე­ბობს ამ­ჟა­მად დად­გე­ნი­ლი სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბა, სხვა ჭრი­ლო­ბა იქ­ნე­ბო­და თუ არა მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი?!" - გა­ნა­ცხა­და ზაზა სა­რა­ლი­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე ორი მო­ზარ­დი 2017 წლის 1-ელ დე­კემ­ბერს დაჭ­რეს. ერთი მო­ზარ­დი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნამ­დე გარ­და­იც­ვა­ლა, მე­ო­რე მო­ზარ­დი კი, ექი­მე­ბის მცდე­ლო­ბი­სა და რამ­დე­ნი­მე ოპე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, 2 დე­კემ­ბერს, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და­ი­ღუ­პა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმე - "ჩემთვის სასიკვდილოა თორმეტივე ჭრილობა, რომელიც ჩემს შვილს აქვს მიყენებული..."

ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმე - "ჩემთვის სასიკვდილოა თორმეტივე ჭრილობა, რომელიც ჩემს შვილს აქვს მიყენებული..."

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს. დღეს ბრალდების მხარემ დაკითხა ექსპერტები, რომლებმაც დასკვნის მომზადებაში მიიღეს მონაწილეობა. საქმის პროკურორის თქმით, პროცესზე მხარეები, ექსპერტების მონაწილეობით ასევე გამოიკვლევენ ნივთმტკიცებებს, მათ შორის ორ დანას, რომლითაც ბრალდების მხარის მტკიცებით, მოკლულ მოზარდებს ჭრილობები აქვთ მიყენებული.

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვანის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ განაცხადა, რომ ექსპერტიზის დასკვნაში არის გარკვეული წინააღმდეგობები და აღნიშნულ საკითხზე აუცილებლად გაამახვილებენ ყურადღებას.

"ჩვენ აქამდე და არც ამ დროისთვის არ გვაქვს გადმოცემული ნივთმტკიცებები, შესაბამისად, შეუძლებელი იყო, ჩვენ ექსპერტებს დაეწყოთ მუშაობა. დაცვის მხარეს, მეორე ბრალდებულის ადვოკატს ნივთმტკიცებები გადაეცემა ორშაბათს და ამის შემდეგ დაიწყება ექსპერტიზის ჩატარება. შეუძლებელია გაარკვიო რომელი დანით, რომელი ჭრილობა იყო მიყენებული, შეუძლებელია გაარკვიო საქმეში არსებული დანებით არის თუ არა ჭრილობები მიყენებული, თუ ის დანები, რომლებიც საქმეში არსებობს არ გადაეცა ექსპერტს. საქმის განხილვის დასრულებამდე ერთი თვეა დარჩენილი, ბრალდების მხარეს კი 4-5 თვე დასჭირდა თავისი ექსპერტიზის დასკვნის წარსადგენად. ამ მოკლე დროში ძალიან რთულია წარმოვადგინოთ ექსპერტიზის დასკვნა, თუმცა დაცვის მხარე ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ ვადაში, პირველივე ინსტანციაში წარმოვადგინოთ დასკვნა, დავკითხოთ უცხოელი ექსპერტები, რომლებიც აუცილებალდ დამაჯერებლად უპასუხებენ ყველა იმ შეკითხვას, რომელიც მხარეებს ექნებათ", - განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.

რაც შეეხება ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძე საქმეზე ჩატარებული კომპლექსური ექსპერტიზის დეტალურად გაცნობის შემდეგაც პოზიციას არ იცვლის. როგორც ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ექსპერტიზამ ვერ დაადგინა, რომელი დანით რა ჭრილობა აქვს მიყენებული მის შვილს.

"დეტალურად გავეცანით ექსპერტიზის დასკვნას, მაგრამ სამწუხაროდ, რა პოზიციაც გვქონდა, იგივე პოზიციას ვინარჩუნებ, რადგან გაურკვეველია რომელი იარაღით, რომელი ჭრილობაა მიყენებული. სასიკვდილო ჭრილობაზე არაა დაკონკრეტებული, რომელი იარაღია გამოყენებული. ჩემთვის სასიკვდილო ჭრილობაა ის თორმეტივე ჭრილობა, რომელიც ჩემს შვილს აქვს მიყენებული. მაგრამ არის კიდევ სამართლებრივი ფორმა, რომელიც ადგენს, რომელი ჭრილობით გარდაიცვალა ჩემი შვილი. ამასთანაც მაქვს კითხვა, რაც ჩემთვის ასევე მთავარია: დავუშვათ არ არსებობს ამჟამად დადგენილი სასიკვდილო ჭრილობა, სხვა ჭრილობა იქნებოდა თუ არა მომაკვდინებელი?!" - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს