პოლიტიკა
კონფლიქტები

13

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:43-ზე და გაგრძელდება 14 ივნისს, შაბათს – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ანატოლი ბიბილოვი - არც საქართველოს, არც აშშ-ს და დასავლეთის არც სხვა ქვეყნებს აწყობთ სამხრეთ ოსეთში ქართველები და ოსები კეთილმეზობლურად ცხოვრობდნენ
ანატოლი ბიბილოვი - არც საქართველოს, არც აშშ-ს და დასავლეთის არც სხვა ქვეყნებს აწყობთ სამხრეთ ოსეთში ქართველები და ოსები კეთილმეზობლურად ცხოვრობდნენ

არ­ჩილ ტა­ტუ­ნაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით სამ­ხრეთ ოსე­თი სა­ინ­ფორ­მა­ციო ომის მსხვერ­პლი გახ­და, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლომ წა­მო­ი­წყო აშშ-სთან და და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნებ­თან ერ­თად - სა­ა­გენ­ტო „რეს“-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამის შე­სა­ხებ ცხინ­ვა­ლის მა­რი­ო­ნე­ტუ­ლი რე­ჟი­მის ლი­დერ­მა ანა­ტო­ლი ბიბ­ლოვ­მა გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, „სამ­ხრეთ ოსეთ­ზე“ სა­ინ­ფორ­მა­ციო შე­ტე­ვე­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი ამ სა­კი­თხში იყო „რეს­პუბ­ლი­კა­ში“ მცხოვ­რებ ქარ­თვე­ლებ­სა და ოსებს შო­რის მტრუ­ლი გა­რე­მოს შექ­მნა. „ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბას მი­ა­ნი­ჭეს პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ფე­რი­ლო­ბა, რათა რეს­პუბ­ლი­კა­ში მცხოვ­რებ ქარ­თვე­ლებს თავი მე­ო­რე­ხა­რის­ხოვ­ნად ეგ­რძნოთ. ეს ყვე­ლა­ფე­რი ტყუ­ი­ლია. ჩვენ ვხდე­ბით სა­ინ­ფორ­მა­ციო ბრძო­ლის მსხვერ­პლნი, რად­გან არც სა­ქარ­თვე­ლოს, არც აშშ-ს და და­სავ­ლე­თის არც სხვა ქვეყ­ნებს აწყობთ სამ­ხრეთ ოსეთ­ში ქარ­თვე­ლე­ბი და ოსე­ბი კე­თილ­მე­ზობ­ლუ­რად ცხოვ­რობ­დნენ. მათ სურთ, რომ ჩვენ ერ­თმა­ნეთს ვმტრობ­დეთ“, - გა­ნა­ცხა­და ბი­ბი­ლოვ­მა.

მან­ვე ახალ­გო­რის მო­სახ­ლე­ო­ბას მო­უ­წო­და, ასე­თი სა­ხის პრო­ვო­კა­ცი­ებ­ზე რე­ა­გი­რე­ბა არ მო­ახ­დი­ნონ. „მო­დით, ნუ წა­მო­ვე­გე­ბით ამ სი­ბინ­ძუ­რეს, უსა­მარ­თლო ბრძო­ლას სამ­ხრეთ ოსე­თი­სა და მისი ყო­ვე­ლი მცხოვ­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. მე არა­სო­დეს დავ­ყოფ ქარ­თვე­ლებ­სა და ოსებს, რომ­ლე­ბიც რეს­პუბ­ლი­კა­ში ცხოვ­რო­ბენ. ისი­ნი ჩემი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბი არი­ან და მათ ისე­ვე მო­ვექ­ცე­ვი, რო­გორც სხვა თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ებს“, - გა­ნა­ცხა­და ბი­ბი­ლოვ­მა.

მი­სი­ვე თქმით, რომ „სამ­ხრეთ ოსე­თის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან კავ­შირ­ში არ არის - უფრო მე­ტიც - ინ­ცი­დენ­ტი არ შე­დი­ო­და „რეს­პუბ­ლი­კის“ ინ­ტე­რე­სებ­ში. „ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბა სამ­ხრეთ ოსეთს არა­ფერს აძ­ლევ­და. ამას არა­ვი­თა­რი აზრი არ ჰქონ­და. რა აზრი ჰქონ­და ადა­მი­ა­ნის მოკ­ვლას, რო­მე­ლიც ინ­ფორ­მა­ცი­ის წყა­რო იყო. ეს უბ­რა­ლოდ ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვაა, რო­მე­ლიც ყველ­გან ხდე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ბი­ბი­ლოვ­მა.

მისი თქმით, „რეს­პუბ­ლი­კის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ქმე­დე­ბე­ბი, რო­მე­ლიც მი­ღე­ბუ­ლია ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, მარ­თე­ბუ­ლი იყო, რაც და­ა­დას­ტუ­რა მოვ­ლე­ნა­თა შემ­დგომ­მა გან­ვი­თა­რე­ბამ. „ჩა­ტარ­და შიდა მოკ­ვლე­ვა ად­გილ­ზე, სა­დაც გა­დაყ­ვა­ნი­ლი იყო ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლი, ასე­ვე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, სა­დაც ის გარ­და­იც­ვა­ლა. ჩა­ტარ­და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­სპერ­ტი­ზა. ყვე­ლა­ფე­რი სა­თა­ნა­დოდ გა­კეთ­და“, - აცხა­დებს ბი­ბი­ლო­ვი.

დე­ფაქ­ტო ლი­დე­რის თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ დრომ­დე ვერ შეძ­ლეს ექ­სპერ­ტი­ზის შე­დე­გე­ბის უარ­ყო­ფა, რო­მე­ლიც „სამ­ხრეთ ოსეთ­ში“ ჩა­ტარ­და. „აქ ჩნდე­ბა კი­თხვა, რა­ტომ არ არის ამ დრომ­დე ექ­სპერ­ტი­ზის შე­დე­გე­ბი? იმი­ტომ, რომ მიხ­ვდნენ, ჩვენ მარ­თლე­ბი ვყა­ვით და სამ­ხრეთ ოსეთ­ში ჩა­ტა­რე­ბულ ექ­სპერ­ტი­ზას ვერ უარ­ყო­ფენ“, - გა­ნა­ცხა­და მა­რი­ო­ნე­ტუ­ლი რე­ჟი­მის ლი­დერ­მა.

მი­სი­ვე თქმით, სამი ოსი, რო­მელ­თა­გან ერთ-ერთი 16 წლი­საა, ამ დრომ­დე უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბა. „ყო­ველ ჯერ­ზე, ჟე­ნე­ვის დის­კუ­სი­ებ­ზე ჩვენ ვა­ყე­ნებთ ამ თე­მას. ვი­თხოვთ ცხედ­რე­ბის გად­მო­ცე­მას, თუკი ცო­ცხლე­ბი აღარ არი­ან, რომ მშობ­ლებს მათი საფ­ლა­ვე­ბის მო­ნა­ხუ­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცეთ“, - გა­ნა­ცხა­და ბი­ბი­ლოვ­მა.

მისი თქმით, „სამ­ხრეთ ოსე­თის“ 150 „მო­ქა­ლა­ქე“ კვლა­ვაც რჩე­ბა და­კარ­გულ­თა სი­ა­ში 90-იანი წლე­ბის მოვ­ლე­ნე­ბის დროს. „თუმ­ცა, ამ ადა­მი­ა­ნე­ბის ბედს არ გა­მო­უწ­ვე­ვია ისე­თი პო­ლი­ტი­კუ­რი რე­ზო­ნან­სი, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლომ მი­ა­ნი­ჭა ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბას. ამის შე­სა­ხებ რა­ტომ არა­ვინ სა­უბ­რობს?! გა­მო­დის, ოსე­ბის სიკ­ვდი­ლი არა­ფერს ნიშ­ნავს, ქარ­თვე­ლი­სა კი ყვე­ლა­ფერს“, - გა­ნა­ცხა­და ბი­ბი­ლოვ­მა.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ანატოლი ბიბილოვი - არც საქართველოს, არც აშშ-ს და დასავლეთის არც სხვა ქვეყნებს აწყობთ სამხრეთ ოსეთში ქართველები და ოსები კეთილმეზობლურად ცხოვრობდნენ

ანატოლი ბიბილოვი - არც საქართველოს, არც აშშ-ს და დასავლეთის არც სხვა ქვეყნებს აწყობთ სამხრეთ ოსეთში ქართველები და ოსები კეთილმეზობლურად ცხოვრობდნენ

არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით სამხრეთ ოსეთი საინფორმაციო ომის მსხვერპლი გახდა, რომელიც საქართველომ წამოიწყო აშშ-სთან და დასავლეთის ქვეყნებთან ერთად - სააგენტო „რეს“-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ლიდერმა ანატოლი ბიბლოვმა განაცხადა.

მისი თქმით, „სამხრეთ ოსეთზე“ საინფორმაციო შეტევების ერთ-ერთი მთავარი მიზანი ამ საკითხში იყო „რესპუბლიკაში“ მცხოვრებ ქართველებსა და ოსებს შორის მტრული გარემოს შექმნა. „ტატუნაშვილის გარდაცვალებას მიანიჭეს პოლიტიკური შეფერილობა, რათა რესპუბლიკაში მცხოვრებ ქართველებს თავი მეორეხარისხოვნად ეგრძნოთ. ეს ყველაფერი ტყუილია. ჩვენ ვხდებით საინფორმაციო ბრძოლის მსხვერპლნი, რადგან არც საქართველოს, არც აშშ-ს და დასავლეთის არც სხვა ქვეყნებს აწყობთ სამხრეთ ოსეთში ქართველები და ოსები კეთილმეზობლურად ცხოვრობდნენ. მათ სურთ, რომ ჩვენ ერთმანეთს ვმტრობდეთ“, - განაცხადა ბიბილოვმა.

მანვე ახალგორის მოსახლეობას მოუწოდა, ასეთი სახის პროვოკაციებზე რეაგირება არ მოახდინონ. „მოდით, ნუ წამოვეგებით ამ სიბინძურეს, უსამართლო ბრძოლას სამხრეთ ოსეთისა და მისი ყოველი მცხოვრების წინააღმდეგ. მე არასოდეს დავყოფ ქართველებსა და ოსებს, რომლებიც რესპუბლიკაში ცხოვრობენ. ისინი ჩემი თანამემამულეები არიან და მათ ისევე მოვექცევი, როგორც სხვა თანამემამულეებს“, - განაცხადა ბიბილოვმა.

მისივე თქმით, რომ „სამხრეთ ოსეთის“ ხელისუფლება ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან კავშირში არ არის - უფრო მეტიც - ინციდენტი არ შედიოდა „რესპუბლიკის“ ინტერესებში. „ტატუნაშვილის გარდაცვალება სამხრეთ ოსეთს არაფერს აძლევდა. ამას არავითარი აზრი არ ჰქონდა. რა აზრი ჰქონდა ადამიანის მოკვლას, რომელიც ინფორმაციის წყარო იყო. ეს უბრალოდ ტრაგიკული შემთხვევაა, რომელიც ყველგან ხდება“, - განაცხადა ბიბილოვმა.

მისი თქმით, „რესპუბლიკის“ ხელისუფლების ქმედებები, რომელიც მიღებულია ტატუნაშვილის გარდაცვალების შემდეგ, მართებული იყო, რაც დაადასტურა მოვლენათა შემდგომმა განვითარებამ. „ჩატარდა შიდა მოკვლევა ადგილზე, სადაც გადაყვანილი იყო ტატუნაშვილი, ასევე საავადმყოფოში, სადაც ის გარდაიცვალა. ჩატარდა დამოუკიდებელი ექსპერტიზა. ყველაფერი სათანადოდ გაკეთდა“, - აცხადებს ბიბილოვი.

დეფაქტო ლიდერის თქმით, საქართველოში ამ დრომდე ვერ შეძლეს ექსპერტიზის შედეგების უარყოფა, რომელიც „სამხრეთ ოსეთში“ ჩატარდა. „აქ ჩნდება კითხვა, რატომ არ არის ამ დრომდე ექსპერტიზის შედეგები? იმიტომ, რომ მიხვდნენ, ჩვენ მართლები ვყავით და სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ ექსპერტიზას ვერ უარყოფენ“, - განაცხადა მარიონეტული რეჟიმის ლიდერმა.

მისივე თქმით, სამი ოსი, რომელთაგან ერთ-ერთი 16 წლისაა, ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. „ყოველ ჯერზე, ჟენევის დისკუსიებზე ჩვენ ვაყენებთ ამ თემას. ვითხოვთ ცხედრების გადმოცემას, თუკი ცოცხლები აღარ არიან, რომ მშობლებს მათი საფლავების მონახულების საშუალება მიეცეთ“, - განაცხადა ბიბილოვმა.

მისი თქმით, „სამხრეთ ოსეთის“ 150 „მოქალაქე“ კვლავაც რჩება დაკარგულთა სიაში 90-იანი წლების მოვლენების დროს. „თუმცა, ამ ადამიანების ბედს არ გამოუწვევია ისეთი პოლიტიკური რეზონანსი, როგორც საქართველომ მიანიჭა ტატუნაშვილის გარდაცვალებას. ამის შესახებ რატომ არავინ საუბრობს?! გამოდის, ოსების სიკვდილი არაფერს ნიშნავს, ქართველისა კი ყველაფერს“, - განაცხადა ბიბილოვმა.

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი